BROWNING 349 Posted November 21, 2013 Report Share Posted November 21, 2013 პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხი მაინც მეტად ვუგებთ რა ერთმანეთს(ჩვენი თაობა) ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 21, 2013 Report Share Posted November 21, 2013 კობა ძალიან გთხოვ ცოტა რამ "მთის ნადირობაზეც" მოგვითხრო, მაგადანში ხომ არ გინადირია? ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 21, 2013 Report Share Posted November 21, 2013 კობა, საცივია თუ მეგრული ხარჩო? თუ საცივია ბრავო... საცივია, ვახო. იმედი მქონდა ბატს მოვინადირებ მეთქი და მაგისთვის ვემზადებოდი. იხვები კი იყვნენ ნორმალური სიმსუქნის, მაგრამ მაინც ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მე მინდოდა. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted January 11, 2014 Report Share Posted January 11, 2014 კობა ძალიან გთხოვ ცოტა რამ "მთის ნადირობაზეც" მოგვითხრო, მაგადანში ხომ არ გინადირია? თორნიკე, "მთის ნადირობაზე" ვერაფერს ვერ მოგითხრობთ, რადგანაც მე თვითონ მთებში არ მინადირია. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ, მთაში ნადირობა მიმაჩნია ყველაზე ძნელ და ამიტომაც ყველაზე საინტერესო ნადირობად. ვოცნებობდი და პრინციპში ახლაც ვოცნებობ, ასეთ ნადირობაში მონაწილეობაზე. მას შემდეგ, რაც მეძებარი ივიყვანე და შაშხანა მოვიშორე, ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ, ოცნება ოცნებად დარჩა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 11, 2014 Author Report Share Posted January 11, 2014 (edited) კობა ჩემს ჯიმას ვენაცვალე, მაგ ოცნების ასრულებას, "ხაეროპორტის" სალაროებთან უნდა დაკავშირება და ცოტა ჯიბაზეც ხელის გაკვრა დაგჭირდება ბილეთისთვის, დანარჩენი მზადაა. ისევ აგაღებინებ ხელში "მძიმე წონიანს" . გვერდში რომ დამიდგები, სხვა არჩევანს არ მოგცემ. ბრაუნინგი ვერ გავიტყუე ტყეში, ეგ კაცი უფრო მეცნიერია, ვიდრე მეთევზე და მონადირე. /ფუტკრებსა და მაყვალსა, მერე ბლებსა და მაგნოლია-მარადმწვანეებს, ასობით სურათი გადაუღო, კინაღამ გამაგიჟა, ბალზე აძვრა და ერთი "ვედრო" ნახევარ საათში მოკრიფა./ როგორც შენ გაგიხარდება ისე ვქნათ, ამოვიღოთ მიზანში, დავრწმუნდეთ რომ დამთავრდა და არ ვესროლოთ ძმაო, ან ყურებთან გავუშხუილოთ ისე რომ, ადამიანის დანახვაზე, შორს გარბოდეს, რათა გადაარჩინოს თავისი მოდგმა, გაწყობს ეს ვარიანტი? მე მასე ვაკეთებ ბოლო წლებია, იშვიათად თუ დავუშვებ სასხლეტს ამოღებულ მიზანში. პ.ს. "სიბერეს", გულჩვილობას და ეგეთ რამეებს არ დააბრალოთ თქვენი ჭირიმე მასეთი საქციიელი, ე მანდა დევს დიდი განძი. მოესწარით ყველა ჭაღარას და მერე დარწმუნდებით, რომ სიმართლეს გეუბნებოდათ გიორგი ბიძია-ბაბუა. ასეა ეს, ვეღარ გამოვიცვლები. Edited January 11, 2014 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted January 11, 2014 Report Share Posted January 11, 2014 გაიხარე, ჯიმა! დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგი შენს გვერდში მოსახვედრად - შევედი ტურისტულ ფირმაში და ცოტა ინფორმაცია მივიღე, საიდან და როგორ ჯობია დავიწყო. პეტერბურგიდან პირდაპირი ტურისტული ხაზები არ არის, მხოლოდ მოსკოვიდან. ეს არ არის პრობლემა. ისე თუ ექსკურსიები არ გჭირდებაო, ჯობია აიღო თვითონ ბილეთიო, იქ დაბრონო სასტუმრო და ამ ქაღალდებით მიხვიდე თვითონ საკონსულოშიო (ვიზის მისაღებად). ასეც ვიმოქმედებ და თუ არ მომცეს ვიზა, მერე ჩავრთავ ტურისტულ ორგანიზაციას. ასე მქონდა ამერიკის ვიზა 20 წლის უკან, მაგრამ არ გამომიყენებია. შეიძლება ეს გამომადგეს, თუმცა ვინ იცის. მაგის მერე ბევრი რაღაცა შეიცვალა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 7, 2015 Report Share Posted August 7, 2015 აბა ეს რა არის მონადირეებო ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 7, 2015 Author Report Share Posted August 7, 2015 ოთხფეხა ცხოველის მონიშნული ადგილებია. ან დათვის, ან ცხენირემის, სხვა შანსი არაა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted August 7, 2015 Report Share Posted August 7, 2015 არა ეს ჭაობია,ხავსით დაფარული ჭაობი.ჩემი სახლიდან 1,5 კილომეტრია და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენირემიც დაბოდიალობს ხოლმე ამ ადგილას და გარეული ღორიც ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 11, 2016 Report Share Posted April 11, 2016 (edited) ამ თემას დააკლდა ჩემი ხელი. შევეცდები, სანამდე ზუგდიდში ვარ, ნელ-ნელა გამოვასწორო სიტუაცია. დავიწყებ ბოლო ნადირობით. როგორც ყოველთვის, გაზაფხულის სეზონი ბელორუსეთში გავხსენი. შეგახსენებთ, რომ, რუსეთისგან განსხვავებით გაზაფხულის სეზონი იქ 2 თვით იხსნება. მარტის მეორე შაბათ-კვირიდან და გრძელდება მაისის შუა რიცხვებამდე. სეზონის პირველი 2 კვირის განმავლობაში ნადირობა შეიძლება მხოლოდ ბატებზე, შემდეგ კი ემატება სხვა ფრინველებიც (მამალი იხვი, ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ყრუალა, როჭო). ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ სურვილი გაქვს თავისუფლად ასწრებ ყველა სახეობაზე წანადირებას. რუსეთში გაზაფხულის სეზონი ყოველ ოლქში მხოლოდ 10 დღით იხსნება, ამიტომ არის გარკვეული პრობლემები. თუმცა, ნამდვილი მონადირისათვის ეს პრობლემა არ არის, გადადიან ერთი ოლქიდან მეორეში (უმთავრესად მეზობელ რეგიონებში), სადაც სეზონი უფრო ადრე, ან უფრო გვიან იხსნება. წელს სეზონი 26 მარტს გავხსენი, ბელორუსიის დასავლეთში, გროდნოს ოლქში. სეზონი იქ 12-13 მარტს გაიხსნა. იმ დროს ვერ მოვახერხე წასვლა, სამაგიეროდ 27 მარტიდან (ჩვენი ნადირობის მეორე დღიდან), იხვზეც შეიძლებოდა ნადირობა. პირველ დილას ძაან კარგი გადაფრენა იყო. სამალავები სიმინდის მინდვრების და ამწვანებული მინდვრის კუთხეში გვქონა ჩადგმული. ჩადგმული იმიტომ, რომ, ყველას სპეციალური სამალავი გვქონდა "ჩუჩელებიც" გვარიანად გვქონდა და დანარჩენი ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. დიდი გუნდები დავუშვიტ სასროლ მანძილზე, მაგრამ ნადირობის ხელმძღვანელი, ჩემი "შვილობილი", ბათუმელი ლევანას მეგობარი (ლევანის დიდი მოკითხვა შემოუთვალეს), ატორმუზებდა. სანამ სულ თავზე არ დაგვაჯდებოდნენ, მანამ არ იძლეოდა სროლის ბრძანებას. შედეგად ოცამდე ბატი ჩამოვაგდეთ, მაგრამ მხოლოდ 15 ავიღეთ (უცებ არ აგვიკრეფია ყველა, რადგანაც გადაფრენა მიდიოდა). ზოგი თვალწინ მელამ მოგვპარა, ზოგიც თავისი "ხოდით" მოტყდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ალეკსეიმ, სანამ მე და კარმენა დაჭრილ ბატებს ვეძებდით, გადაწყვიტა თურმე ადგილის შეცვლა. Mე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ჩემს მოსვლამდე საფარავები უკვე აღებული იყო. სხვა გზა არ იყო და საღამო "სეანსის" მაგივრად, საუნაში ამოვყავით თავი. მართალი გითხრათ, მაინცდამაინც გული არ მტკენია. ნადირობამ კარგად ჩაიარა, ნანადირევი ბლომად გვქონდა, ორგანიზმს კი გათბობა არ აწყენდა. დილით ტემპერატურა უარყოფითი იყო. მეორე დილით უკვე არ იყო ისეთი გადაფრენა, როგორც პირველ დღეს. ადგილიც გაცილებით უარესი გამოდგა და შედეგად, მხოლოდ 2 ბატი ავიყვანეთ. 2 კიდევ მოვხსენით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. სამაგიეროდ, სანად დავეძებდი ერთ-ერთ დაჭრილ ბატს (რომელიც როგორც აღმოჩნდა მდინარეში ჩამჯდარა (შორიდან მდინარე არ ჩანდა და მეგონა მინდორში დაჯდა)), მოვინადირე ერთი მამალი იხვი. ზომით და წონით დიდად არ ჩამოუვარდებოდდა თეთრშუბლა ბატებს, რომლებიც ჩვენი ნანადირევის უმთავრეს ნაწილს შეადგენდა (ნაწილი "гуменик"ი იყო). Edited April 11, 2016 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 11, 2016 Report Share Posted April 11, 2016 კობა, პრაქტიკულია მაგ ჩასაწოლი? ბატები ხომ არ გამჩნევდნენ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 11, 2016 Author Report Share Posted April 11, 2016 ხოშიანი გასვლა გქონია ჯიმა. რეპორტიც უმშვენიალურესი. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 11, 2016 Report Share Posted April 11, 2016 აააა ძმაო რას ქვია სრულყოფილი საგაზაფხულო ნადირობა!!! საღოლ რაააა! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 12, 2016 Report Share Posted April 12, 2016 მაგარია კობა,გისიამოვნებია!!!!როგორც ყოველთვის,კი არ მშურს კაცო,მარა მეხარბებაა!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 12, 2016 Report Share Posted April 12, 2016 აი მონადირის ზღაპარი ამას ქვია და არა იმას არამონადირეები რო გვაბრალებენ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 12, 2016 Report Share Posted April 12, 2016 კობა, პრაქტიკულია მაგ ჩასაწოლი? ბატები ხომ არ გამჩნევდნენ? კი, ვახო, ძააან პრაკტიკულია. ოღონდ ზომას უნდა მიაქციო ყურადღება. "კაბელასის" ვერცერთი ვერ მომერგო, კინაღამ ჩავიხრჩვი შიგ (მეორე დღეს მასეთში მომიწია წოლამ). პატარა ზომისაა. რუსების გაკეთებული უფრო განიერი და მოსახერხებელი იყო. მე და კარმენი თავისუფლად ვგრძნობდით თავს და ნანადირევსაც შიგ ვათავსებდით. საქმეც იმაშია, რომ ბატები ფაქტიურად არ გამჩნევენ, რადგანაც არ რჩება ისეთი ღია ადგილები, როგორიც ორმოს ამოთხრის დროს რჩება. ჩვენს შემთხვევაში, ბატის გუნდების უმრავლესობა (ალბათ 80-90%), პირველ დღეს, სასროლ მანძილამდე დავუშვით. მიუხედავად ამისა სროლას ვიწყებდით ისეთ მომენტში, როცა ფაქტიურად "თავზე გვაჯდებოდნენ" (10-20 მეტრის სიმაღლეზე). ისე სიმართლე გითხრათ, ქვევით დაშვებისას, ბატებს რაღაც არ მოსწონდათ და ბოლო მომენტში ისევ ზევით უბერავდნენ. ჩვენი აზრით ეს ალბათ "ჩუჩელების", ან მუსიკის ბრალი იყო. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 12, 2016 Report Share Posted April 12, 2016 მაგარია კობა,გისიამოვნებია!!!!როგორც ყოველთვის,კი არ მშურს კაცო,მარა მეხარბებაა!!! კი მამუკა, მაგრა ვისიამოვნე ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted April 12, 2016 Report Share Posted April 12, 2016 მაგარია კობა ძალიან ჩემო ძმაო. ალეკსეის მოკითხვა სულით და გულით ჩემი და ოჯახის სახელით და საყვედური კიდევ პატარა რომ დამპირდა და არ ჩამოვიდა. იმედი მაქვს ზაფხულში გამოასწორებს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 12, 2016 Report Share Posted April 12, 2016 ისე სიმართლე გითხრათ, ქვევით დაშვებისას, ბატებს რაღაც არ მოსწონდათ და ბოლო მომენტში ისევ ზევით უბერავდნენ. ჩვენი აზრით ეს ალბათ "ჩუჩელების", ან მუსიკის ბრალი იყო. ელექტრომანოკი დაშვებულია თქვენთან? ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted April 12, 2016 Report Share Posted April 12, 2016 კობა გაუმარჯოს,როგორ ხარ? ყოჩაღ თქვენ მშვენიერი საგაზაფხულო სეზონი გაქვთ, აბა ჩვენთანაა სეზონები,შეგაზარებენ ვაიმონადირეები ყველაფერს, უფრო და უფრო უკეთესი შედეგები დაგედოთ. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted April 12, 2016 Report Share Posted April 12, 2016 ესაა ნადირობა გემრიელად ! :hi: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 13, 2016 Report Share Posted April 13, 2016 (edited) მაგარია კობა ძალიან ჩემო ძმაო. ალეკსეის მოკითხვა სულით და გულით ჩემი და ოჯახის სახელით და საყვედური კიდევ პატარა რომ დამპირდა და არ ჩამოვიდა. იმედი მაქვს ზაფხულში გამოასწორებს. მოკითხვას გადავცემ. ბავშვი შეეძინა და კიდევ ერთი დიდი სიხარული აქვს, წინა შაბათ-კვირას ალეკsეის კურცჰაარი პირველი ხარისხის დიპლომით მინდვრის ჩემპიონი გახდა. შეჯიბრი გნოლზე ტარდებოდა. Edited April 13, 2016 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 13, 2016 Report Share Posted April 13, 2016 ელექტრომანოკი დაშვებულია თქვენთან? ბელორუსეთში კი, რუსეთში არა. მუსიკა ჩვენს შემოქმედებას დავარქვი. უფრო შესაფერისი სიტყვა ვერ გავიხსენე ვერ ავაწყვეთ წესიერად მელოდიები. ვინ რას ყიოდა და ვინ რას მე 4 საბერი "მანოკი" (არ ვიცი სწორად რა ქვია ქართულად) მქონდა და როცა მე ერთს ვუბერავდი (მაგალითად თეთრშუბლა ბატის ხმას), სხვები სხვას უბერავდნენ (მაგალითად, ღერღეტას) და ა.შ. ბატები შორიდან არ აქცევდნენ ამას დიდ ყურადღებას, მაგრამ როცა ახლოს იყვნენ ეტყობა ტყუილს ხმებში არჩევდნენ და ცდილობდნენ სასწრაფოდ მოშორებოდნენ ჩვენს ადგილს. ამ საკითხში ერთობლივი ვარჯიშია საჭირო და მუსიკალური სმენის გაუმჯობესება. ამის დრო და საშუალება კი ჩვენ არ გვქონდა :( ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 13, 2016 Report Share Posted April 13, 2016 (edited) კობა გაუმარჯოს,როგორ ხარ? ყოჩაღ თქვენ მშვენიერი საგაზაფხულო სეზონი გაქვთ, აბა ჩვენთანაა სეზონები,შეგაზარებენ ვაიმონადირეები ყველაფერს, უფრო და უფრო უკეთესი შედეგები დაგედოთ. მადლობა სოსო, ვარ ნელ-ნელა. შენ როგორა ხარ? ვაიმონადირეები იქაც საკმარისია, მაგრამ დალოცვილ ბელორუსეთში თითქმის ყველა მინდორი დამუშავებულია (ე.ი. სავარგისია ფრინველ-ცხოველებისთვის საკვების საძებნად) და შეგიძლია ასეთები ახლოს არ მოუშვა(ყველა პოულობს ჩასასაფრებელ ადგილს). როგორც ზევით ავღნიშნე, იქ სადაც ჩვენ ვნადირობდით სიმინდის მინდვრები იყო და ძან ბევრი სიმინდი იყო მინდვრებში დარჩენილი. ამ სიმინდით იკვებებოდნენ ბატებიც და იხვებიც. არაფერს ვამბობ სხვა ფრინველებზე და განსაკუთრებით ტახებზე, რომელთა ნაკვალევით გადათელილი იყო თიტქმის ყველა მინდორი Edited April 13, 2016 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted March 8, 2017 Report Share Posted March 8, 2017 (edited) დიდი ხანია მინდოდა გამეგრძელებინა ეს თემა და თანაც შემევსო იმ სახის ნადირობებით, რაც ჯერ არ გამიშუქებია. ვახოს დადებულმა ინფორმაციამ FB-ზე მაიძულა დამეჩქარებინა ეს პროცესი. თემა ეხებოდა საქართველოში მავნებელი ცხოველების, და კერძოდ მგლების, პოპულაციას და მათი ზედმეტი დაცვის მცდელობას, სახელმწიფო ორგანოების გარკვეული წევრების მიერ. მოსმენილი სიუჟეტი, "შვლის ნუკრის ნაამბობის" არ იყოს, თვალებზე ცრემლს მოადენს საქმეში გაურკვეველ ნებისმიერ პიროვნებას, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა ზუსტად გაერკვეს რეალურ სიტუაციაში. მხედველობაში მყავს უბრალო მოქალაქეები, რომლებიც უმთავრესად ინფორმაციას ფლორა და ფაუნის შესახებ ტელეგადაცემებიდან ღებულობენ. სიუჟეტში ხშირად იქნა ნახსენები, თუ რამდენ "სასარგებლო" საქმეს აკეთებს მგელი - თურმე ის ტყის სანიტარია, ანადგურებს ავადმყოფ და ამით ზიანის მომტან ცხოველებს, არეგულირებს მათ რაოდენობას, რითაც ნაკლები ზიანი ექმნის ფლორას...და ა.შ. ჩემთვის ნათელია, რომ, ამის მადასტურებელი, ნადირობის მარეგულებელი სახელმწიფო ორგანოს წევრი ან საერთოდ არ არის ბუნებაში მგელთან შენახვედრი, ან სხვებს ასულელებს, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც ნათელია, რომ, ნებისმიერ მტაცწბელ ცხოველს, მგელს კი განსაკუთრებით, ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. გაგრძელება იქნება Edited March 11, 2017 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.