Jump to content
Club-Monadire.Ge

სოფლის მეურნეობა


Recommended Posts

  • Replies 496
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თ

ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია.

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Posted Images

აფსუს, ვეღარ ასწრებს ჩემი ლეღვი მესამე მოსავალს.

 

არადა რამდენი ასხია ამ დალოცვილს. :karochera:

 

ცოტა მაინც შერბილდეს, მურაბას გავაკეთებდი, კერკეტი კაკალივით იქნება ხვალ დილით.

 

ამაღამ ყინვა იქნება. :karochera:

Link to post
Share on other sites

ღვინის დღიურები. ზაზა გაგუა. გეოგრაფი, ნატურალური ღვინის მწარმოებელი სამეგრელოდან.

 

 

http://www.vinoge.com/mevenaxeoba/Rvinis-dRiurebi-zaza-gagua-geografi-naturaluri-Rvinis-mwarmoebeli-samegrelodan

Link to post
Share on other sites

მეორე დილით ასეთი დამხვდა ხე.

 

სანამ სურათებს გადავიღებდი, ფოთლები მოვასუფთავე.

 

ძამა, შენს დაკვირვებულ თვალს არაფერი გამოეპარება.

 

მესამე კი არა, მეოთხე მოაქვს ტოტების ბოლოში.

 

ამ ჯიშის ლეღვი ტროპიკულ ქვეყანაში რომ იყვეს, ხილს ვერ გამოლევდი.

 

 

 

 

 

 

02e791b1277c.jpg

 

4000a27ab165.jpg

Link to post
Share on other sites

გელა რა ქენი ვენახის? ჩხავერი ხომ არ გადაწყვიტე?

 

ჩხავერისა და საკმიელას(ესეც ჩვენებური ჯიშია) ნერგები მოვიტანე და დავრგე.

საკმიელამ ნორმალურად გაქაჩა, ჩხავერს უფრო გაუჭირდა.

წამლით დაწყებული და რწყვით დამთავრებული არ მივაკელი არაფერი, თუმცა... მაიმედებენ საკმიელა არაა ნაკლები ჩხავერზეო. ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან.

Link to post
Share on other sites

ჩხავერისა და საკმიელას(ესეც ჩვენებური ჯიშია) ნერგები მოვიტანე და დავრგე.

საკმიელამ ნორმალურად გაქაჩა, ჩხავერს უფრო გაუჭირდა.

წამლით დაწყებული და რწყვით დამთავრებული არ მივაკელი არაფერი, თუმცა... მაიმედებენ საკმიელა არაა ნაკლები ჩხავერზეო. ვნახოთ რა გამოვა ამ საქმიდან.

 

 

გაუმარჯოს გელას, საკმიელას არანაკლები ღვინო აქვს ჩხავერზე გელა, დამილევია, თეთრყურძნიანია. მეც მაქვს დარგული რამდენიმე ძირი საკმიელა. ანდროსგან წამოიღე ვაშალომიძისგან?

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს გელას, საკმიელას არანაკლები ღვინო აქვს ჩხავერზე გელა, დამილევია, თეთრყურძნიანია. მეც მაქვს დარგული რამდენიმე ძირი საკმიელა. ანდროსგან წამოიღე ვაშალომიძისგან?

 

 

გაუმარჯოს ილოს! :hi:

 

კი, ანდროსგან წამოვიღე და თან მთელი აგროტექნიკაც მომიყოლა ნაბეჭდი ფორმით. დიდი სურვილი მაქვს ადესა მაგეებით ჩავანაცვლო.

Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს ილოს! :hi:

 

კი, ანდროსგან წამოვიღე და თან მთელი აგროტექნიკაც მომიყოლა ნაბეჭდი ფორმით. დიდი სურვილი მაქვს ადესა მაგეებით ჩავანაცვლო.

 

 

გაიხარე!

 

ძალიან კარგი, მეც ეგრე ვაპირებ, ჯიღაურადან-საგურამოდან წამოვიღე გაზაფხულზე რამდენიმე ჯიში დასავლური, ყველა კუთხის იყო, მარტო გურული ჯიშები ყველა "ასკანელმა ძმებმა" იგივე "კახური ტრადიციული მეღვინეობა"–მ, ერთნი არიან, დაიტაცა და გურიაში კონტრაქტით დაარიგა, ანდრო მაგათ წარმომადგენელია ამ შემთხვევაში რადგან იცის ეს ჯიშები და ეგ საქმე..

 

ნერგების რაოდენობაზე ხელშეკრულებას გიფორმებენ, ხშირად შეამოწმებენ ფართობს, შენიშვნებით აგავსებენ და მერე მე ჩამაბარე მოსავალიო, ჯიშების გადასარჩენად კარგი პროგრამაა, მაინც შენს ეზოში დარჩება ბოლოს და ბოლოს ხომ არ ამოთხრიან. თუ მაგათ ჩავაბარე მე რაღა დავლიო :) )), მაგათ პრინციპს თხილი დარგო ჯობია. "ასკანელმა ძმებმა" თავისი საქმე გაიკეთეს ივანიშვილის ხარჯზე, არ მინდა ამათი კონტრაქტი ისე ვიყიდდი ჯიღაურაში ამ ნერგებს, ისედაც სიმბოლურ ფასში იყო 1 ლ.-1,5 ლ., როგორც სხვა კუთხის ჯიშები დაარიგეს. ანდრომ შინაურულად რამდენიმე ჩხავერი, მტევანდიდი და საკმიელას ძირი მომცა, მაგრამ რაოდენებაზე უკვე კონტრაქტი უნდა გააფორმო და მე ეგ არ მინდა, იძულებული ვარ სხვაგან ვეძებო ჩხავერის ნერგები, აჭარაში და ჩოხატაურში.. ჯიღაურადან წამოვიღე კრახუნა და ძელშავი ჯვარისწერია კარგად გარეკა სიმაღლეში.

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

რატომ უნდა მისცე სხვას ყურძენი(განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში) როცა თავად შეგიძლია ღვინის დაყენება. ახლა ასკანელი ძმები შატო ლაფიტი რომ იყოს კი გადაიხდიდნენ კარგ ფასს, მაგრამ მაგათ რა უნდა მოგცენ. საკუთარი ღვინის ბიზნესი ყველას სჯობს.

 

 

გელა რამდენი ძირი გაუშვი? არ მოეშვა ჩხავერს მაინც.

Link to post
Share on other sites

ისე, ჯიღაურა მაგარი პროექტია, ეკუთვნის მაგ ამბავში მადლობა ბიძინას. რა ჯიშები მოიძიეს და აღადგინეს, რა ფულია ჩადებული. ლარნახევრად ჰყიდიან ნერგებს, ოთხი-ხუთი ლარი ღირს კერძოდ ნაყიდი.

Link to post
Share on other sites

15-15 ძირი გავუშვი ჩხავერი და საკმიელა. უფრო მეტი რომ დამერგო მიწა არა მაქვს მეტი.

ჩემს ოჯახს ეგ ყურძენი საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ან ეყოფა ან არა და რა უნდა ჩავაბარო ასკანლებს???

ერთი ეგ ნერგები მანახა მსხმოიარე და რა ვუყო მოსავალს კი მივხვდები ასკანლების ჭკუის სწავლების გარეშეც ;)

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

წარმატებული პროექტები სოფლის მეურნეობაში:

 

"იაგოს ღვინო" მსოფლიოს იპყრობს

 

http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/27252-qiagos-ghvinoq-msoflios-ipyrobs.html

 

ბუნტურების ძროხები რეკორდულად იწველებიან

 

 

http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/27553-bunturebis-dzrokhebi-rekordulad-itsvelebian.html

 

 

ნიშანდობლივია ბოლო პროექტში ნათქვამი. 450 ლარს ვიხდი, ტანსაცმელ-საჭმელს ვიძლევი და მწყემსი ვერ ვნახე 12 ძროხისთვისო. სირატაკის დახმარება ურჩევნიათო. ესაა ჩვენი რეალობა დღეს.

Link to post
Share on other sites

ლევანის ნაჩუქარმა მანდარინებმა 30კგ ნაყოფი მოგვცა წელს. შარშან გურულოს ნაჩუქარმა ლიმონმა უკვე ნიშანი გამოიღო.

Link to post
Share on other sites

ეს ცენტრი კარგი რამე შეიქმნა. აქაური ნერგები საიმედოა.

 

 

http://srca.gov.ge/

 

აგრორეკომენდაციები.

 

http://srca.gov.ge/literature

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ძალიან კარგი ვენახი და ჭურ-მარანი აქვს ნიკას. როდის ჩამოვალ ერთი საბოლოოდ რომ მეც ასე მივხედო.

 

ატენი - წარსულისა და მომავლის სადღეგრძელო .

 

http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/27943-ateni-tsarsulisa-da-momavlis-sadghegrdzelo.html

Link to post
Share on other sites

„150 - ორი! 400 - ერთი! 410 - ერთი! 410 - ორი! 410 - სამი, გაიყიდა!“

 

აუქციონერის ეს უჩვეულო ხმა თბილისში, ღვინის ბარ „ანდერგრაუნდში“ ისმოდა. პირველად ქართული მეღვინეობის ისტორიაში, აქ, ქართული ნატურალური ღვინოების აუქციონი, საქმელმოქმედო მიზნით გაიმართა.

 

„ანდერგრაუნდის“ დარბაზი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ერთადერთი მიზნით გაავსეს, დახმარებოდნენ, ამერიკული წარმოშობის ქართველ მეღვინეს, ჯონ ჰენრი უერდემანს, რომელსაც 10 დეკემბერს, სიღნაღის ცენტრში, ძლიერმა ხანძარმა, ისტორიული, სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაუნადგურა.

 

საქველმოქმედო ღონისძიებამ მოლოდინს გადააჭარბა. გაიყიდა აუქციონზე გამოტანილი 56-ვე ბოთლი ღვინო. მათგან ყველაზე ძვირად, 1200 ლარად - ნიკოლოზ ანთაძის 2010 წლის რქაწითელი. 1010 ლარად კი ზაზა ჯაყელის 2010 წლის საფერავი და იაგო ბითარიშვილის 2003 წლის ჩინური.

 

აუქციონზე წარმოდგენლი იყო კახეთის, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, მესხეთისა და გურიის ნატურალური ღვინოები, მათ შორის უნიკალური ქარვისფერი და ვარდისფერი ჩხავერი, ასევე ჩხავერის, ჯანისა და სხილათუბანის კუპაჟი, რომლებიც ასევე მაღალ ფასად შეფასდა.

 

 

ჯამში, აუქციონიდან, სიღნაღელი მეღვინის მხარადსაჭერად 18200 ლარი შეგროვდა. კარდენახის მარანისა და ღვინის კლუბის შემოწირულობის შემდეგ კი თანხამ 20 000 ლარს გადააჭარბა. ჩარდახელმა მეღვინემ იაგო ბითარიშვილმა კერძოდ აღნიშნა:

 

„ეს არის ჩვენი სიმბოლური გვერდში დგომა და მხარდაჭერა. ამდენი წლის მანძილზე, თავად ჯონს და მის ოჯახს აქვს, ძალიან დიდი წვლილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. ხალხი, რომელიც მოვიდა აუქციონზე დასასწრებად უკვე ადასტურებს, რომ მხარდაჭერა ძალიან დიდია.“

 

პროფესიონალი მხატვარი, 40 წლის ჯონ უერდემანი ამერიკის სამხრეთ დასავლეთის, ერთ-ერთ მთიან შტატში - ნიუ მექსიკოში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიას ჯერ ბალტიმორის ხელოვნების კოლეჯში, შემდეგ კი მოსკოვში, სურიკოვის ინსტიტუტში დაეუფლა.

 

20 წლის ასაკში პირველად მოხვდა საქართველოში. ამბობს, რომ კახეთის საოცარმა ფერებმა სამუდამოდ დაატყვევა. 1996 წელს სიღნაღში სახლი იყიდა. 1998 წლიდან კი საქართველოში სამუდამოდ გადმოსახლდა, ქართული ენა შეისწავლა და ქეთევან მინდორაშვილთან ერთად, ქართულ-ამერიკული ოჯახი შექმნა.

 

თავიდან ჯონის გატაცება მხატვრობა და ქართული პოლიფონიური სიმღერები იყო. იგი, მეუღლესთან ერთად ანსამბლ „ზედაშეს“ ხელმძღვანელობს, რომელიც მივიწყებულ სასიმღერო ტრადიციების გაცოცხლებას ემსახურება.

 

2006 წლიდან კი, რუსული ემბარგოს პირობებში, ჯონ უერდემანი ბოდბისხეველ გელა ფათალიშვილთან ერთად, ღვინის ბიზნესში ჩაება და კომპანია „ხოხბის ცრემლები“ დაარსა. მოგვიანებით, ამ ბიზნესს ასევე შეუერთდნენ ამანდა ბლასკო, ერიკ ანდერმო, ჯეკობ მორნდალი და ჰენრიკ კალერსტანდი.

 

2015 წლის 11 დეკემბერს, როცა ჯონ უერდემანს სიღნაღში საცხოვრებელი დაეწვა, უამრავმა ადამიანმა, რომლებიც მას პირადად იცნობენ, გააპროტესტა ქართულ მედიაში გასული ინფორმაცია, რომ „ჯონი ამერიკელი ბიზნესმენია“.

 

მართლაც, ბოლო 20 წელიწადში, საქართველო, ქართული ღვინო და ქართული პოლიფონიური მუსიკა, როგორც სიღნაღში, ისე საზღვარგარეთ,უამრავმა უცხოელმა სწორედ, საქართველოს მოქალაქე, ქართველი მეღვინის ჯონ უერდემანის დიდი ძალისხმევით გაიცნო და შეიყვარა. აუქციონის დასრულების შემდეგ, ჯონიმ სწორედ მეგობრობაზე ისაუბრა:

 

„მდიდარი კაცი ვარ. ჩემი მეგობრების წრე დიდია, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში იმდენმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა და სხვადასხვა ფორმით ცდილობდა რომ დამხმარებოდა, რომ ვერც ვასწრებდი, ელემენტარულად პასუხი რომ გამეცა და მადლობა გადამეხადა.

 

ცოტა მრცხვენია, მგონია რომ არ დამიმსახურებია ამდენი სიყვარული და მეგობრობა, მაგრამ, ძალიან მადლიერი ვარ. რაც მთავარია, არ მეშინია, ნათელი მომავალი გვექნება ყველას ერთად, რადგან ამდენი მეგობარი, ჯარი, ძმები და დები გვყავს ჩვენს გვერდში.“

 

საინტერესოა, რომ ორი კვირის წინ, გავლენიანმა „ბლუმბერგ ბიზნესმა“ ჯონ უერდემანის ღვინო, ქვევრში დაყენებული 2013 წლის რქაწითელი, ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ბაზარზე არსებულ, 50 საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა, რომლებიც 50 დოლარზე ნაკლები ღირს. http://www.bloomberg.com/news/articles/2015-12-21/the-50-best-wines-under-50.

 

„თუ სიცოცხლე არ არის ვენახში, სიცოცხლე ჭიქაშიც არ იქნება“ - ეს სიღნაღელი მეღვინის, ქართველი ჯონ უერდემანის ღვინის ფილოსოფიაა. მეგობრები კი მის დახმარებას აგრძელებენ, ამის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

http://www.bpn.ge/finansebi/19459-qgirchiq-mthavrobam-mosakhleobisgan-farulad-kerdzo-mflobelobashi-arsebuli-mitsebis-sakhelmtsifoze-gadaformeba-daitsyo.html?lang=ka-GE

 

 

მთავრობამ მოსახლეობისგან ფარულად, კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება დაიწყო

 

"გირჩი" - მთავრობამ მოსახლეობისგან ფარულად, კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება დაიწყო

27 იანვარი / 2016

ახალი პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" ინფორმაციით, მთავრობამ, მოსახლეობისგან ფარულად, ქვეყნის მასშტაბით კერძო მფლობელობაში არსებული მიწების სახელმწიფოზე გადაფორმება დაიწყო. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ რამდენიმე რაიონი გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ მარტვილის, გორის, ბორჯომის რაიონებში ინტენსიურად მიმდინარეობს ოჯახების მფლობელობაში არსებული მიწების ჩამორთმევა შეტყობინების

 

გარეშე და მათი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია.

 

 

"მხოლოდ მარტვილში მთავრობამ უკვე 1,000 ჰექტარზე მეტი მიწა მიითვისა. სავარაუდოდ, ანალოგიური პროცესი დაიწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს შემდეგს: თქვენ ან თქვენი ოჯახი შესაძლოა თვლიდეთ, რომ საკუთრებაში მიწის ნაკვეთი გაგაჩნიათ, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობთ, ამუშავებთ, მაგრამ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გაკეთებული არ გაქვთ. ასეთ მიწის ნაკვეთს მთავრობა ჩამოგართმევთ ისე, რომ არც შეგატყობინებთ და გადააფორმებს სახელმწიფოზე", - აცხადებენ ახალი პოლიტიკურ ცენტრში.

 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

"სასწრაფოდ უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების მოპარვის პროცესი. ეს არის ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობა. ჩვენ ვაპირებთ დავადგინოთ, ვინ გასცა ამ უკანონო და უსამართლო პროცესის დაწყების ბრძანება და დავიცვათ თითოეული მიწის მფლობელი ოჯახის საკუთრების უფლება", - აღნიშნულია "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გირჩის განცხადება კია მარა, მთავრობა რომ ტურაა ეგეც გამოჩნდა კაი ხანია

 

წინა საახალწლოდ გაჟღერდა, დაჩქარებული წესით დამტკიცებაზე წარუდგინა მთავრობამ პარლამენტს ეს კანონი, მაგრამ უარი მიიღო, ჯერ კარგად არის განსახილველიო, მაგრამ მაინც მიიღეს ალბათ, ეს თუ მართალია, ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს, ამოიღოს კი არაა...!!!! 98% რეგიონებში რეესტრში არ აქვს რეგისტრირებული სახნავ–სათესი კი არა სახლიც კი ... შაჰ–აბასზე ვარესები არიან ეს ნაბიჭ...ები

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ი ლ უ შ ა

ეს გირჩი ვინ ჯანდაბაა? მაპატიეთ თუ ჩამორჩენილი ვარ ამ მძიმე პოლიტიკურ ორგანიზაციების სახელებს მაგრამ მე მეტი სარწმუნოდ, თვითონ მიწა ჩამორთმეული გლეხის განცხადებას დავეყრდნობოდი. ეს ნაძვი წიწვი თუ გირჩი სანდო წყაროდ არ მიმაჩნია.

Link to post
Share on other sites

ი ლ უ შ ა

ეს გირჩი ვინ ჯანდაბაა? მაპატიეთ თუ ჩამორჩენილი ვარ ამ მძიმე პოლიტიკურ ორგანიზაციების სახელებს მაგრამ მე მეტი სარწმუნოდ, თვითონ მიწა ჩამორთმეული გლეხის განცხადებას დავეყრდნობოდი. ეს ნაძვი წიწვი თუ გირჩი სანდო წყაროდ არ მიმაჩნია.

ნაციონალურ მოძრაობაზე დამყნილია

Link to post
Share on other sites

ნაკლებად გამოვდგები ვინმეს ადვოკატად მაგრამ მაინც...

 

გირჩი იგივე ნაცია ოღონდ სახელცვლილი.

 

სახელმწიფომ და მუნიციპალიტეტებმა იმ მიწის რეგისტრაცია დაიწყეს რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო...

აღნიშნული ფართობებით შეიძლება მავანი სარგებლობდა, მაგრამ არანაირი საკუთრების საბუთი არ გააჩნდა(იგულისხმება ახლებური ციფრული, ძველებური ედიკას დროინდელი საბუთი ან უფრო ადრეული მიღება-ჩაბარების აქტი).

თუ მიწის მოსარგებლეს ზემოთაღნიშნული დოკუმენტებიდან არცერთი არ გააჩნია, მაგრამ მოიტანს ნაკვეთის მოსაზღვრე მეზობლების მიერ ხელმოწერილ განცხადებას და იგივე დოკუმენტი ცხადყოფს, რომ კონკრეტული პირი წლების განმავლობაში სარგებლობდა სახელმწიფო მიწით, ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არსებული ე.წ. ლეგალიზაციის კომისიები უკანონებენ მოსარგებლეებს კონკრეტულ ნაკვეთებს.

 

სახელმწიფო მის საკუთრებას არეგისტრირებს და სხვას არაფერს. ნურავინ აყვება ნეონაცისტების პროვოკაციას და ბრმა იარაღად გამოყენების საშუალებას ნურავის მისცემს.

არავის ართმევენ საკუთრებას დამერწმუნეთ-- ეს ნაცების ხელწერა იყო!!!

"ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო!" ამაზეა ნათქვამი.

დღევანდელ მთავრობას საკუთარი შეცდომები ეყოფა, დამატებით სხვის გრეხებს ნურავინ აკიდებს...

Link to post
Share on other sites

გასაგებია, კარგი ინფორმაციაა Gurulo. მაგიტომაც დავწერე მუქი შრიფტით – გირჩის განცხადება კია მარა, მთავრობა რომ ტურაა ეგეც გამოჩნდა კაი ხანია თქოო. არცერთის აღარ მჯერაა, გირჩის ხო საერთდოდ, მაგრამ ბოლომდე გადავამოწმე. საზოგადოებას არ აწვდიან სრულ და სწორ ინფორმაციას და რჩება კითხვისნიშნები, მაგ ყველაფერს კი იყენებს ნაცები, გირჩები და ციყვები.

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...