Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 276
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კობა, საცივია თუ მეგრული ხარჩო? თუ საცივია ბრავო...

 

საცივია, ვახო. იმედი მქონდა ბატს მოვინადირებ მეთქი და მაგისთვის ვემზადებოდი. იხვები კი იყვნენ ნორმალური სიმსუქნის, მაგრამ მაინც ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მე მინდოდა.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

კობა ძალიან გთხოვ ცოტა რამ "მთის ნადირობაზეც" მოგვითხრო, მაგადანში ხომ არ გინადირია?

 

თორნიკე, "მთის ნადირობაზე" ვერაფერს ვერ მოგითხრობთ, რადგანაც მე თვითონ მთებში არ მინადირია. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ, მთაში ნადირობა მიმაჩნია ყველაზე ძნელ და ამიტომაც ყველაზე საინტერესო ნადირობად. ვოცნებობდი და პრინციპში ახლაც ვოცნებობ, ასეთ ნადირობაში მონაწილეობაზე. მას შემდეგ, რაც მეძებარი ივიყვანე და შაშხანა მოვიშორე, ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ, ოცნება ოცნებად დარჩა.

Link to post
Share on other sites

კობა

 

ჩემს ჯიმას ვენაცვალე, მაგ ოცნების ასრულებას, "ხაეროპორტის" სალაროებთან უნდა დაკავშირება და ცოტა ჯიბაზეც ხელის გაკვრა დაგჭირდება ბილეთისთვის, დანარჩენი მზადაა.

 

ისევ აგაღებინებ ხელში "მძიმე წონიანს" .

გვერდში რომ დამიდგები, სხვა არჩევანს არ მოგცემ.

ბრაუნინგი ვერ გავიტყუე ტყეში, ეგ კაცი უფრო მეცნიერია, ვიდრე მეთევზე და მონადირე.

/ფუტკრებსა და მაყვალსა, მერე ბლებსა და მაგნოლია-მარადმწვანეებს, ასობით სურათი გადაუღო, კინაღამ გამაგიჟა, ბალზე აძვრა და ერთი "ვედრო" ნახევარ საათში მოკრიფა./ :e025:

 

როგორც შენ გაგიხარდება ისე ვქნათ, ამოვიღოთ მიზანში, დავრწმუნდეთ რომ დამთავრდა და არ ვესროლოთ ძმაო, ან ყურებთან გავუშხუილოთ ისე რომ, ადამიანის დანახვაზე, შორს გარბოდეს, რათა გადაარჩინოს თავისი მოდგმა, გაწყობს ეს ვარიანტი?

 

მე მასე ვაკეთებ ბოლო წლებია, იშვიათად თუ დავუშვებ სასხლეტს ამოღებულ მიზანში.

 

პ.ს. "სიბერეს", გულჩვილობას და ეგეთ რამეებს არ დააბრალოთ თქვენი ჭირიმე მასეთი საქციიელი, ე მანდა დევს დიდი განძი.

მოესწარით ყველა ჭაღარას და მერე დარწმუნდებით, რომ სიმართლეს გეუბნებოდათ გიორგი ბიძია-ბაბუა. :d030:

 

ასეა ეს, ვეღარ გამოვიცვლები. :dato::d030:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

გაიხარე, ჯიმა!

 

დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგი შენს გვერდში მოსახვედრად - შევედი ტურისტულ ფირმაში და ცოტა ინფორმაცია მივიღე, საიდან და როგორ ჯობია დავიწყო. პეტერბურგიდან პირდაპირი ტურისტული ხაზები არ არის, მხოლოდ მოსკოვიდან. ეს არ არის პრობლემა. ისე თუ ექსკურსიები არ გჭირდებაო, ჯობია აიღო თვითონ ბილეთიო, იქ დაბრონო სასტუმრო და ამ ქაღალდებით მიხვიდე თვითონ საკონსულოშიო (ვიზის მისაღებად).

ასეც ვიმოქმედებ და თუ არ მომცეს ვიზა, მერე ჩავრთავ ტურისტულ ორგანიზაციას.

ასე მქონდა ამერიკის ვიზა 20 წლის უკან, მაგრამ არ გამომიყენებია. შეიძლება ეს გამომადგეს, თუმცა ვინ იცის. მაგის მერე ბევრი რაღაცა შეიცვალა.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

არა ეს ჭაობია,ხავსით დაფარული ჭაობი.ჩემი სახლიდან 1,5 კილომეტრია და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენირემიც დაბოდიალობს ხოლმე ამ ადგილას და გარეული ღორიც

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

ამ თემას დააკლდა ჩემი ხელი. შევეცდები, სანამდე ზუგდიდში ვარ, ნელ-ნელა გამოვასწორო სიტუაცია.

 

დავიწყებ ბოლო ნადირობით.

 

როგორც ყოველთვის, გაზაფხულის სეზონი ბელორუსეთში გავხსენი. შეგახსენებთ, რომ, რუსეთისგან განსხვავებით გაზაფხულის სეზონი იქ 2 თვით იხსნება. მარტის მეორე შაბათ-კვირიდან და გრძელდება მაისის შუა რიცხვებამდე. სეზონის პირველი 2 კვირის განმავლობაში ნადირობა შეიძლება მხოლოდ ბატებზე, შემდეგ კი ემატება სხვა ფრინველებიც (მამალი იხვი, ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ყრუალა, როჭო). ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ სურვილი გაქვს თავისუფლად ასწრებ ყველა სახეობაზე წანადირებას. რუსეთში გაზაფხულის სეზონი ყოველ ოლქში მხოლოდ 10 დღით იხსნება, ამიტომ არის გარკვეული პრობლემები. თუმცა, ნამდვილი მონადირისათვის ეს პრობლემა არ არის, გადადიან ერთი ოლქიდან მეორეში (უმთავრესად მეზობელ რეგიონებში), სადაც სეზონი უფრო ადრე, ან უფრო გვიან იხსნება.

 

წელს სეზონი 26 მარტს გავხსენი, ბელორუსიის დასავლეთში, გროდნოს ოლქში. სეზონი იქ 12-13 მარტს გაიხსნა. იმ დროს ვერ მოვახერხე წასვლა, სამაგიეროდ

27 მარტიდან (ჩვენი ნადირობის მეორე დღიდან), იხვზეც შეიძლებოდა ნადირობა.

 

პირველ დილას ძაან კარგი გადაფრენა იყო. სამალავები სიმინდის მინდვრების და ამწვანებული მინდვრის კუთხეში გვქონა ჩადგმული. ჩადგმული იმიტომ, რომ, ყველას სპეციალური სამალავი გვქონდა

 

i-2368.jpg

 

"ჩუჩელებიც" გვარიანად გვქონდა და დანარჩენი ოსტატობაზე იყო დამოკიდებული. დიდი გუნდები დავუშვიტ სასროლ მანძილზე, მაგრამ ნადირობის ხელმძღვანელი, ჩემი "შვილობილი", ბათუმელი ლევანას მეგობარი (ლევანის დიდი მოკითხვა შემოუთვალეს), ატორმუზებდა. სანამ სულ თავზე არ დაგვაჯდებოდნენ, მანამ არ იძლეოდა სროლის ბრძანებას.

შედეგად ოცამდე ბატი ჩამოვაგდეთ, მაგრამ მხოლოდ 15 ავიღეთ (უცებ არ აგვიკრეფია ყველა, რადგანაც გადაფრენა მიდიოდა). ზოგი თვალწინ მელამ მოგვპარა, ზოგიც თავისი "ხოდით" მოტყდა.

 

i-2364.jpg

 

i-2367.jpg

 

არ ვიცი რატომ, მაგრამ ალეკსეიმ, სანამ მე და კარმენა დაჭრილ ბატებს ვეძებდით, გადაწყვიტა თურმე ადგილის შეცვლა. Mე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ჩემს მოსვლამდე საფარავები უკვე აღებული იყო. სხვა გზა არ იყო და საღამო "სეანსის" მაგივრად, საუნაში ამოვყავით თავი.

მართალი გითხრათ, მაინცდამაინც გული არ მტკენია. ნადირობამ კარგად ჩაიარა, ნანადირევი ბლომად გვქონდა, ორგანიზმს კი გათბობა არ აწყენდა. დილით ტემპერატურა უარყოფითი იყო.

 

13007271_1010110429057025_4627988126007235993_n.jpg?oh=a2d56b6d6798a785123af6e4f315fe9b&oe=57BFCAEA

 

12938125_1010110459057022_1776953838530883278_n.jpg?oh=d9564dc56379166529583f20f5b2d4f7&oe=57B5148A&__gda__=1472012495_2cae6d50ccf9bfea6d2031c61675ad79

 

12986980_1010110489057019_2353922396207203525_n.jpg?oh=fd2473ab1bc95e3eba9c3aacbb868414&oe=5777D3A7

 

მეორე დილით უკვე არ იყო ისეთი გადაფრენა, როგორც პირველ დღეს. ადგილიც გაცილებით უარესი გამოდგა და შედეგად, მხოლოდ 2 ბატი ავიყვანეთ. 2 კიდევ მოვხსენით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. სამაგიეროდ, სანად დავეძებდი ერთ-ერთ დაჭრილ ბატს (რომელიც როგორც აღმოჩნდა მდინარეში ჩამჯდარა (შორიდან მდინარე არ ჩანდა და მეგონა მინდორში დაჯდა)), მოვინადირე ერთი მამალი იხვი. ზომით და წონით დიდად არ ჩამოუვარდებოდდა თეთრშუბლა ბატებს, რომლებიც ჩვენი ნანადირევის უმთავრეს ნაწილს შეადგენდა (ნაწილი "гуменик"ი იყო).

 

 

 

post-488-0-97150400-1460382575_thumb.jpg

 

post-488-0-84182500-1460382617_thumb.jpg

 

post-488-0-05362100-1460383093_thumb.jpg

post-488-0-15900400-1460382507_thumb.jpg

post-488-0-17270900-1460383094_thumb.jpg

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

კობა, პრაქტიკულია მაგ ჩასაწოლი? ბატები ხომ არ გამჩნევდნენ?

 

კი, ვახო, ძააან პრაკტიკულია. ოღონდ ზომას უნდა მიაქციო ყურადღება. "კაბელასის" ვერცერთი ვერ მომერგო, კინაღამ ჩავიხრჩვი შიგ (მეორე დღეს მასეთში მომიწია წოლამ). პატარა ზომისაა. რუსების გაკეთებული უფრო განიერი და მოსახერხებელი იყო. მე და კარმენი თავისუფლად ვგრძნობდით თავს და ნანადირევსაც შიგ ვათავსებდით.

საქმეც იმაშია, რომ ბატები ფაქტიურად არ გამჩნევენ, რადგანაც არ რჩება ისეთი ღია ადგილები, როგორიც ორმოს ამოთხრის დროს რჩება.

ჩვენს შემთხვევაში, ბატის გუნდების უმრავლესობა (ალბათ 80-90%), პირველ დღეს, სასროლ მანძილამდე დავუშვით. მიუხედავად ამისა სროლას ვიწყებდით ისეთ მომენტში, როცა ფაქტიურად "თავზე გვაჯდებოდნენ" (10-20 მეტრის სიმაღლეზე).

ისე სიმართლე გითხრათ, ქვევით დაშვებისას, ბატებს რაღაც არ მოსწონდათ და ბოლო მომენტში ისევ ზევით უბერავდნენ. ჩვენი აზრით ეს ალბათ "ჩუჩელების", ან მუსიკის ბრალი იყო.

Link to post
Share on other sites

მაგარია კობა,გისიამოვნებია!!!!როგორც ყოველთვის,კი არ მშურს კაცო,მარა მეხარბებაა!!! :blush2::*

 

კი მამუკა, მაგრა ვისიამოვნე

Link to post
Share on other sites

მაგარია კობა ძალიან ჩემო ძმაო. ალეკსეის მოკითხვა სულით და გულით ჩემი და ოჯახის სახელით და საყვედური კიდევ პატარა რომ დამპირდა და არ ჩამოვიდა. იმედი მაქვს ზაფხულში გამოასწორებს.

Link to post
Share on other sites

 

ისე სიმართლე გითხრათ, ქვევით დაშვებისას, ბატებს რაღაც არ მოსწონდათ და ბოლო მომენტში ისევ ზევით უბერავდნენ. ჩვენი აზრით ეს ალბათ "ჩუჩელების", ან მუსიკის ბრალი იყო.

 

ელექტრომანოკი დაშვებულია თქვენთან?

Link to post
Share on other sites

კობა გაუმარჯოს,როგორ ხარ? :Laie_99:

 

ყოჩაღ თქვენ მშვენიერი საგაზაფხულო სეზონი გაქვთ,

 

აბა ჩვენთანაა სეზონები,შეგაზარებენ ვაიმონადირეები ყველაფერს,

 

უფრო და უფრო უკეთესი შედეგები დაგედოთ. :hi:

Link to post
Share on other sites

მაგარია კობა ძალიან ჩემო ძმაო. ალეკსეის მოკითხვა სულით და გულით ჩემი და ოჯახის სახელით და საყვედური კიდევ პატარა რომ დამპირდა და არ ჩამოვიდა. იმედი მაქვს ზაფხულში გამოასწორებს.

 

მოკითხვას გადავცემ. ბავშვი შეეძინა და კიდევ ერთი დიდი სიხარული აქვს, წინა შაბათ-კვირას ალეკsეის კურცჰაარი პირველი ხარისხის დიპლომით მინდვრის ჩემპიონი გახდა. შეჯიბრი გნოლზე ტარდებოდა.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

ელექტრომანოკი დაშვებულია თქვენთან?

 

ბელორუსეთში კი, რუსეთში არა.

 

მუსიკა ჩვენს შემოქმედებას დავარქვი. უფრო შესაფერისი სიტყვა ვერ გავიხსენე :karochera: ვერ ავაწყვეთ წესიერად მელოდიები. ვინ რას ყიოდა და ვინ რას :e025:

მე 4 საბერი "მანოკი" (არ ვიცი სწორად რა ქვია ქართულად) მქონდა და როცა მე ერთს ვუბერავდი (მაგალითად თეთრშუბლა ბატის ხმას), სხვები სხვას უბერავდნენ (მაგალითად, ღერღეტას) და ა.შ. ბატები შორიდან არ აქცევდნენ ამას დიდ ყურადღებას, მაგრამ როცა ახლოს იყვნენ ეტყობა ტყუილს ხმებში არჩევდნენ და ცდილობდნენ სასწრაფოდ მოშორებოდნენ ჩვენს ადგილს.

 

ამ საკითხში ერთობლივი ვარჯიშია საჭირო და მუსიკალური სმენის გაუმჯობესება. ამის დრო და საშუალება კი ჩვენ არ გვქონდა :(

Link to post
Share on other sites

კობა გაუმარჯოს,როგორ ხარ? :Laie_99:

 

ყოჩაღ თქვენ მშვენიერი საგაზაფხულო სეზონი გაქვთ,

 

აბა ჩვენთანაა სეზონები,შეგაზარებენ ვაიმონადირეები ყველაფერს,

 

უფრო და უფრო უკეთესი შედეგები დაგედოთ. :hi:

 

მადლობა სოსო, ვარ ნელ-ნელა.

შენ როგორა ხარ? :hi:

ვაიმონადირეები იქაც საკმარისია, მაგრამ დალოცვილ ბელორუსეთში თითქმის ყველა მინდორი დამუშავებულია (ე.ი. სავარგისია ფრინველ-ცხოველებისთვის საკვების საძებნად) და შეგიძლია ასეთები ახლოს არ მოუშვა(ყველა პოულობს ჩასასაფრებელ ადგილს).

როგორც ზევით ავღნიშნე, იქ სადაც ჩვენ ვნადირობდით სიმინდის მინდვრები იყო და ძან ბევრი სიმინდი იყო მინდვრებში დარჩენილი. ამ სიმინდით იკვებებოდნენ ბატებიც და იხვებიც. არაფერს ვამბობ სხვა ფრინველებზე და განსაკუთრებით ტახებზე, რომელთა ნაკვალევით გადათელილი იყო თიტქმის ყველა მინდორი

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

დიდი ხანია მინდოდა გამეგრძელებინა ეს თემა და თანაც შემევსო იმ სახის ნადირობებით, რაც ჯერ არ გამიშუქებია.

ვახოს დადებულმა ინფორმაციამ FB-ზე მაიძულა დამეჩქარებინა ეს პროცესი. თემა ეხებოდა საქართველოში მავნებელი ცხოველების, და კერძოდ მგლების, პოპულაციას და მათი ზედმეტი დაცვის მცდელობას, სახელმწიფო ორგანოების გარკვეული წევრების მიერ.

მოსმენილი სიუჟეტი, "შვლის ნუკრის ნაამბობის" არ იყოს, თვალებზე ცრემლს მოადენს საქმეში გაურკვეველ ნებისმიერ პიროვნებას, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა ზუსტად გაერკვეს რეალურ სიტუაციაში. მხედველობაში მყავს უბრალო მოქალაქეები, რომლებიც უმთავრესად ინფორმაციას ფლორა და ფაუნის შესახებ ტელეგადაცემებიდან ღებულობენ.

სიუჟეტში ხშირად იქნა ნახსენები, თუ რამდენ "სასარგებლო" საქმეს აკეთებს მგელი - თურმე ის ტყის სანიტარია, ანადგურებს ავადმყოფ და ამით ზიანის მომტან ცხოველებს, არეგულირებს მათ რაოდენობას, რითაც ნაკლები ზიანი ექმნის ფლორას...და ა.შ.

ჩემთვის ნათელია, რომ, ამის მადასტურებელი, ნადირობის მარეგულებელი სახელმწიფო ორგანოს წევრი ან საერთოდ არ არის ბუნებაში მგელთან შენახვედრი, ან სხვებს ასულელებს, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგანაც ნათელია, რომ, ნებისმიერ მტაცწბელ ცხოველს, მგელს კი განსაკუთრებით, ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

 

 

h-1359.jpg

 

გაგრძელება იქნება

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...