Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ოქუმი

 

 

მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1650 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 56 კმ, აუზის ფართობი 559 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ოქტომბერსა და იანვარში. ახასიათებს წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარკი შესართავთან 26,5 მ3/წმ. უმთავრესი შენაკადებია დიდი ერისწყალი (მარცხენა), ოხოჯა, წარჩე (მარჯვენა).

 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

 

:(

 

 

 

http://www.youtube.com/watch?v=J5NA0A4h2PA

Link to post
Share on other sites
  • Replies 271
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძმებო შემიზლია დაბეჯიტებიტ გითხრათ რო ამაზე მაგარი მდინე საქართველოში არაა,აქ რო არაა ისეთი თევზი რა უნდა იყოს,შემიძლია ჩამონათვალიც გავაკეთო,მე პირადად რეებიც დამიჭერია,სურათებიც მაქ ზღვის შესართავთან გადაღებული

Link to post
Share on other sites

9f4613fbd4c0.jpg

\48a2b50816ec.jpg

მოკლედ ეს არი უკვე ზღვაში რომ ჩადის,სიგრძეს ხედავთ სურათზეც,ჩემი უსაყვარლესი ადგილი,სიღრმე 4-6 მ,თევზები: თეთრი ლოქო,შავი ლოქო,წვერა,ხრამული,შამაია,კობრი,კარასი,სუდაკი,გველთევზა,ორაგული,ოკუნი,

კეფალი,ცოტა ზღვისკენ ბარაბულკაც შემოდის და ჟერეხიც, აი ეს თევზებია რაც მე პირადად დამიჭერია და მინახია მანდ დაჭერილი და თანაც საკმაოდ დიდი ეგზემპლიარები,ხატზე შემიზლია დავიფიცო რომ მანდედან 95 % დამიჭერია პირადად,ერთადერთი თეთრი ლოქო და ორაგული დაიჭირა მამაჩემმა,ზღვა რომ ჩადის იქ უკვე შესაძლებელია ძღვის თევზის დაჭერა,მოკლედ ჩემი სამოთხეა :iscavlet:

Link to post
Share on other sites

პაატა,

 

გალში თევზაობის სხვა ფოტოებიც თუ გაქვს დადე, ფეისბუკიკზე მინდა დავდო.

 

თუ წინააღმდეგი არ იქნები?

Link to post
Share on other sites

პაატა,

 

მე(საქართველოს მოქალაქე) რომ გადავიდე გალში შესაძლებელია? ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული? დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი სათევზაოდ.

Link to post
Share on other sites

ვიდეობიც მაქ და ფოტოები,მოკლედ ამ ზაფხულზე ძაან ბევრი ფოტო და ვიდეო მექნება,არ მქონდა აპარატი და ვერ ვიგებდი,არა და ისეთები იყო გადასაღები რომ რავი,გადასვლას რაც შეეხება შესაძლებელია,მაგრამ ამ დროისთვის დაძაბულობაა,იცით ალბათ ამ დღეებშიც მოკლეს აფხაზები,ცოტა თუ ჩაწყნარდა მერე არი შესაძლებელი,ვიდეო როგორ დავდო არ ვიცი თორე მაქ რაგაცეები,ეხლა კეფალი მოდისო და ჯერეხი,ხრამულიც არიო და წვერა

Link to post
Share on other sites

ვიდეობიც მაქ და ფოტოები,მოკლედ ამ ზაფხულზე ძაან ბევრი ფოტო და ვიდეო მექნება,არ მქონდა აპარატი და ვერ ვიგებდი,არა და ისეთები იყო გადასაღები რომ რავი,გადასვლას რაც შეეხება შესაძლებელია,მაგრამ ამ დროისთვის დაძაბულობაა,იცით ალბათ ამ დღეებშიც მოკლეს აფხაზები,ცოტა თუ ჩაწყნარდა მერე არი შესაძლებელი,ვიდეო როგორ დავდო არ ვიცი თორე მაქ რაგაცეები,ეხლა კეფალი მოდისო და ჯერეხი,ხრამულიც არიო და წვერა

 

http://www.youtube.com/ _ზე თუ არ ხარ დარეგისტრირდი და ატვირთე. მერე უბრალოდ ლინკი დააგდე.

 

გიორგიმ მოგიკითხა, ელჩმა. :)

 

დაყარე სურათები რაც გაქვსო.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ეს ბუგაზის ნადავლი სადღაც 2 საათში

 

 

ეს პატარა მდინარე ბუღაზში ჩადის,შემოდგომისკენ ქარიყლაპიითაა სავსე

 

 

 

ეს კი თვითონ ბუღაზი:)

Link to post
Share on other sites

ეს კი თვითონ ბუღაზი:)

 

 

 

 

დავდე რაც მაქ,ტელეფონით ვიღებ მაგასაც,ჯერჯერობით მეტი შესაძლებლობა არ მაქ,წელს თუ წავედი უფრო ხარისხიან ვიდეობს და ადგილებს გადაუღებ,ჩემებსაც ვეტყვი იქ ვინც არიან რომ იაქტიურონ :Laie_99:

Link to post
Share on other sites

პაატა ,

 

დიდი მადლობა!!! :yes:

 

გაიხარე!!!

 

ნუ დაიზარებ და გადაიღე როცა ამის საშუალება გექნება.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

პაატა,

ნადავლის ვიდეოში, " სადოკში" ქარიყლაპიებთან ერთად ორაგულია, თუ ცისარტყელისებრი კალმახი????

Link to post
Share on other sites

არა ორაგულია,დაჭერის მერე ეგეთი ფერი მიიგო და მერე ისევ ვერცხლისფერი გახდა,ისაა სურათებიც რომ მიდევს :clapping:

Link to post
Share on other sites

ეს კი მდინარე ოქუმის ნადავლი,ბევრი არაა მაგრამ იქაც ბევრი ვჭამეთ,უხაც გავაკეთეთ და შემწვარიც მივირთვით B)

 

Link to post
Share on other sites

გაიხარე ორაგულო, ყველა ვიდეო ვნახე, ცოტა კომენტარებსაც თუ დააყოლებ და გააგრძელებ, მაგარი იქნება.

 

მადლობა შენ. :hi:

Link to post
Share on other sites

პაატა ქობალია ჩემი სახელი და გვარი ძმებო,ვეცდები რო შემოგამატოთ ვიდეობი,რომელიც მრავლად მექნება თუ წავედი,ეხლა იქაც წვიმებია და ვერ დადიან,დღეს ველაპარაკე და თევზი არიო,მაგრამ ამინდი არაოო:)

Link to post
Share on other sites

გიორგი მთავარი პრობლემა იმაშია რომ თითქმის 90% თევზაობისას ღამისთევით დავდივართ და ღამის ტელეფონით გადაღებას აზრი არა აქვს,

მოკლედ წელს ველოდები ერთ რამეს,ჩვენი ჰესი უნდა გააჩერონ სარემონტო სამუშაოებისთვის,აი მანდ ძმებო სასწაული ეგზემპლიარები ბინადრობენ! ლოქო,ძუთხი,ორაგული,ქაშაპი,ერთი სული მაქ როდის იქნება,ზღვაში ჩადის და სიღრმე უმეტესად 8-10 მ-ია, :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

http://s017.radikal.ru/i416/1208/a4/838656c8915c.jpg მოკლედ დღე არ ჩაივლის მინიმუმ ერთი ასეთი ეგზემპლიარი არ დავიჭირო,მდინარე ბუღაზზე,მაპატიეთ რომ სურათებს თვის ბოლომდე ვერ დავდებ,იმიტომ რომ გალში საშინელი ინტერნეტია,თვის ბოლოს მანდ ვარ და ვიდეოებიც მაქ და სურათებიც,გველთევზა 1კგ, 1,200 კარასი,დიდი ეგზემპლიარის კეფალი,ლაბანი,სინგილი და ეხლა დიდი ლოქო დადის მანდ და მაგაზე უნდა წავიდე,2 მეტრზე ნაკლები არაა,შეგვაწუხა უკვე,მოვა და კეფალს გვიფრთხობს,ბრაკები ვერ ბედავენ მოსვლას იმიტომ რომ სიკვდილი არ უნდათ))))ამინდი არ მიწყობს ხელს,სულ წვიმს,გამოიდარებს და დავაწვები

 

134c37cb2383.jpg

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ჭირიმე შენი რა მაგარია ნახეთ, ყველა ქართველ მეთევზეს და მონადირეს ვუსურვებ მალე დადგეს ის დრო როცა შევძლებთ დაუბრკოლებლად ვითევზაოთ და დავისვენოთ ამ სამოთხეში.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...