Jump to content
Club-Monadire.Ge

სპორტული სპინინგი საქართველოში


Recommended Posts

აი ასეთი ტყვინის კიბო რატო გამოერევა ყველკგან გუშინ მერე აღფოთებული ვარ აქ კლუბის ბიჭებმა რო თევზი გაუშვეს თბილისის ზღვაში და აკვარიუმოლოგმა რო დაუწუნა საქციელი. თუ მაგდენია 1 კიარა თითოს 10 მაინც დაეჭირა

გიგა მე მესმის შენი მაგრამ ვერ დაგეტანხმები და აი რაში.ტურნირი და ვარჯიში სათევზაო სპორტში სულ სხვა და სხვა მაჩვენებლებით ხასიათდება გინდ ფიდერი იყოს გინდ სპინინგი.ტურნირზე დაჭერილი თევზის რაოდენობა როგორც წესი გაცილებით ნაკლებია ვიდრე რამოდენიმე დღის წინ ვარჯიშისას დაჭერილი თევზი.ერთ ერთი ძირითადი მიზეზია მეთევზეთა შედარებით მეტი რაოდენობა ტურნირის დროს

Link to post
Share on other sites
  • Replies 68
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მაგაზე არც შეგედავები salamandra მაგრამ საშუალოც უნდა არსებობდეს თუ ერთ მეთევზეს შეუძლია სამი დღის წინ დაიჭიროს 40 თევზი,რატო ვერ უნდა შეეძლოს 20 მა მეთევზემ, ჯამში დაიჭიროს 20 თევზი.დაჭერის ალბათობით 20 მეთევზეს მეტი შანსი აქ იმიტო რო იქ 20 სატყუარაა... ნუ ეს ისე

უფრო ისეთი ადამიანები მაღიზიანებს აქაოდა მე ვიცი და თქვენ არაო კუმ ფეხი გამოყო პენალი დამარტყმევინეთო ყველგან უნდა იყოს აბრა და ვიდეო თვალიც სანაპიროს გაყოლება ისეთ თბებზე რომელსაც უხერხდება და მომრავლედ უნდა თევზი კიდე იმით ვარ აღშფოთებული 2 დღის წინ ბიძაშვილს ვესაუბრე საქართველოში და იმ მდინარეში ბავშობაში ხელით რო კილოობით იჭირებოდა თევზი დღეს დენის აპარატით რო ჩაყვე ლოკოინას ვერ დაიჭერო ყველაფერი საჭიროა ტრაფარეტიც და რიყის ქვაც თავში ყველა ბრაკონიერს თავში...

თვალსაჩინოებისთვის

ხედი ხიდიდან

როდის იქნება ასე საქართველოში გატენილია მდინარეები და ტბები იქ ტრაფარეტზე თევზაობა აკრძალულიასთან ერთად ქვემოთ საინფორმაციო დაფაც უნდა მცირე ზომის ჯარიომების და თევზაობის წესების მოკლე საინფორმაციო ტრაფარეტიც და ეგარი ქარტველ კაცს თუ შეაშინებ თორე ისე ვერ გააჩერებ

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

ისე მეგობრებო ამ სპორტული სპინინგისადმი აღძრული ინტერესის საფუძველზე შემოვდივარ წინადადებით.მაქვს დიდი სურვილი რომ კლუბს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს სპინინგში რომელიც რომ კლუბის სახელით იასპარეზებს მომავალ ტურნირებში.ჩემი მმხრიდან ვიღებ ვალდებულებას დავეხმარო კლუბელ სპორტსმენ სპინინგისტს სატყუარებითა და აღკაზმულობით,ნუ შეძლების და გვარად რა თქმა უნდა :blush2: დაივა ბრანზინო მარიტანის კოჭას არ გპირდებით მაგრამ სილიკონს,ჯიგთავებს,ტრიალებს,სადავეებს და ა.შ. გამოვგაზვნი ხოლმე ;)

Link to post
Share on other sites

salamandra

 

 

კარგი აზრია და ვინმე გამოცდილი სპინინგისტი ვინც არის ამ კლუბში იყოს ის. :yes:

 

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მტაცებელი თევზებით გამდიდრებას, გუშინ იყო წინადადება , რომ თებერვალში დასავლეთ საქართველოს ტბებიდან (ნაბადა და ა.შ.) წამოვიყვანოთ ქორჭილისა და ქარიყლაპიას ლიფსიტები და გავუშვათ საპატრიარქოს და სხვა ტბებში. რაზეც ყველა დაეთანხმა და იქნებ გვეშველოს ლიხს აქეთაც რამე :haha:

Link to post
Share on other sites

TOZI777

რაც შეეხება მტაცებლების გადასახლებას.

1. არ შეიძლება იქ სადაც წყალსატევს კავშირი აქ მდინარესთან.

2.დახურულზე, როგორიც კუს ტბა, ლისის ტბა, გლდანის ტბა, დ.ა.შ. შეიძლება.

P.S.ისე მე რაც ვიცი, თევზის გადასახლებას, გინდა მტაცებლის და არამტაცებლის კარგი არაფერი მოუტანია.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ნოღელას ტბებზე 2016 წლის 20 თებერვალს ჩატარდა გუნდური ტურნირი მტაცებელის ჭერაში .

მონაწილეობდა 11 გუნდი.

გამარჯვებული გუნდი ,,predator,, ზაზა ლალიაშვილი და ზურა კუხიანიძე.

 

ebbdb9916581.jpg

 

 

73ee27f0e3d1.jpg

Link to post
Share on other sites

აქაც გილოცავთ მეგობრებო გამარჯვებას ! ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება სხვა და სხვა რანგის ტურნირებში ! B) B) B)

ზაზა ერთი კარგი დაწვრილებული რეპორტი შენზეა რა.რა ,როგორ,რაზე და ა.შ.ყველას გვაინტერესებს....

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

მოკლედ დავწერ (იმედია ზაზა დამეხმარება განვრცობაშიდა ფოტოებით):

 

23 აპრილს ჩატარდა 2016 წლის მეორე სარეიტინგო ტურნირი სპინინგით თევზჭერაში.

 

კლუბ-მონადირედან მე რაც ვიცი ვიყავით მე და ზაზა ლალიაშვილი.

 

 

ტურნირამდე 2 დღე და ტურნირის დღეც გამოირჩეოდა არამდგრადი ამინდით და ცვალებადი წნევით.შესაბამისად თევზი ძალიან ჭირვეულობდა. საერთო ჯამში მონაწილეებმა (27 მონაწილე, მათ შორის 9 მეზობელი სომხეთიდან !)დაიჭირეს 2 ქარიყლაპია და 5-6 ქორჭილა . 1 ადგილი დამსახურებულად აიღო ლევან თასოშვილმა (ლამის დღეში ორჯერ თევზაობს მაგ ტბაზე :haha: ). მე დავიჭირე 2 ცალი ჩათვლადი ქორჭილა (და ასე 10 მდე პატარა), მაგრამ ნემსკავები ქონდათ ძალიან ღრმად და ვიდრე გამიზომავდნენ მსაჯები , მოკვდნენ. წესით ჩათვლაში მხოლოდ ცოცხალი იყო.

 

ესეც რამდენიმე სურათი

post-845-0-08030500-1461504356_thumb.jpg

post-845-0-40711700-1461504373_thumb.jpg

post-845-0-40918200-1461504394_thumb.jpg

post-845-0-40321900-1461504418_thumb.jpg

post-845-0-46981600-1461504444_thumb.jpg

post-845-0-48777200-1461504469_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

25 ივნისს ჩატარადა მორიგი შეჯიბრი სპინინგით ქაშპის ჭერაში მდ ძირულაზე.

 

მონაწილეობას ვიღებდით 16 მეთევზე, ყველას გვახლდა თითო მსაჯი. სექტორებს შორის დაშორება იყი 1.4კმ, მოძრაობის საშუალება-მხოლოდ დინების მიმართულებით, სხვის სექტორში გადასვლა იყო ნებადართული.

 

ქულები იწერებოდა შემდეგი პრინციპით- მინიმუმ ჩასათვლელი 15 სმ , 1 სმ = 1 ქულა.

 

მე დავიჭირე 1 - 17 სმ, 2 ცალი- 20-20 სმ, ერთი 27 და ერთიც 28 სმ იანები. ჯამში 112 ქულა. სამწუხაროდ გავედი მხოლოდ მე-8 ადგილზე.

 

თავიდანვე ვამბობდი, რომ პირველი 6 სექტორი იქნებოდა ცუდი. ასეც გამოდგა და მე მომიწია მე-5 სექტორი. ჩემს ზევით სექტორებში ყველას ცუდი შედეგები ქონდა, ჩემზე უარესები, რაც ქვევით მიდიოდი , უკეთესი იყო.

 

ნუ ვერაფერს იზამ. პრიზები საკმაოდ კარგი იყო და თევზაობა დაძაბული. თევზი იყო ჭირვეული და ყოველ ლამის 20 წუთში ითხოვდა სატყუარის შეცვლას.

 

 

სურათები არ მაქვს. საერთოდ არ მქონდა გადაღების ტავი, საშინელი დამღლელი მდინარეა სრიალა ქვებით , ლოდებით და ეკალ-ბარდებით. :e025:

Link to post
Share on other sites

ყოჩაღ !!! მოსალოცი ამბავია და ძალიან მახარებს სპორტული სპინინგის განვითარება ჩვენთან ! სატურნირო ცხრილი სადაა ?ვინ რამდენი დაიჭირა საინტერესოა..

Link to post
Share on other sites

TOZI777

 

 

მოკლედ, ადგილს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

 

დარწმუნებული ვარ მაგარი შეიარაღებით მიხვიდოდი.

 

სხვისგან სადღაც ათ მეტრში ამოიყვან ყველა სულიერს, მაგრამ თუ დაგაყენეს ისეთ ადგილას, სადაც თევზი არაა, წარმატების შანსი ნულის ტოლია.

 

სამაგიეროდ გაერთე ნიკა.

Link to post
Share on other sites

აი ცხრილიც.

 

ელჩი

 

კი კარგად გავერთე გიო, მე სადაც მოვხვდი იმის 2 ით ქვევით სექტორი ვიცი 5 თითივით, მანდ რომ მოვხვედრილიყავი გავივლიდი ნახევარ საათში, უაზრო ადგილებზე დროს არ დავკარგავდი. აქეთ ზევით ვიცი რომ ძალიან ცუდადა იჭირება და ვამბობდი კიდეც სექტორების დანიშვნამდე.

 

 

შეიარაღება კი მქონდა კაი რამე, მაგრამ აპარატით ნათევზავები ადგილებიც ბლომად ვნახეთ :(

 

ნუ ვინაიდან მხოლოდ 1 წელია რაც სპინინგში ტურნირები ტარდება, ბევრის მოთხოვნა არ შეიძლება. დამწყებებისთვის მაინც კარგად ორგანიზებული გამოდის. :yes:

post-845-0-02041500-1467215241_thumb.png

Link to post
Share on other sites

ასეთ ტურნირებში მონაწილეობასაც უდიდესი სიამოვნება ექნება...ვულოცავ გამარჯვებულებსაც და მონაწილებსაც :yes:

Link to post
Share on other sites

TOZI777

 

 

მოკლედ, ადგილს აქვს უდიდესი მნიშვნელობა.

 

დარწმუნებული ვარ მაგარი შეიარაღებით მიხვიდოდი.

 

სხვისგან სადღაც ათ მეტრში ამოიყვან ყველა სულიერს, მაგრამ თუ დაგაყენეს ისეთ ადგილას, სადაც თევზი არაა, წარმატების შანსი ნულის ტოლია.

 

სამაგიეროდ გაერთე ნიკა.

კი მაგრამ თითქმის კილომეტრნახევრის მონაკვეთსე კი უნდა იპოვო თევზი თუ არის იგი საერთოდ აქ.17 მონაწილიდან მარტო ერთმა ვერ დაიჭირა ვერაფერი.საერთო ჯამში მშვენიერი შედეგია და თევზიც ყოლია ძირულას.ხო მართლა ჩათვლაში მარტო ქაშაპი შედიოდა ?

Link to post
Share on other sites

salamandra

 

თევზი კი ვიპოვეთ და ცოტ ცოტა დავიჭირეთ, მაგრამ 6 საათში 6 ცალის დაჭერა , თან როცა პირველ 4 საათში 1 ცალს დაიჭერ და მერე საათანახევარში ბუდეს დაადგები და 5 ცალს- მაგას ვამბობ, რომ არაა გადასარევი.

 

მაგ მონაწილეებიდან ვინც ჩემს ზევით იყვნენ , ჩემზე გამოცდილი მეთევზეები არიან და მხოლოდ ცუდი მონაკვეთის გამო ვერ დაიჭირეს ჩემზე მეტი. ჯამში გამარჯვებულები ღირსეულები გახდნენ, სამივე ძალიან ძლიერი სპინინგისტია, განსაკუთრებით თასოშვილი.

 

ლაშას რეპორტებს თუ შევადარებთ ბოლო 5 წელიწადში ძირულაში თევზი მინიმუმ 60 % ითაა შემცირებული ზომებშიც და რაოდენობაშიც. :(

 

ჩათვლაში კი, მხოლოდ ქაშაპი იყო.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...