Jump to content
Club-Monadire.Ge

დამწყები მოთევზავეებისთვის


Recommended Posts

ხიმში მივდივარ.

თევზაობით სიამოვნებისთვის არ მაქვს საკმარისი დრო და რესურსი რო ყველაფერი ვიყიდო და უცებ შევისწავლო..

ნემსკავი და ძუაზე რა ვუთხრა რამხელა ვიყიდო და როგორი?

ხიმში თუ იცი საერთოდ გამოვა თევზაობა?

 

პს. მანდ კიბოსნაირების დაჭერა თუ არის შესაძლებელი თუ იცით? არის საერთოდ?

Edited by Dunadain
Link to post
Share on other sites
  • Replies 259
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რატომაც არა, ჩამოგორდები რიონზე. გაშლილი ადგილები მონახე, ძუას მე 0,18-0,20 ვხმარობ ხოლმე, ნემსკავი ასე #7-12.

Link to post
Share on other sites

ჭიებზე მოდიან? კიდე რა შეიძლება რომ წავიღო? მგონი კარგი იქნება სიმინდიც ვიქონიო თან, ბანკის.

 

ისე ალბათ ლოქოც იქნება და ცოტა სქელი ძუა ხომ არ მეყიდა და ნემსკავი?

Edited by Dunadain
Link to post
Share on other sites

რაჭაში ლოქო არ შეგხვდება რიონზე, არც საზანი და ა.შ. უფრო სქელი ძუა არ დაგჭირდება, სიმინდიც არ დაგჭირდება. ნაკელის ჭია, ან მიწის ჭიაყელა, მაქსიმუმ ტყვიის სიმძიმეები მიამატო და მსუბუქი ტივტივა, ტივტივით თუ გინდა თევზაობა.

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

DMORAL

გამარჯობათ,მაინტერესებს ქარიყლაპია სად შეიძლება დავიჭირო საქართველოში და როგორ)? :e025:

აღარააააააააა! ხო ამოალაგე თუ სადმე იყო! :d030:

Link to post
Share on other sites

გამარჯობა თქვენი კონსულტაცია მჭირდება გამოცდილო ხალხო რამოდენიმე კითხვამაქვს.

მომწონს ტივტივაზე მეტად ფსკერული თევზაობა მგონია უფრო დიდი თევზის დაჭერა ასე შეიძლება ხო არ ვცდები? ავირჩიე მეთოდ ფიდერი და იმით ვაპირებ თევზაობას მაგრამ კითხვები ზოგადია და იქნებ დამაკვალიანოთ.

1) რა მნიშვნელობააქვს ნემსკავის ფირმას ზომას არ ვგულისხმობ

2) რატოა მნიშვნელოვანი კონკრეტულ სახეობაში კონკრეტული ჯოხი?

3) ტესტს რა აზრიაქვს? მაგალითად 10-30იანი ტესტის მქონე ანკესი 100 გრამიან სიმზიმეს ვერ გაუძლებს? მაშინ 100იანი ტესტით ხო შეიძლება 30 ტესტის მქონე ანკესის შეცვლა თუ არა?

4) "კატუშკა" ვნახე საიტზე და სპინინგისო ეწერა იმას ფიდერის ჯოხზე ვერ დავაყენებ და ვერ მოვიყვან თევზს თუ როგორ არის მაგის ამბავი? :old: იქნებ გამარკვიოთ?

მადლობა წინასწარ

Link to post
Share on other sites

ვახ ტქვენ გენაცვალეთ,როგორ მიყვარხართ,რომ იცოდეთ...ხომ დავწერე მესამედ ვწერტქო,მართლა ეგრეა,მაგრად მაწვალებს ინეტი.ავთოია...შენს გულს და კაცობას ვენაცვალე,გულში მინდა ჩაგიხუტო(ღმერთო გამხადე მაგხელა...)ელჩიიიიი,ვაი ძმაო,რა ძნელი ყოფილა...ძალიან შორს ვარ.მაგრამ მაგრად ვდგავარ,არაფერიც არ მიჭირს.ძმობა მაკლია,კაცურად გვერდში დგომა...მეტი არაფერი,ძალიან ძნელია კაცის პოვნა ამ დუნიაზე.მაგრად მიჭირს თემის გახსნა და საერთოდ რაიმეს დაწერა საიტზე,ინტერნეტი არ მივარგა,ვინმემ გახსენით რა სპეციალური თემა,"მონატრება" დაარქვით...დავდგეთ,ვიტიროთ იმ თემაში,რამდენი ნოსტალგია მაწვალებს...ავთოია,სალობიეს სიზმრებში ვხედავ...იმ დღეს ვახო-ჩუბინს ვწერდი სკაიპით,მთელი დღე გამყვა ენერგია,სიგიჟემდე მინდა ზაზა-ბუნების მცველის სადღეგრძელოს მოვუსმინო,რა ტკბილია ეს კაცი...დრაკონი?-მაგას ვენაცვალე,კაცი-გულის ფორმით...ჯაბა ვეტერინარი,ჯიგრიანი ბრატიშკა!!!,რამაზი სუპერნატურალი,მართლა ნატურალი,ლამაზი ქარტველი კაცი,გვერდში ჯდომა რომ არ მოგწყინდება კაცს არასოდეს,ელიზბარი....უალალესი ვაჟკაცი..გახსოვს ელიზბარ ზღაპარი რომ მოგიყევი მთვრალმა შუაღამისას?:Dისე რა გინდა მეტი,კი გეძინა მერე მთელი ღამე ბედნიერი ღიმილით:)ყველას მინდა მოგეფეროთ,დათოიას ოჯახში,ქუთაისში რამდენი ღამე გაგვითენებია ულამაზესად,მის ჯიგრით სaვსე სახლში...რა თოფი მაქვს სახლში,ბიჭო რა თოფი?...ავთოიამ 3-ჯერ ჩამახრჩო ღვინოში სანამ კონდახი გამომითალა,თვითონ "პრიმერკას"ეძახდა....აი ეხლა კი უნდა დავლიო!გკოცნით ყველას,მიყვარხართ სიგიჟემდე და უზარმაზარ პატივს გცემთ,თემაბს აუცილებლად გადავხედავ და რამენაირად იქნებ მოვაგვაროთ სკაიპის ამბავი,დაგელაპარაკოთ ველაფერზე,სკაიპით მაინც ჩაგეხუტოთ....

არცერთს არ გიცნობთ მაგრამ თქვენს გულს ვენაცვალე და თქვენს კაცურ სიყვარულს მეეეეე

Edited by bubamara
Link to post
Share on other sites

გამარჯობა თქვენი კონსულტაცია მჭირდება გამოცდილო ხალხო რამოდენიმე კითხვამაქვს.

მომწონს ტივტივაზე მეტად ფსკერული თევზაობა მგონია უფრო დიდი თევზის დაჭერა ასე შეიძლება ხო არ ვცდები? ავირჩიე მეთოდ ფიდერი და იმით ვაპირებ თევზაობას მაგრამ კითხვები ზოგადია და იქნებ დამაკვალიანოთ.

1) რა მნიშვნელობააქვს ნემსკავის ფირმას ზომას არ ვგულისხმობ

2) რატოა მნიშვნელოვანი კონკრეტულ სახეობაში კონკრეტული ჯოხი?

3) ტესტს რა აზრიაქვს? მაგალითად 10-30იანი ტესტის მქონე ანკესი 100 გრამიან სიმზიმეს ვერ გაუძლებს? მაშინ 100იანი ტესტით ხო შეიძლება 30 ტესტის მქონე ანკესის შეცვლა თუ არა?

4) "კატუშკა" ვნახე საიტზე და სპინინგისო ეწერა იმას ფიდერის ჯოხზე ვერ დავაყენებ და ვერ მოვიყვან თევზს თუ როგორ არის მაგის ამბავი? :old: იქნებ გამარკვიოთ?

მადლობა წინასწარ

 

პასუხები:

 

1. ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს! ზვიგენს და შამაიას ერთნაირი ნემსკავით ხომ ვერ დაიჭერ?!!

 

მწარმოებელი(ფირმა) არსებობს ხარისხიანიც და უხარისხოც.

 

2. იგივე თემაა, ლოქოს და შამაიას ერთნაირი აღჭურვილობით ვერ დაიჭერ! ამას გარდა, მაგალითად, ტივტივით თევზაობისას მძიმე ფსკერილი თევზაობის ჯოხს პრაქტიკულად ვერ გამოიყენებ, უბრალოდ ძალიან მძიმეა.....

ზოგადად კი თევზაობის ყველა სახეობას თავის სპეციფიკა აქვს, შესაბამისად ამ მეთოდებით სათევზაო ჯოხებსაც.

 

3. ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში ჯოხის ტესტის დიაპაზონში უნდა ეტეოდეს გასატყორცნი აღკაზმულობის წონა. ანუ თუ ჯოხის ტესტია 10-30 გრამი მაშინ ამ ჯოხით შეიძლება გაიტყორცნოს 30 გრამამდე წონის აღკზმულობა და არ აქვს მნიშვნელობა ეს სიმძიმე (ტყვიის "გრუზიკი", ფიდერის საკვებურა...) იქნება თუ ხელოვნური სატყუარა(ვობლერი, ტრიალა, ყანყალა...)

 

ხოლო 10 გრამამდე აღკაზმულობის გატყორცნა ამ ჯოხით არაეფექტური იქნება. ანუ ჯოხი ეფექტურ გატყორცნას ვერ უზრუნველყოს, გასროლის მომენტში ბლანკზე დატვირთვა არასაკმარისი იქნება.

 

მაგალითად "პოლისჯოხზეს" შეილება დააყენო ძუის გამტარი რგოლები და კოჭა(ე.წ. "კატუშკა") მაგრამ 2 გრამოან სატყუარას შორს ვერ გაისვრი და თუ იგივე სატყუარას წკეპლის ტიპის ჯოხით გაისვრი გაცილებით შორს გაფრინდება. იმიტომ რომ წკეპლის წვერი 2გრამიანი სატყუარის წონით მეტად დაიტვირთება და გატყორცნაც უფრო შორ მანძილზე მოხდება.

 

4. სპინინგის კოჭა ფიდერზე შეგიძლია თამამად დააყენო.

 

 

ეს ყველაფერი ამ ფორუმზე მრავალგზისაა დაწერილი შესაბამის თემებში. წაიკითხეთ!!!

 

განსაკუთრებუთ ეს თემები:

 

http://club-monadire.ge/index.php?showforum=43

 

http://club-monadire.ge/index.php?showforum=44

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=107&st=0

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

მადლობა ბატონო დავით კიდევ მაქვს კითხვები თუ თავს არ შეგაწყენთ.

ხვალ ვაპირებ ღამისთევით წასვლას ეგრედწოდებულ გლდანის ტბაზე, მეგობარს ვეთხოვე 2 ჩემი აზრით ნორმალური ჯოხი თვითონაც ვიღაცამ აჩუქა და დიდად ვერ დამეხმარა ინფორმაციით, ერთი სპინინგი არის 210სმ მგონი ტესტი 110აქვს გამჭვირვალე ჯოხია 2 განყოფილებიანი. მეორე გასაშლელი სადღაც 4.5 მეტრი. ღამე დაკვებას აქვს აზრი? რო წამოეგოს დაახლოებით 4კგ ამური ან საზანი ჯოხს ხო არ გამიტეხავს? ძუა რა ზომის უნდა იყოს რო არ გამიწყვიტოს და ჩოგან ბადის გარეშე თუ ამოვიყვან? წყალში შევალ ბოლობოლო. და რითი ვითევზაო? ამურზე გადავხედე თემას დე ყველაზე ხელმისაწვდომი თეთრი პური იქნება, ხვალისთვის ცოტა მოუმზადებელივარ მაგრამ ფაქტიც კი მაკმაყოფილებს რო სათევზაოდ მივდივარ დაძაბული სამუშაო კვირის მერე. საზანზე რა წავიღო? ვფიქრობ და ჯიბეც გაწვდება დაკონსერვებულ სიმინდი, წითელი ჭია, თეთრი ჭია და პური. და ამ 2 სახეობისთვის რა სმესის გაკეთება შეიძლება ან დამატებითი საკვების? ხოდა ფიდერს თუაქვს ღამით აზრი? იქნებ დამეხმაროთ

Link to post
Share on other sites

ყველაფერს აქვს მუღამი თუ სწორად აკეთებ.

 

ჯობია ხვალ მოსინჯო ტივტივით, ჩვეულებრივი ფსკერულით და თან გადახედო სხვები როგორ თევზაობენ.

 

კონსერვირებული სიმინდი იყიდე კობრზე სატყუარად.

 

ამ თემებს გაეცანი:

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=737

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=251&st=0

 

http://club-monadire.ge/index.php?showtopic=104&st=0

Link to post
Share on other sites

რა თქმა უნდა. თითქმის ყველგან,სათევზაო მაღაზიებში, იყიდება სპეციალური სანათი რომელიც ტივტივაზე ეცმება. 1 ლარზე მეტი არ გირს.

Link to post
Share on other sites

ბატონო დავით შეგიძლიათ თქვენი სკაიპი მომცეთ ერთი ორი კითხვამაქვს თან გავიცნობდით ერთმანეთს, დიდხანს არ მოგაცდენთ

Link to post
Share on other sites

რიონზე სათევზაოდ გავედი გუშინ წინ და ვერაფერი დავიჭირე არა და ერთხელ რომ ვიყავი იქ დამხდენ Mეთევზეები რომლებიც სულ იმ ადგილას დადიან და მასწავლეს რაღაც რაღაცეები ფსკერული მონტაჟი გამაკეთებიეს და კიც დავიჭირე წვერა მაგრამ ეხლა რომ წავედი ვერაფერი ვერ დავიჭირე...არ ვიცი ამინდის ბრალი იყო თუ რისი მაგრამ ვერ დავიჭირე ...ისე ცვალებადი ამინდი იყო (ღრუბლიანი ,მზეც მოაჭერდა ხოლმე)და დროც ცუდი ავარჩიე ჩემი აზრით... ზაცეპებმა დამტანჯეს კიდე ,მოკლედ ამ რიონზე ხო აღარ ღირს თევზაობა თუ მე არ ვიცი მანდ თევზაობა ვერ გავიგე :karochera: რა დროს ჯობია ისე თევზაობა რიონზე ,აი ჰესებს რომ გააღებენ და წყალს რო გამოუსჰვებენ თუ დაკეტილი რო აქვთ მაშინ ამას იმიტომ ვკითხულობ რომ როდესაც გაღებული აქვთ მაშინ ძაან ძლიერი დინება აქ რიონს და 120გრ თუ გინდა დააგე ფსკერზე არ მიაქვს სიმძიმე ...

Link to post
Share on other sites

რა მაინტერესებს... რა ტესტის მქონე სპინინგი უნდა ვიყიდო რო ტრიალებისთვის და ვობლერებისთვის გამოდგეს? ერთი უნდა ვიყიდო და ორივეს რო მოერგოს :crazy:

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ბიჭებო ამ კვირას მივდივარ ჭილის ტბაზე სათევზაოდ, ვიცი რომ ბლომად არის კარჩხანა და კარასი, გთხოვთ დამაკვალიანოთ რა წავიღო კარჩხანასათვის? კარასი ვიცი რო ყველაფერს იღებს თუ კენკვა იყო მაგრამ კარჩხანასთვის რა წავიღო ან რა სახის პასტა გავაკეთო (სმესი)? მადლობა წინასწარ

Link to post
Share on other sites

:D :D :D უიჰ :blush2: მაპატიეთ არცოდნისთვის. ისე გაქვთ ინფორმაცია ჭილზე არის ამ თევზის გარდა რამე? და კიდე არის რამე დამატებითი საკვები კარჩხანასათვის? (ანუ კარასისთვის) :))))))

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...