Jump to content
Club-Monadire.Ge

დამწყები მოთევზავეებისთვის


Recommended Posts

ქუთაიშსი არ ვარ მარა მეც ასე ვთქვათ ძირზველი ქუთაისელი ვარ წყალიწითელას ღორჯოზე გაზრდილი კეთილი იყოს ჩემი ფეხი ან ფორუმზე გისურვებ მდინარეში თევზი მომრავლებულიყოს და ბრაკონიერები შემცირებულიყვნენ

 

გაიხარე მეგობარო! :Laie_99:

 

კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე!

 

მეორე კაციც გვავს უკვე ვისაც ამ თემაში ( http://club-monadire.ge/index.php?showtopic=111&st=0 ) შეუძლია მოიწეროს.

 

ქუთაისლებსაც გაგვიმარჯოს ყველგან! :))

Link to post
Share on other sites
  • Replies 259
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ყველას მადლობა კეთილი სურვილებისათვის!

 

გასულ კვირა დღეს ვიყავი წასული სათევზაოდ წყალწითელაზე. ძალიან ვისიამოვნე როდესაც საკმაოდ მოზრდილი ქაშაპის ეგზემპლარები მოვიდნენ სატყუარაზე. ტივტივათი ვითევზავე, სატყუარა ღორტაო და ნაკელის ჭია. ღრმა წყალში ვთევზაობდი, თავიდან სიღრმე დაახლოებით მეტრზე მქონდა დაყენებული და უშედეგო იყო ყველა წყალში ანკესის გასროლა, მერე მივხვდი რომ თევზი აშკარად უფრო დაბლა იქნებოდა და სიღრმეც გავზარდე 2 მეტრომდე. ცდამ გაამართლა. ქარიანი ამინდის და მიუხედავად გამოუცდელი მეთევზეს თევზაობა შედგა.

 

 

 

წვერას დაჭერას ვლამობდი, მაგრამ სამი პატარა წვერას მეტი ვერ დავიჭირე.

Edited by Darso_Gio
Link to post
Share on other sites

Darso_Gio

 

ძალიან სასიამოვნოა რომ კიდევ იჭირება თევზი წყალწითელაში.

 

 

ჩემი მეგობრული რჩევა იქნება , კარგი შედეგიანი და თევზით სავსე ადგილების დაკონკრეტებისგან საჯაროდ თავი შეიკავე ხოლმე. პატიოსანი მეთევზეების გარდა ათასი უზნეო კითხულობს ამ წერილებს და არაფერს დატოვებენ , გაივლიან აპარატით :karochera:

Link to post
Share on other sites

Darso_Gio

 

ძალიან სასიამოვნოა რომ კიდევ იჭირება თევზი წყალწითელაში.

 

 

ჩემი მეგობრული რჩევა იქნება , კარგი შედეგიანი და თევზით სავსე ადგილების დაკონკრეტებისგან საჯაროდ თავი შეიკავე ხოლმე. პატიოსანი მეთევზეების გარდა ათასი უზნეო კითხულობს ამ წერილებს და არაფერს დატოვებენ , გაივლიან აპარატით :karochera:

 

 

გეთანხმები TOZI777 შეცდომაა. გავითვალისწინებ რჩევას. იმედია დამწყებების თემა არ დააინტერესებთ ბრაკონიერებს. :unsure:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მოგესალმებით ბუნების მოტრფიალეებს.

 

კითხვა მაქვს პროფესიონალ მეთევზეებთან. ნემს კავის უსაფრთხოდ ამოსაღებად თევზის პირიდან რა ინსტრუმენტს იყენებთ, ვინც "დაიჭირე-გაუშვის" პრინციპით მოქმედებს? რაიმე სპეციალური იყიდება თუ სამედიცინო პინცეტებს ხმარობთ?

 

მჭირდება ხოლმე და ვერაფერს ასეთს ვერ მივაგენი.

 

მადლობა წინასწარ.

Link to post
Share on other sites

აჰა გასაგებია, მაგრამ ასეთი ნევსკავიdან dიdი შანსია,აdვილაd გაგექცეს თევზი. ინგლისური d მაპატიეთ, სამსუმგის კლავიატურა მიხურებს.

Link to post
Share on other sites

კიდევ ერთი კითხვით შემოვდივარ. იმედია ძალიან შემაწუხებელი არ ვარ. ძუის დამჭიმად რას იყენებთ ანკესზე რომ ეს უკანასკნელი კარგად დაეხვიოს კოჭაზე,განსაკუთრებით მსუბუქი ტყვიის და სატყუარას უკან ახვევის დროს. ჩემთან მჭიდროდ არ ეხვევა და იბურდება ძუა.

Link to post
Share on other sites

დატვირთვიდან გამომდინარე ძუა უნდა იყოს შესაბამისი სისქის რომ აბურდვები შეამცირო დიდწილად.

 

რაც შეეხება თევზის გაქცევას სპორტული ნემსკავით თევზაობისას, საქმეც იმაშია რომ არ გაგექცეს და ოსტატურად გამოიყვანო ნაპირზე.

Link to post
Share on other sites

Darso_Gio

 

მე ძირითადად "დაიჭირე-გაუშვის" მეთოდით ვთევზაობ.

ჩემთან დაშვებულია სამკაუჭების გამოყენება.

ასეთ შემთხვევაში, უკუკავებს ვამტვრევ ნემსკავს და თევზი ნაკლებად ზიანდება, გამოსაძრობათაც ადვილია.

გეთანხმები, რომ კაუჭის გამოძრობის დიდი შანსი აქვს თევზს, თუ ყურადღებით არ გამოგყავს, ანუ მუდმივ კონტროლზე უნდა გყავდეს თევზი, თუ მიუშვი ოდნავაც, გამოიძრობს და წავა.

 

სპეციალური "მაკრატლების" გარდა ამ ხელსაწყოსაც ვხმარობ:

 

http://www.amazon.com/Berkley-BTFHDG-Disgorger-Remover-4-Inch/dp/B006WMWEFY/ref=sr_1_45?ie=UTF8&qid=1415672017&sr=8-45&keywords=fishing+hook+remover+tool

 

რაც შეეხება ძუის აბურდვას.

 

სანამ კოჭაზე დავახვევ, იმ სიგრძეს, რაც მჭირდება, გამოვაბავ რაიმე ბოძს-ხეს და ვჭიმავ ძუას რამოდენიმეჯერ.

 

შემდეგ მივყვები კოჭის ტრიალით და თითით ვაკონტროლებ რომ ძუა დაშვებული არ იყვეს და ისე ვახვევ კოჭაზე.

ძალიან დაჭიმულის დახვევას არ გირჩევ, ჩაჯდება ერთმანეთში და შორს გასროლისას "დაატორმუზებს".

Link to post
Share on other sites

თორნიკე, ელჩი დიდი მადლობა თქვენი პასუხებისათვის.

ნემსკავის ამბავზე გასაგებია. ჩემ თავს დავაბრალებ თუ გამექცა თევზი და როგორც ვატყობ ეგ მოსული ამბავია "დაიჭირე-გაუშვის" დროს :)

 

ელჩი, ძუა კოჭაზე სწორედ თქვენს მიერ მოწერილი მეთოდით მქონდა დახვეული, მაგრამ საქმე ალბათ ძუის ზომაშია. ძირითად ძუას 0,2-იანს ვიყენებ. ჩინეთიდან გამოვწერე და ხარისხში არ ვარ მაინც და მაინც დარწმუნებული.

Link to post
Share on other sites

Darso_Gio

 

რა ტექნიკური მახასიათებლების კოჭაზე გიხვევია ეგ ძუა და ერთი კითხვა კიდევ, კოჭის ცილინდრზე მეტი ხომ არ არის ძუა დახვეული?

Link to post
Share on other sites

სიმართლე გითხრათ კოჭაც იაფიანია, რაგაც ჩინური ფირმის. არაინერციულია,მსუბუქი. 3 გორგოლაჭით ("პოდშებნიკი") ზედ ეწერა რომ 0.2 ზომის ძუა უნდა იყოს 195 მეტრი და მეც დაახლოებით მაგდენი დავახვიე ისე რომ 3 მმ სიღრმე აქვს კოჭის პირამდე დარჩენილი.

Link to post
Share on other sites

Darso_Gio

 

მე ძირითადად "დაიჭირე-გაუშვის" მეთოდით ვთევზაობ.

ჩემთან დაშვებულია სამკაუჭების გამოყენება.

ასეთ შემთხვევაში, უკუკავებს ვამტვრევ ნემსკავს და თევზი ნაკლებად ზიანდება, გამოსაძრობათაც ადვილია.

გეთანხმები, რომ კაუჭის გამოძრობის დიდი შანსი აქვს თევზს, თუ ყურადღებით არ გამოგყავს, ანუ მუდმივ კონტროლზე უნდა გყავდეს თევზი, თუ მიუშვი ოდნავაც, გამოიძრობს და წავა.

 

სპეციალური "მაკრატლების" გარდა ამ ხელსაწყოსაც ვხმარობ:

 

http://www.amazon.com/Berkley-BTFHDG-Disgorger-Remover-4-Inch/dp/B006WMWEFY/ref=sr_1_45?ie=UTF8&qid=1415672017&sr=8-45&keywords=fishing+hook+remover+tool

 

რაც შეეხება ძუის აბურდვას.

 

სანამ კოჭაზე დავახვევ, იმ სიგრძეს, რაც მჭირდება, გამოვაბავ რაიმე ბოძს-ხეს და ვჭიმავ ძუას რამოდენიმეჯერ.

 

შემდეგ მივყვები კოჭის ტრიალით და თითით ვაკონტროლებ რომ ძუა დაშვებული არ იყვეს და ისე ვახვევ კოჭაზე.

ძალიან დაჭიმულის დახვევას არ გირჩევ, ჩაჯდება ერთმანეთში და შორს გასროლისას "დაატორმუზებს".

 

 

გამარჯობა გიორგი. აი ეგ მოწყობილობა (კავის პირიდან ამოსარები) ვიყიდე გუშინ მაგელანში 3 ზომა აქვთ და თითო 1.2ლ ღირს(სხვათაშორის 40% ფასდაკლება აქვთ ყველა სათევზაო ინვენტარზე ). მე ყველაზე პატარას მომდევნო და საშუალო ზომა ავიღე (საშუალო ზუსტად ისეთია ამაზონის ლინკი რომ გიდევს აქ). კი ვხვდებ9 დაახლოებით როგორ უნდა ვიხმარო, მაგრამ 2 სიტყვით თუ შეგიძლია და (ან) ვიდეო თუ არის იუთუბზე (მე ვერ ვნახე) როგორ უნდა ვიხმარო ეგ ნივთი.

 

 

მადლობა წინასწარ

Link to post
Share on other sites

TOZI777

 

 

ადვილია.

 

უმეტეს შემთხვევაში ვხმარობ პატარა პირსახოცებს./მეთევზის ხელთათმანს ვერაფრით ვერ შევეჩვიე, არადა უმჯობესია, ვიდრე პირსახოცის ნაჭერი./

 

თევზს ვიჭერ ერთ ხელში, რომელშიც პირსახოცი მიკავია და მეორე ხელით აწული მაქვს სპინინგი.

თავისდაუნებურად, თევზების უმეტესობას პირი ღია აქვთ.

ვათავსებ სპინინგს მყარ საყრდენზე/ანუ მუხლებს შუა/, ისე რომ ძუა არ მოეშვას, მაგ პლასტმასის "ბურღს" ჩავაყოლებ ძუას.

მივა კაუჭამდე, დასწევ ოდნავ ქვემოთ და სწრაფი წრიული მოძრაობით ამოიღებ უკან.

 

მაგ საგანს, რომლის ლინკიც დავდე, ორი დაბოლოვება აქვს, სხვადასხვა ზომის კაუჭებზეა გათვლილი.

 

ნუ, დრო უნდა რა.

გამოცდილება თავისას მოიტანს.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ელჩი

 

მადლობა გიორგი. ვიცი გამომადგება უეჭველი ეგ ნივთი. აი ხელთათმანი რაში იყო საჭირო არ ვიცოდი და მე მგონი ეგეც საჭიროა ხელიდან რომ არ ისრიალოს თევზმა:)

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ე.ი მაქვს კოჭა შიმანოსი და მაქვს წნული პოვერ პროსი ორიგინალი 0.23 იანი 20ლბ.წნულ ძუებთან არასდროს არ მქონია შეხება და გამოცდილი არ ვარ იმაში თუ როგორ დავახვიო სწორად კოჭაზე,ვიცი მხოლოდ მონოს დახვევა და არა ძნელი.

ამ ვიდეოდან გამომდინარე პირდაპირ წნულის დახვევა ასე გამოდის არ არის რეკომენდირებული და ბეკინგისთვის საჭიროა მონო და მხოლოდ მერე წნულის დახვევა.

კოჭა მაქვს 2500 იანი ნაყიდი, არ აქვს დამატებითი მაქო და ამ პრინციპით

ასე გამოდის ვერ დავახვევ (ანუ ჯერ წნული და რაც დააკლდება მონოს დავახვევდი ,მოვხნი მაქოს ზედ დახვეული წნული და დამატებითი მონო ძუით და დავაგებ მეორეს მაქოს ..პირველ მაქოდან დავახვევ ცარიელზე

თქვენი დახმარება მჭირდება ან რჩევა

Edited by AK5335
Link to post
Share on other sites

სწორად დახვეული პირველი ვარიანტი იქნება თუ მეორე ვარიანტი

 

dea030127e27.jpg

 

ბორტი მთავრდება კონუსის დაწყებამდე ამიტომ 1(პირველი)

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

tokoevo

გამარჯობა თორნიკე. დაინტერესება არასოდეს გადადო! არააქვს მნიშვნელობა თევზაობა იქნება ეს პურის ცხობა თუ კაცობრიობაზე ზრუნვა.თუ დაინტერესდი ეს იმის წინაპირობაა რომ შენ შეგიძლია კარგი სპეციალისტი გახდე ამა თუ იმ საქმის. რაც შეეხება სიცივეში თევზაობას შემიძლია გითხრა რომ საუკეთესო პერიოდია სათევზაოდ,ეგრედწოდებული წინასაზამთრო,,ჟორი,,.სწორედ ახლა იწყებს თევზი გაძლიერებულ კვებას გამოსაზამთრებლად.

გადაავლე თვალი ფორუმს ,ყველა საჭირო რჩევას ნახავ. საბედნიეროდ აქ დევს ინფო რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში არსად მოიპოვება. გადაიკითხე და თუ რამე ვერ გაიგო გვკითხე ,აუცილებლად მიიღებ ამომწურავ პასუხს.

წარმატებებს გისურვებ!

გამარჯობა ავთო!ხომ ვერ მეტყვი წვერაზე დასაჭერად რა გამოვიყენო?მატლი?ნაკელის ჭია?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...