Jump to content
Club-Monadire.Ge

სოფლის მეურნეობა

Recommended Posts

  • 2 weeks later...
  • Replies 496
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თ

ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია.

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Posted Images

ატმის გადარგვა მინდა და ადრე ხომ არ არის?

კვირტი ოდნავ აქვს გამოტანილი.

სადაურია და როგორი გახარებული, მერე გეტყვით.

Link to post
Share on other sites

ატმის გადარგვა მინდა და ადრე ხომ არ არის?

კვირტი ოდნავ აქვს გამოტანილი.

სადაურია და როგორი გახარებული, მერე გეტყვით.

კარგად მოგეხსენება ბრატუხა, რომ კვირტის გამოტანას მაშინ იწყებს, როცა მცენარეში წყალი იწყებს მოძრაობას.

ოდნავ თუ აქვს გამოტანილი, მაშინ შეიძლება, მარა თუ საგრძნობადაა გაკვირტვა დაწყებული, მაშინ გვიანიც კია უკვე...

თუ კიდევ დაახანებ, გვიანი არ დარჩეს გადარგვა ძამა...

Link to post
Share on other sites

Gurulo

მაშინ დავიცდი მომავალ წლამდე, ან შემოდგომაზე გადავრგავ, ფოთლებს როცა დაყრის მერე.

კიდევ რა მინდოდა მეკითხა.

ატამი ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და ფესვები ვერტიკალურად ექნება ხომ?

უამრავჯერ გადამირგვია ატამი.

ყოველ შემთხვევაში ფუნჯა ფესვი არა აქვს, ღერძულა ფესვთა სისტემა აქვს, ძალიან დიდი არა...

Link to post
Share on other sites

ნერგებიო? მაშაყირებთ თუ მახარბებთ?! :karochera:

აგერ აქაური ნერგები, ორი საათის წინ გადავიღე -30-ში.

პ.ს. გონებით ვხვდები,მაგრამ ვერ ვაცნობიერებ, როგორ უნდა დარგოს ვენახი ხვალ ჩემმა ძმამ :e025:

post-3-0-69321900-1456511745_thumb.jpg

post-3-0-36821100-1456511762_thumb.jpg

post-3-0-41171500-1456511772_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გეტყვით ატამზე.

ქართლში რომ მრავალი ხილი იცის, უნდა შევთანხმდეთ ყველა.

ნერგს ვერ ჩამომიტანდნენ, კანონით აკრძალულია.

ხიდისთაურის კურკა წამოიღეს, მამაჩემს გამოუტანებია.

მესამე წელია ვუყურებ და გაიზარდა ეს დალოცვილი.

სხვა სახეობებიც იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ამან გაქაჩა.

ნაყოფის ყვავილი არ გამოიტანა წელსაც,

შემოდგომაზე გადავრგავ მზიან ადგილზე.

ორივე ლეღვმა გადაირჩინა ყინვებში თავი, ბევრს დაისხავენ და მურაბა-ჩაიზე დიდძალათ იქნება მისართმევი.

წიწმატმა თავი გაიგიჟა, მთელი ზამთარი გაუძლო და ყვავილი გამოიტანა უკვე.

P.შ. ჰო, ყვავებმა ტვინი წაიღეს, გავალ და დავერევი პნევმატიკით.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ტელეფონიდან ერთ პოსტში ვერ ავტვირთე სამთავე სურათი, ამიტომ დაცალკევება მომიხდა.

საშინელი მარტის მიუხედავად ყველა ნამყენი მორჩა და გადამირჩა B)

მეცხვარემ რომ ცხვარი გაპარსა ისე არ მომივიდეს, მარა ჩემს ნამყენებს აწე ვერას დააკლებს ნასესხები. :hi:

adcfa193df98.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ხვავი და ბარაქა, ეს მწვანეზე დაამყენი? რა დრო იქნება გასული მყნობიდან? შარშან ვერცერთი ვერ გავახარე მწვანე მყნობით. ჩვეულებრივი მყნობით გავახარე :).

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ჩემო "კოლმეურნე" ძმებო, ლეღვს ასხია, როგორც გამწარებული სეტყვა.

ადრე სამჯერ გამეყინა ეგ ხე, მაგრამ მაინც ამოვატანინე ტოტები და თვლა არ ექნება ნაყოფს.

პატარა ხეა და ამდენს ისხავს.

ოხ, ეს ჯიში ჩამომატანინა როგორმე საქარველოში. :karochera:

სამ ნაყოფს იძლევა მსხმოიარობისას.

თავიდან მოაქვს გუდა ლეღვი, მერე მეორე დააყრის და მოკრეფვას ვერ აუხვალ, მესამე ოქტომბრის შუა რიცხვებში, და თუ მოუსწრო ცოტათი დამწიფებამ, ე მერე არის ეგ სამურაბე ლეღვი.

იმედია "ცხელ ჩაისთან" მისაყოლებელელი მექნება ბუხართან ზამთარში. :d030:

პ.ს. ლევანამ არაფერი დაწეროს ბუხარზე და "ცხელ ჩაიზე", თორემ წავშლი ამ ყველაფერს. :d030:

Link to post
Share on other sites

დედაჩემს ველაპარაკე რამოდენიმე დღის წინ.

მაგარი სეტყვა რომ იყო ქართლში, ზუსტად ჩვენს ნაკვეთებზე მიაწვა ყველაზე მეტი ნალექი.

ორიათას ძირზე მეტი პომიდორი, იგივე რაოდენობის კომბოსტო და კარტოფილი წუთებში გააქროვო.

სეტყვას ხილი სულ დაბლა ჩამოუყრია.

არ ვიცი, აქ გარჯა მომიწევს. :karochera:

ძალიან ცუდიაა, ეს სეტყვა აღმოსავლეთ საქართველოს პირველი მტერია, ჩემი მეუღლის პაპა ბებო ცხოვრობს ხელთუბანში და იქ წელს ცოტათი აცდა, შარშან დაუგლიჯა ვაშლები.

Link to post
Share on other sites

ჩემი დამყნილია მწვანეზე. ცოტა დამიგვიანდა, 25 მაისისთვის დავამყენი და 25 დან ოცმა იხარა. მაისის 10-15 თვის უნდა დაიმყვას, როცა ტოტი ლორთქოა (საძირე ტოტს გადაჭრისას თეთრი ზოლი არ უნდა ჰქონდეს)15 სმ-მდე. მეც პირველად დავამყენი, ერთმა მაჩვენა და ძალიან მარტივი აღმოჩნდა. ეს ნამყენი ტვზე ცოტა მეტისაა, ჯვარისაზე ცოლიკოური დავამყენი. დასამყნობი და საძირე ტოტი ერთი დიამეტრის უნდა იყოს, მუშაობ ე.წ. ბრიტვით. დასამყნობს სოლისებრი წათლა უნდა ძალიან თხლად, უთხელესი უნდა იყოს ''სოლი''.

ხვავი და ბარაქა, ეს მწვანეზე დაამყენი? რა დრო იქნება გასული მყნობიდან? შარშან ვერცერთი ვერ გავახარე მწვანე მყნობით. ჩვეულებრივი მყნობით გავახარე :).

Link to post
Share on other sites

ჩემი დამყნილია მწვანეზე. ცოტა დამიგვიანდა, 25 მაისისთვის დავამყენი და 25 დან ოცმა იხარა. მაისის 10-15 თვის უნდა დაიმყვას, როცა ტოტი ლორთქოა (საძირე ტოტს გადაჭრისას თეთრი ზოლი არ უნდა ჰქონდეს)15 სმ-მდე. მეც პირველად დავამყენი, ერთმა მაჩვენა და ძალიან მარტივი აღმოჩნდა. ეს ნამყენი ტვზე ცოტა მეტისაა, ჯვარისაზე ცოლიკოური დავამყენი. დასამყნობი და საძირე ტოტი ერთი დიამეტრის უნდა იყოს, მუშაობ ე.წ. ბრიტვით. დასამყნობს სოლისებრი წათლა უნდა ძალიან თხლად, უთხელესი უნდა იყოს ''სოლი''.

ხოო მე გვიან დავამყენი შარშან ივნისის შუა რიცხვები იყო, კარგია შენი რჩევები გავითვალისწინებ.

ფესტივალზე შენი ღვინოებიც თუ იყო არ ვიცოდი თორე დავაგემოვნებდი აუცილებლად :)

Link to post
Share on other sites

ჩემი ორი ღვინო იყო, იმერლებთან ვიყავი ფანჩატურში. ამჯამად ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნაში ვტრიალებ. ორ წელში ძელშავი და ოცხანური საფერეც შეემატება ექსპერიმენტებს.

ციცქა-ცოლიკოურ-კრახუნა ძალიან მოსწონთ და ვნახოთ.

შენც აპირებ ალბათ ბოთლამდე მისვლას.

შეიძლება კიდეც გავსინჯე, იმიტომ რომ სპეციალურად ვეძებდი ცალკე კრახუნას და ერთგან ვიპოვე მხოლოდ. ორ ადგილას ვნახე ცოლიკაური და კრახუნა ერთად დაყენებული, მეტი ვერ ვიპოვე. კრახუნას ნერგებზე შემიძლია დაგაკვალიანო, ახლაც შეიძლება მწვანე ნერგის ყიდვა.

ვაპირებ ღვთის შეწევნით, საბოლოო მიზანი ეგ არის. :)

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ძალიან სასიხარულო ტენდენციას დავაკვირდი იმერეთში. ყველა ახალ ვენახს აშენებს. თან კარგ ჯიშებს ჰყრიან. არც ყურძნის გაყიდვის პრობლემა არ აქვთ. ხარებას უკვე წინასწარ ნაყიდი აქვს სოფლებში კრახუნა და ოცხანური საფერე. ასე რომ დაიფასებს ვენახი თავს და ქართული ღვინოც შესაბამისად.

Link to post
Share on other sites

მეც მაქვს ოცამდე ძირი კრახუნა, თუმცა ცემთან კარგად ვერ ხარობს, ისევე როგორც ციცქა. ჩემი ვენახისთვის ყველაზე ოპტიმალური ცოლიკოური, ძელშავი და ოცხანური საფერე. ბაბუაჩემს ჰქონდა უკვე ნაცადი სხვა ჯიშები და მისგან მახსოვს რომ ეს სამი ჯიში ხარობს აქ ყველაზე კარგადო. ჩემი ნერგები ცნობილი მევენახის დამყნილია(ალეკო მშვილდაძე, კოოპერატივი ''მშვილდი'', ობჩა, ბაღდათი). ალეკო მშვილდაძესთან წელს სუფთა კრახუნა გავსინჯე და გულზე ხელისდადებით ვიტყვი, რომ მასეთი კრახუნა არსად გამისინჯავს. არატიპიური კრახუნასთვის მაგრამ სასწაული. მეც დამიყენებია ცალკე კრახუნა, უმაგრესია.

შეიძლება კიდეც გავსინჯე, იმიტომ რომ სპეციალურად ვეძებდი ცალკე კრახუნას და ერთგან ვიპოვე მხოლოდ. ორ ადგილას ვნახე ცოლიკაური და კრახუნა ერთად დაყენებული, მეტი ვერ ვიპოვე. კრახუნას ნერგებზე შემიძლია დაგაკვალიანო, ახლაც შეიძლება მწვანე ნერგის ყიდვა.

ვაპირებ ღვთის შეწევნით, საბოლოო მიზანი ეგ არის. :)

Link to post
Share on other sites

ჩემი ვენახისთვის ყველაზე ოპტიმალური ცოლიკოური, ძელშავი და ოცხანური საფერე.

ძელშავზე მაინტერესებს, ვიცი რომ ერთერთი უძველესი ჯიშია და საკმაოდ წამიკითხავს ამ ჯიშზე, მაგრამ ყველგან წერია თითქოს ცალკე დაყენებული ღვინო არ გამოირჩევა დიდი ღირსებებითო, საკუპაჟე მასალად კარგია უფრო საშამპანურედო. მე მაქვს 40 ძირი ძელშავი კარგად წავიდა და წელს აქვს ნიშანი, საკმაოდ დიდი მტევანი აქვს ვფიქრომ გადავამყნა, ჩხავერი ან მტევანდიდი რომ გაუშვა თქო. შენი აზრი მაინტერესებს ზოგადად ძელშავის ღვინოზე. :)

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...