Jump to content
Club-Monadire.Ge

კანონი ნადირობის შესახებ.


Recommended Posts

კაუკაზიკა, გავეცანი შესწორებულ ვარიანტს(და ყველა მონადირეს ვურჩევ კარგად წაიკითხოს კანონპროექტი, თორემ ზოგადი გულის მოფხანა და პესიმიზმი არაფერს გვარგებს) და კიდევ მეტი კითხვა დამრჩა.

 

1)ამოიღეს ფედერაცია და მის ადგილზე ჩასვეს მეურნობა? ეროვნულ საშენ მეურნეობაზეა ლაპარაკი(ძველი ყოფილი ფორუმელები მუშაობენ მანდ თუ არ ვცდები). ეს მეურნეობა გაუმჭირვალე ნაწილია ამ კანონის . მონადირის ბილეთისთვის ტესტირების უფლება მეურნეობასაც ეძლევა და ნებართვების სააგენტოსაც(თავი V, მუხლი 21, ნაწილი 3)? ერთი ქვეყანა მანახეთ სადაც ეს ერთი სტრუქტურის ხელში არ იყოს. მონადირის ლიცენზიას გამოცდების შემდეგ უნდა იძლეოდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფო სტრუქტურა.

 

2)კომისია რომელიც სამონადირეო ტერიტორიების საკითხს განიხილავს(მუხლი 5 ნაწ.2). აქაც ფიგურირებს მეურნეობა, მაგრამ მე მოვითხოვდი სამონადირეო კლუბების წარმომადგენლების შეყვანასაც ამ კომისიაში.

 

3) მუხლი 23 (ნაწილი ზ) - ისევ ორი ვაზნაა მითიტებული ნახევრადავტომატზე. თუ მხოლოდ მჭიდე იგულისხმება, დააზუსტონ.

 

4)თავი VII , მუხლი 38. ისევ უაზროდ ნათქვამი ფრაზა ტყვიის შემცველი საფანტის აკრძალვაზე. პაპზე უფრო კათოლიკობა უნდა ვიღაცას. უცხოეთში არაა აკრძალული გადამფრენის გარდა და ჩვენ????? კი ბატონო, ცოტა უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა რომ იქნება საქართველოში, მერე დაისვას მაგ საკითხი(ისიც გადამფრენზე).

 

5) ყველაზე დიდ მიუღებლობას ჩემში იწვევს სამონადირეო ტერიტორიებზე(ფაქტიურად მეურნეობებში) მონადირეების შერეკვა. კონკსტიტუციით აქვთ ამის უფლება რომ მონადირეს საჯარო ტერიტორიაზე ნადირობის უფლება წაართვან? მე მგონი არა. რატომ არ მიტოვებენ არჩევანს? იყოს მეურნეობაც და იყოს საჯაროც. იმ საჯაროს, კეთილი ინებოს და მოუაროს სახელმწიფომ.

 

 

 

ამ დოკუმენტში რაც გაწითლებულია ცვლილებებია ანუ რაც გფაითვალისწინეს წინა შეხვედრებიდან. ერთ ერთი ცვლილება შეეხება ფედერაციას (რომელიც მე საბჭოთა პერიოდის მონკავშირის აღდგენის მცდელობად მიმაჩნდა ) , რომელი საერთოდ ამოღებულია....

 

Link to post
Share on other sites
  • Replies 325
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების, მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ: 1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის და

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო! საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორან

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდ

Posted Images

caucasica გამარჯობა, თბილისში როდის იგეგმება შეხვედრა ან თუ იყო უკვე ხელმეორედ იქნებ ჩაატარონ, ბევრი დაესწრება, ინფორმაციის ნაკლებობაა, ჩვენ გაგვიმართლა და შენ გვაწვდი ინფორმაციას ნაწილობრივ, მაგრამ ზოგადად ძალიან შეზღუდულია ჩვენს "დემოკრატიულ" სახელმწიფოში ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ეს ინფორმაცია. ფეისბუქზე სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა ყველას მივწერე და ჯგუფებშიც დავპოსტე განრიგი, მაგრამ ბევრიც ეჭვობს ინფორმაციის სიზუსტეს, ვინ მოგაწოდა ინფოო, რაც შემიზლია ვუხსნი მაქსიმალურად, ქვემო ქართლში აინტერესებთ როდის იგეგმება, ასევე გამსაკუთრებით თბილისში, inadire.ge-ს ვესაუბრე და განვათავსებ დღესვე ამ ინფორმაციასო მინიმუმ 50 000 ადამიანი ნახავსო. სხვებმაც დადეს და კომენტარებში ვკითხულობ კახეთში როდის იქნებაო, სხვა რეგიონები რატომ არ წერიაო, თბილისი განსაკუთრებით აინტერესებთ კიდევ ვიმეორებ. ასეთი სიყრუე არ მინახია, სამინისტრო კი არა ბალაგანიაა ან კიდევ ჩვენ უნდათ რომ ვიყოთ ყრუები!

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

http://inadire.ge/20-tebervlidan-24-tebervlis-chatvlit-nadirobis-shesaxeb-kanonis-ganxilva/

 

ესეც გვერდში დგომა! ახლა დაიდო და დიდი გამოხმაურება აქვს უკვე. თბილისში აუცილებლად უნდა მოეწყოს შეხვედრაა!!!

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

caucasica გამარჯობა, თბილისში როდის იგეგმება შეხვედრა ან თუ იყო უკვე ხელმეორედ იქნებ ჩაატარონ, ბევრი დაესწრება, ინფორმაციის ნაკლებობაა, ჩვენ გაგვიმართლა და შენ გვაწვდი ინფორმაციას ნაწილობრივ, მაგრამ ზოგადად ძალიან შეზღუდულია ჩვენს "დემოკრატიულ" სახელმწიფოში ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ეს ინფორმაცია. ფეისბუქზე სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა ყველას მივწერე და ჯგუფებშიც დავპოსტე განრიგი, მაგრამ ბევრიც ეჭვობს ინფორმაციის სიზუსტეს, ვინ მოგაწოდა ინფოო, რაც შემიზლია ვუხსნი მაქსიმალურად, ქვემო ქართლში აინტერესებთ როდის იგეგმება, ასევე გამსაკუთრებით თბილისში, inadire.ge-ს ვესაუბრე და განვათავსებ დღესვე ამ ინფორმაციასო მინიმუმ 50 000 ადამიანი ნახავსო. სხვებმაც დადეს და კომენტარებში ვკითხულობ კახეთში როდის იქნებაო, სხვა რეგიონები რატომ არ წერიაო, თბილისი განსაკუთრებით აინტერესებთ კიდევ ვიმეორებ. ასეთი სიყრუე არ მინახია, სამინისტრო კი არა ბალაგანიაა ან კიდევ ჩვენ უნდათ რომ ვიყოთ ყრუები!

 

თბილისში უკვე იყო, მაგრამ რადგან ინტერესი დიდია და ცვლილებებიც განიცადა ტავდაპირველმა დოკუმენტმა კიდევ იქნება შეხვედრა.

 

ეხლა მართალია რეგინალური შეხვედრები მიდის, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი სეხვედრების უზრუნველყოფა - სხვადასხა ქალაქებში.

 

საკმაოდ კონტაქტური ხალხია დაუკავსირდით აუცილებლად გიპასუხებენ

 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს.

 

ტელ: 598 60 50 53

http://www.moe.gov.g...etshi-nadirobis

Link to post
Share on other sites

გუშინ გორში და დღეს ოზურგეთში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ რა ინფორმაციაც მივიღე შეუვალი და გაუგონარი ხალხია, ძალიან არ ესიამოვნათ ამდენი ხალხი რომ დაგვინახესო, ეს გორში..

 

ჩემი აზრით რადგან მოსახლეობას ფეხზე იკიდებენ, მინიმუმ უნდა შევიკრიბოთ მშვიდობიანად და ჩვენი აზრი უნდა დავაფიქსიროთ, ვისაც კი უნდა ერქვას მონადირე ყველას ვგულისხმობ, კლუბები და ზოგადად ფორუმები ძალიან პასიურობს, ყველაზე მეტად ჩვენი ფორუმი აქტიურობს შედარებით. ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერ და არ გააკეთებს, ჩვენში მთელ საქართველოს ვგულისხმობ!

 

აქციები და მსგავსი გამოსვლები ყველაფერზე მეტად მეზიზღება მაგრამ, რადგან სხვა გზას არ გვიტოვებენ, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, ეს თუ არ მოეწყობა, არცერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არ შეიცვლება, ყველა ფორუმი, ფეისბუქ გვერდი თუ ნებისმიერი ირიდებს ამ ფორმას და თავის თავზე აღებას, არ უნდათ? არ უნდათ და მაშინ ვაი ვიშს და საერთოდ ამ თემაზე საუბარს შეეშვან და საერთოდ ნადირობაზე საუბარსაც შეეშვან!

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

მოკლეთ ბიჭებო კი დავმშვიდდი და ნერვებიც დამიწყნარდა მაგრამ ამდენს ვერ დავწერ აღარც სურვილი მაქვს. იმედი მაქვს ისე მაინც წავა ჩემი ცხოვრება, ჩემს ილუშას და ლექსოიას ყოველ საღამოს გაფართოებული თვალებით რომ მეკითხებიან და ოცნებებში ნადირობენ მოვახერხებ და სადმე პრაქტიკულად ვაჩვენებ ამ ყველაფერს, თუ რათქმაუნდა ტერიტორიის მმართველი დამრთავს ნებას როცა იქნება. მეტს არ დავწერ არაფერს. ეს კიდევ ერთი, ნახეთ რა კაცურად, მოკლედ და მაგრად აქვს კაცს დაწერილი. მე ამ კაცს არ ვიცნობ და თუ მისი წერილის აქ გადმოტანით უხერხულობას შევუქმნი პასუხსაც გავცემ.

 

Niko Khokhobashvili · Matani

ყველაფერი იქით მიდის ,რომ ნადირობა იკრძალება და ამით ბუნების სიყვარულსაც გვიშლიან,ისედაც ახალგაზრდა თაობის უმრავლესობას ნადირობა ფეხებზე ჰკიდია და ინტერნეტში ყველანაირ ჩათლახობას სწავლობენ. ამ ჭკუათმყოფელებს ჰგონიათ , რომ ნადირობა, ნადირ ფრინველის ხოცვაა და ის არ იციან , რომ ყველა მონადირე ერთი ოჯახის პატიოსანი წევრია და არასოდეს გიღალატებს, ის ამას ნადირობისას სწავლობს!

Link to post
Share on other sites

თუ კლუბებმა და ზოგადად მონადირეებმა მშვიდობიანი აქცია არ ჩაატარეს და ისიც თბილისში, თავისას გაიტანენ, რადგან ამ კანონპროექტის უკან დიდი კლანი ჩანს. ფეისბუქი აგერაა და შეკრება რა გახდა? ქართველებმა ჯერ ვერ ვისწავლეთ საკუთარი უფლებების დაცვა.

Link to post
Share on other sites

ძალიან სამწუხაროა, რამდენი ხანია ვამბობ ბრაკონიერი ვარ მეთქი . .

 

ეს რეგიონალური განხილვები ბლეფია, ისევე როგორც სხვადასხვა არასამთავრობოებს სჭირდებათ ხოლმე უაზრო შეკრებები სურათების გადასაღებად. . . ბოლოს დაიდება ოქმები რომ რეგიონებში განხილვებმა წარმატებით ჩიარა, და კანონპროექტსაც კანონად აქცევენ !

Link to post
Share on other sites

მთლად მასეც არ ყოფილა მეგობრებო,გორის შეხვედრაზე მე ვიყავი,და სერიოზული პოლემიკა მქონდა სამინისტროს წარმომადგენლებთან,

ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან,იურისტთან და ბიოლოგთან,ძირითადი საუბრის თემა მქონდა ტერიტორიების გამოყოფის,ტყვიის შემცველი

მასალის გამოყენების და ნახევრად ავტომატებში ვაზნების რაოდენობის შესახებ,სხვათაშორის თავიდან მეგონა რომ ამ ყველაფერს"გაატარებდნენ",მაგრამ საკმაოდ ნორმალურ ფარგლებში

წარიმართა საუბარი,მოინიშნეს ყველა შენიშვნა,და დაგვპირდნენ რომ მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ჩვენს შენიშვნებს.

მთავარია დანარჩენ შეხვედრებზეც ვიაქტიუროდ.

 

ისე იყო ინტერესის დაფიქსირება გორის სამონადირეო კავშირის წარმომადგენლისაგან ტერიტორიის ასეთი ფორმით გამოყოფაში,მაგრამ მაქსიმალურად ავუხსენით საჯარო ტერიტორიების არსებობის

აუცილებლობა სამინისტროს წარმომადგენლებს,სწორედ ამიტომ ვიაქტიუროდ სხვა შეხვედრებზეც, რომ ასეთმა გაერთიანებებმა არ გაიტანონ თავის ინტერესები.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგაც გავაგრძელეთ საუბარი,შევთანხმდით რომ შენიშვნების სრულ ჩამონათვალს ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნი,

 

იმედია შეხვედრები მხოლოდ შეხვედრებად არ დარჩება და გათვალისწინებული იქნება ჩვენი,მონადირეების პოზიციები ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე.

 

პ.ს. ოზურგეთში გურულო დაესწრო და იქაც კონსტრუქციული საუბარი ყოფილა.

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ლომებო!

 

მე და სოსოს შეხვედრის წინა დრეებში გვქონდა კონტაქტები და საუბრები.

 

1) საკითხთა ნაწილი, რომელიც წინა დღეს გორში იქნა დასმული, ოზურგეთში უკვე ჩასწორებული შემოიტანეს. მაგალითად, სამონადირეო ტერიტორიების საკითხის განხილვაში სამონადირეო კლუბების ჩართულობის შესახებ და კიდევ ტესტირების გამოცდის არა მეურნეობის, არამედ სააგენტოდან ერთი ფანჯრის პრინციპით გაცემის თაობაზე. ორთავე საკითხი სოსოს მიერ იყო გორში წინა დღეს დასმული და ოზურგეთში უკვე იმ სახით წარმოადგინეს, როგორც ჩვენ მოვთხოვეთ. ჩემს შეკითხვაზე ეს საკითხები ჩასწორდა თქო? მიპასუხეს რომ მონადირეთა მოთხოვნის საფუძველზე ჩავასწორეთო.

 

2) ოზურგეთში ჩვენს მიერ დასმული იყო საკითხი სამონადირეო ტერიტორიებზე ჩვენი შერეკვის თაობაზე; საჯარო სექტორის არსებობის აუცილებლობის თაობაზე; მჭიდში ორზე მეტი ვაზნის აუცილებლობის თაობაზე და ტყვიის შემცველი საფანტის ტაობაზე.

 

 

მარტო მე არ მომჩვენებია, ძალიან ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს არგუმენტირებულ შენიშვნებზე პასუხები არ ჰქონდათ.

 

დაპირება მოგვცეს რომ ჩვენს შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

 

შეხვედრის ბოლოს იურისტს, რომელმაც პროექტი წაემოგვიდგინა პირადად ვკითხე: რამხელაა ალბათობა იმისა, რომ პროექტს ამ ფორმით წარუდგენთ პარლამენტს თქო?

იმხელა წინააღმდეგობაა ამ პროექტზე, რომ გაგვიჭირდება ამ ფორმით შევიტანოთო, აუცილებელია ცვლილებების შეტანაო.

 

 

სხვა რა გითხრათ ბიჭებო არ ვიცი...

Link to post
Share on other sites

გელა,შენ როგორ გამოხვედი იმ შეხვედრიდან,იმედიანად თუ გინებ-გინებით??? :karochera:

 

 

მე პირადად იმედიანად გამოვედი, რადგან იქ მყოფები შენიშვნების სრულად გათვალისწინებას დაგვპირდნენ.

 

ველოდები...

 

 

დღეს ფოთში იყო შეხვედრა, რა ხდებოდა მამუკა?

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

კარგია, გაიხარეთ, იმედია მოგვისმენენ.

 

რადგან ფეისბუქზე inadire.ge-ს პოსტებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, caucasica-ს მოცემული კონტაქტი მივაწოდე, inadire.ge დაუკავშირდა ბატონ ღვალაძეს და თბილისში აუცილებლად ჩატარდება განხილვაო.

 

 

"გამარჯობათ მონადირეებო! ვინაიდან ბევრი ადამიანი გვწერს პროექტ " ნადირობის შესახებ" - ის საჯარო განხილვაზე, ჩატარდებოდა თუ არა თბილისში ან კახეთში და ა.შ. ამ მიზეზით დავურეკე და რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს. ვუთხარი რომ ძალიან გვიან გავიგეთ ამ ყველაფრის შესახებ და გორში ბოლო წუთებზე მიასწრო მონადირეებმა და უფრო მეტი ინფრომაციის გავრცელებაა საჭირო.

რაც შეეხება კახეთს, სამწუხაროდ მე არაფერი მსმენია მაგ შეხვედრაზე თორემ ადრეც გავარცელებდი შეხვედრის დროს და ადგილს. როგორც ბატონმა ნუგზარმა მითხრა, კახეთში უკვე ჩატარდა 2016 წლის 4 ნოემბერსო.

თბილისს რაც შეეხება, იყო მხოლოდ შიდა განხილვა, არანაირი საჯარო განხილვა არ ყოფილა და როგორცკი რეგიონებს მოვივლით, მოვისმენთ შენიშვნებს, ბოლოს ჩავატარებთ თბილისშიო (საჯარო განხილვას). თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვადევნოთ თვალი გარემოს დაცვის სამინისტროს საიტს. მანდ უნდა დაიდოს ინფორმაცია შემდეგი შეხვედრების შესახებ. ვისაც აინტერესებდა და კითხულობნდნენ ამ თემის შესახებ, გაუზიარეთ და გაავრცელეთ მეგობრებო." https://www.facebook.com/inadire.ge/?hc_location=ufi

Link to post
Share on other sites

ი ლ უ შ ა

––––გორში ბოლო წუთებზე მიასწრო მონადირეებმა და უფრო მეტი ინფრომაციის გავრცელებაა საჭირო.–––––

 

 

 

ისე გორში მე მონადირეების პოზიციების დამცველი ვერ ვნახე ვერავინ,მე და ერთი წარმომადგენელი იყო თუ არ ვცდები გორის ადგილობრივი სტრუქტურებიდან,მარტო ჩვენ ვიცავდით მონადირის პოზიციას საჯარო ტერიტორიების და კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიების სანადიროდ დაშვების ,ტყვიის შემცველ მასალის გამოყენების აკრძალვის წინააღმდეგ ,ნ/ავტომატებში ვაზნების შეზღუდვის წინააღმდეგ, და.ა.შ,

რაც შეეხება გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც გორის მონადირეთა გაერთიანებად გაგვეცნენ,პოზიციის დაფიქსირებაში ემჩნეოდათ სიტუაციის თავის სასარგებლოდ მორგება(სანადირო ტერიტორიის გამოყოფა კანონპროექტის პირვანდელი სახით).

ამიტომ თუ არ ვიაქტიურედ ასეთი ჯგუფები კიდევ გამოჩნდენიან და შეიძლება მხოლოდ მათი პოზიციების გათველისწინება მოხდეს.

 

ასე რომ გორში დამსწრეები განხილვაზე მრავლათ იყვნენ,მაგრამ სიტუაცია ასეთი გახლდათ,მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ყველა ეს შენიშვნები და ხედვები ჩაინიშნეს და დაგვპირდნენ რომ შემდეგი შეხვედრების და განხილვების დროსაც გამოთქმული შენიშვნები აუცილებლად ასახული და გათვალისწინებული იქნება კანონის მიღებისას.

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

გადავხედე ჩასწორებულ კანონს ბევრი რამე შეცვლილა :yes: იმედია ლიცენზიის ფასი გახდება გონივრული და კონტროლის მექანიზმები დაიხვეწება.

Link to post
Share on other sites

მეტი არაფერი? ერთადერთი რაც შეცვალეს, ფედერაცია ჩაანაცვლეს მეურნეობით. იმედია დარჩენილ შენიშვნებზეც იმსჯელებენ.

 

 

გადავხედე ჩასწორებულ კანონს ბევრი რამე შეცვლილა :yes: იმედია ლიცენზიის ფასი გახდება გონივრული და კონტროლის მექანიზმები დაიხვეწება.

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

კი სხვაც ბევრია შესაცვლელი, უბრალოდ დღეისმდგომარეობით რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ესაა 10 ლარიანი ლიცენზია და კონტროლის დონე.

Link to post
Share on other sites

გუშინ ზუგდიდში არ ვიცი და ფოთში ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე, მშვიდად ჩატარებულა შეხვედრა.

 

იქ სადაც ჩვენი კლუბი ან ბაზიერი არაა აქტიური, ყველგან მდორედ მიდის განხილვები. :scratchchin:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

კანადა:

 

ტყვიის შემცველი საფანტი აკრძალულია მხოლოდ გადამფრენზე(იხვი, ბატი).

 

ნახევრადავტომატი 1+2 (სულ სამი ვაზნა).

 

ნადირობის უფლება მიიღება გამოცდის ჩაბარებით(წინასწარ შესაბამისი კურსებიც შეგიძლია გაიარო). ეს ბარათი სამუდამოა. გასცემს ბუნებრივი რესურსების და ფაუნის სამინისტრო. ამ ბარათის მერე ითხოვ იარაღის შენახვის და ტარების უფლებას, რომელითაც, რამდენიც გინდა იმდენ იარაღს შეიძენ. იარაღზე ნებართვას გასცემს შსს-ს იარაღის რეგისტრაციების სამსახური.

 

მონადირეთა ფედერაცია არ არსებობს. ნადირობა ხდება საჯარო ტყეებში. არის კერძო მეურნეობებიც(ფასიანი). ლიცენზიები(სათევზაო, დიდ ნადირზე ცალკე, პატარაზე ცალკე, გადამფრენზე ცალკე) გაიცემა რეგიონების მიხედვით. მონადირების ლიმიტებიც რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ლიცენზიებიდან ამოღებული ფულიც ნაწილი მიდის ბუნების დაცვაზე, მეცნიერებაზე(მაგალითად სათევზაო ლიცენზიიდან პროცენტი რეგიონის იხტიოლოგიურ კვლევებზე).

ძალიანაც მართებულად მიმაჩნია :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

დავესწარი :karochera: .ქუთაისში იმის შემდეგ რაც არგუმენტირებულად(კანონიდანვე ამოკითხული დოკუმენტებით) დაუსაბუთეს რომ ეს კანონპროექტი გამიზნულია ფულის ამოსაქაჩად, სტუმრებმა დარბაზი დატოვეს და შეხვედრა ჩაიშალა .

მოვასწარი ერთი შეკითხვის დასმა ,შემეძლება თუ არა ჩემ საკუთარ მიწაზე,ყანაში ნადირობა რაზეც პასუხად მივიღე არა! თან აღნიშნა რომ სწორი შენიშვნა იყო :d030:

იმდენად აბსურდულია ეს კანონპროექტი რომ იმერელი მონადირეების 100 პროცენტი წინააღმდეგია საკანონმდებლო ორგანოში ამ ფორმით წარდგენაზე.

post-2-0-94253800-1487868263_thumb.jpg

post-2-0-60013200-1487868275_thumb.jpg

post-2-0-55370200-1487868284_thumb.jpg

post-2-0-47406800-1487868297_thumb.jpg

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...