იეტი 1 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 მომწონს, მაგარი თოფია,ადრე ვნახე ზიმსონი ასე ორი წყვილი ლულით,მაგრამ ერთ რამეს ვერ ვამუღამებ,ერთი კალიბრის სხვა და სხვა სიგრძის,სხვადასხვა შევიწროების ლულა მესმის,მარა 12 და 16 კალიბრის პრაქტიკულობას ვერ ვხედავ!!! 12 და 20 კიდე მესმის. ეს 12 და 16 მართლა რა უბედურებაა ? მარა ეგეთი შეუკვეთა ვიღაც ავანგარდის მოყვარულმა ალბათ ოტო კი იფიქრებდა აბდალია ვიღაცო, მარა ფარა თავისას შვება ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 12 და 20 კიდე მესმის. ეს 12 და 16 მართლა რა უბედურებაა ? მარა ეგეთი შეუკვეთა ვიღაც ავანგარდის მოყვარულმა ალბათ ოტო კი იფიქრებდა აბდალია ვიღაცო, მარა ფარა თავისას შვება 12 და 20 მეც მესმის,მარა ის ზიმსონიც 12 და 16 იყო!!! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 12 და 20 მეც მესმის,მარა ის ზიმსონიც 12 და 16 იყო!!! შეკვეთა ქონდათ ალბათ მაგათაც ეგეთი. დამაინტერესა დავძებნი აბა რატო აკთებდნენ ეგეთ წყვილებს, იქნებ იყოს ინფო ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 მამუკა როგორ ფიქრობ 16 კალიბრის ლულის "გასაღება" ხომ არ იქნება მიზეზი? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 21, 2012 Author Report Share Posted March 21, 2012 მეც ვიფიქრე მაგ საკითხებზე... რატომ მაინცადამაინც 16 და 12. მხოლოდ ჩემი ვარაუდი: გადავხედოთ წარმოების წელს_ 1949 წელი... მაგ პერიოდში მზა ვაზნების წარმოება იმ მასშტაბების არ იყო როგორც ახლა, სამაგიეროდ ვაზნის შემადგენელი კომპონენტების ყიდვა არანაირი პრობლემა არ იყო... მონადირეთა უდიდესი უმრავლესობა თავად ამზადებდა სახლში ვაზნებს... ხომ შეიძლება შემკვეთს ყველა სხვა მოწყობილობა, მასრები და ა.შ. მაგ 2 ყალიბისა ჰქონდა და ამიტომაც შეუკვეთა მეზობელი ყალიბები?! მართალია შტუჩნი თოფი საკმაოდ ძვირს ფასობდა, მარა მაინც... ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 არ არის გამორიცხული გელა. ვეძებე ფორუმებზე მაგრამ მიზეზი არავინ იცის. უბრალოდ ყველა წერს რომ უაზრობაა ესეთი წყვილი. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოპტომ იყო დარჩენილი ნახევარფაბრიკატი ლულები, ოტოც ხომ ამ ნახევარფაბრიკატებზე მუშაობდა, ისევე როგორც სხვა ოსტატები, ჰოდა, ალბათ მეორე შედარებით "მკვდარი" კალიბრის ლულის გასაღებით, რომელიც ადგილობრივად სავარაუდოთ არ საღდებოდა ისე როგორც 12 კალიბრი, თოფის ფასს წევდა ავტომატურად. თან ხომ იცი მაგის ძირითადი დამკვეთი პოლიტბიურო და საბჭოთა გენერალიტეტი იყო, რუსეთში კიდე 16 კალიბრი ფართოდ იყო გავრცელებული და პოპულარული თოფის დენთის დეფიციტის გამო. რავიცი, რავიცი... ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 ეს ფოტო წლების წინ გამომიგზავნეს, სამწუხაროდ არ ვიცი რა და ვის იარაღზეა შესრულებული, თუმცა იშვიათი გრავიურითაა ნამდვილად. პ.ს მაინდამაინც "იმ" კუთხით ნუ შეხედავთ, მხატვრული ღირებულებით შეაფასეთ ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 ეუფ აი რაია სიმონ, კალიგულას თოფია თუ ეკატერინესი?! :haha: თფუი ეშმაკს ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 აზრზე არ ვარ, თუმცა იმდენად მაღალ დონეზეა შესრულებული, რომ მართლა ძალიან ძვირი დაჯდებოდა მარა ეს ჭანჭიკის თავი რატომ არ "დამალეს" ვერ ვხვდები ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 22, 2012 Report Share Posted March 22, 2012 ჭანჭიკის კი არა არაფრის თავი არ დაუმალიათ!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 22, 2012 Author Report Share Posted March 22, 2012 ავსტრიელი ,,შტუჩნიკი" ჰერბერტ შაირინგის ნაშრომი საკეტი ნახეთ რავარია... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 22, 2012 Report Share Posted March 22, 2012 საინტერესო საკეტია,მაგრამ ლულის მხარე არ ჩანს და მაინტერესებს!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 22, 2012 Author Report Share Posted March 22, 2012 საინტერესო საკეტია,მაგრამ ლულის მხარე არ ჩანს და მაინტერესებს!!! სხვა სურათი არა მაქვს სამწუხაროდ :( ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 ნახეთ რუსებმა რაფერი ფუტლიარი გაუკეთეს მის МЦ 7-12-ს. შესაბამისად МЦ 7-12 "Музыкальное" უწოდეს ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 ახალი ჩამოკრული ქონდათ ეტყობა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 ახალი ჩამოკრული ქონდათ ეტყობა გეიხარე იეტი!!!! :haha: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 27, 2012 Author Report Share Posted March 27, 2012 J.Blanch&Son სავაჭრო ორგანიზაცია. საიდლოკი(სრული საკეტი); ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ქრომირებული ლულები, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის(ინგლისური ტიპის) სხვა პარამეტრები უცნობია... განთავსებულია ქეისში. თოფი(აქვს მეწყვილე) დამზადებულია ლორდი ჰამილტონისათვის. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 27, 2012 Report Share Posted March 27, 2012 ო რა მიყვარს ასეთი რამეები,მაგარია!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 27, 2012 Author Report Share Posted March 27, 2012 ო რა მიყვარს ასეთი რამეები,მაგარია!!!! ბოსისის თემაში შეიხედე, სიურპრიზი მაქვს შენთვის ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 28, 2012 Author Report Share Posted March 28, 2012 Alphons Forgeron ორლულიანი ოთხ ვაზნაზე ბელგიელი ოსტატის, ალფონს ფორჟერონის ეს თოფი დამზადებულია М.Leve-ს პატენტის მიხედვით; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 72სმ, გამორთვად ეჟექტორებზე(მარჯვენა ვაზნის ეჟექციას გვერდზე ახდენს მარჯვნივ, ხოლო მარცხენასი კი გვერდზე მარცხნივ. გაუსროლელი ვაზნა მხოლოდ გამოაქვს), ახალი ვაზნა მიეწოდება ქვემოდან. М.Leve-ს მიერ დაპატენტებულია 1926-1928 წლებში. გამომგონებელი კარგი მონადირე იყო და როგორც აღნიშნავენ ბეკასებსა და ღორზე სანადიროდ გამოიგონა ეს სისტემა(დარნის სისტემას არ წააგავს? ) პ.ს. თუ მოქმედების პრინციპი გაუგებარია ,,საკეტების" თემაში შეიხედეთ იქაც დევს ფოტო ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 30, 2012 Author Report Share Posted March 30, 2012 გამჭვირვალე საკეტი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 31, 2012 Author Report Share Posted March 31, 2012 ერთ-ერთი უიშვიათესი ყტუპი, რომელიც ინგლისელმა ოსტატმა ნელსონმა დაამზადა. მათი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ლულები კრუპის ფოლადისაგან არის დამზადებული(ინგლისელები, როგორც წესი, საკუთარ ფოლადს სწყალობდნენ მხოლოდ და არც თუ უსაფუძვლოდ). პ.ს. თუ არ ვცდები, აღნიშნული მეტამორფოზა გამოწვეულია ინგლისელ ლულისდამამზადებელთა საყოველთაო გაფიცვით... და კიდევ, მგონი ჩვენი ძმის მამუკას მაცკაც ამ მიზეზის გამოა გერმანული ლულებით ხომ?!.. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 31, 2012 Report Share Posted March 31, 2012 აუ ინგლისურ თოფებზე ვაფანატებ რა! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 2, 2012 Author Report Share Posted April 2, 2012 წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ეგზემპლიარს, რომელიც რამდენიმე ცნობილი მეიარაღის სახელთანაა დაკავშირებული. ლულაზე წარწერის მიხედვით: ფრანგი მეიარაღეები 1) C.H. Houllier-Blanchard_ მუშაობდა სანტეტიენში 1845-1855 წლებში და პარიზში(Paris, Rue of Clery) 1855-1870 წლებში. 2) Pidault_ ცნობილი პარიზელი მეიარაღეა, რომელიც მუშაობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მეოცეს დასაწყისამდე. დამღები ბელგიურია და კალაპოტი აწყობილია ანტუან ჯოზეფ დეფურნის მიერ დამზადებული ნაწილებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ იარაღი აწყობილია საფრანგეთში ბელგიური ნაწილებით. ასე ხდებოდა ხოლმე, რადგან ბელგიური ხარისხი ფრანგულს არაფრით ჩამოუვარდებოდა, ამასთან ფასი ბელგიაში იარაღის ნაწილებზე საკმაოდ დაბალი იყო საფრანგეთთან შედარებით... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 6, 2012 Author Report Share Posted April 6, 2012 დღეს მინდა მოგითხროთ თოფების იშვიათ კონსტრუქციებზე, რომლებიც უნიკალურები არა სიძვირის ან რაიმე სხვა მაჩვენებლების გამოა, არამედ იმის გამო, რომ მეიარაღეების მიერ იქმნებოდა(სადაც აკრძალული არაა დღესაც იქმნება) ბრაკონიერებისა და კონტრაბანდისტებისათვის, ზოგადად იმ პირთათვის ვინაც იარაღს მალავს... კონდახი უპრობლემოდ იმალება ქურთუკში, ხოლო ლულას დაუცობენ საცობს და ,,ხელჯოხად" იყენებენ. ძირითადად ევრობის 2 ქვეყნის მეიარაღეები აკეთებდნენ ასეთ თოფებს. ესენია ბელგიელები და გერმანელები... შესაბამისად ამ ტიპის იარაღს poacher ანუ ,,ბრაკონიერი" ქვია. მათი უმეტესობა ტიბჟირის გარეშეა, კალაპოტი მსუბუქი. ლულა იდგმება კალაპოტში წინიდან და გადაბრუნების შემდეგ ფიქსირდება ამ უკანასკნელში. დაუგეგმავი მოხსნიდან ლულას კალაპოტში აზღვევს პატარა ბერკეტი. ვაზნის ჩადება ლულის მოხსნის შემდეგაა შესაძლებელი; ცარიელი ვაზნა მორიგი მოხსნის შემდეგ ავტომატურად ამოვარდება. ასეთი თოფები მსუბუქი(16 ყალიბში 2,25კგ), მყარი და იაფია. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.