Jump to content
Club-Monadire.Ge

დამწყები მოთევზავეებისთვის

Recommended Posts

  • Replies 259
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გამარჯობათ ხალხო! ხომ ვერ მეტყვით, რომელ თევზს რომელი სატყუარა უყვარს?

მაგ კითხვას ვერავინ ვერ გაგცემს სრულ პასუხს,თუ ძალიან გაინტერესებს არის ამ ფორუმზე უამრავი ინფო მაგ საკითხზე,გადაავლე თვალი და შენთვის საინტერესო კითხვებზე ბევრ ამომწურავ პასუხს ნახავ.

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

გამარჯობა ყველსას მე თორნიკე მქვია ვარ 16 წლის :Laie_99: და დამაინტერესა თევზაობამ (სათევზაოდ არასდროს ვარ ნამყოფი) ვიდეოებს ვუყურე და მომინდა რაღაც ინტერნეტშიც თვალი გადავავლე სათევზაო აღჭურვილობას და ფინანსურადაც მგონი გავწვდები ჯერ არაფერი არმაქვს ნაყიდი პირველ რიგში მინდა მირჩიოთ თბილისსში სად ვითევზაო დამწყებმა რო ცოტა გამოცდილებაც მივიღო და სიამოვნებაც რა სახის აღჭურვილობა ვიყიდო და როგორი ასევე ვერავინ ვიპოვე ვინც წამოვა ჩემთან ერთად სათევზაოდ და მარტო წასვლა ღირს? კიდევ ბოლო კითხვა ამ სიცივეში იქნება რამე თუ გადავდო ცოტახნით ჩემი დაინტერესება? მადლობა ყველას :dato:

Link to post
Share on other sites

tokoevo

გამარჯობა თორნიკე. დაინტერესება არასოდეს გადადო! არააქვს მნიშვნელობა თევზაობა იქნება ეს პურის ცხობა თუ კაცობრიობაზე ზრუნვა.თუ დაინტერესდი ეს იმის წინაპირობაა რომ შენ შეგიძლია კარგი სპეციალისტი გახდე ამა თუ იმ საქმის. რაც შეეხება სიცივეში თევზაობას შემიძლია გითხრა რომ საუკეთესო პერიოდია სათევზაოდ,ეგრედწოდებული წინასაზამთრო,,ჟორი,,.სწორედ ახლა იწყებს თევზი გაძლიერებულ კვებას გამოსაზამთრებლად.

გადაავლე თვალი ფორუმს ,ყველა საჭირო რჩევას ნახავ. საბედნიეროდ აქ დევს ინფო რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსად მოიპოვება. გადაიკითხე და თუ რამე ვერ გაიგო გვკითხე ,აუცილებლად მიიღებ ამომწურავ პასუხს.

წარმატებებს გისურვებ!

Link to post
Share on other sites

ავთო ამ "სიცივეებთან დაკავშირებით" მინდა გკითხო ...არავინ არ წერს რეპორტებს და ასე მგონია თევზაობის სეზონი შეწყდათქო მაგრამ ისაა კიდევ საქმე რომ ნადირობის სეზონი გაიხსნა და თევზაობა გადადვეს ხალხმა?სად შეიძლება რომ წავიდეს ეხლა კაცი სათევზაოდ და რაზე ?შაორზე რომ ავიდე ღირს? ან საწირის ტბაზე ,ყვირილა ,ხანისწყალი,ნოღელაზე მხოლოდ ქარიყლაპიებია? წვერა,კობრი,კარჩხანა,შამაია ისევ იჭირება?და ის მაინტერესებს კიდე თუ როდის წყდება თევზაობის სეზონი ?დეკემბერში.. პ.ს ქარიყლაპიაზე კი ვიცი რომ ეხლა პირიქით კარგი დრო და სეზონი.

ახლა ამინდების გარდატეხა მოხდა და დიდი წვიმების გამო ყველა მდინარე და წყალსაცავი ადიდებულია.რამოდენიმე დღეში დასტაბილურდება წყლები და საუკეთესო დრო იქნება ოქტომბერი თითქმის ყველა სახეობის საჭერად.

შაორზე ღირს ასვლა ნამდვილად. საწირეზე კარჩხანას მეტი თითქმის აღარაფერი დატოვეს.წვრილ შამაიას და პატარა ზომის ვიმბებსაც დაიჭერს კაცი.

წვერა რიონი რო დაწყნარდება მწვანე ჭიაზე უნდა წამოვიდეს კარგად.ტეხურიც საინტერესოა .

თუ სახეობის ჭერას დაამუღამებ სეზონი სულ არის.შესწავლა უნდა მდინარეებს და ტბებს. ყინულქვეშ იჭირება თევზი ბოლობოლო.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ვაპირებ ბედი ვცადო სპინიგის მეთოდით თევზაობაში და ვაპირებ შევიძინო ეს ჯოხი და იქნებ მირჩიოთ ივარგებს თუ არა ან რა ზომის ვიყიდო http://www.aliexpress.com/item/2014-Top-selling-5-4-Meters-Telescopic-Rock-Fishing-Rod-Carbon-Carp-Fishing-Pole-Hand-Sea/1962964940.html

Link to post
Share on other sites

ეგ სპინინგის ჯოხი არაა...სხვა რამეში თუ გამოგადგება იმასაც ვერ გეტყვი ფასის მიხედვით ხარისხი ძალიან დაბალი ექნება..

Link to post
Share on other sites

რომელი კოჭა ვიყიდო ჩემ სპინინგისთვის http://www.amazon.com/Okuma-Avenger-Lightweight-Spinning-Medium/dp/B007UNQPJK/ref=pd_sbs_sg_1?ie=UTF8&refRID=1VCAXJ10XRZ853YVVSXS okuma 25b თუ http://www.amazon.com/Daiwa-Crossfire-Front-Spinning-Fishing/dp/B008RRYDVU/ref=cm_cr_pr_product_top daiwa crossfire 2500 იანი?სპინინგის ტესტი 7-21

Link to post
Share on other sites

AK5335

პირველ ლინკზე რომელიც არის ის აიღე, კარგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს, თანაც 5 ვარსკვლავი აზის განხილვებში.

აღარ მახსოვს ზუსტად შენი ჯოხის მონაცემები.

თუ ულტრა ლაითი გაქვს ან მედიუმი, თავისუფლად გაგიქაჩავს.

ყოველი სეზონის ბოლოს "დაატაოტე", ანუ დაზეთე და ისე შეინახე მშრალ ადგილას.

გაგვაგებინე რას აპირებ.

Link to post
Share on other sites

ის პირველი მეც მომწონს მაგრამ ეს მომენტი მაჩერებს რა zz8a1.jpg

პლასტმასი არ იყოს ...წნულზე ხო პლასტმასის მაქო არ შეიძლება და ეს არ ვიცი თუ შეიძლება ...

Link to post
Share on other sites

ხრამულის დამატებითი საკვები რა შეიძლება გამოვიყენო ახლა ფიდერზე???ჰა მასწავლეთ რამე გამოცდილებმა :clapping:

Link to post
Share on other sites

ხრამულის დამატებითი საკვები რა შეიძლება გამოვიყენო ახლა ფიდერზე???ჰა მასწავლეთ რამე გამოცდილებმა :clapping:

მირზა უმჯობესი იქნებოდა შესაბამის თემაში გეკითხა გადაამისამართებენ ალბათ მოდერები. საკვებს რაც შეეხება, პასტის რეცეპტს შემოგთავაზებ ეგრეთწოდებული "სმესი" კარგად არის აპრობირებული მტკვარზე ხრამულისთვის. აიღე 1 მოზრდილი კარტოფილი მოხარშე, იგივე ზომის პურის გული და 1ცალი კვერცხის გული (მოხარშული რათქმაუნდა) და ეს ყველაფერი გაატარე ხორცსაკეპ მანქანაში რო მიიღო პლასტელინის კონსისტენცია. (გაითვალისწინე უნდა იყოს ფაფუკი და არ უნდა ქონდეს ადგილ ადგილ სიმაგრე) ამ ყველაფერს ოდნავ ცხიმი დაუმატე ხელზე რო არ აგეკროს და შემდეგ გინდა კავით ითევზავე გინდა მეთოდით ისე ჩვეულებრივ ფსკერულით თევზაობენ. წარმატებები მეგობარო ;)

Link to post
Share on other sites

ის პირველი მეც მომწონს მაგრამ ეს მომენტი მაჩერებს რა zz8a1.jpg

პლასტმასი არ იყოს ...წნულზე ხო პლასტმასის მაქო არ შეიძლება და ეს არ ვიცი თუ შეიძლება ...

პლასტმასი არაა,სილუმინია.მაგრამ გაითვალისწინე რომ ამ დაივას ერთი მაქო მოჰყვება კომპლეკტში,ოკუმასაც მე მგონი მაგრამ ზუსტად არ მახსოვს...

Link to post
Share on other sites

salamandra

ზურაბ, ჯერჯერობით დაივა აყოლებს სათადარიგო კოჭას.

ოკუმას 8 კოჭა მაქვს და არცერთზე არ მოუციათ მეორე, ასევე შიმანოც, მხოლოდ დაივაა გულუხვი. :e025:

Link to post
Share on other sites

salamandra

ზურაბ, ჯერჯერობით დაივა აყოლებს სათადარიგო კოჭას.

ოკუმას 8 კოჭა მაქვს და არცერთზე არ მოუციათ მეორე, ასევე შიმანოც, მხოლოდ დაივაა გულუხვი. :e025:

გიორგი ეს დაივა კროსფაიერი ახალი მოდელია და ერთი მაქო მოჰყვება მარტო,მაქვს მაღაზიაში,ძველი კი,2 მაქოთია

Link to post
Share on other sites

პლასტმასი არაა,სილუმინია.მაგრამ გაითვალისწინე რომ ამ დაივას ერთი მაქო მოჰყვება კომპლეკტში,ოკუმასაც მე მგონი მაგრამ ზუსტად არ მახსოვს...

ეს სურათზე წითელი ისარი რო მიანიშნებს ეგარის მაქო ყო თუ სწორად მივხვდი? სულ რაღაც 2-3 კვირის წინ შევიძინე და მეორე მოყვა პლასტმასის ჩვეულებრივი შავი მაქო. გადავუღებ სურათს, მონაცემებს და ფასებს დავწერ და შემიფასეთ ფასთა შესაბამისობაში თუ არ დამზარდებით B)

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მოგესალმებით ყველას და დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც პროფესიონალურად არის ჩართული ამ საქმეში, ვინც დამწყებია და უნდა გახდეს მეთევზე და ვინც უბრალოდ ბუნების სიყვარულით გადის გარეთ.

ფორუმს ახლახან შემოუერთდი და თევზაობაშიც, ასე ვთქვათ დიდი გამოცდილება არ მაქვს, ღრმა ბავშვობაში უფრო მეტ დიდ დროს უთმობდი ამ სიამოვნებას. როგორც ყველა მეც ჯოხზე გამომბული ძუით ვთევზაობდი. პირველი ჯოხი სიმართლე გითხრათ არ მახსოვს ვინ მაჩუქა, მაგრამ მჩუქნელს დიდ მადლობას ვეტყვი და იმ დაზარალებულ ღორჯოსაც რომელიც სოფლის პატარა მდინარეში დავიჭირე. დიდი ეგზემპლარებიც მყავს დანაჭერი, როდესაც მამას დავყვებოდი ღრმა ბავშვობაში, შაორზე და ახალსოფელში, "დიდ" წყლებზე ;) დიდი დრო გავიდა და ახლა ჩემ სიმაურთან ერთად გავერთიანდი და უფრო ხშირად დავდივარ სათევზაოდ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დასავლეთიდან, კერძოდ ქუთაისიდან შემოგიერთდით და სიამოვნებით გავიზიარებ და გავაზიარებ გამოცდილებას.

კეთილი იყოს შენი "პოსტები" ამ ფორუმზე :):Laie_99:

Link to post
Share on other sites

ქუთაიშსი არ ვარ მარა მეც ასე ვთქვათ ძირზველი ქუთაისელი ვარ წყალიწითელას ღორჯოზე გაზრდილი კეთილი იყოს ჩემი ფეხი ან ფორუმზე გისურვებ მდინარეში თევზი მომრავლებულიყოს და ბრაკონიერები შემცირებულიყვნენ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...