Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

და თოფის სურათები სადაა?

 

ააა, ეტყობა იმ ყუთს და ფურცელს ყიდის მაგ ფასში.

 

რითი ვერ ისწავლეს, დადე რა თოფის დეტალური სურათები, წყალსა გთხოვს, თუ პურს.

Link to post
Share on other sites

და თოფის სურათები სადაა?

 

ააა, ეტყობა იმ ყუთს და ფურცელს ყიდის მაგ ფასში.

 

რითი ვერ ისწავლეს, დადე რა თოფის დეტალური სურათები, წყალსა გთხოვს, თუ პურს.

დევს გიო თოფის სურათები ბლომად.რავა ყიდულობ თუ? :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ავთო

 

ახლა ვნახე დანარჩენი სურათებიც.

 

თან ჰორიზონტალი აკლია ჩემს ხარახურის კოლექციას.

 

რა ძვირია ეს დალოცვილი.

Link to post
Share on other sites

ჰე,გეისვით ჯიბეზე ხელი!!!! :nyam:

http://www.mymarket.ge/ka/product/view/8587183/

 

 

ახლა დავაკვირდი კარგად სურათებს.

 

ბმულზე მოცემულ ჰოლანდს სამიზნე თამასა გადაკერილი აქვს დაახლოებით სავაზნისა და არხის საზღვარზე...

მერე გადავათვალიერე ნეტში არსებული ჰოლანდის სურათები. ზოგ მათგანს გადაკერილი სამიზნე თამასა აქვთ, ზოგსაც მთლიანი.

 

ვერაფრით ვერ ამიხსნია რატომაა ასე. :scratchchin:

პირადად მე მთლიანი თამასა უფრო ესტეთიურად მიმაჩნია

 

 

გადაკერილი თამასა "მაიმარკეტის" ბმულიდან

 

1f3730bdd775.png

 

ესეც სხვა

 

5710dbdb39e6.jpg

 

 

მთლიანი თამასა ჰოლანდის როიალზე

 

206c08157777.png

Link to post
Share on other sites

გელა,მე მაქვს სადღაც წაკითხული,თუ სწორად მახსოვს,ეს ,,ჩაკერება,, ზედა საკეტის იდეალურად მორგებისთვის კეთდებოდა და თამასასა და შუბლს შორის მორგების ბოლო ოპერაციად ითვლებოდა!!!

Link to post
Share on other sites

გელა,მე მაქვს სადღაც წაკითხული,თუ სწორად მახსოვს,ეს ,,ჩაკერება,, ზედა საკეტის იდეალურად მორგებისთვის კეთდებოდა და თამასასა და შუბლს შორის მორგების ბოლო ოპერაციად ითვლებოდა!!!

მამუ აბა მთლიანი თამასა რომელსაც აქვს, იმას იდეალურად არა აქვს მორგებული შუბლი თამასასთან???

 

თან ისაა საინტერესო, რომ მოდელის შიგნითაც არის სხვადასხვაობა_ ზოგ როიალს მთლიანი აქვს, ზოგსაც გადაკერილი...

 

არ ვიცი... ვერ ამიხსნია...

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ მოურგებელი ,,ჰოლანდი,, არ გამიგონია,მაგრამ მიზეზი მაინც ეგ მგონია,რა მოსატანია,მაგრამ ჩემს ,,ვოლფსაც,, ეგრე აქვს გადაკერებული და გადაკერების ადგილას,გვერდიდან,გრავიორს რაღაც ფიგურის ფრაგმენტი აქვს მირტყმული ორივე მხრიდან!!

Link to post
Share on other sites

კაცო,ცხადად მახსოვს ამ ,,ჰოლანდს,, 17000 დოლარი ედო ფასი,ახლა 15000 აწერია,ფაქტიურად ვყიდულობთ რა ნელ-ნელა!!!! :dance:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

პირველი მსოფლიო ომის წლებში ,,ჰოლანდს,, გამოუშვია ჰორიზონტალურ ლულებიანი,ენსონ-დილეის საკეტებიანი მოდელი ,,ცეპელინი,, რომელსაც ორსაფეხურიანი ჩოკური შევიწროებები ე.წ. ,,დუპლექს ჩოკები,, ჰქონდა,მისთვის სპეციალურად 70მმ-იანი თითბერის მასრები იწარმოებოდა,რომლებიც კალიბრული მრგვალი ტყვიით იყო დატენილი და მასზე ფოლადის წვრილი მავთულით 6 ცალი ერთ ჯაჭვად აკინძული, მსხვილი ფინთიხი იყო მიბმული,როგორც წავიკითხე მისი დანიშნულება მტრის დირიჟაბლის გაზით დატენილი გარე ფენის დაზიანება იყო,თოფები უშუალოდ ,,ჰოლანდის,, ქარხანაში,ლონდონში არ დამზადებულა,ბირმინგემში შეუკვეთეს,თუმცა ნუმერაცია და საცნობი დამღები ,,ჰოლანდმა,, დაუსვა,მის მოდელთა რიგში იხსენიებოდა და ვინაიდან სულ რამოდენიმე ეგზემპლიარი დამზადდა,იშვიათობაა და კოლექციონერების ინტერესის საგანი!!!სურათი ვერ მოვიძიე,იქნებ გელამ იპოვოს!!!

Link to post
Share on other sites

გეხუტე მამუკა გულში!!! ცოტას დავამატებ შენი ნებართვით :*

 

ფირმას ბოქსლოკებიც გააჩნდა. ერთ-ერთი ბოლო პერიოდის მოდელია H&H Cavalier(კავალერი), რომელიც 12 ან 20 ყალიბისა მზადდებოდა. ის სრულად იწარმოებოდა ბირმინჰემის საწარმოში W. & C. Scott-ში, რომელიც 1985 წლიდან ჰოლანდის საკუთრება იყო. ამ მოდელისათვის გამოიყო სპეციალური სერიული ნომრების დიაპაზონი. არსებობდა მდიდრულად დაგრავირებული ეგზემპლიარებიცა და უფრო სადად შესრულებულიც. სულ გამოშვებულია დაახლოებით 200 ეგზემპლიარი.

კავალერის წინამორბედი გახლდათ მოდელი "ნორტვუდი" H&H Northwood, რომელიც წარმოებაში ჩაეშვა 1958 წელს. ამ მოდელის ლითონის ნაწილების დამზადება ბირმინჰემში ხდებოდა(უკვეთავდნენ), ხოლო სრულ სახეს იარაღი იღებდა ლონდონში(აქვე ხდებოდა გამოცდაც). მოდელ "ნორტვუდსაც" საკუთარი ნომერაცია გააჩნდა, რომელშიც ვერანაირად ვერ მოხდებოდა სხვა მოდელები. სერია სამი მოდიფიკაციით იწარმოებოდა 12,16, 20 და 28 ყალიბში. აღსანიშნავია, რომ ეს სერიაც მცირე რაოდენობითაა დამზადებული.

ასეთი წარმოების თოფების ზოგიერთი ეგზემპლიარი შესაძლებელია განვასხვავოთ სამიზნე თამასაზე წარწერით Shot and Regulated by Holland & Holland ან შემოკლებით H. & H. Shot and Reg. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი საცნობო ნიშანია და არაა დატანილი ყველა ეგზემპლარზე.

რაც შეეხება "ცეპელინს"(H&H Zeppelin) აქ დასამატებელი არაფერია მამუკას პოსტზე... მხოლოდ დავსძენ, წარმოების წელია 1918 და დღის სინათლე ხილული აქვს სულ რამდენიმე ეგზემპლიარს.

post-28-0-20499200-1451382524_thumb.jpg

post-28-0-29174200-1451382538_thumb.jpg

post-28-0-23076700-1451382551_thumb.jpg

post-28-0-77434900-1451382562_thumb.jpg

post-28-0-41942900-1451382585_thumb.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...