Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 127
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გუშინ ჩემ ფერმაში ვისროლე ჩემი ტიკა (აბკატკას ვუტარებდი მანამდე) თავის ფასში კარგი იარააღია. ვისროლე 100მ და 200მ.მეტი ვერ მოვახერხე სტუმრები მყავდა და გადავყევი იმათი თოფების სწორებას.ისე რემ 700 300ვინ მაგს და 30.06 ორივეს აჯობა სიზუსტით. მიუხედავთ იმისა რომ ამ ორს მარკ 4 სერიოზული სკოპები ეყენა.

d7999771d82f.jpg

2cc223aa3dc9.jpg

f0aef3c7a52e.jpg

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

გასწორების შემგდეგ.

 

0604ab6f7d5d.jpg

 

100 მეტრი 3 ვაზნა 167 გრანიანი ლაპუა.308

 

953f63d6fff3.jpg

 

ინტერესისთვის შევადარე -100 მეტრი 3 ვაზნა ჰორნადი 168გრანიანი (წითელთავიანი)308

 

 

პს. სურათების დადება აქ მე მიჭირს მარტო თუ გლობალური პრობლემააა:???? :scratchchin:

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

მაგარ ინტერესში ჩამაგდე ნიკა.

 

ადრე მაქვს ღერძზე მოპროწიალე "ზაიჩიკის" სამიზნე გახვრეტილი ორივე ხრახნულიდან, AK-47- დან და SAVAGE 111-დან.

კალაშა ვესროლე სადღაც 90-აათ მეტრში და ჩემდა იღბლად მოვარტყი, სევიჯი დაახლოებით 130-ათ მეტრში დავუშვი ოპტიკით და იმანაც გრიალით გაიარა.

 

უნდა მოვძებნო ის სამიზნე, სადღაც მაქვს შეტენილი, ორივეს ნახვრეტი ზედა აქვს.

 

 

პ.ს. ალბათ ერთ კვირაში უნდა მომივიდეს ახალი თოფისთვის "ჩეკი", რაღაცეები მივასუხარე. :e025:

წასვლას ვაპირებ მეგობრის ტყეში მის გამოსაცდელად, მომიწევს ვიდეოების გადაღება.

 

დანარჩენი მერე, წინასწარ არ ვიცი, რა და როგორ იქნება.

Link to post
Share on other sites

ელჩი

გიო მანდ რა ღირს კოდალა? (ტიკა) :d030: და შტატებში რომელს ანიჭებენ უპირატესობას?ამას თუ რემმკას?

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

ელჩი

გიო მანდ რა ღირს კოდალა? (ტიკა) :d030: და შტატებში რომელს ანიჭებენ უპირატესობას?ამას თუ რემმკას?

 

რა პრობლემაა??

გაგიგებ ფასს, ჩემი თავი გენაცვალოს.

 

"რემებზე" ამათ აუგი რომ უთხრა, საშვილიშვილოდ გადაგეკიდებიან.

ნუ, "გართულება" აქვთ თავისი ქვეყნის გამოშვებულ იარაღზე, ვერც გაამტყუნებ, "ბომბაოზების" დათრევა შეიძლება, თუ ამერიკის მოქალაქის პასპორტი გიდევს ჯიბეში.

 

უკვე მეხათრება ხალხისა, ნამეტანი მომდის ნიკა, PM-ზე მოგწერ დეტალებს. :karochera:

 

ვაზნების ლინკიც გამზადებული მქონდა შენთვის და შთანთქა სიბნელემ./დენი წავიდა, გამეთიშა კომპი და დაიკარგა მოგროვილი ინფო./

ადრე მკითხე მძიმე ხრახნებისთვის ტყვიების ფასები და დავიწყება არ ვიცი მიცემულ პირობაზე.

ავკრიბე ლინკები, მოვამზადე ტექსტი და მერე ჰაიდა, გაქრა ყველაფერი, დავბრუნდი პირველ გვერდზე.

სკაიპზე გამოგიზავნი ახალ ლინკებს, მაგრამ მაგ ფასებთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს ისეთ მაღაზიებში, სადაც შეწუხებული მყავს დამლაგებლიდან დაწყებული, პატრონით დამთავრებული ყველა. :d030: :d030:

 

დასანახად ვერ მიტანენ ბიჯო. :d030: :d030: :d030:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

კომპიუტერი აგრძელებს სამყაროს ცვლილებას

 

პროგრამული უზრუნველყოფის ტეხასელმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს სნაიპერული შაშხანა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

მწარმოებლის განცხადებით იარაღს შეუძლია უზუსტესი გასროლის წარმოება ადამიანის მინიმალური მონაწილეობით. ზუსტი გასროლა შეუძლია აწარმოოს ადამიანმა, რომელსაც ამის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია(!!!), გასროლა მოიტანს იმავე შედეგს, რასაც სხვა იარაღის შემთხვევაში მიაღწევს პროფესიონალი სნაიპერი მეწყვილესთან ერთად.

კომპანია TrackingPoint-მა შაშხანა "Precision Guided Firearms" აღჭურვა უნიკალური პროგრამით, რომელიც გაიანგარიშებს ყველა შესწორებას და პირობას შორს სასროლად. მსროლელის ფუნქცია მინიმალურია: მხოლოდ დააწვეს სასხლეტ კავს, როცა კომპიუტერი ნიშანს მისცემს...

იარაღთან ერთად კომპლექტში შედის ოპტიკა ინტეგრირებული ლაზერული სამიზნით iPad-mini პროგრამული უზრუნველყოფით "TrackingPoint". აგრეთვე ავტომატური მარეგულირებლი "XactSystem", რომელიც აკონტროლებს მოძრავ სამიზნეს და აწვდის სიგნალს, როცა საჭოროა სასხლეტის გამოკვრა.

ამ სისტემის ფასი აშშ-ში იწყება 22500 დოლარიდან.

Precision Guided Firearms-ს უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები როგორც პროფესიონალი სნაიპერების რიგებში, ასევე პოლიტიკოსებშიც_ ასეთი ზუსტი იარაღი კრიმინალური სამყაროს ხელში?!!!

სკეპტიკოსებს მწარმოებლებმა უკვე უპასუხეს: პროგრამას დაუყენეს ხმოვანი პაროლი, რომელიც მხოლოდ ერთ მომხმარებელს მოემსახურება...

შაშხანა უკვე გამოვიდა ამერიკის ბაზარზე.

 

 

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 7 months later...
  • 3 months later...

მეზობელმა მონადირემ, შარშანწინ, დაახლოებით 500 მეტრში, ერთი გასროლით ELK-ი დადო.

 

ისროლა რემინგთონ სერია 770-ი, 3008 კალიბრით.

 

ძალიან იშვიათია ასეთ მანძილზე ნადირობა, მას გაუმართლა.

Link to post
Share on other sites

დავამატებ რამოდენიმე სიტყვას.

 

შორ მანძილზე სროლა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს მონადირესაგან, თუ დარწმუნებული არ ხარ, 90% გააფუჭებ ნადირს.

 

ამიტომ ისეთ სკოპებს/ოპტიკას/ ვირჩევ, რომელიც მაქსიმუმ 100-150 მეტრში "დამიხატავს" მიზანს.

 

მქონდა სვაროვსკის ოპტიკა, რომელიც ქაჩავდა კილომეტრზე მეტს.

 

ნუ ვერ გამოვიყენე და ალბათ იმიტომაც დააზიანეს გოგოებმა, დაუვარდათ თოფი და წინა ლუპა გატყდა.

 

არ იყო საჭირო ჩემს სიტუაციაში ასეთი ოპტიკა.

 

ოპტიკა-3X9X40- ვფიქრობ რომ იდეალურია საქართველოს პირობებში.

კალიბრი WIN270, ან 3008 ყველაზე უკეთესია ჩემის აზრით.

 

ერთია კიდევ, 270-ით მეტ მიზანს მოარტყავთ, მაგრამ 3008-ით ნაკლები გექნებათ მიზანში მორტყმის შედეგი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

გიო, გეთანხმები ოპტიკის შუალედის მხრივ, თუმცა ერთს დავამატებ, 3X9 არ მომწონს, 2,5-10X40 მქონდა და მაგრად დავამუღამე გამოთვლები, დამრგვალებული და ადვილად საანგარიშო ოპ.ზუმის მქონე სამიზნეები მომწონს. შორ მანძილზე სროლა მარტო ნადირობას ხომ არ მოიცავს, დღეისთვის ვარმინტინგი ძალიან პროგრესირებადი სპორტია და ამ მხრივაც უნდა მივუდგეთ. რომ დაიხვეწები კაცი სროლაში, მერე სანადიროდაც გაგიწევს გული. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი 5-20(25;30)X50 სამიზნეს, მილ დოტის სამიზნე ბადით.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

ქევხო

 

ვნახე ტექნიკური მახასიათებლები და 2,3კმ ბევრია ძმაო.

 

არა მგონია მაგ დისტანციაზე იმუშაოს სნაიპერმა, კაცისხელა მიზანს 98% გამაზავს.

Link to post
Share on other sites

2009 წელს ბრიტანელმა სნაიპერმა Craig Harrison-მა 2475 მეტრზე მოკლა თალიბანის მეტყვიამფრქვევე ავღანეთში L115A3 შაშხანიდან,338 Lapua Magnum.

Link to post
Share on other sites

2009 წელს ბრიტანელმა სნაიპერმა Craig Harrison-მა 2475 მეტრზე მოკლა თალიბანის მეტყვიამფრქვევე ავღანეთში L115A3 შაშხანიდან,338 Lapua Magnum.

 

ეგ იმ 2%-ს ეკუთვნის, რომელიც სნაიპერებს დავუტოვე.

 

 

აჩი, შენთან არ მქონია პირადი საუბარი, ლევანთან მოვახერხე რამოდენიმეჯერ დალაპარაკება, მაგან იცის რა გავიარე.

 

იმ ხნის კაცი ხარ, გეხსომება აუცილებლად, ჩემი თაობის ხალხს ჰქონდა "ორი" პასპორტი, ერთი იყო სამოქალაქო, მეორე სამხედრო ბილეთი.

იმ სამხედრო ბილეთში გეწერა ყველაფერი.

მე მიწერია სნაიპერი და ნაღმის მპოვნელი./"განმნაღმველი" არ მგონია სწორი სიტყვა იყვეს./

მისვრია სადღაც 1,5კმ-ში, მაგრამ მაგ დისტანციაზე, რაც შენმა სეხნიამ მოგვაწოდა, თითქმის შეუძლებელია მიზანის აღება.

თავად დაუფიქრდი, ოდნავი, სულ მცირედი სუნთქვის შენელება-აჩქარება, მაგ სიშორეზე მინიმუმ 10-15 მეტრის აცილებას მოიტანს.

 

თან თუ ადამიანს ესვრი, მერეა საქმე გლახათ.

სისხლი გაყინული უნდა გქონდეს იმ წამებში.

უნდა დაივიწყო ყველაფერი წამიერად.

ეს ძალიან ძნელია.

Link to post
Share on other sites

თავისთავად ძალიან ძნელია გიო, მასეთი გასროლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია რომ ასეთი გასროლა მოხდა.

Link to post
Share on other sites

მაგ იარაღს უწერია 2 კმ-მდე, რა ძალაა მიდი ცოტა ახლო რა :) მე უბრალოდ თვითონ იარაღი მომეწონა, თორემ როგორც ვიცი სანაიპერის გარანტირებული სამუშაო მანძილი 300 მეტრია.

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

გამოსადეგი რამაა

პირველი უფასო, მეორე ფასიანი.

https://play.google.com/store/apps/details?id=si.milsistemika.ballistic.lite&hl=en

 

https://play.google.com/store/apps/details?id=si.milsistemika.ballistic.pro&hl=en

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...