Jump to content
Club-Monadire.Ge

2012 | ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე

Recommended Posts

მეგობარო, ჩვენი ენდემური, მდინარის და ტბის კალმახის ჭერა კანონით არის აკრძალული და ბრაკონიერობაა

აი ცისარტყელა კალმახზე კი იმედია მალე ვითევზავებთ

+1 ეჰ იმედია... იმედია...:)

Link to post
Share on other sites
  • Replies 412
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი ამ თევზს მაგ წყალში მომავალი რომ ექნებოდა და ახლაც იგივე აზრის ვარ...

Link to post
Share on other sites

ყველაფერი კარგად იქნება ხალხო მთავარი მონდომებაა რომელიც ამ ფოუმზე დარეგისტრირებულ ხალხს არ აკლია !!! გაისად უფრო მეტი გავუშვათ ! გაიხარეთ რო ასე გულთან მიგაქვთ ყველას ეს ამბავი! :hi: :hi: :hi: :hi: :hi:

Link to post
Share on other sites

კიდევ გავიმეორებ: იმ ტბას, რომელზეც მე ვთევზაობ, მდინარე არ ერთვის და კალმახი ტბაშივე მრავლდება. ასე რომ არ მგონია მაგ მხრივ რამე პრობლემა იყოს

Link to post
Share on other sites

აი ეს ცვლილება ვნახე დღეს დაკონკრეტდა, რომ შიდა წყალსატევებში აკრძალულია სახლართი ბადეები მოყრის და მოსმის პრინციპითო (ადრე ეწერა უბრალოდ წყალსატევები)

ვებგვერდი, 28/06/2012

სარეგისტრაციო კოდი

410080000.22.025.016082

საქართველოს ენერგეტიკისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №198

2012 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი

„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით (სსმ, 07.04.2011, ვებგვერდი, 110406013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.“.

2. დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შიდა წყალსატევებში სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;“.

3. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აკრძალულია თევზჭერა ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგის, მათ შორის, ხიჟნიაკის კონსტრუქციის და ტრალის ფსკერული ვარიანტის გამოყენებით შემდეგი გრადუსული კოორდინატებით განსაზღვრული ზონების ფარგლებს გარეთ:

„ა) I ზონა

№ E N

1 410 39’4.036’’ 420 9’34.786’’

2 410 23’7.019’’ 420 9’54.904’’

3 410 46’16.685’’ 410 53’20. 824’’

4 410 30’16.091’’ 410 54’6.796’’

ბ) II ზონა

№ E N

1 410 44’ 20.891’’ 410 45’3.29’’

2 410 29’ 43.802’’ 410 50’1.536’’

3 410 43’ 6.351’’ 410 42’23.3’’

4 41029’8.565’’ 410 48’15.839’’

გ) III ზონა

№ E N

1 410 38’16.216’’ 410 39’29.02’’

2 410 25’46.507’’ 410 46’52.828’’

3 410 34’39.683’’ 410 36’33.357’’

4 410 21’19.017’’ 410 43’10.31’’

“.

4. დებულების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

თევზსაჭერი იარაღები თვლის მინიმალური ზომები მმ-ში თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში

მოსასმელი ბადე ქაფშიის დასაჭერად 6,5 –

მოსასმელი ბადე სხვა თევზის დასაჭერად 12 –

თევზმახეები 12 –

ქისა ბადე 6,5 –

ტრალი 6,5 –

კონუსური ბადე 12 –

პარაშუტისებრი ბადე 12 –

მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) 20 –

ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) 20 –

სახლართი ბადე 18 –

სხვა თევზსარეწი იარაღები 12 –

“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოადგილე

(მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი) ნ. ენუქიძე

ხოდა თბილისის ზღვაზე რა პრინციპით თევზაობენ პუტანკებით? მოყრით მორეკვით თუ უბრალოდ ჩაკიდულია და მორჩა?

Link to post
Share on other sites

NickAdams

ნიკა, მე მაგ კალმახის დაჭრერას ბრაკონიერობას ვერ დავარქმევ. უმრავლესობის ლოგიკით მანდ მდინარის კალმახი არ უნდა იყოს, თუ არის ეს ბევრმა არ იცის. თევზაობისას (ვთქვათ ლიფსიტით ლოქოზე) მაგ ზომის კალმახი რომ დაჯდება გამოყვანამდე უეჭველი მაგარს იბრძოლებს და შეიძლება გაშვებას აზრიც აღარ ქონდეს. ბრაკონიერობა ცოტა სხვა რამეა, მხოლოდ მომპოვებლობაზე ორიენტირებული. მე ანკესით მოთევზავე კაცს არავის არ ვუწოდებ არასოდეს ბრაკონიერს, რაზეც არ უნდა თევზაობდეს!

გეთანხმები ქევხო!100% იანი ხარ

Link to post
Share on other sites

არ არის ეგ მდინარის და ღელის კალმახი!!!

რომ იყვეს, უნდა ჰქონდეს შავი წერტილების გარშემო მოყვითალო-მოყავისფრო რგოლები და მაგხელა არ გაზრდილა ჯერჯერობით ეგ სახეობა.

ვახ. :dato:

პ.ს. იმასაც გეტყვით წინასწარ, ვინც დაიჭირა და გაჭრა, შეეკითხეთ და გეტყვით, რომ "ხორცი" ექნებოდა ღია ვარდისფერი და არა წითელი, იმიტომ რომ საკვები ბაზა, რომელიც აქვს ცისარტყელა კალმახს თბილისის ზღვაზე, არ შეიცავს წითელ პიგმენტს.

Link to post
Share on other sites

გიო, ნამდვილად ვიცი რომ არის ჩვენი ენდემური ;) ის, რასაც დებულება ტბის კალმახად მოიხსენიებს, სხვათაშორის ზოოლოგიის ინსტიტუტში ქონდათ პატარა გამოფენასავით და ზუსტად 2 ექსპონატი ქონდათ გამოფენილი მდინარის კალმახის და მდინარიდან ტბაში ჩარჩენილი კალმახის, თან ზუსტად თბილისის ზღვაში დაჭერილი. რაც შეეხება ანკესით ბრაკონიერობას - კანონი კანონია, ანკესით მეთევზე კალმახზე თევზაობისას კანონს მხოლოდ საკუთარი სიამოვნმებისთვის არღვევს აი ელექტრიკი კი ვისაც მესამე დღეა დავდევ, ქარში და უბედურებაში სიამოვნების გამო არ გადის, უჭირს და იმიტომ თევზაობს, ხო მეთანხმები რომ აქოთებულ მტკვარში შუაღამისას ნავით შესვლა ცოტა მაზოხისტური სიამოვნებაა? ხოდა რა ვქნათ ამიტომ? ისეთი ინტერპტრეტაცია მივცეთ კანონს როგორც ჩვენ გვესიამოვნება? პირადად მე ვთვლი, რომ თუ რამის გაკეთება გვინდა გამონაკლისი და ადვილი გზა არ უნდა არსებობდეს. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვან და ვისაც ჭრელი აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე გაუვლია, დამეთანხმება, რომ აუცილებლად ნახავდა გაძვალტყავებულ ცალფეხა ინვალიდს, რომელიც მთელი დღე ხან ტრაინიკით თევზაობს, ხან ეკრანით და ხან რით, ხოდა ხო ძნელია ეგეთს პასუხი მოსთხოვო? ეგ ცალფეხაა და სხვა გამოსავალი არ აქვს, მეორეს ბავშვები ყავს მშიერი და დენით ბუგავს ყველაფერს, მესამეს ცოლი ყავს ბოზი და ცოდოა, ხოდა რა ვქნათ? ჩვენი კანონები შევიმუშაოთ და მერე სახელმწიფოს მოვთხოვოთ შერჩევითი სამართალი და ჩვენ დავუწესოთ ვის აგებინოს პასუხი და ვის არა?

Link to post
Share on other sites

გეთანხმები ქევხო!100% იანი ხარ

ქევხო, რომ არ იცის კანონი პირდაპირ ამბობს, რომ თუ შემთხვევით მოხდა დაჭერა დაუყოვნებლივ უნდა გაუშვაო და პასუხისმგებლობა არ დადგება ამ შემთხვევაში. მაგრამ თუ არ იცის ადამიანმა რომ დასჯადია კალმახის ჭერა, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმადაც კანონის ნორმის არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს არავის

Link to post
Share on other sites

NickAdams

მე ბრაკონიერს კი არ ვამართლებ, მაგრამ ჯერ მივიდეთ მაქამდე რომ ბრაკონიერები ანკესით მოტევზავეთა შორის გადავარჩიოთ.

და რატომა არ უნდა უყოს კანონი ისეთი ჩვენ რო გვაწყობს? რათქმაუნდა გონივრულ ფარგლებში. იგივე კალმახი, რატომ არ უნდა იყოს დაშვებული თევზაობა?? თუ ახლა დაშვებული რომ არაა მაგიტომ ვეძახოთ ბრაკონიერი ყველას. მთაში სხვა თევზი არაა და ნუღარ ითავზავებს ნურავინ, სწორია? თუ მთაში მაცხოვრებლებისთვის სხვა კანონი დაიწერება?

რა თქმა უნდა გეთანხმები რომ აბსოლუტურად უაზრო და რეალობასთან შეუსაბამო კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ უნდა დავემორჩილოთ, კანონით დასჯადია და იმიტომ, თუ კანონი არ მოგწონს უნდა შეცვალო. შეცვალო ისეთი კანონით, რომელიც რეალობას ასახავს, აი შეცვლა რომ რთულია და ”ჩალიჩი” ყველას ეზარება, ზუსტად ამიტომაც ჩნდება ადვილი გამოსავლის პოვნის სურვილი და ზუსტად ეგ გამოსავალი არის ბრაკონიერობა. ამას მე არ ვამბობ ამას კანონი ამბობს, თორემ ანკესით კი არა ბადეებით ვერ გაწყვიტეს საუკუნეების განმავლობაში კალმახი.

Link to post
Share on other sites

გიორგი არ დაგეთანხმები ძმა !ჯერ ეს ერთი რომ ცირატყელა კალმახის ზღვაში გაშვების პრეცენდენტი არ ყოფილა ჩვენამდე,მერე მეორე ის რომ ტანის მოყვანილობით ცისარტყელა და მდინარის კალმახები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თუნდაც ეს სხვაობა მიზერულია,მერე მესამე ევროპის ალპურ ტბებში მდინარის კალმახი 25 კილოს აღწევს(ასეთივე სიტუაცია იყო რიწაზე),მეოთხე ის რომ ტიპიური პიგმენტაცია არ შეიმჩნევა,კერძოთ გვერდითი ხაზის გასწვრივ ზოლი რომელიც ცისარტყელებს ახასიათებთ,მეხუთე და ძალიან მნიშვნელოვანი თავი.თავი ასიანი მდინარის კალმახისაა ოღონდ გრძელთავა ფორმა.ცისარტყელას უფრო სვა ტიპის თავი აქვს.

ვახ რა ტყუილად ვწერე, წამეკითხა ეს პოსტი და დამესვა დიდი + :read:

Link to post
Share on other sites

გიო, ნამდვილად ვიცი რომ არის ჩვენი ენდემური ;) ის, რასაც დებულება ტბის კალმახად მოიხსენიებს, სხვათაშორის ზოოლოგიის ინსტიტუტში ქონდათ პატარა გამოფენასავით და ზუსტად 2 ექსპონატი ქონდათ გამოფენილი მდინარის კალმახის და მდინარიდან ტბაში ჩარჩენილი კალმახის, თან ზუსტად თბილისის ზღვაში დაჭერილი. რაც შეეხება ანკესით ბრაკონიერობას - კანონი კანონია, ანკესით მეთევზე კალმახზე თევზაობისას კანონს მხოლოდ საკუთარი სიამოვნმებისთვის არღვევს აი ელექტრიკი კი ვისაც მესამე დღეა დავდევ, ქარში და უბედურებაში სიამოვნების გამო არ გადის, უჭირს და იმიტომ თევზაობს, ხო მეთანხმები რომ აქოთებულ მტკვარში შუაღამისას ნავით შესვლა ცოტა მაზოხისტური სიამოვნებაა? ხოდა რა ვქნათ ამიტომ? ისეთი ინტერპტრეტაცია მივცეთ კანონს როგორც ჩვენ გვესიამოვნება? პირადად მე ვთვლი, რომ თუ რამის გაკეთება გვინდა გამონაკლისი და ადვილი გზა არ უნდა არსებობდეს. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვან და ვისაც ჭრელი აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე გაუვლია, დამეთანხმება, რომ აუცილებლად ნახავდა გაძვალტყავებულ ცალფეხა ინვალიდს, რომელიც მთელი დღე ხან ტრაინიკით თევზაობს, ხან ეკრანით და ხან რით, ხოდა ხო ძნელია ეგეთს პასუხი მოსთხოვო? ეგ ცალფეხაა და სხვა გამოსავალი არ აქვს, მეორეს ბავშვები ყავს მშიერი და დენით ბუგავს ყველაფერს, მესამეს ცოლი ყავს ბოზი და ცოდოა, ხოდა რა ვქნათ? ჩვენი კანონები შევიმუშაოთ და მერე სახელმწიფოს მოვთხოვოთ შერჩევითი სამართალი და ჩვენ დავუწესოთ ვის აგებინოს პასუხი და ვის არა?

აბსოლუტურად გეთანხმები

ის რომ ვიღაცას უჭირს არ ნიშნავს იმას რომ მისთვის დაშვებულია თუნდაც მორალური თვალსაზრისით იმის კეთება რისი კეთებაც დაუშვებელია იმისთვის ვისაც არ უჭირს.

აბა სახლიდან მოგვპაროს ვინმემ რამე, გინდ ცალფეხა იყოს და გინდ ორ ფეხა დედას ვუტირებთ.

რატომ იმიტომ რომ მპარავს.

ეხლა რატომ მივუტევებთ იმიტომ რომ ის რასაც იპარავენ ჩვენ საკუთრებად არ ვთვლით.

აი აქ ვცდებით სწორედ.

ამიტომაა დედა რომ აქვს ნატირები ყველაფერს.

Link to post
Share on other sites

სადაც ვნახე სტატია ”ბრაკონიერობა - ნაციონალური სენი”, ხოდა მგონი ჯობია სხვა სათაური ქონდეს ”მენტალიტეტი - ნაციონალური სენი”

Link to post
Share on other sites

NickAdams

სალამი ნიკა როგორ ხარ?

ეგ სტატია მეზობელ ფორუმზეა

გაუმარჯოს, რავი ვარ რა იმედგაცრუებული, თავად? ხო გამახსენდა შოს სტატიაა

Link to post
Share on other sites

აბსოლუტურად გეთანხმები

ის რომ ვიღაცას უჭირს არ ნიშნავს იმას რომ მისთვის დაშვებულია თუნდაც მორალური თვალსაზრისით იმის კეთება რისი კეთებაც დაუშვებელია იმისთვის ვისაც არ უჭირს.

აბა სახლიდან მოგვპაროს ვინმემ რამე, გინდ ცალფეხა იყოს და გინდ ორ ფეხა დედას ვუტირებთ.

რატომ იმიტომ რომ მპარავს.

ეხლა რატომ მივუტევებთ იმიტომ რომ ის რასაც იპარავენ ჩვენ საკუთრებად არ ვთვლით.

აი აქ ვცდებით სწორედ.

ამიტომაა დედა რომ აქვს ნატირები ყველაფერს.

ვეთანმხები იეტსაც და ნიკასაც.

კანონია კანონია და ამ კანონს ყველა უნდა ემორჩილებოდეს, ცალფეხაც, ცალთვალაც და ცალტვინაც.

კანონის დამრღვევს ქვია კანონის დამრღვევი. ორჯერ ორი ოთხია...

ვეთანხმები ქვეხოს, ადამაინური გადმოსახედიდან ნებისმიერი გაჭირვებული შესაცოდია და ეგეთ შემთხვევაში შესაძლებელია დასჯის ზომის ლავირება. მაგიტომ უნდა იყოს ის კანონისმცველიც ადამაინი და არა დაპროგრამებული მაქნანა, რომ ყველას ერთნაირად არ აზღვევინოს.

მე რომ კანონისმცველი ვიყო და ბრაკონიერებზე ვნადირობდე, მშიერ ბრაკონიერთან სულ ბოლოს მივალ....

მაგრამ ყველანაირად ვეცდები რომ იმდენი გავაკეთო, ბოლოს ეგეთ ბრაკონიერებთანაც მქონდეს მისასვლელი და მოსათხოვი...

ცუდი ისაა რომ ეს ბოლო წინადადება ჩემგან დაწერილი მხოლოდ სიტყვებია ჩემი და სურვილი!!! რეალურად კი ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს ძმებო, დიდი ყანწი მომაწოდეთ, უნდა დავცალო..

ამიტომ სანამ იმ ცალფეხა მეთევზეს რამეს მოვთხოვთ, ჯობია ნაბიჯები წინ გადავდგათ და რაიმე გეგმა შევიმუშავოთ, რომ მენტალიტეტი და კანონი ჩვენსკენ მოვაქციოთ...

Link to post
Share on other sites

გიგა, ძალიან რთულია, შენ გგონია ის ბრაკი რომ დაგვეჭირა და გაგვეშტრაფა ბედნიერების მწვერვალზე ვიქნებოდი? მეც ადამიანი ვარ, მაგრამ გამომიმუშავდა უკვე კაი ხანია პრინციპი, ბრაკობის ყველანაირ გამოვლინებაზე, გულგრილობაზე, ყალბ აღშფოთებაზე, მაქსიმალურად მძაფრი რეაქცია, რამაც ძალიან ბევრი პრობლემა შემიქმნა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ, იმდენს მაინც გავაკეთებ, რომ საკუთარ ბუნებასთან და საკუთარ თავთან მართალი ვიყო. ყველანაირად ვცადე მაგრამ არ გამოვიდა (მე არ გამომივიდა, შეიძლება მოფერებით და ახსნით სხვას გამოუვიდეს)

Link to post
Share on other sites

არ არის ეგ მდინარის და ღელის კალმახი!!!

რომ იყვეს, უნდა ჰქონდეს შავი წერტილების გარშემო მოყვითალო-მოყავისფრო რგოლები და მაგხელა არ გაზრდილა ჯერჯერობით ეგ სახეობა.

ვახ. :dato:

პ.ს. იმასაც გეტყვით წინასწარ, ვინც დაიჭირა და გაჭრა, შეეკითხეთ და გეტყვით, რომ "ხორცი" ექნებოდა ღია ვარდისფერი და არა წითელი, იმიტომ რომ საკვები ბაზა, რომელიც აქვს ცისარტყელა კალმახს თბილისის ზღვაზე, არ შეიცავს წითელ პიგმენტს.

60 იანი წლების ჟურნალ საქართველოს ბუნებაში წავაწყდი სტატიას კალმახისა და ორაგულის შესახებ. იქტიოლოგი, პროფესორი დემეტრაშვილი წერს, რომ წალკისა და სიონის წყალსაცავებში მოხვედრილი მდინარის კალმახი გაიზარდა და ბევრი ნიშანი ორაგულისებრი გაუხდა. ზომაში გაიზარდა და 15 კილოს მიაღწია. შეფერილობა ვერცხლისფერი გაუხდა. გაუქრა წითელი წინწკლები, ხოლო შავმა წინწკლებმა ჯვრისებური მოხატულობა მიიღო... ხორცი ვარდისფრად შეეფერა...

მეც მინახია ჟინვალზე დაჭერილი "ორაგულები"/ მათ მართლაც ზემოთაღწერილი ცვლილებები აშკარად ეტყობოდათ...

რაც შეეხება პიგმენტაციას. წითლად და ვარდისფრად კალმახის კუნთები იღებება კაროტინის პიგმენტის ზემოქმედებით, რომელსაც დედი რაოდენობით შეიცავს კიბოსნაირები. ვინაიდან ჩვენს მდინარეებში კალმახი ნაკლებად იკვებება კიბოსნაირებით, მათი კუნთების შეფერილობა ძირითადად თეთრია...

თუმცა მე ვიცი რამდენიმე მდინარე (საჯაროდ ვერ დავასახელებ), სადაც მოიპოვება ვარდისფერხორციანი და ნარინჯისფერხორციანი კალმახი. ამ მდინარეებში საკმაოდ ბევრი ე.წ. "ბაკაპლავი" ცხოვრობს. მათით იკვებება კალმახი და აქედანაა კუნთის შეპერილობაც.

ძალიან ნათელი მაგალითი გვაქვს საკალმახეებიდან გაქცეული კალმახების შეფერილობაზე დაკვირვებითაც. გაქცევის შემდეგ მათ სწრაფად უვარდისფრდებათ ხორცი, მაგრამ მხოლოდ იმ მდინარეში, სადაც "ბაკაპლავი" მოიპოვება/

:yes:

:yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...