Jump to content
Club-Monadire.Ge

გლუვლულიანი იარაღის მოვლა

Recommended Posts

იარაღის წმენდა საკმაოდ შრომატევადი საქმეა... ახლა წარმოიდგინეთ, რომ გასაწმენდი იყოს ერთდროულად 100 ან 200 ერთეული იარაღი (სტენდები, სპეციალური დანიშნულების სადგურები, იარაღის საწარმოები და ა.შ.). თან არცერთი დეტალი და ნაწილი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე...

კომპანია L&R Industries-მა გამოუშვა იარაღის ულტრატალღოვანი საწმენდი სისტემა LE-250 Ultrasonic Cleaner, რომელიც დაფუძნებულია ტექნოლოგია CA2-ზე.

კომპანია ულტრატალღოვანი წმენდის პიონერია, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი სისტემის(მოწყობილობის) მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი(სანადირო ან საბრძოლო) იარაღის წმენდა(შიგა-გარე ზედაპირები და ყველა დეტალი). წმენდის შემდგომ სრულად იხსნება ნამწვი(დენთისა და ზეთის), ტყვიისა და სპილენძის ნაგლესი, ჟანგი, მტვერი და ჭუჭყი.

შესაზეთად ცალკე რეზერვუარია გათვალისწინებული და ამ ციკლს სულ რამდენიმე წუთი აგვიანდება.

აღნიშნული მოწყობილობა აღიარებულია ზაუერის, სმიტი და ვესონის, ჰეკლერ კოხის, ბერეტასა და სახვა კომპანიების მიერ.

872442b046fb.jpg

Edited by BROWNING
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 153
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 1 month later...

BALISTOL OIL - ეს ზეთი მირჩიენ მაღაზიაში, როგორ ნეიტრალური საწმენდი.

აქ წავიკითხე, რომ BALISTOL-ი ნხევრად ნეიტრალური ზეთებია და ხომარ ცდებიან მაღაზიაში ნეტა?wx049.jpg

Edited by დავითა
Link to post
Share on other sites

BALISTOL OIL - ეს ზეთი მირჩიენ მაღაზიაში, როგორ ნეიტრალური საწმენდი.

აქ წავიკითხე, რომ BALISTOL-ი ნხევრად ნეიტრალური ზეთებია და ხომარ ცდებიან მაღაზიაში ნეტა?wx049.jpg

იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ, შეიძლება თუ არა ამ ზეთის ხმარება ლულის გარედან?

Link to post
Share on other sites

კი,ოღონდ,საკონსერვაციო არაა,მე ზევიდან გადაუსვამ ხოლმე და მერე ვწმინდავ,საკონსერვაციოდ Gunex2000მირჩიეს და უნდა ვიყიდო.

Link to post
Share on other sites

ეს ჩემი საწმენდი საშვალებები გლუვ და ხრახლულიანებისთვის ;)

26fc49ac8d81.jpg

საკონსევაციო ზეთებში ამ ზეთს ორი ხელით გავუწევ რეკომენდაციას

a83cb031a1b7.jpg

ამ ავეჯის საწმენდით ვწმენდ კონდახებს, აპრიალებს და იცავს ნაკაწრებისგან

6bf6d2605fb4.jpg

ისე ბოლო ორი წელია გლუვებს ამ ჭურჭლის სახეხებით ვაშორებ ტყვიის ნარჩენებს რას იტყვით ხომ არ ვაშავებ რამეს>? :scratchchin:

63f808df0030.jpg

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

სარკესავით გაწკრიალებულ ლულაში რომ არ გავატარებ მაგ სახეხს, ეგ ნაღდი ვიცი.

ლულას თუ ნიჟარები აქვს, მაშინ "მოჟნა".

Link to post
Share on other sites

სარკესავით გაწკრიალებულ ლულაში რომ არ გავატარებ მაგ სახეხს, ეგ ნაღდი ვიცი.

ლულას თუ ნიჟარები აქვს, მაშინ "მოჟნა".

არა გიო,ტყვიის ნაგლესი როცა აქვს მშვენივრად ასეფთავებს.პლიუს მაგას სახეხები რაც აქ იყიდება იმაზე გაცილებით რბილია და გაცილებით ნაკლებათ აზიანებს ლულას.

Link to post
Share on other sites

ეგ ნაღდად არ ვიცი როგორი ნაზი და ფაფუკია, მაგრამ რაც აქ იყიდება, იმის ლულაზე კი არა, საერთოდ თოფზე მიკარება არა ღირს, მიმიქარავს 60 ნომერი "შკურკა".

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ვინმე მეტყვით ჯერ თოფი გასროლილი არ არის მაგნუმიდან გამოვიტანე და ჯერ ზეთი რამე წავუსვა იქნებ ვინმემ დამეხმაროს

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ვინმე მეტყვით ჯერ თოფი გასროლილი არ არის მაგნუმიდან გამოვიტანე და ჯერ ზეთი რამე წავუსვა იქნებ ვინმემ დამეხმაროს

პირველ რიგში გილოცავ იარაღის შეძენას, ბარაქიანი ნადავლი მოგაპოვებინოს.

როგორც ვატყობ, დახმარება მართლა გჭირდებათ.

წაკითხული გაქვთ უსაფრთხოების თემა და კიდევ ერთხელ თუ გადაავლებდით თვალს, თქვენთვის უკეთესი იქნება.

რაც შეეხება მაგ თოფს, ლეგალური გზით ნაყიდ ნებისმიერ იარაღს ტესტირება გავლილი აქვს.

მოგეხსენებათ ამჟამად ნადირობის სეზონი დახურულია.

მესმის, გაქვთ სურვილი გამოსცადოთ თქვენი ახალი მეგობარი.

ცოცხალ არსებას არ ესროლოთ, ძალიან ადვილია საკუთარი ხელით დაამზადოთ სამიზნე და უსაფრთხო ადგილზე გამოსცადოთ.

არ უნდა ეხლა მაგ თოფს არავითარი დაზეთვა და ა.შ.

მაგრან რეკომენდირებულია გამოიყენოთ ისეთი ვაზნები, რომლებიც მაგ მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს შეესაბამებიან.

დასაწყისისთვის არ გირჩევდით ხელნაკეთ ვაზნებს, ქარხნულებით დაიწყეთ.

გამოცდის შემდეგ კი გაასუფთავეთ, გაწმინდეთ იარაღი და საიმედო ადგილი მიუჩინეთ.

მოგიწევთ ბევრი თეორიული ლიტერატურის წაკითხვაც, პრაქტიკაში გამოგადგებათ და თქვენც ბევრ დროს დაზოგავთ ნადირობისას და თქვენს გარშემო მყოფი მონადირეებიც უსაფრთხოდ იქნებიან.

კეთილი სურვილებით, გიორგი-ელჩი. :hi:

Link to post
Share on other sites

და კიდევ ერთი,სეზონი დახურულია.მაინც შესანახია თოფი.და ეგ თოფი ქარხნულად კონსერვირებული იქნება,და შესანახად მასევე კარგია.

Link to post
Share on other sites

გარედან, რომ ჟანგის წერტილები უჩნდება როგორ უნდა ამოვაშოროთ ისე, რომ რკინა არ გაიხეხოს და ფერი არ გადაუვიდეს?

Link to post
Share on other sites

ჩემსასაც მასე აქ და ვერ მოვაშორე.ვერც ზეთით,ვერც ავიაციონნი ნავტით.რუსულ ფორუმზე წავიკითხე წყალგამოღებული უბრალო ნავთის აბაზანაში უნდა დატოვო ერთი დღე მაინც,მაგრამ უბრალო ნავთი არსად არ იშოვება.არც თბილისში.არც ბათუმში ნეფტობაზაშიც არააქვთ.

Link to post
Share on other sites

ცოტა უხეში ჯაგრისით ვსინჯე ერთ ადგილზე, კი ამოვაშორე ჯანგის წერტილები, მაგრამ სიშავეც თან გავაყოლე :karochera:

Link to post
Share on other sites

პირველ რიგში გილოცავ იარაღის შეძენას, ბარაქიანი ნადავლი მოგაპოვებინოს.

როგორც ვატყობ, დახმარება მართლა გჭირდებათ.

წაკითხული გაქვთ უსაფრთხოების თემა და კიდევ ერთხელ თუ გადაავლებდით თვალს, თქვენთვის უკეთესი იქნება.

რაც შეეხება მაგ თოფს, ლეგალური გზით ნაყიდ ნებისმიერ იარაღს ტესტირება გავლილი აქვს.

მოგეხსენებათ ამჟამად ნადირობის სეზონი დახურულია.

მესმის, გაქვთ სურვილი გამოსცადოთ თქვენი ახალი მეგობარი.

ცოცხალ არსებას არ ესროლოთ, ძალიან ადვილია საკუთარი ხელით დაამზადოთ სამიზნე და უსაფრთხო ადგილზე გამოსცადოთ.

არ უნდა ეხლა მაგ თოფს არავითარი დაზეთვა და ა.შ.

მაგრან რეკომენდირებულია გამოიყენოთ ისეთი ვაზნები, რომლებიც მაგ მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებს შეესაბამებიან.

დასაწყისისთვის არ გირჩევდით ხელნაკეთ ვაზნებს, ქარხნულებით დაიწყეთ.

გამოცდის შემდეგ კი გაასუფთავეთ, გაწმინდეთ იარაღი და საიმედო ადგილი მიუჩინეთ.

მოგიწევთ ბევრი თეორიული ლიტერატურის წაკითხვაც, პრაქტიკაში გამოგადგებათ და თქვენც ბევრ დროს დაზოგავთ ნადირობისას და თქვენს გარშემო მყოფი მონადირეებიც უსაფრთხოდ იქნებიან.

კეთილი სურვილებით, გიორგი-ელჩი. :hi:

დიდი მადლობა ძალიან კარგი ადამიანი ხართ

Link to post
Share on other sites

ჩემსასაც მასე აქ და ვერ მოვაშორე.ვერც ზეთით,ვერც ავიაციონნი ნავტით.რუსულ ფორუმზე წავიკითხე წყალგამოღებული უბრალო ნავთის აბაზანაში უნდა დატოვო ერთი დღე მაინც,მაგრამ უბრალო ნავთი არსად არ იშოვება.არც თბილისში.არც ბათუმში ნეფტობაზაშიც არააქვთ.

გაუწყლოვებულ ნავთზე ბევრად უკეთესი შედეგის მომცემია

ვდ-40

Link to post
Share on other sites

ისე ბოლო ორი წელია გლუვებს ამ ჭურჭლის სახეხებით ვაშორებ ტყვიის ნარჩენებს რას იტყვით ხომ არ ვაშავებ რამეს?

არა

ძველი აპრობირებული მეთოდია :)

Link to post
Share on other sites

გაუწყლოვებულ ნავთზე ბევრად უკეთესი შედეგის მომცემია

ვდ-40

ვიყიდე და ვერ მოვაშორე.როგორ ააქვს იცი.აი ლულის ბოლოში მზეზე რომ დახედავ ნანემსარივით მოწითალო წერტილები.იჟია 26.უბრალოდ მაგარი შენახული.გაკრიალებული ლულებით შიგნიდან,ეს ჟანგის წერტილებიც ვისგანაც დავითრიე იმის ბრალი იყო.თოფი გაუწმენდელ დაუზეთავი ქონდა ჩიხოლში შენახული წლობით.ერთადერთი თუ გაიწმინდება შემდგომი ვარანენიით,ხოდა დავანებე თავი.უფრო არ გავაფუჭო მეთქი

ეგეტ შემთხვევაში ლულები იხეხება ძალიან წვრილი ზუმფარით და კეთდება ხელახლა ოქსიდირება

ჯდება 50-დან 200 ლარამდე გააჩნია რა ხარისხით და ვისთნ აკეთებ.

Link to post
Share on other sites

ეგეტ შემთხვევაში ლულები იხეხება ძალიან წვრილი ზუმფარით და კეთდება ხელახლა ოქსიდირება

ჯდება 50-დან 200 ლარამდე გააჩნია რა ხარისხით და ვისთნ აკეთებ.

რაარის იცი გაახლებისთვის მაგ ფულსაც არ დავინანებდი,მაინც გულზე მესობა რომ ვიცი ეს წერტილები,მაგრამ აქ ვინ როგორ აკეთებს ვერ გავიგე.ერთი საბურთალოზეა,მაგრამ ვერავინ ვნახე რომ ვკითხო,ვინც გააკეთა.საშაც აკეთებდაო,პროსტო მინდა დარწმუნებული ვიყო რომ ახალი ვარანენიე რამოდენიმე წლიანი არ იქნება,არამედ იქნება ხარისხიანი,ამიტომ ვიკავებ ჯერ თავს.ხომ იცი რა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

როცა გადაწყვეტ მიგყვები ერთ კაი ადამიანთან.უძლერესად აკეთებს.მე მაქვს მისი გაკეთებული არაერთი თოფი ნანახი.აკეთებს 2 ნაირ ოქსიდირებას მატოვს და პრიალას.150 ლარი უნდა მაგ სიამოვნებას

Link to post
Share on other sites

ათ წელზე მეტია, რაც ვინჩესტერის პნევმატიკა მაქვს.

ეს ბოლო ორი წელია მაგის მოვლას ვერ ავუდივარ.

ადრეც გვქონდა საუბარი ჟანგის გაცლაზე.

იგივე ვინჩესტერის სანადირო-სატყავებელი დანა მაქვს, ნაღდი ორიგინალია, ორივე აქ არიან გამოშვებულები.

ყოველი ხმარებისას, თუ გულდასმით არ გავწმინდე, ერთ კვირაში მუქი ყავისფერი ლაქები უჩნდებათ.

ათასი "ხარახურა" მაქვს, მაგრამ ამათ შემაღონეს უკვე. :dato:

WD 40-ს მაინც ვერ მივცემდი სრულ რეკომენდაციას, ისე ვერ ქაჩავს ბოლომდე, როგორ შედეგსაც ველოდებით.

HOPPE'S 9 ნომერ საწმენდ საშუალებებს ნაღდად გირჩევდით, მაგრამ ორი სითხეა მაგ კომპლექტში.

ლუბრიკანტი და სოლვენტია პაკეტში, შავ ბალონში რომელიც არის, ლულაში არ მიაკაროთ, ძალიან ძლიერი ქიმიკალია.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...