Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მყვირალობის პერიოდში უმთავრესად ინდივიდუალური ნადირობა მიმდინარეობს, ტროფეის მოპოვების მიზნით. ამ დროს მონადირეები ცდილობენ მოიტყუონ მამრი ცხენირმები სხვადასხვა ხერხით. უმთავრესად ხმის იმიტაციით (როგორც მამრის, ასევე მდედრის), ანდა დამტვრეული ტოტების შრიალით.

ინტერნეტში ბევრია ინფორმაცია ლოსებზე და ამ პერიოდში მათ მოქმედებაზე. ამიტომ არ მოგაბეზრებთ თავს ზედმეტი ინფორმაციით.

 

რუსეთში ცხენირემზე ნადირობის მეორე ეტაპი იწყება 1 ოქტომბერს და გრძელდება 31 დეკემბრამდე (წინათ 15 ნოემბრიდან 15 იანვრამდე გრძელდებოდა) და შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ე.წ. "ზაგონით". ამ პერიოდში უმთავრესად ნადირობა ტარდება კოლექტიურად, "ზაგონით" და სხვა და სხვა ჯიშის ძაღლების გამოყენებით. ეს საშუალებას აძლევს დიდი რაოდენობის მონადირეებს შანსს, ერთობლივად და თანაც შედარებით იაფად (ხარჯები იყოფა ნადირობის ყველა მონაწილეზე), წაინადირონ ლოსზე.

ასეთ ნადირობებში, ჩვენ, კლუბ "კურცჰაარის" წევრები, უმთავრესად ჩვენს ძაღლებს ვიყენებთ,მიუხედავად ამინდისა. ხშირად გვინადირია -20 გრადუს ტემპერატურაზე და უფრო ნაკლებზეც.

ისე მე, ცხოველებზე სანადიროდ ლაიკებიც მყავდა, მაგრამ მათ უფრო ინდივიდუალური ნადირობისთვის ვიყენებდი, თუმცა "ზაგონებშიაც" ხშირად მიუღიათ მონაწილეობა

 

i-2400.jpg

 

i-2403.jpg

 

i-2408.jpg

 

ამ სურათებში ჩანს ჩემი რუსულ-ევროპული მყეფარე (русско-европейская лайка), ჯეკი.

მშვენიერი ნერვიული სისტემის და ბრწყინვალე მუშა ძაღლი. სამწუხაროდ ჩემს ეგერს გაყოლია სოფელში და სანამ მაგ ჩერჩეტი მაღაზიაში იყო შესული, მოიპარეს. ვერაფრით ვერ ვიპოვნე

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
  • Replies 276
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

"ზაგონით" ნადირობა უმთავრესად შედეგიანია, რადგანაც ბევრი რაოდენობის მონადირე ღებულობს მონაწილეობას და ხშირად ბევრი ძაღლიც. ეს განსაკუთრებით ტოვლიან პერიოდს ეხება, როცა ნაკვალევების საფუძველზე ადვილად შეგიძლია დააფიქსირო, სად, ტყის რომელ მონაკვეთში იმყოფება ლოსი, ან ლოსების ჯგუფი. ამ მიზნით, მონადირეების გარკვეული ნაწილი (უმთავრესად ეგერები ან ნადირობის ორგანიზატორები, თუ კომერციული ნადირობა ტარდება), დაზვერვას აწარმოებს - გარშემო უვლის ტყის იმ მონაკვეთს, სადაც ცხოველების შემავალი ნაკვალევია და თუ გამოსასვლელი ნაკვალევი არაა, ყენდება ე.წ. "მსროლელთა ხაზი" (стрелковая линя) და "ზაგონშიკები". მსროლელებს აყენებენ ერთმანეთისგან 50-100 მეტრში (შაშხანებით ვინც არის უფრო შორს), ადგილმდებარეობის, მცენარეული საფარის და ასევე ქარის მიმართულების გათვალისწინებით (მათ მხარეს უნდა უბერავდეს). საპირისპირო მხრიდან, ერთმანეთისგან დაშორებით (50-100 მეტრით,თუ მონადირეების რაოდენობა იძლევა ამის შესაძლებლობას), ყვირილ-ხმაურით, ძაღლებთან ერთად, შედიან ზაგონშიკები და მიერეკებიან "მსროლელთა ხაზისკენ" ნადირს.

პირველი შეხედვით ვითომდა ცხოველს არა აქვს არავითარი შანსი გადარჩენის, მაგრამ სინამდვილეში ძან ხშირად ცხენირემი უვნებელი გამოდის ამ სიტუაციიდან. ამის უმთავრესი მიზეზი მონადირეების უდისციპლინეობაა, რომლებიც არღვევენ ინსტრუქტაჟს და ხშირად თავიანთი საქციელით თავიანთ თავს უკეთებენ დემასკირებას. ეს პირველ რიგში ეხება სასმელის მოყვარულ პირებს, რომლებიც ნადირობის წინა ღამეს (თავშეყრის დღეს), ან კიდევ ნადირობის წინ (სანამ ეგერები დასაზვერად არინ წასული) ასწრებენ სასურველი დოზის მიღებას და მეორე დღეს ან "სუშნიაკი" აწუხებთ, ან აუცილებლად უნდა მოშარდონ იქ, სადაც დგანან. ცხენირემს ძლიერ განვითარებული სმენა და ყნოსვა აქვს, ამიტომ ნებისმიერ ხმას ან სუნს ადვილად აფიქსირებს და ცდილობს იმ მხარეს თავი აარიდოს, საიდანაც ასეთი სუნი, ან ხმა მოდის. ასეთ შემთხვევაში ის დაჟე არ უფრთხის ზაგონშიკების ყვირილ-ხმაურს, ზუსტად ადგენს მათ შორის სივრცეს (სიგრძეს) და ან ადგილზე რჩება (თუ ძაღლები არ აწუხებენ), იმ მიზნით, რომ "გაატაროს" ზაგონშიკები, ანდა მათ შორის გადის და უკან ბრუნდება უვნებელი.

ამას ემატება კიდევ სროლის ხარისხი, რომელიც ტყის რთულ პირობებში(უმეტესად სივრცეში შეზღუდულ პირობებში), ხშირად ხდება ნადირის მოუპოვნებლობის საფუძველი. მონადირეების უმრავლესობას იშვიათად უწევს ტყვიის ხმარება, ყველა მიჩვეულია საფანტით ფრინველზე ნადირობას და ამიტომ ხშირად აცდენენ მიზანს ცხოველზე ნადირობისას.

მე, როცა თვითონ ვიყავი ორგანიზატორი ნადირობის (ეს ხშირად მომხდარა), შემოვიტანე წესად კოლექტივის მხოლოდ ნადირობის წინ, ადრე დილით შეკრება. ეს საშუალებას გვაძლევდა პირველ დღეს მაინც გვენადირა ნორმალურად :alfons:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

უნდა გითხრათ, რომ, ასეთი მონადირეების გამო ნანადირევის გარეშე დარჩენა ეს ყველაზე პატარა უბედურებაა. ხშირად მაგათ გამო, კოლექტიურ ნადირობებზე ხდება უბედური შემთხვევები მძიმე შედეგებით (ხანდისხან მსხვერპლითაც) :karochera:

 

არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენ ძალას და ენეგიას ახარჯავენ ეგერები და ზაგონშიკები, რომ გამოდენონ ნადირი მსროლელებისკენ. აქაური ტყეების უმრავლესობა ძნელად გასავლელი და უმეტესად დაჭაობებულიც არის.

ჩემი მაგალითიდან გამომდინარე (სურათებში დამაკვირდით), სანამ ზაგონში დავრბოდი გამხდარი და ტანწერწეტა ვიყავი :alfons:

 

i-2402.jpg

 

i-2404.jpg

 

i-2406.jpg

 

გაგრძელება იქნება...

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესო და ინფორმატიული პოსტები გაქვს კობა ! არა ვარ მონადირე ( ამ ჟამად) მაგრამ უდიდესი ინტერესით წავიკითხე ყველაფერი რაც ჩვენ ბიჭებსაც ძალიან დააინტერესებს.კარგი საქმეა კობა ! ყოჩაღ შენ ! :yes: :yes: :yes:

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

მეც არა ვარ მეთევზე ზურა, მაგრამ სათევზაოდ დავყვები მეგობრებს :friends: მითუმეტეს თუ იმ პერიოდში ნადირობაც გახსნილია. ისინი თევზაობენ, მე ვნადირობ. თუ ნადირობის სეზონი არაა გახსნილი მე მზარეულის და თამადის ფუნქციას ვასრულებ :nyam::alfons::drunk::drinks:

Link to post
Share on other sites

მეც არა ვარ მეთევზე ზურა, მაგრამ სათევზაოდ დავყვები მეგობრებს :friends: მითუმეტეს თუ იმ პერიოდში ნადირობაც გახსნილია. ისინი თევზაობენ, მე ვნადირობ. თუ ნადირობის სეზონი არაა გახსნილი მე მზარეულის და თამადის ფუნქციას ვასრულებ :nyam::alfons::drunk::drinks:

ძმა ხარ !....ნადირობა უმაგრესია.განსაკუთრებით რუსეთში.მიუხედავად უამრავი ბრაკონიერისა და კორუფციისა ყველგან და ყველა სტრუქტურაში რუსეთი მდიდარია ნადირ ფრინველით ჯერჯერობით.თან ტყეც ბევრი აქვთ....

Link to post
Share on other sites

როგორც ყოველთვის, უმდიდრესი და უმაგრესი რეპორტია.

მადლობა ჯიმა.

 

არაერთხელ მაქვს აღნიშნული, ბრადიაგებთან ერთად ცხოველზე წასვლა არის დროის გაცდენა და თანაც დიდი საფრთხის შემცველი.

 

რაღა და მაინცა და მაინც ნადირობის დროს უნდებათ დალევა მაგას ვერა ვხვდები.

 

ფასებმა გამაკვირვა, ძალიან ძვირი ყოფილა.

მე ხმა არა მაქვს ამოსაღები, 218$-ში ერთი იმდენი ადამიანს არ ვესროლო, თევზაობაც შედის და ფრინველზე და ცხოველზე ნადირობაც.

Link to post
Share on other sites

...............................................................................

 

რაღა და მაინცა და მაინც ნადირობის დროს უნდებათ დალევა მაგას ვერა ვხვდები.

 

...............................................................................

 

სხვა დროს ვინ დაალევინებს მაგათ გიო :alfons: ერთი სული აქვთ, როგორმე გამოიპარონ სახლიდან. მანქანიდან ჩამოსვლა არა აქვთ მოსწრებული და უკვე ჭიქა უჭირავთ ხელში, აბა სახლში, თუნდაც რაიმე დღესასწაულზე გაბედონ მასეთი...ტაფა და მისი ჯანი გარანტირებული აქვთ მეუღლეებისგან :e025::meeting: :meeting: :meeting: ამიტომ ცდილობენ დრო არ დაკარგონ და რაც შეიძლება მალე გაილეშონ :drunk: :drunk: :drunk:

Link to post
Share on other sites

..................................................................................................

 

არაერთხელ მაქვს აღნიშნული, ბრადიაგებთან ერთად ცხოველზე წასვლა არის დროის გაცდენა და თანაც დიდი საფრთხის შემცველი.

 

........................................................................................................

 

მე რამოდენიმე წელი დამჭირდა, რომ გამეგო მაგათი ყველაფერი და პირველ რიგში ზუსტამ ამიტომ ავიყვანე ძაღლი. სიმოვნებისთვის უმთავრესად მარტო (ჩემს ძაღლებთან ერთად), ან ახლო ხალხთან ერთად დავდივარ სანადიროდ. ესენი რაღაც შემოსავლის წყარო იყო, როცა ჩემი სანადირო სავარგულები მქონდა.

Link to post
Share on other sites

ადრე დავწერე ჯიმა, გარეულ ღორზე წავყევი თანამშრომელს.

მეუბნეოდა ოხრად არიან იქ და პირიქით მოხარული იქნებიან ფერმერები, თუ მაგ ცხოველებს მოვაშორებთო.

ჯერ ერთი რომ 800 კილომეტრი გავიარე, მეორეა და იანვარია, დამცვივდა ყურები ისეთი ყინვაა.

ბიჯო, ვამოწმებ და ნაკვალევი ვერ ვნახე.

ეს დედადანგრეული კიდევ გაუჩერებლად სვავს.

ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ადამიანს თუ შეეძლო ამდენი ვისკის დალევა.

მეთქი არ მომიკვდეს, ჩავტენე მანქანაში და წამოვათრიე უკან.

 

გასუდრული იყო უკვე, ცოტაც და ეგა და მიქელა ხელი-ხელ გადახვეულები გაუყვებოდნენ ჯოჯოხეთის გზას.

 

ამიტომ დავხეტიალობ მარტო.

 

რატომ სვავენ თავდაუზოგავად, მაინც ვერა ვხვდები მაგას.

Link to post
Share on other sites

............................................................................

ეს დედადანგრეული კიდევ გაუჩერებლად სვავს.

ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ადამიანს თუ შეეძლო ამდენი ვისკის დალევა.

მეთქი არ მომიკვდეს, ჩავტენე მანქანაში და წამოვათრიე უკან.

 

გასუდრული იყო უკვე, ცოტაც და ეგა და მიქელა ხელი-ხელ გადახვეულები გაუყვებოდნენ ჯოჯოხეთის გზას.

 

................................................................................................................

 

გასუდრული თუ იყო, მაგი სამკურნალოდ წამოსულა. რას ერჩი :e025:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...

გავაგრძელებ ცოტას ცხენირემზე, სანამ ნადირობის სეზონი დახურულია ყველგან...

 

როგორც ვახტანგისთან კანადაში, ასევე რუსეთშიც, ლოსზე ხშირად ნადირობენ კოშკებიდან და სპეციალურ საფარავებიდან. ასეთ საფარავებს უმთავრესად ისეთ ადგილებში აშენებენ (აყენებენ), სადაც ცხენირმები ხშირად გამოდიან. ეს უმთავრესად ბუნებრივად მარილგამჟონე ადგილებია, ან ხელოვნურად შექმნილი (სადაც მარილს სპეციალურად ტოვებენ). ამისათვის დავარდნილ ხეებში, ხშირად კი სპეციალურად გადაჭრილში (რომ ზამთარში ლოსებს ქერქი საკვებადაც გამოადგეთ), აკეთებენ ღრმა ამონაჭერს, სადაც ათავსებენ მარილის. დროის განმავლობაში, წვიმისგან და თოვლისგან მარილი დნება, ხე მისგან იჟღინთება და დიდხანს რჩება სხვადასხვა ცხოველებისთვისაც თავშეყრის ადგილად.

მე სამარილე ადგილები ბევრი მაქვს გაკეთებული როგორც ცხენირმებისთვის, ასევე შველისთვისაც (ირმები ჩვენთან არაა), მაგრამ არასდროს არ მინადირია ე.წ. "ლაბაზიდან" ამ ცხოველებზე, რადგანაც მათ ასეთ ადგილებში არავითარი შანსი არ რჩებათ გადარჩენის.

Link to post
Share on other sites

გავაგრძელებ ცოტას ცხენირემზე, სანამ ნადირობის სეზონი დახურულია ყველგან...

 

როგორც ვახტანგისთან კანადაში, ასევე რუსეთშიც, ლოსზე ხშირად ნადირობენ კოშკებიდან და სპეციალურ საფარავებიდან. ასეთ საფარავებს უმთავრესად ისეთ ადგილებში აშენებენ (აყენებენ), სადაც ცხენირმები ხშირად გამოდიან. ეს უმთავრესად ბუნებრივად მარილგამჟონე ადგილებია, ან ხელოვნურად შექმნილი (სადაც მარილს სპეციალურად ტოვებენ). ამისათვის დავარდნილ ხეებში, ხშირად კი სპეციალურად გადაჭრილში (რომ ზამთარში ლოსებს ქერქი საკვებადაც გამოადგეთ), აკეთებენ ღრმა ამონაჭერს, სადაც ათავსებენ მარილის. დროის განმავლობაში, წვიმისგან და თოვლისგან მარილი დნება, ხე მისგან იჟღინთება და დიდხანს რჩება სხვადასხვა ცხოველებისთვისაც თავშეყრის ადგილად.

მე სამარილე ადგილები ბევრი მაქვს გაკეთებული როგორც ცხენირმებისთვის, ასევე შველისთვისაც (ირმები ჩვენთან არაა), მაგრამ არასდროს არ მინადირია ე.წ. "ლაბაზიდან" ამ ცხოველებზე, რადგანაც მათ ასეთ ადგილებში თითქმის არავითარი შანსი არ რჩებათ გადარჩენის და ამიტომაც ასეთ ნადირობას ჩემთვის სპორტიული ინტერესი ეკარგება. მიპარვით კი ბატონო....თუ შესძელი უხმაუროდ მიეპარო სასროლ მანძილზე, შეგიძლია იამაყო

 

i-2405.jpg

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

როგორც უკვე ავღნიშნე, რუსეთში ლოსზე უმთავრესად კოლექტიურად ნადირობენ. ნადავლიც კოლექტივზე ნაწილდება.

 

i-2391.jpg

 

i-2388.jpg

 

i-2387.jpg

 

i-1355.jpg

Link to post
Share on other sites

ნანადირევის გატყავება - გაშიგვნის პროცესში დგება ჩემთვის დამსწრე მონადირეების შეფასების "момент истины". ამ დროს აშკარად ჩანს ვინ რას წარმოადგენს. შეიძლება შენ არ იყო "პროფესიონალი" მონადირე, მშვენიერი მსროლელი ან დაუღლელი გამომრეკი, მაგრამ თუ ამ პროცესში ხელის დასვრა გეზარება და შორიდან უყურებ სხვები როგორ შრომობენ, კაპეკია შენი ფასი, როგორც მონადირის. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის მასეა. ჩემს ორგანიზებულ ნადირობებში მასეთი პიროვნებები მეორედ იშვიათად თუ ღებულობდნენ მონაწილეობას.

ჩემთვის, ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იქცევა დამსწრე მონადირე ნანადირევის დანაწილების შემდეგ. მონადირეების ნაწილი, ნანადირევის წილის მიღების შემდეგ, ათასი საბაბით ცდილობს სახლში გაიქცეს. ვიღაცას სიდედრის დაბადების დღე ახსენდება, ვიღაცას მეზობლის და ა.შ. ასეთი ხალხი შემდგომში იშვიათად ხვდება ჩემთან. ნადირობის პროცესი ლოგიკური შედეგით უნდა დამთავრდეს :drunk::drinks::Laie_99:

 

i-2384.jpg

 

i-2382.jpg

 

i-2399.jpg

 

i-2203.jpg

 

i-2190.jpg

 

i-2173.jpg

 

i-2084.jpg

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ცოტას დავუმატებ და მერე გადავალ სხვა სახეობებზე

 

i-1395.jpg

 

ეგენი ავსტრიელები არიან. ერთ-ერთ მათგანთან (მარცხნიდან მესამედ რომ დგას) მქონდა კავშირი და ყოველ წელს ჩამოყავდა ჩემთან მონადირეები

 

i-1394.jpg

 

აქ კი ვოლოგდის ოლქში ვართ

 

i-2182.jpg

 

i-2164.jpg

 

i-2171.jpg

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ბოლო ლოსი ჩემი ნასროლით დაიჭრა და 3 საათზე მეტს დაბოდიალობდა. რომ მირბოდა ისე მექნა სასროლი და ცოტა უკან და ქვევით მოხვდა. არ უშავს, მთავარია არ დავკარგეთ. იმ დღეს კიდევ 2 დაიჭრა, ერთი ეტყობა სუსტად, რადგანაც საბოლოოდ გაგვექცა, მეორე, მეორე დღეს ვიპოვეთ, უკვე მკვდარი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...