Jump to content
Club-Monadire.Ge

სკანდინავიური დანები


Recommended Posts

სკანდინავიური დანები

 

 

 

ნორვეგიული დანები

 

 

 

Helle

 

 

 

კომპანიის ემბლემა

 

e370f269de01.gif

 

f5ac441ec8ca.jpg

 

 

http://helle.com/

 

ეს დანები ნორვეგიული ფიორდის პირას ერთ პატარა სოფელში მზადდება(Holmedal, ნორვეგია). 1932 წელს ზიგმუნდ და შტაინერ ჰელებმა ჩამოაყალიბეს. ძირითადად ეს დანები ოსლოში იყიდებოდა. ხარისხი ამ დანების უმთავრესი მახასიათებელია. ერთი დანის შესაქმნელად, ხელით სამოცამდე ოპერაცია უნდა შესრულდეს, შემოწმდეს, გაილესოს. ისეთი დანებია რომლებიც სიამაყით გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს დანები არ მიკუთვნება ე.წ. საწარმოო მასშტაბის დანებს. ჰელის დანები ლამინირებული ფოლადისაა(მაღალ ნახშირბადიანი ფოლადი ჩაფლულია დაბალ ნახშირბადიან ფოლადის ფენაში), იყენებენ უჟანგავ ფოლადსაც. ტარი, ''დაძველებული'', არქტიკული არყისაა. ქარქაში სპეციალურად დამუშავებული ტყავისაა, გალაქული, სინესტისგან დასაცავად.

 

 

40-მდე სხვადასხვა მოდელის დანას უშვებენ. აქ მხოლოდ რამდენიმე მოდელს შევეხებით

 

 

 

Fjellkniven

 

 

10 სმ სიგრძის პირით, საერთო სიგრძე 21.5 სმ., უჟანგავი ფოლადის. ფასი 73$.

 

 

716d5e6c6260.jpg

 

Helle Special Jubileumskniven Side Knife

 

11.5 სმ სიგრზის, სამჯერადად ლამინირებული უჟანგავი ფოლადი, კაკლის ტარით(მონიკელებული ვერცხლის ელემენტით), შეიქმნა 1965 წელს, კომპანიის საიუბილეო დანაა. ფასი 85$.

 

 

1ccc22737b70.jpg

 

Helle Harding Norwegian Hunting Knife

 

10 სმ-იანი სამჯერადი ლამინირების უჯანგავი ფოლადის პირი, ტარი არყის და ასკილისაა. ფასი 92$

 

 

464d0bc5dd4a.jpg

 

 

Helle Giant Lappland Norwegian Hunting Knife

 

21 სმ სიგრძის Sandvik 12C27 უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული პირით. ნორვეგიული დანის ტრადიცული ფორმით და გასაოცარი სიბასრით. ფასი 118$.

 

a82abf0d6632.jpg

 

Brusletto

 

2fc179ba38a0.jpg

 

ელეგანტური, ფუნქციონალური, მარტივად სახმარი დანებია. ტრადიციული სტილით. მზადდება მარალნახშირბადიანი უჯანგავი ფოლადისგან (Sandvik 12C27), როკველის მაჩვენებელია 58. ქარქაშის გული პლასტიკური მასალისაა.

 

http://www.brusletto.no/index.php?sprakID=eng&sideID=424&ledd1=38

 

 

Storbukken

 

 

15 სმ სიგრძის პირით და 11 სმ სიგრზის ტარით(საერთოდ სკანდინავიური დანის ტარები საშუალებას გაძლევს მეორე ხელიც მიახმარო საჭირო დროს) რომელიც არყისა და ალუმინისგანაა დამზადებული, წონა 180გ. ნადირის ხორცის დამუსავების გარდა ამ დანით ბანაკის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებაც შეიძლება.

ფასი 99$

 

2bb8f6cbd48a.jpg

 

 

Tiur

 

 

კარგია დიდი ზომის ნადირის დასამუშავებლად. დანის პირი სედარებით თხელია, თითქმის 12 სმ-მდე სიგრძით.

წონა 150 გ. ფასი 88$

 

 

 

1f5e5cbbab87.jpg

 

 

Falken

 

თანამედროვე დიზაინის დანაა, 9 სმ სიგრძის პირით, საუკეთესოა ნადირის გასატყავებლად, ფასი 85$.

 

 

41c885e264b9.jpg

 

Brusletto-Kniven

 

თანამედროვე სკანდინავიური სამომხმარებლო სტილისაა, 8 სმ სიგრძის პირით. საუკეთესოდ კონტროლირდება ხელში. ფასი 49$

 

 

8da84f2a02f6.jpg

 

Hunter (მნია, მნია, მნია )

 

 

შედარებით ფართო მაგრამ მსუბუქი დანა ალუმინის ჭდით. 12.5 სმ სიგრძის პირით, ერთერთი ყველაზე პოპულარული დანა ნორვეგიაში(მაქვს გემო რა, ეს არც მქონდა წაკითხული თვალი რომ გამექცა ამ დანაზე ), განსაკუთრებით საველე პირობებში ნადირის დსამუშავებლად. ფასი 80$

 

f0279fb052f2.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 88
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

შვედური დანები

 

 

Mora

 

 

 

eb2c6d94d59c.jpg

 

 

 

http://www.swedishknives.com/

 

ქალაქი მორა, საუკუნეებია უკვე შვედური დანისმკეთებელთა ცენტრია. შვედური ფოლადი, საუკეთესო პირების დამზადების საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ადვილია ამ პირების გალესვა. ამ ბოლო დრომდე მორაში ძირითადად ორი კომპანია ფუნქციონირებდა: KJ Eriksson და Frosts of Mora. დღეს ეს კმპანიები სეერთებულია და დანებს "Mora of Sweden"-ის სახელით უშვებენ. მორას დანებში ფუნქციონალურობას მეტი ყურადღება ექცევა ვიდრე სტილს. შეუძლებელია სხვაგან ნახო ხარისხი-ფასის ასეთი მწვერვალი. ნახშირბადოვანი ფოლადის დანების სიმტკიცე 59-60 როკველია, უჟანგავის 57-58. ფროსტის შესაბამისად 59 და 57. მორას დამახასიათებელი, მისი ლამინირებუი ფოლადია. ფაქტიურად ფოლადის სამი ფენაა დანაში, ნახშირბადის მაღალი შემცველობის ფოლადი გვერდებზე დაფარულია ნახშირბადის დაბალი შემცველობის ფოლადით. გული ლამინირებული ფოლადისაა 61-62 როკველით. ერიქსონი იყენებს Sandvik 12C27mod უჯანგავს, ხოლო ფროსტი 12C27-ს. ასეთი პირი გამძლეა თუნდაც მარილიანი წყლის გარემოში. ჭდე არც ამ დანებს არ გააჩნიათ. ძალიან ბასრი დანებია და კომპანია მომხმარებლებს ყოველთვის სიფრთხილისკენ მოუწოდებს ამ დანებით მუშაობისას. ქარქაში თერმოპლასტიკური მასალისაა და გაცხელებისას ფორმას იცვლის(მაგალითად ქარქაშის მარყუჟის ზომის მოდიფიცირება თუ გინდათ).

 

 

ეს ორი დანა მორას კლასიკური დანებია, ერთის პირი შედარებით ფართეა. პირის სიგრძე 11 სმ-მდე, ქარქაში ტყავისაა, ერთერთი საუკეთესო სანადირო და თავის გადასარჩენი დანაა, რომელსაც მსოფლიოს ცნობილი მეიარაღენი უწევენ რეკომენდაციას. ფასი 70$-ის გარშემო

 

 

091c725023f7.jpg

 

 

 

მორას უჯანგავი ფოლადის დანები, ამ დანების ფასი 40$-ია მიახლოებით და ფაქტიურად მას კონკურენციას ვერცერთი კომპანიის ამ ფასიანი დანა ვერ გაუწევს

 

 

 

 

6b67cb496111.jpg

 

 

 

 

 

 

ეს სანადირო დანა შედარებით ახალი მოდელია და თავის გადასარჩენთა კატეგორიაშიც გადის. 11 სმ სიგრძის პირი აქვს, ტარიც იგივე ზომის. ტარი და ქარქაში სამხედრო მწვანე ფერისაა. 150გ იწონის. ფასი 30$.

 

 

d543293fd930.jpg

Link to post
Share on other sites

შვედური დანები

 

Karesuando

 

ეს დანები შვედეთში, არქტიკული წრის ჩრდილოეთით, ქალაქ კარესუანდოში მზადდება. არქტიკული კლიმატისადმი ადაპტირებული დანებია. ამ დანების დასამზადებლად რეგიონის ბუნებრივი ნედლეული გამოიყენება : ტყავი, რქა და ძვალი, ასევე არყის მერქანი. მუშაობისას ამ დანის ტარი ზალიან მოხერხებულია და არ აჩენს ბუშტუკებს. დანის პირები კარგად გამოჭედილი და ალესილია. ''ხალხური'' დანებია. პირებისთვის გამოიყენება უჟანგავი ფოლადი 12C27 ან ნაცშირბადიანი ფოლადი Uddeholm steel #1770 (0.7% C, 0.3% Si, 0.5% Mn). ორივეს სიმტკიცე 57-ია როკველის შკალით.

 

 

2b2554e8f155.gif

 

 

 

 

"Rävan Special" (Fox)- მელა (ეს კომპანია თავის დანებს ხშირად ცხოველთა სახელებს არქმევს)

 

10 სმ სიგრძის პირი აქვს. ტარი არქტიკული არყისაა, ისიც 10 სმ. სიგრძით. ფასი 59$

 

 

 

0c36ca7692c6.jpg

 

 

Vargen - მგელი

 

10 სმ სიგრძის, Sandvik-ის უჟანგავი ფოლადის, შედარებით ფართეა. ტარი 11 სმ-იანია, ფასი 65$.

 

 

0b2cfde62f60.jpg

 

 

Galten- ტახი

 

10 სმ სიგრძის Sandvik-ის ფოლადის პირი, ფასი 63$.

 

 

fdd293856aa8.jpg

 

"Hunter 10"- მონადირე

 

10 სმ. სიგრძის პირი, ფასი 95$.

 

 

0169849d75ea.jpg

 

 

Järven- რუსულად არის როსომახა, ქართულად როგორ იქნება?

 

სამი-ს ტრადიციული სტილის დანაა, 11სმ-იანი ტარი ირმის რქისგან და არყისგანაა დამზადებული. სანდვიკის უჟანგავი ფოლადის 10 სმ-იანი პირი. ხელით ნაკეთი დანაა. ფასი 99$.

 

 

9237d1013404.jpg

Link to post
Share on other sites

შვედური დანები

 

 

EKA

 

 

 

 

f0450ff18832.gif

 

 

 

კომპანია ოფიციალურად დაარსებულია 1882 წელს შვედეთის ქალაქ Eskilstuna-ში. ყოველდღიურად სახმარ დანათა რიცხვს არ განეკუთვნება(სამაგიეროდ მაღალი ხარისხის დასაკეცი დანა აქვს ყოველდღიური მოხმარების). EKA-ს მიერ დანების კეთება 1874-დან ფიქსირდება. დანის პირისთვის იყენებენ Sandvik 12C27 უჟანგავ ფოლადს(57-59 რკ).

 

H8

 

პირის სიგრძე 8 სმ. საერთო სიგრძე 17სმ. ტარის ფორმა საშუალებას იძლევა დიდი ძალა მოვიდეს პირზე. ფასი 99$

 

a7ae437d9771.jpg

 

A-10

 

მრავალფუნქციონალური დანაა, 10 სმ სიგრძის და 2.7სმ სიგანის დანის პირით. ფასი 85$

 

 

1ca07b94dd03.jpg

 

JoF-7

 

“Jaktmarker och Fiskevatten”-ის, შვედური სანადირო ჟურნალის და ეკას დიზაინერთა ერთობლივი პროდუქტი. საუკეთესოა ნადირის გასატყავებლად. დანის პირი 7სმ, 8 სმ-მდე მჭრელი სიგრძით. კარგია ნადირის დასამუშავებლადაც. ფასი 89$.

 

 

cc1daca06303.jpg

 

 

W11

 

11სმ-იანი დანის პირით. ფორმით განსხვავებულია სხვა სკანდინავიური დანებისგან. ძალიან საიმედო და ძლიერი დანაა

 

 

4352e7b873cf.jpg

Link to post
Share on other sites

შვედური დანები

 

Fallkniven

 

 

 

 

 

ფალკნივენის ოჯახი

 

 

3cece717f466.jpg

 

 

პატარა კომპანიაა(Norrbotten, შვეცია), რომელმაც უსწრაფესად გაითქვა სახელი და შვედეთის მეფეც კი ამ კომპანიის დანას იყენებს ნადირობისას. 1987 წლიდან შვედეთის არმიამ ამ კომპანიას შეუკვეთა სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავების თავის გადასარჩენი დანები და კომპანიამ წლების მუსაობის მერე შექმნა დანა, რომელიც 1995 წელს შვედეთის არმიამ მიიღო შეიარაღებაში(აქ მხოლოდ სანადირო დანებს შევეხებით). კომპანია იყენებს ნახშირბადის მაღალი შემცველობის და უჟანგავ ფოლადებს, როგორიცაა: 3G, SGPS, და განსაკუთრებით ლეგენდარული VG-10(როკველის მაჩვენებელი 60-მდე). კომპანიამ პირველი ნაბიჯები 1984 წელს გადადგა და 1987 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა. ოჯახის დიდი წინაპრები მონადირე-მეთევზენი იყვნენ.

 

Mod. F1 - შვედი მფრინავების თავის გადასარჩენი დანა, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია მონადირეებში

 

 

 

საერთო სიგრძე: 210 mm (8.3")

პირის სიგრძე: 97 mm (3.8")

პირის სისქე: 4.5 mm (0.18"),

ფართო ენა, რომელიც ტარს სცდება და ჩაქუჩის ფუნქციასაც ასრულებს

წონა: 150 g (6oz)

ფოლადი: ლამინირებული VG10

დანის პირის სიმტკიცე: 59 HRC

ტარი: Thermorun

 

 

7771e13b2efe.jpg

 

 

F1 ivory micarta

 

ხელით დამზადებული დანაა

 

 

საერთო სიგრძე: 210 mm (8.3")

პირის სიგრძე: 100 mm (3.9")

პირის სისქე: 4,5 mm (0.18")ენა: სრული(ანუ ტარის ბოლომდე გრძელდება)

წონა200g

ფოლადი: Lam.VG10

პირის სიმტკიცე: 59 HRC

ტარი: Micarta

 

 

cd573e4534de.jpg

 

Hunters Knife Mod. H1

 

ძალიან მოსახერხებელია დიდი ნადირის დასამუშავებლად, ფოლადი- Lam.VG10 , პირის სიგრძე 10 ან 12.5 სმ., პირის სისქე 5მმ. წონა 180გ.

 

 

c3f821c2aba1.jpg

 

Professional Hunters Knife(PHK) - პროფესიონალ მონადირეთა დანა

 

 

ორიგინალური დიზაინით და უმტკიცესი 3G უჟანგავი ლამინირებული ფოლადის ფხვნილით(VG2-SGPS-VG2) დამზადებული დანა ერთერთი უპირველესია მსოფლიო სამონადირეო დანებს შორის.

 

სრული სიგრძე: 9.4" (239 mm)

პირის სიგრძე: 5" (126 mm)

პირის სისქე: 0.2" (5 mm)

ენა:სრული, ტარს გადაცდენილი

წონა6.7 oz (190 g)

ფოლადი: 3G

სიმტკიცე: 62 HRC(როკველის შკალით)

ტარი: Thermorun

 

9079025a04bd.jpg

 

 

Northern Light mod. Idun -NL5

 

Idun, ჩრდილოეთის მითოსში ნაყოფიერების ქალღმერთია.

ამ მოდელში ლამინირებული ფოლადი VG10, გვერდებიდან დაფარულია უჯანგავი 420J2-ით.ეს კომბინაცია 20%-ით ზრდის ფოლადის სიმტკიცეს. პირის სიგრძე 10სმ, სისქე 5მმ, წონა 180 გ. ჭდე უჯანგავი ფოლადია, ტარის ბოლო ალუმინი

 

 

211486d98fb9.jpg

Link to post
Share on other sites

ფინური დანები

 

Ahti

 

 

869a23560691.gif

 

 

 

 

 

 

ორი განსხვავებული ხაზი შეინიშნება ამ დანებში: ტრადიციული და თანამედროვე. ტრადიციული მზადდება ქალაქ Kauhava-ში (ფინეთი). ეს ქალაქი ფინეთში დანისმკეთებელთა დიდი ტრადიციებით გამოირჩევა. დანებს ამზადებს

Reino Kamppila. პროდუქცია ლიმიტირებულია, რაც ხარისხის გარანტიას იძლევა. ტრადიციული დანები ნახშირბადის 0.8 % შემცველობით მზადდება(59 როკველის შკალით). ტარი არყისაა, საშუალოდ გახეხილი, რომ ხელის მოჭიდების პრობლემა არ იყოს თუნდაც სველ დანაზე.

 

 

 

Tikka- კოდალა

 

6.2 სმ პირის სიგრძით და 11.5 სმ ტარით. ფასი 37$

 

 

51ec64e97e10.jpg

 

 

Vaara-ჩრდილოური გორაკები.

 

ზოგადი მოხმარების დანაა, 9.2 სმ-იანი პირით და 11 სმ-იანი ტარით. კარგად ჯდება ხელისგულში. ფასი 59$

 

 

91f7106445cb.jpg

 

 

Forest-ტყე

 

9.3 სმ სიგრძის პირი, ტარი 11 სმ-ი, ტარი შედარებით ფართეა და ხელთათმანითაც ადვილად დასაჭერი. ძალიან ტრადიციული დანაა ფინეთში. შესაფერისია ფართე ხელისთვის. ნებისმიერი სამუსაოს შესასრულებლად გამოდგება. ფასი 49$

 

2ae3c27a8fae.jpg

 

 

 

Hunter- მონადირე

 

შედარებით სპეციალიზირებული დანაა, 10 სმ-მდე პირით. კარგია გასატყავებლად და ყოველდღიური რუტინული სამუშაოს შესასრულებლად. უკეთესად მოიხმარება ფართე ხელში. წონა 190გ. ფასი 89$.

 

 

 

 

 

"Leuku 180" (უკვე ავღნიშნეთ რომ ''ლეუკო'' უკიდურესი ჩრდილოეთის ხალხებში პოპულარული დანაა)

 

პირი:18.2მმ, სიფართე 2.8 სმ-მდე, 12 სმ-იანი ტარი, ენა ხილვადია ტარის გარეთ. სერიოზული სამუშაოების შესასრულებელი დანაა, ფასი 92$

 

 

 

35169f9e2f53.jpg

 

 

Finman- ფინელი

 

აჰტი-ს თანამედროვე დანაა, 9.5 სმ-იანი პირით, უჟანგავი ფოლადისაა. წონა 160გ. ფასი 11$. ამ დანას ხშირად ატარარებენ სკაუტები

 

 

d021e302b6a6.jpg

Link to post
Share on other sites

ფინური დანები

 

Järvenpää

 

Iisakki Järvenpää ერთერთი ლიდერია ფინურ ტრადიცულ დანისმწარმოებლებს შორის. იყენებს ნახშირბადის მაღალი შემცველობის ან უჟანგავს AISI 420 ფოლადს. სიმტკიცე როკველის შკალით 57-58-მდე აჰყავთ. კარგი ხარისხის დანებია, ნორმალური ფასით.

 

Lappland Puukko

 

პუუკო ჩრდილოეთის მომთაბარე ხალხის დანაა. კლასიკური ჩრდილოური დანა შედარებით ვიწროპირიანია შეღწევადობის გასაადვილებლად, პირის საკმაო ნაწილი სწორხაზოვანია, რაც დაჭრას აადვილებს, და საკმარისი სიმრუდეც გააჩნია წვერისკენ, ნადირის გასატყავებლად . ფართე ტარი და ღრმა ქარქაში ასევე ამ დანების ტიპიური მახასიათებლებია

 

 

 

63094e84af26.jpg

 

 

 

Aito Puukko

 

პუუკო, მსოფლიოში, ტრადიციულად სკანდინავიურ დანასთან ასოცირდება. ტარი უხეშად დამუშავებული ტყავისაა, წითელი ბრინჯაოთი, პირი არაპოლირებული ნახშირბადიანი ფილადისაა, 8.5 სმ სიგრძით. ფასი 85$

 

 

d0d71c3d1045.jpg

 

 

Leuku

 

ლეუკუ, საამი-ს(ლაპ) ეთნოსის ტრადიციული ბანაკის ტრადიციული დანაა. მასში კომბინირებულია დანის და მაჩეტეს ფუნქციები და ჩრდილოეთის მომთაბარე ეთნოსების მუდმივი კომპანიონია. ტარი არყის ხის და ნიკელის ფრაგმენტებისაა. დანა მთლიანად იმალება ქარქაშში(პირი 18სმ). ფასი 60$

 

 

a990c245e13c.jpg

 

 

Oltermanni

 

ოლტერმანი, სოფლის მოხუცი წინამძღოლის სახელიდან მოდის, ეს არის დანა რომლის ტარებიტაც ეს მოხუცი იამაყებდა. ტყავის ტარი 10 სმ სიგრძისაა, ტრადიცული ჩრდილოური დიზაინით. პირი უჟანგავი ფოლადისაა. ფასი 80$

 

 

 

55ea25dae046.jpg

 

 

Hevosenpääpuukko

 

ცნობილი ულაყისთავიანი პუუკო. ტარი არყისაა, პირი უჟანგავი ფოლადის(10სმ). საერთო სიგრძე 21სმ. ფასი 85$

 

96a2280da82e.jpg

 

 

 

The Moose Hunter- ცხენირემზე მონადირე

 

დიდ ნადირზე მონადირის იარაღია. ტარი არყისაა, ტყავით და წითელი ბრინჯაოთი გაწყობილი. თითის ჭდე მცირე ზომისაა, პირი ნახშირბადიანი ფოლადი 8.5 სმ სიგრძით. საერთო სიგრძე 20სმ. კარგია სატყავებლად, მოხერხებულია ფართე ხელისთვის. ფასი 85$

 

 

e36771f88647.jpg

Link to post
Share on other sites

ფინური დანები

 

Lapin Puukko

 

2c5da4484f08.gif

 

 

http://www.lapinpuukko.fi/en/

 

ეს დანები არქტიკულ წრესთან ახლოს, ფინური ლაპლანდის ერთ პატარა ქალაქ Tervola-ში მზადდება. მაღაზია დაფუძნდა 1975 წელს Esa Silvola-ს მიერ. დღეს უკვე ხუთი დანისმკეთებელი შედის ამ კომპანიაში. დანები უკიდურესად ტრადიციული ფორმისაა, აქცენტით შესასრულებელ ფუნქციაზე. დეკორატიულად შედარებით ღარიბი, თუმცა უმაღლესი ხარისხის მასალებისგან დამზადებული. ''მუშა'' დანებია.

 

Leukupuukko 1

 

ბაზური მოდელი, 9 სმ-იანი პირით. პოლირებული ნახშირბადიანი ფოლადის. მსუბუქი დანაა. ფასი 33$

 

 

fe35753173a5.jpg

 

 

Whittling Knife 31

 

ოდნავ ფართე, ნახშირბადიანი ფოლადის 11სმ-იანი პირით. უშვებენ უჟანგავი ფოლადისასაც(59 რკ შკალით). წონა 170 გ. ფასი 49$

 

 

aa804b9fd3cc.jpg

 

 

Leukupuukko 3

 

ფასი 53$

 

706134708670.jpg

 

 

 

 

"Outdoor Knife 90"

 

9 სმ სიგრძის პირით, და 200გ წონით. ფასი 76$

 

 

9edbf4871939.jpg

 

 

"Outdoor Knife 145"

 

12.5 სმ სიგრძის ფართე პირით, 3.35 მმ სისქით. წონა 280 გ. ფასი 85$

 

 

 

 

 

"Skinning Knife"

 

სატყავებელი დანაა, ''პროფესიონალთა'' სერიიდან. პირის სიგრძე 8სმ, სიგანე 3სმ-მდე, სისქე 3.35მმ. ძალიან მტკიცე პირი აქვს (63 რკ). იწონის 195გ-ს. ფასი 89$

 

 

fc4cf4347f62.jpg

Link to post
Share on other sites

ფინური დანები

 

Roselli

 

 

a82c02836df3.jpg

 

 

ჩრდილოეთის კლიმატი ადამიანებს აიძულებს მხოლოდ დღიდან დღემდე იცხოვრონ. ამ პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი დანაა - "Puukko". აქაური დანით ხეზე ჭრაც უნდა შეძლო, ხის ჭრაც და ნადირის დამუშავებაც. მხოლოდ მაღალი ხარისხის ნახშირბადიანი ფოლადის დანის პირები უძლებენ ამ მოთხოვნებს. ტარად არქტიკული არყი ყველაზე შესაფერისი მასალაა. რაც უფრო მეტად იყენებ ამ დიდგვაროვნულ იარარს მით მიტად გიყვარგება ის. მჭედელი-მეტრი Heimo Roselli თავად მივიდა ფოლადის საიდუმლოებასთან. მას არ ჰყოლია მასწავლებელი. მის დანაში ვერ ნახავთ არასაჭირო, გამოუყენებელ დეტალებს. ის პოლირებასაც არ უკეთებს ფოლადს. უბასრეს დანებს ამზადებს. კრუპის W75 ფოლადს იყენებს ნახშირბადის 0.7-0.8% შემცველობით და 59-62 რკ სიმტკიცით. როსელის უკანასკნელი სიტყვაა UHC (Ultra High Carbon)- ნახშირბადის მაღალი შემცველობის(1.5-2%) ფოლადის დანები, 64-66 როკველის მაჩვენებლებით. ასეთი დანა ორჯერ მეტ ხანს ინარჩუნებს სიბასრეს ვიდრე ჩვეულებრივი ფოლადის დანა. ამასთან როსელის დანებში აშკარაა დიზაინერის კლასიკურ-მინიმალისტური სტილი. დანები სკანდინავიური ჩვეულებისამებრ ტყავის ქარქაშიანია.

 

 

(აქვე ბარემ ვიტყვი რომ ნორვეგიული ჰელის, შვედური მორას და ფალკნივენის დანებთან ერთად ფინური როსელი ჩემი ფავორიტი დანაა)

 

 

Roselli Hunter

 

მონადირის ტიპიური დანა კრუპის ფოლადის 9სმ-იანი პირით. პირის სისქე 3.1მმ. ტარი-11სმ. ფასი 96$.

 

53de6bc4cee5.jpg

 

 

Roselli Hunter in UHC

 

ზომით იგივეა რაგორიც წინა დანა, ოღონდ პირი ნახშირბადის მაღალი შემცველობის ფოლადისაა. ფასი 135$

 

e0785071c3c4.jpg

 

 

Roselli 5" Leuku

 

ტრადიციული ლაპლანდიური დანაა. საუკეთესოა ბანაკის სამუშაოების შესასრულებლადაც. შეუცვლელია ხეზე სამუშაოდ. პირის და ტარის სიგრძე 12სმ-ია. სისქე 5მმ. ფასი 147$.

 

7defec48603d.jpg

 

 

 

Grandfather's Knife - ბაბუის დანა

 

8 სმ სიგრძის პირით. კარგი სატყავებელი დანაა. სულ 17 სმ სიგრძისაა. ფასი 119$

 

 

7349169aca55.jpg

 

 

Roselli Grandmother

 

 

პირის სიგრძე 7სმ. ტარის 9სმ-მდე. პრაქტიკული დანაა ხეზე საკვეთად და სატყავებლად. ფასი 59$

 

 

0aff3c8c89a9.jpg

Link to post
Share on other sites

ფინური დანები

 

Wood Jewel

 

 

 

 

11e6d9cd4266.gif

 

 

 

ეს დანები 1980 წლიდან ფინეთის პატარა ქალაქ Kolari-ში, არქტიკული წრის ჩრდილოეთით, ლაპლანდიაში მზადდება. დანებში აშკარაა სამი-ს სტილი და ტრადიციები. ამ დანების დიზაინერია Kauko Raatiniemi. დანის ტარში გამოყენებულია არქტიკული არყი და ირმის რქის მასალა. ქარქაშიც ტიპიურად სამის სტილისაა. დანის პირი 0.8% ნახშირბადიანი ფოლადისაა(59 რკ). კომპანიაში ამჯამად 15 კაცამდე მუშაობს.

 

 

"Leuku"

 

ფართეპირიანი(20სმ სიგრძის და 3.5სმ სიგანის, 3მმ სისქის) დანაა. ტარი 11სმ. მოსახერხებელია დიდი ხელისთვის. ფასი 99$

 

8585b7a55a26.jpg

 

 

"Leuku-Puukko Combination"

 

ორი ტიპის დანა სხვადასხვა დანისნულების სამუსაოებისთვის. ლეუკო 20.5 სმ სიგრძით და 3სმ სიგანით, ხოლო პუუკო 8სმ სიგრძით და 2სმ სიგანით. ფასი 125$

 

 

eeb1cb0e6f44.jpg

 

 

 

"Carving Knife"

 

ხეზე მუშაობისთვის განკუთვნილი დანა, 7.5 სმ სიგრძით. ფასი 43$

 

 

aaf6286c0918.jpg

Link to post
Share on other sites

ფინური დანები

 

EnZo

 

d49c76393f64.jpg

 

ამ კომპანიას ძირითადი აქცენტი დანის ფოლადზე აქვს გადატანილი, დანა თავისუფალია ზედმეტი, გადატვირთული დეტალებისგან.შენდეგ ფოლადებს იყენებს: O1 ნახშირბადოვან; უჟანგავ AUS 8 და D2; ნახევრადუჟანგავ C ნახშირბადოვან ფოლადს ნახშირბადის 0.8 % შემცველობით.

 

 

f32581d3714c.jpg

 

 

 

 

EnZo Tundra 110 C

 

საერთო სიგრძე 22სმ-ია, ტარი ნაცრისფერი არყის, წითელი ხისა და ვერცხლ-ნიკელის მასალისაა. ფასი 98ევრო.

 

 

bb6bbbbc0b10.jpg

 

EnZo Taiga 125 Knife

 

ფასი 115 ევრო.

 

 

 

 

 

EnZo Nordic Kokobolo

 

21სმ საერთო სიგრძით, სრული ენით. ფასი 110 ევრო.

 

317f58499e88.jpg

 

 

EnZo Nordic 95 O1 Birch Burl

 

 

21 სმ სრული სიგრძით და არყისხის ტარით. ფასი 110 ევრო.

 

 

d551d94f070a.jpg

 

EnZo Nordic 95 O1Alder Root/Holm Oak knife

 

21 სმ სიგრძის. ფასი 110 ევრო.

 

874b489500f5.jpg

Link to post
Share on other sites

ფინური დანები

 

Marttiini Oy

 

 

 

 

http://www.marttiini.fi/in_English.iw3

 

დღეს მარტიინი "Rapala"-ს მფლობელობაშია. ამ კომპანიის ფუძემდებელი Janne Marttiini იყო. კომპანია 1928 წელს დაარსდა Rovaniemi-ში, ჩრდილოეთ ფინეთში. დღეს მარტიინი 400-მდე სხვადასხვა მოდელის დანას უშვებს, მათ შორის ლეგენდარულ Lynx-ს(იან მარტიინის შექმნილია). წარმოებაში დასაქმებულია 80მდე ადამიანი და 2004 წელს სასაქონლო ბრუნვამ 6.5 მილიონი ევრო შეადგნა. დანის საპირედ კომპანია მის საკუთარ ფოლადს გერმანიაში და საფრანგეთში ამზადებს. ფოლადი 13%მდე ქრომს შეიცავს და სიმტკიცე 54-56 როკველია(უფრო ნაკლები სიმტკიცის ფოლადი ნაკლებ გამოსადეგია მზიმე სამიშაოს შესასრულებლად და მალე ბლაგვდება). სატარე მასალად ძირითადად არყია გამოყენებული.

 

Marttiini Lapp Knife

 

პირი-11სმ, საერთო სიგრძე 22სმ. ტარი-რქა, არყი. ქარქაში-ტყავი.

 

 

b8fcbcb7493e.jpg

 

Lynx-ის ტიპის დანები

 

ფოლადი Carbinox T508.

 

 

 

 

7c134345dc19.jpg

 

 

 

კომპანიის 80 წლისთავთან დაკავშირებით გამოუშვეს Marttiini 80th Anniversary , 11.5 სმ სიგრძის პირით

 

 

 

 

 

eae34e083809.jpg

Link to post
Share on other sites

ნახეთ რა დანებია

 

http://kniver.blogspot.com/

 

 

 

სკანდინავიური ძველი დანები

 

http://www.cultur.nu/knivar/

 

 

 

ვინც გერმანული იცის

 

http://www.messermanufaktur.de/index_ebene2.html

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 3 weeks later...

საინფორმაციო მასალა

 

http://www.ragweedforge.com/

 

http://www.worldknives.com/types/scandinavian-knives-12.html

 

http://www.ragweedforge.com/scankniv.html

 

http://home.earthlink.net/~rsblade/puukko.htm

 

http://forum.ramanon.com/forumdisplay.php?f=152

 

სკანდინავიური დანების ზოგი მწარმოებელი

 

http://www.knivsidan.se/index_eng.htm

Link to post
Share on other sites

Järvenpää[/b][/size]

 

Iisakki Järvenpää ერთერთი ლიდერია ფინურ ტრადიცულ დანისმწარმოებლებს შორის. იყენებს ნახშირბადის მაღალი შემცველობის ან უჟანგავს AISI 420 ფოლადს. სიმტკიცე როკველის შკალით 57-58-მდე აჰყავთ. კარგი ხარისხის დანებია, ნორმალური ფასით.

 

ჩემს მეგობარს აქვს, ძალიან კარგია, ერთი ნაკლი აქვს, იჟანგება ძალიან სწრაფად და მუდმივ მოვლას საჭიროებს.

არ მიყვრს ეგ დანაა ძააან ფიცხია, ოდნავი უყურადღებობა და პირი თითის ძვლამდე დადის. წმინდა წყლის სამართებელია :dato:

Link to post
Share on other sites

და ამ დანების ყიდვა ამ ფასში სადაა შესაზლებელი ან როგორაა?დღესვე ვიყიდიდი ნორვეგიულს ან ფინურს

Link to post
Share on other sites

და ამ დანების ყიდვა ამ ფასში სადაა შესაზლებელი ან როგორაა?დღესვე ვიყიდიდი ნორვეგიულს ან ფინურს

 

აი აქაა შესაძლებელი

 

http://www2.knifecenter.com/

 

ნაწილი აქაცაა

 

http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_0_5?url=search-alias%3Daps&field-keywords=helle+knife&sprefix=helle%2Caps%2C669

 

თუ როგორ იხილეთ ეს

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=654

 

დღესვე შეგიძლიათ იყიდოთ :hi:

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

კარგი ყოველდღიური დანაა, ხოშიანი ფოლადით, როგორც სჩვევია მორას. უაღრესად პრაქტიკული.

 

მაგ დანების მიმოხილვა ვნახე. მინუსებში უწერია გალესვის მოუხერხებლობა ქარქაშზე მიმაგრებულ სალესზე და არასრული ენა(პირის გაგრძელება ტარში).

 

 

საუკეთესოა ფასი-ხარისხით მისი კლასის დანებში

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...