გიორგი 46 Posted December 12, 2015 Report Share Posted December 12, 2015 და თოფის სურათები სადაა? ააა, ეტყობა იმ ყუთს და ფურცელს ყიდის მაგ ფასში. რითი ვერ ისწავლეს, დადე რა თოფის დეტალური სურათები, წყალსა გთხოვს, თუ პურს. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 12, 2015 Report Share Posted December 12, 2015 და თოფის სურათები სადაა? ააა, ეტყობა იმ ყუთს და ფურცელს ყიდის მაგ ფასში. რითი ვერ ისწავლეს, დადე რა თოფის დეტალური სურათები, წყალსა გთხოვს, თუ პურს. დევს გიო თოფის სურათები ბლომად.რავა ყიდულობ თუ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 12, 2015 Report Share Posted December 12, 2015 ავთო ახლა ვნახე დანარჩენი სურათებიც. თან ჰორიზონტალი აკლია ჩემს ხარახურის კოლექციას. რა ძვირია ეს დალოცვილი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 15, 2015 Author Report Share Posted December 15, 2015 ჰე,გეისვით ჯიბეზე ხელი!!!! http://www.mymarket.ge/ka/product/view/8587183/ ახლა დავაკვირდი კარგად სურათებს. ბმულზე მოცემულ ჰოლანდს სამიზნე თამასა გადაკერილი აქვს დაახლოებით სავაზნისა და არხის საზღვარზე... მერე გადავათვალიერე ნეტში არსებული ჰოლანდის სურათები. ზოგ მათგანს გადაკერილი სამიზნე თამასა აქვთ, ზოგსაც მთლიანი. ვერაფრით ვერ ამიხსნია რატომაა ასე. პირადად მე მთლიანი თამასა უფრო ესტეთიურად მიმაჩნია გადაკერილი თამასა "მაიმარკეტის" ბმულიდან ესეც სხვა მთლიანი თამასა ჰოლანდის როიალზე ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 15, 2015 Report Share Posted December 15, 2015 გელა,მე მაქვს სადღაც წაკითხული,თუ სწორად მახსოვს,ეს ,,ჩაკერება,, ზედა საკეტის იდეალურად მორგებისთვის კეთდებოდა და თამასასა და შუბლს შორის მორგების ბოლო ოპერაციად ითვლებოდა!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 15, 2015 Author Report Share Posted December 15, 2015 გელა,მე მაქვს სადღაც წაკითხული,თუ სწორად მახსოვს,ეს ,,ჩაკერება,, ზედა საკეტის იდეალურად მორგებისთვის კეთდებოდა და თამასასა და შუბლს შორის მორგების ბოლო ოპერაციად ითვლებოდა!!! მამუ აბა მთლიანი თამასა რომელსაც აქვს, იმას იდეალურად არა აქვს მორგებული შუბლი თამასასთან??? თან ისაა საინტერესო, რომ მოდელის შიგნითაც არის სხვადასხვაობა_ ზოგ როიალს მთლიანი აქვს, ზოგსაც გადაკერილი... არ ვიცი... ვერ ამიხსნია... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 15, 2015 Report Share Posted December 15, 2015 მართალი ხარ მოურგებელი ,,ჰოლანდი,, არ გამიგონია,მაგრამ მიზეზი მაინც ეგ მგონია,რა მოსატანია,მაგრამ ჩემს ,,ვოლფსაც,, ეგრე აქვს გადაკერებული და გადაკერების ადგილას,გვერდიდან,გრავიორს რაღაც ფიგურის ფრაგმენტი აქვს მირტყმული ორივე მხრიდან!! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 15, 2015 Report Share Posted December 15, 2015 კაცო,ცხადად მახსოვს ამ ,,ჰოლანდს,, 17000 დოლარი ედო ფასი,ახლა 15000 აწერია,ფაქტიურად ვყიდულობთ რა ნელ-ნელა!!!! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted December 16, 2015 Report Share Posted December 16, 2015 მეც ვნახე გუშინ ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 29, 2015 Report Share Posted December 29, 2015 პირველი მსოფლიო ომის წლებში ,,ჰოლანდს,, გამოუშვია ჰორიზონტალურ ლულებიანი,ენსონ-დილეის საკეტებიანი მოდელი ,,ცეპელინი,, რომელსაც ორსაფეხურიანი ჩოკური შევიწროებები ე.წ. ,,დუპლექს ჩოკები,, ჰქონდა,მისთვის სპეციალურად 70მმ-იანი თითბერის მასრები იწარმოებოდა,რომლებიც კალიბრული მრგვალი ტყვიით იყო დატენილი და მასზე ფოლადის წვრილი მავთულით 6 ცალი ერთ ჯაჭვად აკინძული, მსხვილი ფინთიხი იყო მიბმული,როგორც წავიკითხე მისი დანიშნულება მტრის დირიჟაბლის გაზით დატენილი გარე ფენის დაზიანება იყო,თოფები უშუალოდ ,,ჰოლანდის,, ქარხანაში,ლონდონში არ დამზადებულა,ბირმინგემში შეუკვეთეს,თუმცა ნუმერაცია და საცნობი დამღები ,,ჰოლანდმა,, დაუსვა,მის მოდელთა რიგში იხსენიებოდა და ვინაიდან სულ რამოდენიმე ეგზემპლიარი დამზადდა,იშვიათობაა და კოლექციონერების ინტერესის საგანი!!!სურათი ვერ მოვიძიე,იქნებ გელამ იპოვოს!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 29, 2015 Author Report Share Posted December 29, 2015 (edited) გეხუტე მამუკა გულში!!! ცოტას დავამატებ შენი ნებართვით ფირმას ბოქსლოკებიც გააჩნდა. ერთ-ერთი ბოლო პერიოდის მოდელია H&H Cavalier(კავალერი), რომელიც 12 ან 20 ყალიბისა მზადდებოდა. ის სრულად იწარმოებოდა ბირმინჰემის საწარმოში W. & C. Scott-ში, რომელიც 1985 წლიდან ჰოლანდის საკუთრება იყო. ამ მოდელისათვის გამოიყო სპეციალური სერიული ნომრების დიაპაზონი. არსებობდა მდიდრულად დაგრავირებული ეგზემპლიარებიცა და უფრო სადად შესრულებულიც. სულ გამოშვებულია დაახლოებით 200 ეგზემპლიარი. კავალერის წინამორბედი გახლდათ მოდელი "ნორტვუდი" H&H Northwood, რომელიც წარმოებაში ჩაეშვა 1958 წელს. ამ მოდელის ლითონის ნაწილების დამზადება ბირმინჰემში ხდებოდა(უკვეთავდნენ), ხოლო სრულ სახეს იარაღი იღებდა ლონდონში(აქვე ხდებოდა გამოცდაც). მოდელ "ნორტვუდსაც" საკუთარი ნომერაცია გააჩნდა, რომელშიც ვერანაირად ვერ მოხდებოდა სხვა მოდელები. სერია სამი მოდიფიკაციით იწარმოებოდა 12,16, 20 და 28 ყალიბში. აღსანიშნავია, რომ ეს სერიაც მცირე რაოდენობითაა დამზადებული. ასეთი წარმოების თოფების ზოგიერთი ეგზემპლიარი შესაძლებელია განვასხვავოთ სამიზნე თამასაზე წარწერით Shot and Regulated by Holland & Holland ან შემოკლებით H. & H. Shot and Reg. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი საცნობო ნიშანია და არაა დატანილი ყველა ეგზემპლარზე. რაც შეეხება "ცეპელინს"(H&H Zeppelin) აქ დასამატებელი არაფერია მამუკას პოსტზე... მხოლოდ დავსძენ, წარმოების წელია 1918 და დღის სინათლე ხილული აქვს სულ რამდენიმე ეგზემპლიარს. Edited December 29, 2015 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 29, 2015 Author Report Share Posted December 29, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.