-
Content Count
3.405 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
25
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by salamandra
-
შავი ზღვის თემას დავამატე რამოდენიმე სახეობა და მაინტერესებს დანამდვილებით არის თუ არა საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ეს თევზი.ზოგი წყარო ადასტურებს ზოგიც უარყოფს ამიტომ მინდა დანამდვილებული ინფო
-
პელენგასი (Liza haematocheilus) პელენგასი ზღვის ქარავნული თევზია რომელიც სიგრძეში 150 სანტიმეტრსა და წონაში 12 კილოგრამს აღწევს.თავი და სხეული დაფარული აქვს დიდი ზომის ქერცლით,სხეულის ფორმა მოგრძო ტორპედისებური. XX საუკუნის მეორე ნახევარში აკლიმატიზირებულ იქნა შორეული აღმოსავლეთიდან აზოვის ზღვაში სადაც აქტიურად მომრავლდა ,შემდეგ შავ ზღვაშიც გავრცელდა.დღესდღეობით პელენგასი ხმელთაშუა ზღვაშიც გვხვდება.პელენგასი გვიან შემოდგომით შედის მდინარეებში და იქ ღრმა მორევებში ზამთრობს.ადრე გაზაფხულზე კი ისევ ზღვაში მიემართება.იკვებება პერიფიტონით,დეტრიტით,წვრილი უხერხემლოებითა და ნერეისით.
-
მახვილცხვირა კეფალი (Mugil saliens) მახვილცხვირა კეფალი შედარებით მცირე ზომის კეფალია მონათესავე სახეობათა შორის.მისი სიგრძე 20-40 სმ-ია და წონა კი 800 გრამამდე.ზღვის ქარავნული თევზია.კარგად ეგუება წყლის მარილიანობის ცვლილებას და ხშირად შედის მტკნარ წყლებში.იკვებება შლამის ზედაფენებში განვითარებული ორგანული ნივთიერებებით, ჭიებით, ლოკოკინებით და წვრილი კიბოსნაირებით.ქვირითობს ზაფხულობით
-
ოქროსფერი კეფალი, სინგილი ( Mugil auratus ) ოქროსფერი კეფალი, სინგილი, (ლათ. Mugil auratus) — თევზი კეფალისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკის სანაპიროებთან (ინგლისიდან მაროკომდე). ბინადრობს აგრეთვე ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ყველგან ხვდება. შედის მდინარე სუფსაში, რიონში, ხობში, ენგურში, კოდორში, ბზიფში, პალიასტომის ტბაში და სხვა წყლებში. აკლიმატიზებულია კასპიის ზღვაში. მისი სხეულის სიგრძე 20-40 სმ, ზოგჯერ 52 სმ აღწევს. იკვებება დეტრიტით, პერიფოტონით და წვრილი უხერხემლოებით. ძვირფასი სარეწაო თევზია.
-
მწვანულა,ტუჩა (Crenilabrus tinca) მწვანულა,ტუჩა (Crenilabrus tinca) — თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა. მისი სხეულის მაქსიმალური სიგრძე 44 სმ აღწევს,ძირითადად კი 10-15 სმ. მასა 290 გრ. გავრცელებულია შავ, აზოვის, ხმელთაშუა ზღვებსა და ატლანტის ოკეანეში. ბინადრობს ძირითადად სანაპირო ზონაში წყალმცენარეებით დაფარულ კლდეებსა და ქვებს შორის. მაის-ივნისში ყრის 12 ათასიდან 58 ათასამდე ცალ ქვირითს. იკვებება ფსკერული უხერხემლო ცხოველებით, ორსადგულიანი მოლუსკებით და წვრილი კიბოსნაირებით.
-
ლევან ასეთი თევზი თუ დაგიჭერია ?
-
ელჩი კი არ დავაშავე გიორგი,შორს ვიჭვრიტები შორს ეს ჩემი ანია და მისი დაქალობა ძაან რომ "დაავადდებიან" :91: აბა ამ მეორეთმოსვლა ამინდში ნორმალური ჭკუის ადამიანი,ქე რო ძაღლს არ გააგდებენ გარეთ,სათევზაოდ წავა,ჩემთვისაც უფრო მრავალი და მრავალი თევზაობის საწინდარია
-
ავთანდილ გადინადირა !!!! ბარაქა ბარაქა ავთო !
-
მობძანდიიით !
-
ლასკირი,ზღვის კარჩხანა ( Diplodus annularis ) ქორჭილასნაირთა რიგის სპარუსისებრთა ოჯახის თევზია. აქვს 30 სმ-მდე მაღალი სხეული, მუქი ზურგი, რომელსაც ოქროსფერი დაჰკრავს, ღია ყვითელი, მოვერცხლისფრო გვერდები, კუდის ღეროზე მოშავო ლაქა. სანაპირო თევზია, ცხოვრობს წყალმცენარეების რაყებში. გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში კანარის კუნძულებამდე, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. საქართველოში გვხვდება შავი ზღვის სანაპიროებთან 3-დან 50 მეტრამდე სიღრმეებზე. ტოფობა გრძელდება ივნისიდან სექტემბრამდე. აქვს მცირე სამეურნეო მნიშვნელობა.
-
თქვენ გაგიმარჯოსთ ღმერთმა !!!! :*
-
დილიდან საღამომდე 1500 რუბლი ანუ 23 $ ნორმის გარეშე.ჯერჯერობით ასეა
-
და აი ანიამ გასკვანჩა ! )))
-
მაგრად აცივდა.13 გრადუსია თან ქარი უბერავს 9 მეტრი წამში.ჩვენიდან სულ ახლოში ფასიანი თევზაობა გახსნეს.კობრი.ხო და ჩემი ანია თავისი დაქალებითურთ ფიდერებით სათევზაოდაა ამ ტბაზე.მე სახლში დამაჯინეს ბავშვებთან ჩემებთან და სხვისებთან.მაგარი საკვების ნაზავი გავაკეთე ასეთი პირობებისათვის.ურეკავ ყოველ 15 წუთში ნერვებს უშლი ))))) ერთ საათში 10 დარტყმა ქონდათ და აქედან 8-მ გაუწყვითათ.ახლა სადავეები გაასქელეს და კავები შეცვალეს.ვნახოთ რას მოიტანენ სახლში ))) ასეა მოწამლული ადამიანის საქმე )))))
-
ელჩი გიორგი რითი ვიცანი იცი ? ლაყუჩების კრიშკით და ლაყუჩებზე შავი წინწკლების მოყვანილობით და კიდევ კუდის მოყვანილობით,უფრო სწორად არ ვიცი რა ქვია ქართულად იმით რაზედაც კუდის ფარფლია .კუდის კიდური ერთი სიტყვით )))) სალმო სალარი მაგარი თევზია )
-
ალიკა გილოცავ !!!!!!
-
გუბე ეგ მაგიდაა თუ სკოლის მერხია ? მე მგონი მერხი უნდა იყოს ) ელჩი ატლანტურ ორაგულს გავს მაგრამ თავი უკეთ რომ ჩანდეს 100 % გეტყვი
-
ბარაქა მეგობრებო,ბარაქა !!!
-
ძირითად ძუას რა სისქეს ხმარობ,და როგორ თევზაობ ტივტივით თუ ფსკრულით ?
-
Mathew ყოჩაღ ! სად დაიჭირე ეს ქაშაპები ?
-
უპირველესყოვლისა დაათხელე სადავე და უფრო პატარა ზომის ნემსკავი დააყენე
-
ქევხო გილოცავ ძმა დაბადების დღეს ! :drinks:
-
100% !