gube 20 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 თორნიკე რეხვიაშვილი ვაწარმოებთ საერთოდ რამეს? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 ხორცი შემოდის, ძეხვეული შემოდის, თაფლი შემოდის(ევროკავშირი მამაპაპურ თაფლს გვიწუნებს, თავის ბაზარზე არ გვატანიებს, გადამუშავება ჭირდებაო ჩვენი სტანდარტებითო) კარტოფილი შემოგვაქვს თურქეთიდან, პომიდორი შემოგვაქვს, ხორბალს ვყიდულობთ დიდწილად, ნავთობში ორმაგს ვიხდით ფასების კლების მიუხედავად, მსხმოიარე კაკლები დაჭრეს დამორეს და კაპიკებში გამოუშვეს იტალიაში, ჩარხ-დანადგარები თავის დროზე ჯართად გავზიდეთ თურქეთში, ჭანჭიკის გაკეთებაც არ შეგვიძლია, ყველაფერი შემოგვაქვს. ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ეკონომიკა, ჩვენ ვართ მომხმარებელი, ამიტომაცაა რომ ყველაფერში ორმაგს ვიხდით. პოტენციალი რომ დიდი გვაქვს, ამაზა კარგად მეტყველებს რამდენიმე წარმატებული კომპანია. მაგალითად ქამა სოკო ადრე 12 ლარი ღირდა, ახლა სრულიად ქარტულია და ფასები 3.5-8 ლარში მერყეობს ხარისხისა და დროის მიხედვით. მარნეული კონსერვული წარმობამ კარგად მოიკიდა ფეხი. ცისარტყელა კალმახი თავიდან 12 ლარი ღირდა, ახლა 7 ლარიც ღირც ხოლმე. ღვინოს რაც შეეხება, წყლის გარევა და წუმპარი უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 (edited) თორნიკე რეხვიაშვილი თაფლს რას შეეხება მართალია გადაუმუშავებელს არ გამოგატანიებს აქ და აქ გაგაყიდიებს ევროპა ეგ კიარა ბავშვისთვის ბაღში რო დაბ დღეზე ნამცხვარი მიმეტანა ქვიტარი მომთხოვა მასწავლებელმა და სწორიცაა შესაბამისი სერტიფიკატი უკდა ყველაფერს და შესაბამის ხარისხში აყვანა თუ ევროპის ბაზრის ნაწილის დაკავება უნდა ნებისმიერ პროდუკტს აქ ვარ და ნებისმიერე რამეს არ აქ ფირმას მნისჰვნელობა ისე ვენდობი და რამე ცდომილების სჰემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მწარმოებელს,საქართველომ ჯერ საქმის კეთება უნდა ისწავლოს მერე უნდა ქონდეს პრეტენზიები.. დადე გასაყიდად ქართული ვაშლი და აქაური ვაში სანამ გემოს გაუგებს მანამდე ეს გარეცხილ გაპრიალებული ვაშლი მოეწონება და ამას იყიდის,მსხალი სათითაოდ არი რბილ რაღაცეებში შეფუთული მანდ სხალიც და ვაშლიც კრაზის კუსაოზე ერთად ყრია მაგას არ ჩაიბარებს იასნია გიორგი შემოვა და ის დაწერს რა ხდება ყოველ ღამე მაღაზიებში..შეუფუთავი პროდუქტი რაცაა ხილის გარდა პლიუს პურ ფუნთუშეული მონარჩენი ყოველ დღე იყრება და ახლიდან ცხვება მაქამდე ცოტა როცა აიწევა ქართული აზრი შესაბამისად მერე უფრო გაეხსნება გზა და გლეხიც ცალობაზე მოგების ნაცვლად პარტიაზე მოგებას რო გათვლის აი მაშინ უკეთ იქნება ყველაფერი რათ უნდა თაფლს გატანა ან რამეს ჯერ ადგილზე სამყოფი გააკეთონ იმდენი რო შემოსატანი არ ქონდეთ. გამიხარდა ბარამბო და აგარის შაქარი რო არ აქსება რეალურამ მანდ ერთგან ჩამოსხმა ხდება შოკოლადის და მეორეგან დაფასოება თორე ორივე შემოტანილია,კაკლების და ჩარხების გაქრობა ეგ უკვე სიდუხჭირის ბრალია და ადამიანს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია იმიტო რო დღეს თუ კვერცხი არ ჭამა დიდი ალბათობიტ ქათმის დაბადებამდე ცოცხალი აღარ იქნება,ბოლოს ცისარტყელას და ქამას რაც შეეხება ეგ გამოიწვია სავარაუდოდ კონკურენციამ რაც ძაან კაია თორე ადრე იყო სუ 2 საკალმახე მემგონი მთელ საქართველოში და 100 ლარიც რო დაედო ვიღაცა მაინც იყიდდა... Edited February 21, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 გუბე 100 % :yes: ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 ალბათ, თუ - ასე არ გამოვა ძმაო. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის რუსეთის ბაზარს რუსეთის იმედიზე ჩვენი მტერი იყოს,ის რაც შეიქმნება და იწარმოება ჩვენთან ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყოს მერე კი ვისაც გინდა იმას მიყიდი..... ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 შემოტანილზე ბაჟი უნდა იყოს ისეთი რომ ადგილობრივი წარმოება არ დაძიროს. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 თორნიკე რეხვიაშვილი სასწაულს ამბობ ახლა შენ, მაგიტო არ მოწონდათ კომუნისტები შიგნითაც ვერ აკეთო და ისიც გააძვირო მოსახლეობამ რა უნდა ქნას მაგ დროს.. ეგ არ არის გამოსავალი, გამოსავალი იცი სად არი?აი ტრაკტორებს რო დაატარებდა მიშა იქით აქეთ და იმ 20 ტრაკტორს ყველა სოფელს რო ურიგებდა ის უნდა იყოს რეალური მარა პასუხისმგებლობაც უნდა ქონდეს მათ ვინც ტრაქტორებს ჩაიბარებს შესაბამისად გლეხისთვის უნდა იყოს შეღავათები ამ ეტყაპზე სანამ ფეხზე ცამოდგება სოფელი საწვავი იაფი გადასახადი საერთოდ უნდა მოეხსნას გლეხს და მითუმეტეს მაღალმთიანი სოფლების გლეხებს მცირე მეზარმეებსაც უნდა დაუწიონ გადასახადები და ვაფშეტა გადასახადები კიარა წილები მოაცილონ და ისედაც იარსებებენ,,, და ნელ ნელა გლეხი დაიწყებს გაძლიერებას და მცირე მეწარნმეები შესაბამისად ადგილობრივი პროდუქტი გაძლიერდება მე სანამ მანდ ვიყავი უცხოურ ლუდს არ ვყიდულობდი იმიტო რო ადგილობრივი შესაბამის გემოს მთავაზობდა დანარჩენი არ ვიცი მარა ნუ ლუდი კარგად დგას საქართველოში ასევე უნდა იყოს კაი უნდა ამოვიდნენ მაღლა იმ ჭაობიდან შექმნან კლონკურენტული საქონელი და უცხოური თვითონ გავა ბაზრიდან. რუსეთზე ზურას(სალამადრას) დავეთანხმები ეგ არრი ბაზარი კიარა ნაგვის კარგად გასასაღებელი რესპუბლიკა სადაც ყველაფერ ეტიკეტიანს გაყიდი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 როდესაც თავისუფალია ბაზარი და ჯანსაღი კონკურენციაა, მაშინ ბიზნესი აკეთებს საქმეს და პრეზიდენტები არ დააგორებენ ტრაქტორებს. დღეს თურქეთიდან იმ ფასად შემოდის პროდუქცია რომ ადგილობრივი ვერ უწევს წინააღმდეგობას. დღეს სოფლის ფეხზე დაყენება შეუძლია კოოპერატივებს, რომელსაც ჭირდება ცოდნა და გაძღოლა. დიდ ბიზნესს შეუძლია მარამ რისკების გამო არ უღირს, ერთმა სეტყვამ შეიძლება წყალში ჩაუყაროს ინვესტიცია, ამიტომაც ააშენებს მახინჯ კოპუსს და გაყიდის ულაპარაკოდ. დღევანდელი ტექნოლოგიური ცოდნა გვჭირდება რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენი მცირე მიწიდან. რუსეთის ბაძარი კი, გინდა ყოფილა გინდ არა, სარგებელზე მეტი ზარალი მოაქვს. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 გუბე მარცვლეული მოყვანას ერთი სეზონი უნდა, სახორცე საქონლის გამოყვანას 2,5 წელი, მეწველ ძროხას 2 წელი, თევზის გარავლებისთვის 2 წელი აიღე, ბოსტნეულს წელიწადი, და ა.შ. ახლა შენ მითხარი რა გაკეთდა 10 წლის მანძილზე? რომელი პროდუქტი შემოგვაქვს უფრო ნაკლები ვიდრე 10 წლის წინ შემოგვქონდა? ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 21, 2015 Report Share Posted February 21, 2015 თორნიკე რეხვიაშვილი მე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი კი არა ვარ :mad: ან მოქალაქეთა კავშირის ლიდერი ეგ იმათ კითხე .. და იმ შენ სამეზობლო სანანცნობოს ვინას არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო პლიუს უარესი ვინც არ წავიდა ეხლა შენ ჩამოთვლილ ციფრებს რაც შეეხება მარცვლეულს სათესლე ნედლეული უნდა საქონელიც თანხებთანაა დაკავშირებული დას ყველაფერს გლეხს აქ 2 ძროხის ფულიდა სიმინდის კაკალი მომავალი წლისთვის ვერც გააკეთებს თუ არ დაეხმარენ ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 22, 2015 Report Share Posted February 22, 2015 (edited) თორნიკე რეხვიაშვილი თორნიკე ძალიან მაინტერესებს რა შემოდის თურქეთიდან ისეთი რასაც საქართველო აწარმოებს ?? და კიდევ,შარშან წინ ჩამოსული რომ ვიყავი,ჭიათურაში დღის 12 საათზე ცოცხალი საქონლის ხორცი ვერ ვიყიდე მთელ ქალაქში ,ყველგან გაყიდული იყო.ესეიგი არის მოთხოვნა მაგრამ არაა.ცოტა ტრ....ს განძრევაა საჭირო.სიზარმაცეა ერთ ერთი ჩვენი უდიდესი სენი......... Edited February 22, 2015 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 22, 2015 Report Share Posted February 22, 2015 სიზარმაცეა ერთ ერთი ჩვენი უდიდესი სენი......... + 1 000 000 და იმის იმედი შენ თუარა სხვა ხო მაინც გააკეთებს ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 22, 2015 Report Share Posted February 22, 2015 გუბე ხო რაა !ჩემი ძმის კლასელია ვეტერინარი და თავისი ხორცის მაღაზიაც აქვს ჭიათურაში.ხო და იმას ველაპარაკე რა ხდება მე თქი ხორცი რატომ არაა მეთქი ? ბაზარში და მაღაზიებში გამოტანა და გაყიდვა ერთიაო,ხალხი წინასწარ მიკვეთავს ხოლმეო !!! ეს დალოცვილი თუკი მოთხოვნილება არის გაანძრიე ხელი,მაგრამ ამას ყველაფერს 24 საათი შრომა უნდა ჩინურ რეჟიმში მაგრამ ............. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 22, 2015 Report Share Posted February 22, 2015 (edited) salamandra მეეჭვება მთლად ეგრე იყოს მაშინ ვინმე მაგაზე იზრუნებდა ალბათ სტაბილურად მოთხოვნადი არაა და მაგის გამოც იქნება ეგ ტან მართლმადიდებლურ ქვეყნებში და ნუ საქართველოში ხორსც ჩამენ მაშინ როცა მარხვა არარი 50 % ზე მეტი მარხულობს და შესაბამისად მაგ პერიოდში არარის იმდენად მოთხოვნადი Edited February 22, 2015 by გუბე ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 22, 2015 Report Share Posted February 22, 2015 გუბე გიგა სექტემბერში ვიყავი ჩასული ! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 მე მაინც მგონია, რომ არაა ქართველი გლეხი(ფერმერი) ზარმაცი. ის ვინაც სოფელში ცხოვრობს და მუშაობა ეზარება გლეხი არაა ჩემის აზრით. მას სხვა რამე ქვია... დარგი ზოგადად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სოფლის მეურნეობა სტრატეგიული სფეროა, რომელსაც სწორი დაგეგმვა და მართვა ჭირდება. მთელ მსოფლიოში ეკოლოგიურ პროდუქტებზე მოთხოვნილება არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. სურსათზე იმპორტ-ექსპორტის სალდო უარყოფითი ჰქონდეს საქართველოს?! მართლაც სირცხვილია ჩემი აზრით. მესმის რომ ჩვენთვის საკმარის ხორბალს ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ ფაო(საერთაშორისო ორგანიზაციაა ასეთი) 10 ძირითად პროდუქტს ითვლის, რომლებიც ქვეყნის მოთხოვნას სრულად უნდა აკმაყოფილებდეს და სამწუხაროდ ვერ ივსება ეს ,,ხვრელი" საბაჟო, იაფი დაზღვევა, იაფი კრედიტი და ა.შ. თურქული ჩაი დაგილევიათ ალბათ ყველას. შეადარეთ კარგ ქართულ ჩაის და ადვილი გასარჩევი გახდება რატომ აქვს ჩაიზე საბაჟო აქციზი თურქებს 100-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენ. იცავს იბრაგიმა მის პროდუქტს და სულ არ ანაღვლებს, რომ აგერ გვერდით ქვეყნიდან გაცილებით უკეთესი პროდუქტის შემოტანა შეუძლია, უფრო უკეთ ჩაუკოკლოზინებს მის მოსახლეობას ყელს,მაგრამ არაოოოოოოო!!! ჩვენი პროდუქტი სვით< თუ არადა 100-ჯერ ძვირი გადაიხადე ქართულშიო. ზის თურქი და სვამს თურქულ ჩაის, აბა სხვა რა გზა აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 ზარმაციო? რა ადვილია შორიდან ლაპარაკი, შეფასება და ჭკუის სწავლება, არაა ეგრე ხალხო ! აბა ვნახავ რა და რამდენი გავა ევროპის ბაზარზე, სხვა საკითხია კიდე რამდენი წელი და ფინანსები დასჭირდება ამ ამბავს, ფინანსები რომელიც საერთოდ არა აქვს გლეხს სხვაგანაა თავები დამარხული, თურქეთმა დახურა ქართული პროდუქტი, რა უნდა ამის მოგვარებას??? არაფერი, მარა ვინაა გამკეტებელი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 ზარმაციო? რა ადვილია შორიდან ლაპარაკი, შეფასება და ჭკუის სწავლება, არაა ეგრე ხალხო ! აბა ვნახავ რა და რამდენი გავა ევროპის ბაზარზე, სხვა საკითხია კიდე რამდენი წელი და ფინანსები დასჭირდება ამ ამბავს, ფინანსები რომელიც საერთოდ არა აქვს გლეხს სხვაგანაა თავები დამარხული, თურქეთმა დახურა ქართული პროდუქტი, რა უნდა ამის მოგვარებას??? არაფერი, მარა ვინაა გამკეტებელი ერთ კითხვას დავსვავ და ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.სოფლის მეურნეობის ამბავში როდის მეტი კეთდებოდა სააკაშვილის დროს თუ ამმთავრობის დროს,ოღონდ ერთი სითყივით ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 ერთ კითხვას დავსვავ და ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.სოფლის მეურნეობის ამბავში როდის მეტი კეთდებოდა სააკაშვილის დროს თუ ამმთავრობის დროს,ოღონდ ერთი სითყივით ? მე რასაც ვხედავ იმას გეტყვი: მცირემიწიან გლეხებზე დახმარების პროგრამამ იმუშავა(წელს ბოლო, მესამე ეტაპით დასრულდება ეს პროექტი). ჩემს ირგვლივ ყველა ოჯახს აქვს ბენზოხერხი, ბენზოცელი,საწამლი აპარატი, ბარი, თოხი და ა.შ. დახმარების პროგრამის ერთი ნაწილია ესენი. მცირემიწიანი გლეხი ვეღარ იტყვის სასუქის ფული, დახვნის ფული არა მაქვს და მაგიტომ ვარ მშიერიო(ესენიც დახმარებით ეძლევა გლეხს). ჯამში ისეთი სავარგულები მუშავდება, რომლებიც წლების განმავლობაში დაუხვნებელი რჩებოდა(სკეპტიკოსებს ოზურგეთის შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლები შემიძლია მივაწოდო). ჩემს რაიონში ბოლო 2 წელიწადში დამუშავებული სახნავის საერთო რაოდენობამ 21%-ით იმატა. ოფიციალური სტატისტიკა ღაღადებს, რომ ქვეყანაში სოფლის დახმარების პროგრამამ ერთწლიანების და სხვა კულტურათა წარმოების საერთო მოცულობა გაზარდა. პირადად მე არ მომწონს დღეს მოქმედი საბაჟო პოლიტიკა, თორემ ჩვენს ქვეყანას ხორბლის გარდა სხვა სურსათზე იმპორტი არ უნდა ესაჭიროებოდეს(ბანანი და ფინიკი კი ბატონო, მარა სხვა დანარჩენი ჩემი წარმოებისა უნდა მქონდეს). ჩვენში თხილის მოშენება დაიწყო გლეხმა მასიურად. ამჟამად 1 კგ თხილის ჩაბარების ფასი 11-12 ლარი გახდა. ციტრუსი წელს ყველაზე კარგად გაიყიდა ჩვენში. ჩემს რაიონში 2 გადამამუშავებელი ამოქმედდა წელს(საერთოდ არ გაუპიარებია ამ მთავრობას. როგორც მიშამ იცოდა_ ამოგვადენდა ცხვირში და 2-2 ჯერ გახსნიდა თითოს 3-3 დუბლით). არაა მთლად(უფრო სწორად, ძველებურად) უიმედოდ აქაური გლეხი. კი მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა ზურა ერთი სიტყვით მეთქვა ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 ქევხო თავიდანვე შორს კი არ ვყოფილვარ შე კაი ადამიანო 20 წელი რაჭაშI ამბროლაურის რაიონის სოფელ ზედა თლუღშI ვიზრდებოდი მთლიანი წელი იქ არ ვიყავი მარა წელიწადი 5 6 თვე კი დღეს,ქართველი კაცი ზოგადად ზარმაცია და ამას მემგონი არ ჭირდება ბვრი დავა უმეტესობას ერთი ადგილის ფხანა და მირთმეული ყველაფერს ურჩევნია,მიწასთან მუშაობა ეზარეაბ მაგალითისთვი ჩემ სოფელს ავიღებ დიდად მოსავლიანი არ არის,ბავშობაშI ძველი თაობა როცა იყო ქუჩას ვერ გადაკვეთავდი იმდენი საქონელი ჩამოივლიდა ხოლმე ვიდექი და წუთები ველოდებოდი,დღეს? დღეს 10 ადამიანია ახლა იმ სოფელში 5 მოხუცია 3 ისეთია დამოუკიდებლად წყლის მიტანა არ შეულია წყაროდან,ამას რატო ვწერ ბევრი ისე წავიდა სოფლიდან და რა თქმა უნდა თბილისში უკანაც არ მოუხედავს 300 500 ლარიანი ხელფასებიტ სჰიმსჰილით ძლივს გააქვთ თავი თვიდან თვემდე მარა სოფელი მაინც არ უნდა ეგარი სიზარმაცე ადვილი ფული ურჩევნია კაცმა ის დაივიწყა შრომით მოპოვებული გაცილებით გემრიელი როა, ზარმაცი ბაბუაჩემი არ იყო ტყიბულში შახტაშI მუშაობდა მომარაგებაში ბებია მთავარი ექთანი იყო ტყიბულში,მარა სოფელშI წავიდნენ და იქ დაიწყეს მუშაობა 2 მოხუცი 14 სულ საქონელს 1 უღელ ხარს +2 მოზვერს ჯამში 18 უვლიდა პლიუს ღორები მართლა არ ვიცი და ბებია ქათამს როცა გამოუშვებდა ეზო იცსებოდა,, პლიუს თითო ხარს ზამთრისთვის 3 ურემი თივა უნდა და ძროხას 2 დაიანგარიშეთ რამდენი დაჭირდებოდა,თივის ნახევარზე მეტი მთიდან ჩამოგვქონდა დილით 8ზე უკვე მთაში ვიყავით 2 საათი ცოტა მეტი უნდოდა გზას გააჩნია რომელ სათიბშI მივდიოდით ისე ცხელოდა მაღლა დილას დაწყებული ნათიბი სუადღეზე გამშრალი იყო და საღამომდე შეკონილი ურმით სახში ვბრუნდებოდით მახსოვს ერთ წელს მთის თივამ არ ივარგა და მთელი ზამთარი ფითრზე დადიოდა ბაბუა საქონლის გამო ამას გარდა შეშა მოგეხსენებათ მაღალMთიანი რაიონია და იქ მე ივნიში აგვისტოშიც დამინთია ცეცხლი საღამოობით,და მთელი ამ წლების განმავლობაშI მარტო პენსიას იღებდნენ და ისიც მოუხსნეს ბებიაჩემს რადგან ბაბუა აღარ მყავს და ბებია ქუთაისშია აღარ გეკუთვნის მაღალმთIანის პენსიაო 5 ლარზეა საუბარი ჩაწერილი ისევ თლუღშია ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 დამავიწყდა მექვა გვერდით სოფელშI სხარტალშI არი ერთი კაცი სახელი არ ვიცი კობახიძეა ყოველ კვირას მისი შვილი ჩამოდის თბილისიდან და რძIს პროდუქტს და თბილისში კერძO კლიენტებთან არიგებს 24 ძროხა ყავდა ბოლოს.. იმასაც ვიტყვი რო მგელი და ცხოველი 100ჯერ მეტია დღეს ჩემთან ვიდრე ადამიანი და საქონელი.. მონადირემ ბოლოს ალბათ 1990 წელს გაიარა იქ. სახელმწიფომ თუარიზრუნა ამ ყველაფერზე ის 10 ადამიანიც აღარ იქნება რამოდენიმე წელიწადში და სოფელიც გაქრება და დარჩენილი 10 გლეხიც ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 ერთ კითხვას დავსვავ და ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.სოფლის მეურნეობის ამბავში როდის მეტი კეთდებოდა სააკაშვილის დროს თუ ამმთავრობის დროს,ოღონდ ერთი სითყივით ? ახლა რათქმაუნდა ახლა მეტი კეთდება, მარა რა შუაშია აქ შედარება? მოდი შევარდნაძის დროს შევადაროთ მაშინ ჯობდა და იცი რატო? მთავარი ისაა ჩემო ზური ვისია მიწა !!! ოღონდ საქმე მოიქოქოს და ეს ვინც უნდა იმან აკეთოს - არ გამოვა ძმაო ასეთი მიდგომა, რამდენიმე წლის შემდეგ ვნახავთ შედეგებს - გლეხი იმუშავებს როგორც დაქირავებული მონა ! ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 აღარ იელვებს შენი ლახვარი! ვენახებს კვამლი აღარ შებურავს. ვაზი!!!! სიკვდილის ხელით გამხმარი სტალინის ხელით გახარებულა!!!!!! ამის დროს!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 Gurulo გუბე ქევხო მეგობრებო ერთი სიტყვით ტექნოლოგიებია შესამუშავებელი რომ მინიმალურმა დანახარჯმა მახსიმალური ეფექტი მოგვცეს .შექმნილი პროდუქცია კი საერთაშორისო სტანდარტის უნდა იყვეს რათა არა მარტო კონკურენტ უნარიანობისათვის არამედ საერთოდ რომ შეუშვან ევროპის და სხვა ცივილიზებული ქვეყნების ბაზარზე.ამას კი მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და რა თქმა უნდა მთავრობისაგან კვალიფიცირებული ხელის შეწყობა ჭირდება... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 23, 2015 Report Share Posted February 23, 2015 ახლა სჯობს. სოფლის მეურნეობა ჯანმრთელობის სამინსტროსთან ერთად იმ მცირეტაგანია სადაც რარაც გაკეთდა და ჩანს. უბრალოდ ნადირობისას ნანახ დახნულ ფართობებზეც კი ჩანს. მაგრამ პროფესიონალი ხალხია ცოტა იმ სამინისტროში სადაც დარგის პოლიტიკა წყდება. მცირე ფერმერებს მიეცი რა უპროცენტო სესხი. გაუზარდე ბაჟი ისეთ იმპორტს რომელიც ქვეყანაშიც იწარმოება. ყველა დასავლური ქვეყანა ასე იცავს თავის ბაზარს. მთის კანონი მისაღებია. მარტო სახელმწიფო სტრუქტურებმა რომ ჩაიბარონ საყიდელი სურსათი მთის სოფლებისგან, ეს უამრავ სამუსაო ადგილს შექმნის მთაში. ხარისხი ყოველთვის იყო ჩვენი პრობლემა რადგან საბჭოეთიდან მოვდივართ. გლეხს ბევრი რამის სწავლა სჭირდება ჯერ კიდევ. რუსეთის ბაზარი რა თქმა უნდა იყოს ქევხო, მაგრამ არაა სტაბილური და მარტო მაგაზე ჩამოკიდება რისკია. სახელმწიფომ უნდა გასცეს უპროცენტო კრედიტები, წაახალისოს კოოპერატივები, რომელბიც ტავად გაიტანენ საკუთარ ღვინოს. ბიოლოგიური პროდუქტის პერსპექტივა ამოუწურავი იქნება საქართველოსთვის. სიზარმაცე: ხანდახან მუსას ვერ ვპოულობ ბაღდათში ვენახის დასაბარავად ან შესაწამლად. 25 ლარს ვაძლევ დღეში და არ უნდათ მიწაზე მუშაობა. საბერძნეთიდან ცოლის გამოგზავნილი ფული ლუდისთვის ჰყოფნის და ბირჟა იქვე აქვთ... ნამდვილი გლეხებიც არიან, საჭმელიც რომ არ აკლიათ და შემოსავალიც აქვთ. ერთ კითხვას დავსვავ და ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.სოფლის მეურნეობის ამბავში როდის მეტი კეთდებოდა სააკაშვილის დროს თუ ამმთავრობის დროს,ოღონდ ერთი სითყივით ? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.