DMORAL 36 Posted October 25, 2014 Report Share Posted October 25, 2014 ქუთაიშსი არ ვარ მარა მეც ასე ვთქვათ ძირზველი ქუთაისელი ვარ წყალიწითელას ღორჯოზე გაზრდილი კეთილი იყოს ჩემი ფეხი ან ფორუმზე გისურვებ მდინარეში თევზი მომრავლებულიყოს და ბრაკონიერები შემცირებულიყვნენ გაიხარე მეგობარო! კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე! მეორე კაციც გვავს უკვე ვისაც ამ თემაში ( http://club-monadire.ge/index.php?showtopic=111&st=0 ) შეუძლია მოიწეროს. ქუთაისლებსაც გაგვიმარჯოს ყველგან! ) ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი დარსაველიძე 0 Posted October 28, 2014 Report Share Posted October 28, 2014 (edited) ყველას მადლობა კეთილი სურვილებისათვის! გასულ კვირა დღეს ვიყავი წასული სათევზაოდ წყალწითელაზე. ძალიან ვისიამოვნე როდესაც საკმაოდ მოზრდილი ქაშაპის ეგზემპლარები მოვიდნენ სატყუარაზე. ტივტივათი ვითევზავე, სატყუარა ღორტაო და ნაკელის ჭია. ღრმა წყალში ვთევზაობდი, თავიდან სიღრმე დაახლოებით მეტრზე მქონდა დაყენებული და უშედეგო იყო ყველა წყალში ანკესის გასროლა, მერე მივხვდი რომ თევზი აშკარად უფრო დაბლა იქნებოდა და სიღრმეც გავზარდე 2 მეტრომდე. ცდამ გაამართლა. ქარიანი ამინდის და მიუხედავად გამოუცდელი მეთევზეს თევზაობა შედგა. წვერას დაჭერას ვლამობდი, მაგრამ სამი პატარა წვერას მეტი ვერ დავიჭირე. Edited October 28, 2014 by Darso_Gio ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted October 28, 2014 Report Share Posted October 28, 2014 Darso_Gio ძალიან სასიამოვნოა რომ კიდევ იჭირება თევზი წყალწითელაში. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება , კარგი შედეგიანი და თევზით სავსე ადგილების დაკონკრეტებისგან საჯაროდ თავი შეიკავე ხოლმე. პატიოსანი მეთევზეების გარდა ათასი უზნეო კითხულობს ამ წერილებს და არაფერს დატოვებენ , გაივლიან აპარატით ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი დარსაველიძე 0 Posted October 28, 2014 Report Share Posted October 28, 2014 Darso_Gio ძალიან სასიამოვნოა რომ კიდევ იჭირება თევზი წყალწითელაში. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება , კარგი შედეგიანი და თევზით სავსე ადგილების დაკონკრეტებისგან საჯაროდ თავი შეიკავე ხოლმე. პატიოსანი მეთევზეების გარდა ათასი უზნეო კითხულობს ამ წერილებს და არაფერს დატოვებენ , გაივლიან აპარატით გეთანხმები TOZI777 შეცდომაა. გავითვალისწინებ რჩევას. იმედია დამწყებების თემა არ დააინტერესებთ ბრაკონიერებს. :unsure: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი დარსაველიძე 0 Posted November 8, 2014 Report Share Posted November 8, 2014 მოგესალმებით ბუნების მოტრფიალეებს. კითხვა მაქვს პროფესიონალ მეთევზეებთან. ნემს კავის უსაფრთხოდ ამოსაღებად თევზის პირიდან რა ინსტრუმენტს იყენებთ, ვინც "დაიჭირე-გაუშვის" პრინციპით მოქმედებს? რაიმე სპეციალური იყიდება თუ სამედიცინო პინცეტებს ხმარობთ? მჭირდება ხოლმე და ვერაფერს ასეთს ვერ მივაგენი. მადლობა წინასწარ. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 8, 2014 Report Share Posted November 8, 2014 საგანგებო ნემსკავი უნდა იხმარო რომელსაც ცარიელი წვერი აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი დარსაველიძე 0 Posted November 8, 2014 Report Share Posted November 8, 2014 აჰა გასაგებია, მაგრამ ასეთი ნევსკავიdან dიdი შანსია,აdვილაd გაგექცეს თევზი. ინგლისური d მაპატიეთ, სამსუმგის კლავიატურა მიხურებს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი დარსაველიძე 0 Posted November 10, 2014 Report Share Posted November 10, 2014 კიდევ ერთი კითხვით შემოვდივარ. იმედია ძალიან შემაწუხებელი არ ვარ. ძუის დამჭიმად რას იყენებთ ანკესზე რომ ეს უკანასკნელი კარგად დაეხვიოს კოჭაზე,განსაკუთრებით მსუბუქი ტყვიის და სატყუარას უკან ახვევის დროს. ჩემთან მჭიდროდ არ ეხვევა და იბურდება ძუა. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 10, 2014 Report Share Posted November 10, 2014 დატვირთვიდან გამომდინარე ძუა უნდა იყოს შესაბამისი სისქის რომ აბურდვები შეამცირო დიდწილად. რაც შეეხება თევზის გაქცევას სპორტული ნემსკავით თევზაობისას, საქმეც იმაშია რომ არ გაგექცეს და ოსტატურად გამოიყვანო ნაპირზე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 11, 2014 Report Share Posted November 11, 2014 Darso_Gio მე ძირითადად "დაიჭირე-გაუშვის" მეთოდით ვთევზაობ. ჩემთან დაშვებულია სამკაუჭების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, უკუკავებს ვამტვრევ ნემსკავს და თევზი ნაკლებად ზიანდება, გამოსაძრობათაც ადვილია. გეთანხმები, რომ კაუჭის გამოძრობის დიდი შანსი აქვს თევზს, თუ ყურადღებით არ გამოგყავს, ანუ მუდმივ კონტროლზე უნდა გყავდეს თევზი, თუ მიუშვი ოდნავაც, გამოიძრობს და წავა. სპეციალური "მაკრატლების" გარდა ამ ხელსაწყოსაც ვხმარობ: http://www.amazon.com/Berkley-BTFHDG-Disgorger-Remover-4-Inch/dp/B006WMWEFY/ref=sr_1_45?ie=UTF8&qid=1415672017&sr=8-45&keywords=fishing+hook+remover+tool რაც შეეხება ძუის აბურდვას. სანამ კოჭაზე დავახვევ, იმ სიგრძეს, რაც მჭირდება, გამოვაბავ რაიმე ბოძს-ხეს და ვჭიმავ ძუას რამოდენიმეჯერ. შემდეგ მივყვები კოჭის ტრიალით და თითით ვაკონტროლებ რომ ძუა დაშვებული არ იყვეს და ისე ვახვევ კოჭაზე. ძალიან დაჭიმულის დახვევას არ გირჩევ, ჩაჯდება ერთმანეთში და შორს გასროლისას "დაატორმუზებს". ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი დარსაველიძე 0 Posted November 11, 2014 Report Share Posted November 11, 2014 თორნიკე, ელჩი დიდი მადლობა თქვენი პასუხებისათვის. ნემსკავის ამბავზე გასაგებია. ჩემ თავს დავაბრალებ თუ გამექცა თევზი და როგორც ვატყობ ეგ მოსული ამბავია "დაიჭირე-გაუშვის" დროს ელჩი, ძუა კოჭაზე სწორედ თქვენს მიერ მოწერილი მეთოდით მქონდა დახვეული, მაგრამ საქმე ალბათ ძუის ზომაშია. ძირითად ძუას 0,2-იანს ვიყენებ. ჩინეთიდან გამოვწერე და ხარისხში არ ვარ მაინც და მაინც დარწმუნებული. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 11, 2014 Report Share Posted November 11, 2014 Darso_Gio რა ტექნიკური მახასიათებლების კოჭაზე გიხვევია ეგ ძუა და ერთი კითხვა კიდევ, კოჭის ცილინდრზე მეტი ხომ არ არის ძუა დახვეული? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი დარსაველიძე 0 Posted November 11, 2014 Report Share Posted November 11, 2014 სიმართლე გითხრათ კოჭაც იაფიანია, რაგაც ჩინური ფირმის. არაინერციულია,მსუბუქი. 3 გორგოლაჭით ("პოდშებნიკი") ზედ ეწერა რომ 0.2 ზომის ძუა უნდა იყოს 195 მეტრი და მეც დაახლოებით მაგდენი დავახვიე ისე რომ 3 მმ სიღრმე აქვს კოჭის პირამდე დარჩენილი. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted November 11, 2014 Report Share Posted November 11, 2014 ძუის ბრალი იქნება მგონი... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 11, 2014 Report Share Posted November 11, 2014 ძუის ბრალი იქნება მგონი... ჰოო რა, ეგღა დარჩა. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted November 13, 2014 Report Share Posted November 13, 2014 Darso_Gio მე ძირითადად "დაიჭირე-გაუშვის" მეთოდით ვთევზაობ. ჩემთან დაშვებულია სამკაუჭების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში, უკუკავებს ვამტვრევ ნემსკავს და თევზი ნაკლებად ზიანდება, გამოსაძრობათაც ადვილია. გეთანხმები, რომ კაუჭის გამოძრობის დიდი შანსი აქვს თევზს, თუ ყურადღებით არ გამოგყავს, ანუ მუდმივ კონტროლზე უნდა გყავდეს თევზი, თუ მიუშვი ოდნავაც, გამოიძრობს და წავა. სპეციალური "მაკრატლების" გარდა ამ ხელსაწყოსაც ვხმარობ: http://www.amazon.com/Berkley-BTFHDG-Disgorger-Remover-4-Inch/dp/B006WMWEFY/ref=sr_1_45?ie=UTF8&qid=1415672017&sr=8-45&keywords=fishing+hook+remover+tool რაც შეეხება ძუის აბურდვას. სანამ კოჭაზე დავახვევ, იმ სიგრძეს, რაც მჭირდება, გამოვაბავ რაიმე ბოძს-ხეს და ვჭიმავ ძუას რამოდენიმეჯერ. შემდეგ მივყვები კოჭის ტრიალით და თითით ვაკონტროლებ რომ ძუა დაშვებული არ იყვეს და ისე ვახვევ კოჭაზე. ძალიან დაჭიმულის დახვევას არ გირჩევ, ჩაჯდება ერთმანეთში და შორს გასროლისას "დაატორმუზებს". გამარჯობა გიორგი. აი ეგ მოწყობილობა (კავის პირიდან ამოსარები) ვიყიდე გუშინ მაგელანში 3 ზომა აქვთ და თითო 1.2ლ ღირს(სხვათაშორის 40% ფასდაკლება აქვთ ყველა სათევზაო ინვენტარზე ). მე ყველაზე პატარას მომდევნო და საშუალო ზომა ავიღე (საშუალო ზუსტად ისეთია ამაზონის ლინკი რომ გიდევს აქ). კი ვხვდებ9 დაახლოებით როგორ უნდა ვიხმარო, მაგრამ 2 სიტყვით თუ შეგიძლია და (ან) ვიდეო თუ არის იუთუბზე (მე ვერ ვნახე) როგორ უნდა ვიხმარო ეგ ნივთი. მადლობა წინასწარ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 13, 2014 Report Share Posted November 13, 2014 (edited) TOZI777 ადვილია. უმეტეს შემთხვევაში ვხმარობ პატარა პირსახოცებს./მეთევზის ხელთათმანს ვერაფრით ვერ შევეჩვიე, არადა უმჯობესია, ვიდრე პირსახოცის ნაჭერი./ თევზს ვიჭერ ერთ ხელში, რომელშიც პირსახოცი მიკავია და მეორე ხელით აწული მაქვს სპინინგი. თავისდაუნებურად, თევზების უმეტესობას პირი ღია აქვთ. ვათავსებ სპინინგს მყარ საყრდენზე/ანუ მუხლებს შუა/, ისე რომ ძუა არ მოეშვას, მაგ პლასტმასის "ბურღს" ჩავაყოლებ ძუას. მივა კაუჭამდე, დასწევ ოდნავ ქვემოთ და სწრაფი წრიული მოძრაობით ამოიღებ უკან. მაგ საგანს, რომლის ლინკიც დავდე, ორი დაბოლოვება აქვს, სხვადასხვა ზომის კაუჭებზეა გათვლილი. ნუ, დრო უნდა რა. გამოცდილება თავისას მოიტანს. Edited November 13, 2014 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted November 14, 2014 Report Share Posted November 14, 2014 (edited) ელჩი მადლობა გიორგი. ვიცი გამომადგება უეჭველი ეგ ნივთი. აი ხელთათმანი რაში იყო საჭირო არ ვიცოდი და მე მგონი ეგეც საჭიროა ხელიდან რომ არ ისრიალოს თევზმა Edited November 14, 2014 by TOZI777 ციტირება Link to post Share on other sites
Kot FishingTV 5 Posted November 30, 2014 Report Share Posted November 30, 2014 (edited) ე.ი მაქვს კოჭა შიმანოსი და მაქვს წნული პოვერ პროსი ორიგინალი 0.23 იანი 20ლბ.წნულ ძუებთან არასდროს არ მქონია შეხება და გამოცდილი არ ვარ იმაში თუ როგორ დავახვიო სწორად კოჭაზე,ვიცი მხოლოდ მონოს დახვევა და არა ძნელი. ამ ვიდეოდან გამომდინარე პირდაპირ წნულის დახვევა ასე გამოდის არ არის რეკომენდირებული და ბეკინგისთვის საჭიროა მონო და მხოლოდ მერე წნულის დახვევა.კოჭა მაქვს 2500 იანი ნაყიდი, არ აქვს დამატებითი მაქო და ამ პრინციპით ასე გამოდის ვერ დავახვევ (ანუ ჯერ წნული და რაც დააკლდება მონოს დავახვევდი ,მოვხნი მაქოს ზედ დახვეული წნული და დამატებითი მონო ძუით და დავაგებ მეორეს მაქოს ..პირველ მაქოდან დავახვევ ცარიელზე თქვენი დახმარება მჭირდება ან რჩევა Edited November 30, 2014 by AK5335 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 30, 2014 Report Share Posted November 30, 2014 AK5335 წინა გვერდზე პოსტი #160 წაიკითხე, იქ მიწერია წნული ძუის დახვევაზე. ციტირება Link to post Share on other sites
Kot FishingTV 5 Posted November 30, 2014 Report Share Posted November 30, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
Kot FishingTV 5 Posted December 1, 2014 Report Share Posted December 1, 2014 (edited) სწორად დახვეული პირველი ვარიანტი იქნება თუ მეორე ვარიანტი Edited December 1, 2014 by AK5335 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 1, 2014 Report Share Posted December 1, 2014 სწორად დახვეული პირველი ვარიანტი იქნება თუ მეორე ვარიანტი ბორტი მთავრდება კონუსის დაწყებამდე ამიტომ 1(პირველი) ციტირება Link to post Share on other sites
დათიკო 0 Posted January 7, 2015 Report Share Posted January 7, 2015 სალამი!დამეხმარეთ წვერაზე როგორ ვითევზავო? ციტირება Link to post Share on other sites
დათიკო 0 Posted January 7, 2015 Report Share Posted January 7, 2015 tokoevo გამარჯობა თორნიკე. დაინტერესება არასოდეს გადადო! არააქვს მნიშვნელობა თევზაობა იქნება ეს პურის ცხობა თუ კაცობრიობაზე ზრუნვა.თუ დაინტერესდი ეს იმის წინაპირობაა რომ შენ შეგიძლია კარგი სპეციალისტი გახდე ამა თუ იმ საქმის. რაც შეეხება სიცივეში თევზაობას შემიძლია გითხრა რომ საუკეთესო პერიოდია სათევზაოდ,ეგრედწოდებული წინასაზამთრო,,ჟორი,,.სწორედ ახლა იწყებს თევზი გაძლიერებულ კვებას გამოსაზამთრებლად. გადაავლე თვალი ფორუმს ,ყველა საჭირო რჩევას ნახავ. საბედნიეროდ აქ დევს ინფო რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსად მოიპოვება. გადაიკითხე და თუ რამე ვერ გაიგო გვკითხე ,აუცილებლად მიიღებ ამომწურავ პასუხს. წარმატებებს გისურვებ! გამარჯობა ავთო!ხომ ვერ მეტყვი წვერაზე დასაჭერად რა გამოვიყენო?მატლი?ნაკელის ჭია? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.