BROWNING 349 Posted February 19, 2017 Report Share Posted February 19, 2017 კაუკაზიკა, გავეცანი შესწორებულ ვარიანტს(და ყველა მონადირეს ვურჩევ კარგად წაიკითხოს კანონპროექტი, თორემ ზოგადი გულის მოფხანა და პესიმიზმი არაფერს გვარგებს) და კიდევ მეტი კითხვა დამრჩა. 1)ამოიღეს ფედერაცია და მის ადგილზე ჩასვეს მეურნობა? ეროვნულ საშენ მეურნეობაზეა ლაპარაკი(ძველი ყოფილი ფორუმელები მუშაობენ მანდ თუ არ ვცდები). ეს მეურნეობა გაუმჭირვალე ნაწილია ამ კანონის . მონადირის ბილეთისთვის ტესტირების უფლება მეურნეობასაც ეძლევა და ნებართვების სააგენტოსაც(თავი V, მუხლი 21, ნაწილი 3)? ერთი ქვეყანა მანახეთ სადაც ეს ერთი სტრუქტურის ხელში არ იყოს. მონადირის ლიცენზიას გამოცდების შემდეგ უნდა იძლეოდეს მხოლოდ ერთი სახელმწიფო სტრუქტურა. 2)კომისია რომელიც სამონადირეო ტერიტორიების საკითხს განიხილავს(მუხლი 5 ნაწ.2). აქაც ფიგურირებს მეურნეობა, მაგრამ მე მოვითხოვდი სამონადირეო კლუბების წარმომადგენლების შეყვანასაც ამ კომისიაში. 3) მუხლი 23 (ნაწილი ზ) - ისევ ორი ვაზნაა მითიტებული ნახევრადავტომატზე. თუ მხოლოდ მჭიდე იგულისხმება, დააზუსტონ. 4)თავი VII , მუხლი 38. ისევ უაზროდ ნათქვამი ფრაზა ტყვიის შემცველი საფანტის აკრძალვაზე. პაპზე უფრო კათოლიკობა უნდა ვიღაცას. უცხოეთში არაა აკრძალული გადამფრენის გარდა და ჩვენ????? კი ბატონო, ცოტა უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა რომ იქნება საქართველოში, მერე დაისვას მაგ საკითხი(ისიც გადამფრენზე). 5) ყველაზე დიდ მიუღებლობას ჩემში იწვევს სამონადირეო ტერიტორიებზე(ფაქტიურად მეურნეობებში) მონადირეების შერეკვა. კონკსტიტუციით აქვთ ამის უფლება რომ მონადირეს საჯარო ტერიტორიაზე ნადირობის უფლება წაართვან? მე მგონი არა. რატომ არ მიტოვებენ არჩევანს? იყოს მეურნეობაც და იყოს საჯაროც. იმ საჯაროს, კეთილი ინებოს და მოუაროს სახელმწიფომ. ამ დოკუმენტში რაც გაწითლებულია ცვლილებებია ანუ რაც გფაითვალისწინეს წინა შეხვედრებიდან. ერთ ერთი ცვლილება შეეხება ფედერაციას (რომელიც მე საბჭოთა პერიოდის მონკავშირის აღდგენის მცდელობად მიმაჩნდა ) , რომელი საერთოდ ამოღებულია.... „ ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted February 20, 2017 Report Share Posted February 20, 2017 (edited) caucasica გამარჯობა, თბილისში როდის იგეგმება შეხვედრა ან თუ იყო უკვე ხელმეორედ იქნებ ჩაატარონ, ბევრი დაესწრება, ინფორმაციის ნაკლებობაა, ჩვენ გაგვიმართლა და შენ გვაწვდი ინფორმაციას ნაწილობრივ, მაგრამ ზოგადად ძალიან შეზღუდულია ჩვენს "დემოკრატიულ" სახელმწიფოში ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ეს ინფორმაცია. ფეისბუქზე სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა ყველას მივწერე და ჯგუფებშიც დავპოსტე განრიგი, მაგრამ ბევრიც ეჭვობს ინფორმაციის სიზუსტეს, ვინ მოგაწოდა ინფოო, რაც შემიზლია ვუხსნი მაქსიმალურად, ქვემო ქართლში აინტერესებთ როდის იგეგმება, ასევე გამსაკუთრებით თბილისში, inadire.ge-ს ვესაუბრე და განვათავსებ დღესვე ამ ინფორმაციასო მინიმუმ 50 000 ადამიანი ნახავსო. სხვებმაც დადეს და კომენტარებში ვკითხულობ კახეთში როდის იქნებაო, სხვა რეგიონები რატომ არ წერიაო, თბილისი განსაკუთრებით აინტერესებთ კიდევ ვიმეორებ. ასეთი სიყრუე არ მინახია, სამინისტრო კი არა ბალაგანიაა ან კიდევ ჩვენ უნდათ რომ ვიყოთ ყრუები! Edited February 20, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted February 20, 2017 Report Share Posted February 20, 2017 (edited) http://inadire.ge/20-tebervlidan-24-tebervlis-chatvlit-nadirobis-shesaxeb-kanonis-ganxilva/ ესეც გვერდში დგომა! ახლა დაიდო და დიდი გამოხმაურება აქვს უკვე. თბილისში აუცილებლად უნდა მოეწყოს შეხვედრაა!!! Edited February 20, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted February 21, 2017 Report Share Posted February 21, 2017 Gurulo შენი იმედი გვაქვს დღეს! 3:00 საათზე ოზურგეთშია შეხვედრა ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 21, 2017 Report Share Posted February 21, 2017 მე ვიყავი დღეს შეხვედრაზე ბათუმის მერიაში, მერე დავწერ მოგვიანებით. ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted February 21, 2017 Report Share Posted February 21, 2017 caucasica გამარჯობა, თბილისში როდის იგეგმება შეხვედრა ან თუ იყო უკვე ხელმეორედ იქნებ ჩაატარონ, ბევრი დაესწრება, ინფორმაციის ნაკლებობაა, ჩვენ გაგვიმართლა და შენ გვაწვდი ინფორმაციას ნაწილობრივ, მაგრამ ზოგადად ძალიან შეზღუდულია ჩვენს "დემოკრატიულ" სახელმწიფოში ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ეს ინფორმაცია. ფეისბუქზე სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა ყველას მივწერე და ჯგუფებშიც დავპოსტე განრიგი, მაგრამ ბევრიც ეჭვობს ინფორმაციის სიზუსტეს, ვინ მოგაწოდა ინფოო, რაც შემიზლია ვუხსნი მაქსიმალურად, ქვემო ქართლში აინტერესებთ როდის იგეგმება, ასევე გამსაკუთრებით თბილისში, inadire.ge-ს ვესაუბრე და განვათავსებ დღესვე ამ ინფორმაციასო მინიმუმ 50 000 ადამიანი ნახავსო. სხვებმაც დადეს და კომენტარებში ვკითხულობ კახეთში როდის იქნებაო, სხვა რეგიონები რატომ არ წერიაო, თბილისი განსაკუთრებით აინტერესებთ კიდევ ვიმეორებ. ასეთი სიყრუე არ მინახია, სამინისტრო კი არა ბალაგანიაა ან კიდევ ჩვენ უნდათ რომ ვიყოთ ყრუები! თბილისში უკვე იყო, მაგრამ რადგან ინტერესი დიდია და ცვლილებებიც განიცადა ტავდაპირველმა დოკუმენტმა კიდევ იქნება შეხვედრა. ეხლა მართალია რეგინალური შეხვედრები მიდის, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი სეხვედრების უზრუნველყოფა - სხვადასხა ქალაქებში. საკმაოდ კონტაქტური ხალხია დაუკავსირდით აუცილებლად გიპასუხებენ შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს. ტელ: 598 60 50 53 http://www.moe.gov.g...etshi-nadirobis ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted February 21, 2017 Report Share Posted February 21, 2017 მადლობა caucasica ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted February 21, 2017 Report Share Posted February 21, 2017 (edited) გუშინ გორში და დღეს ოზურგეთში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ რა ინფორმაციაც მივიღე შეუვალი და გაუგონარი ხალხია, ძალიან არ ესიამოვნათ ამდენი ხალხი რომ დაგვინახესო, ეს გორში.. ჩემი აზრით რადგან მოსახლეობას ფეხზე იკიდებენ, მინიმუმ უნდა შევიკრიბოთ მშვიდობიანად და ჩვენი აზრი უნდა დავაფიქსიროთ, ვისაც კი უნდა ერქვას მონადირე ყველას ვგულისხმობ, კლუბები და ზოგადად ფორუმები ძალიან პასიურობს, ყველაზე მეტად ჩვენი ფორუმი აქტიურობს შედარებით. ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერ და არ გააკეთებს, ჩვენში მთელ საქართველოს ვგულისხმობ! აქციები და მსგავსი გამოსვლები ყველაფერზე მეტად მეზიზღება მაგრამ, რადგან სხვა გზას არ გვიტოვებენ, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, ეს თუ არ მოეწყობა, არცერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არ შეიცვლება, ყველა ფორუმი, ფეისბუქ გვერდი თუ ნებისმიერი ირიდებს ამ ფორმას და თავის თავზე აღებას, არ უნდათ? არ უნდათ და მაშინ ვაი ვიშს და საერთოდ ამ თემაზე საუბარს შეეშვან და საერთოდ ნადირობაზე საუბარსაც შეეშვან! Edited February 21, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 21, 2017 Report Share Posted February 21, 2017 მოკლეთ ბიჭებო კი დავმშვიდდი და ნერვებიც დამიწყნარდა მაგრამ ამდენს ვერ დავწერ აღარც სურვილი მაქვს. იმედი მაქვს ისე მაინც წავა ჩემი ცხოვრება, ჩემს ილუშას და ლექსოიას ყოველ საღამოს გაფართოებული თვალებით რომ მეკითხებიან და ოცნებებში ნადირობენ მოვახერხებ და სადმე პრაქტიკულად ვაჩვენებ ამ ყველაფერს, თუ რათქმაუნდა ტერიტორიის მმართველი დამრთავს ნებას როცა იქნება. მეტს არ დავწერ არაფერს. ეს კიდევ ერთი, ნახეთ რა კაცურად, მოკლედ და მაგრად აქვს კაცს დაწერილი. მე ამ კაცს არ ვიცნობ და თუ მისი წერილის აქ გადმოტანით უხერხულობას შევუქმნი პასუხსაც გავცემ. Niko Khokhobashvili · Matani ყველაფერი იქით მიდის ,რომ ნადირობა იკრძალება და ამით ბუნების სიყვარულსაც გვიშლიან,ისედაც ახალგაზრდა თაობის უმრავლესობას ნადირობა ფეხებზე ჰკიდია და ინტერნეტში ყველანაირ ჩათლახობას სწავლობენ. ამ ჭკუათმყოფელებს ჰგონიათ , რომ ნადირობა, ნადირ ფრინველის ხოცვაა და ის არ იციან , რომ ყველა მონადირე ერთი ოჯახის პატიოსანი წევრია და არასოდეს გიღალატებს, ის ამას ნადირობისას სწავლობს! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 21, 2017 Report Share Posted February 21, 2017 თუ კლუბებმა და ზოგადად მონადირეებმა მშვიდობიანი აქცია არ ჩაატარეს და ისიც თბილისში, თავისას გაიტანენ, რადგან ამ კანონპროექტის უკან დიდი კლანი ჩანს. ფეისბუქი აგერაა და შეკრება რა გახდა? ქართველებმა ჯერ ვერ ვისწავლეთ საკუთარი უფლებების დაცვა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 21, 2017 Report Share Posted February 21, 2017 თავიკაცი უნდა ყველა საქმეს და ამის ეშინია ყველას. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 ძალიან სამწუხაროა, რამდენი ხანია ვამბობ ბრაკონიერი ვარ მეთქი . . ეს რეგიონალური განხილვები ბლეფია, ისევე როგორც სხვადასხვა არასამთავრობოებს სჭირდებათ ხოლმე უაზრო შეკრებები სურათების გადასაღებად. . . ბოლოს დაიდება ოქმები რომ რეგიონებში განხილვებმა წარმატებით ჩიარა, და კანონპროექტსაც კანონად აქცევენ ! ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 (edited) მთლად მასეც არ ყოფილა მეგობრებო,გორის შეხვედრაზე მე ვიყავი,და სერიოზული პოლემიკა მქონდა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან,იურისტთან და ბიოლოგთან,ძირითადი საუბრის თემა მქონდა ტერიტორიების გამოყოფის,ტყვიის შემცველი მასალის გამოყენების და ნახევრად ავტომატებში ვაზნების რაოდენობის შესახებ,სხვათაშორის თავიდან მეგონა რომ ამ ყველაფერს"გაატარებდნენ",მაგრამ საკმაოდ ნორმალურ ფარგლებში წარიმართა საუბარი,მოინიშნეს ყველა შენიშვნა,და დაგვპირდნენ რომ მაქსიმალურად გაითვალისწინებენ ჩვენს შენიშვნებს. მთავარია დანარჩენ შეხვედრებზეც ვიაქტიუროდ. ისე იყო ინტერესის დაფიქსირება გორის სამონადირეო კავშირის წარმომადგენლისაგან ტერიტორიის ასეთი ფორმით გამოყოფაში,მაგრამ მაქსიმალურად ავუხსენით საჯარო ტერიტორიების არსებობის აუცილებლობა სამინისტროს წარმომადგენლებს,სწორედ ამიტომ ვიაქტიუროდ სხვა შეხვედრებზეც, რომ ასეთმა გაერთიანებებმა არ გაიტანონ თავის ინტერესები. შეხვედრის დასრულების შემდეგაც გავაგრძელეთ საუბარი,შევთანხმდით რომ შენიშვნების სრულ ჩამონათვალს ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნი, იმედია შეხვედრები მხოლოდ შეხვედრებად არ დარჩება და გათვალისწინებული იქნება ჩვენი,მონადირეების პოზიციები ჩვენთვის აქტუალურ საკითხებზე. პ.ს. ოზურგეთში გურულო დაესწრო და იქაც კონსტრუქციული საუბარი ყოფილა. Edited February 22, 2017 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 გამარჯობათ ლომებო! მე და სოსოს შეხვედრის წინა დრეებში გვქონდა კონტაქტები და საუბრები. 1) საკითხთა ნაწილი, რომელიც წინა დღეს გორში იქნა დასმული, ოზურგეთში უკვე ჩასწორებული შემოიტანეს. მაგალითად, სამონადირეო ტერიტორიების საკითხის განხილვაში სამონადირეო კლუბების ჩართულობის შესახებ და კიდევ ტესტირების გამოცდის არა მეურნეობის, არამედ სააგენტოდან ერთი ფანჯრის პრინციპით გაცემის თაობაზე. ორთავე საკითხი სოსოს მიერ იყო გორში წინა დღეს დასმული და ოზურგეთში უკვე იმ სახით წარმოადგინეს, როგორც ჩვენ მოვთხოვეთ. ჩემს შეკითხვაზე ეს საკითხები ჩასწორდა თქო? მიპასუხეს რომ მონადირეთა მოთხოვნის საფუძველზე ჩავასწორეთო. 2) ოზურგეთში ჩვენს მიერ დასმული იყო საკითხი სამონადირეო ტერიტორიებზე ჩვენი შერეკვის თაობაზე; საჯარო სექტორის არსებობის აუცილებლობის თაობაზე; მჭიდში ორზე მეტი ვაზნის აუცილებლობის თაობაზე და ტყვიის შემცველი საფანტის ტაობაზე. მარტო მე არ მომჩვენებია, ძალიან ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენს არგუმენტირებულ შენიშვნებზე პასუხები არ ჰქონდათ. დაპირება მოგვცეს რომ ჩვენს შენიშვნებს აუცილებლად გაითვალისწინებენ. შეხვედრის ბოლოს იურისტს, რომელმაც პროექტი წაემოგვიდგინა პირადად ვკითხე: რამხელაა ალბათობა იმისა, რომ პროექტს ამ ფორმით წარუდგენთ პარლამენტს თქო? იმხელა წინააღმდეგობაა ამ პროექტზე, რომ გაგვიჭირდება ამ ფორმით შევიტანოთო, აუცილებელია ცვლილებების შეტანაო. სხვა რა გითხრათ ბიჭებო არ ვიცი... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 გელა,შენ როგორ გამოხვედი იმ შეხვედრიდან,იმედიანად თუ გინებ-გინებით??? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 (edited) გელა,შენ როგორ გამოხვედი იმ შეხვედრიდან,იმედიანად თუ გინებ-გინებით??? მე პირადად იმედიანად გამოვედი, რადგან იქ მყოფები შენიშვნების სრულად გათვალისწინებას დაგვპირდნენ. ველოდები... დღეს ფოთში იყო შეხვედრა, რა ხდებოდა მამუკა? Edited February 22, 2017 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 რა გითხრა გელა,მე ვინ გამიშვებდა!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 კარგია, გაიხარეთ, იმედია მოგვისმენენ. რადგან ფეისბუქზე inadire.ge-ს პოსტებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, caucasica-ს მოცემული კონტაქტი მივაწოდე, inadire.ge დაუკავშირდა ბატონ ღვალაძეს და თბილისში აუცილებლად ჩატარდება განხილვაო. "გამარჯობათ მონადირეებო! ვინაიდან ბევრი ადამიანი გვწერს პროექტ " ნადირობის შესახებ" - ის საჯარო განხილვაზე, ჩატარდებოდა თუ არა თბილისში ან კახეთში და ა.შ. ამ მიზეზით დავურეკე და რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს. ვუთხარი რომ ძალიან გვიან გავიგეთ ამ ყველაფრის შესახებ და გორში ბოლო წუთებზე მიასწრო მონადირეებმა და უფრო მეტი ინფრომაციის გავრცელებაა საჭირო. რაც შეეხება კახეთს, სამწუხაროდ მე არაფერი მსმენია მაგ შეხვედრაზე თორემ ადრეც გავარცელებდი შეხვედრის დროს და ადგილს. როგორც ბატონმა ნუგზარმა მითხრა, კახეთში უკვე ჩატარდა 2016 წლის 4 ნოემბერსო. თბილისს რაც შეეხება, იყო მხოლოდ შიდა განხილვა, არანაირი საჯარო განხილვა არ ყოფილა და როგორცკი რეგიონებს მოვივლით, მოვისმენთ შენიშვნებს, ბოლოს ჩავატარებთ თბილისშიო (საჯარო განხილვას). თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვადევნოთ თვალი გარემოს დაცვის სამინისტროს საიტს. მანდ უნდა დაიდოს ინფორმაცია შემდეგი შეხვედრების შესახებ. ვისაც აინტერესებდა და კითხულობნდნენ ამ თემის შესახებ, გაუზიარეთ და გაავრცელეთ მეგობრებო." https://www.facebook.com/inadire.ge/?hc_location=ufi ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 (edited) ი ლ უ შ ა ––––გორში ბოლო წუთებზე მიასწრო მონადირეებმა და უფრო მეტი ინფრომაციის გავრცელებაა საჭირო.––––– ისე გორში მე მონადირეების პოზიციების დამცველი ვერ ვნახე ვერავინ,მე და ერთი წარმომადგენელი იყო თუ არ ვცდები გორის ადგილობრივი სტრუქტურებიდან,მარტო ჩვენ ვიცავდით მონადირის პოზიციას საჯარო ტერიტორიების და კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიების სანადიროდ დაშვების ,ტყვიის შემცველ მასალის გამოყენების აკრძალვის წინააღმდეგ ,ნ/ავტომატებში ვაზნების შეზღუდვის წინააღმდეგ, და.ა.შ, რაც შეეხება გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც გორის მონადირეთა გაერთიანებად გაგვეცნენ,პოზიციის დაფიქსირებაში ემჩნეოდათ სიტუაციის თავის სასარგებლოდ მორგება(სანადირო ტერიტორიის გამოყოფა კანონპროექტის პირვანდელი სახით). ამიტომ თუ არ ვიაქტიურედ ასეთი ჯგუფები კიდევ გამოჩნდენიან და შეიძლება მხოლოდ მათი პოზიციების გათველისწინება მოხდეს. ასე რომ გორში დამსწრეები განხილვაზე მრავლათ იყვნენ,მაგრამ სიტუაცია ასეთი გახლდათ,მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ყველა ეს შენიშვნები და ხედვები ჩაინიშნეს და დაგვპირდნენ რომ შემდეგი შეხვედრების და განხილვების დროსაც გამოთქმული შენიშვნები აუცილებლად ასახული და გათვალისწინებული იქნება კანონის მიღებისას. Edited February 22, 2017 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 გადავხედე ჩასწორებულ კანონს ბევრი რამე შეცვლილა იმედია ლიცენზიის ფასი გახდება გონივრული და კონტროლის მექანიზმები დაიხვეწება. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 მეტი არაფერი? ერთადერთი რაც შეცვალეს, ფედერაცია ჩაანაცვლეს მეურნეობით. იმედია დარჩენილ შენიშვნებზეც იმსჯელებენ. გადავხედე ჩასწორებულ კანონს ბევრი რამე შეცვლილა იმედია ლიცენზიის ფასი გახდება გონივრული და კონტროლის მექანიზმები დაიხვეწება. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 BROWNING კი სხვაც ბევრია შესაცვლელი, უბრალოდ დღეისმდგომარეობით რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ესაა 10 ლარიანი ლიცენზია და კონტროლის დონე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 23, 2017 Report Share Posted February 23, 2017 (edited) გუშინ ზუგდიდში არ ვიცი და ფოთში ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე, მშვიდად ჩატარებულა შეხვედრა. იქ სადაც ჩვენი კლუბი ან ბაზიერი არაა აქტიური, ყველგან მდორედ მიდის განხილვები. Edited February 23, 2017 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 23, 2017 Report Share Posted February 23, 2017 კანადა: ტყვიის შემცველი საფანტი აკრძალულია მხოლოდ გადამფრენზე(იხვი, ბატი). ნახევრადავტომატი 1+2 (სულ სამი ვაზნა). ნადირობის უფლება მიიღება გამოცდის ჩაბარებით(წინასწარ შესაბამისი კურსებიც შეგიძლია გაიარო). ეს ბარათი სამუდამოა. გასცემს ბუნებრივი რესურსების და ფაუნის სამინისტრო. ამ ბარათის მერე ითხოვ იარაღის შენახვის და ტარების უფლებას, რომელითაც, რამდენიც გინდა იმდენ იარაღს შეიძენ. იარაღზე ნებართვას გასცემს შსს-ს იარაღის რეგისტრაციების სამსახური. მონადირეთა ფედერაცია არ არსებობს. ნადირობა ხდება საჯარო ტყეებში. არის კერძო მეურნეობებიც(ფასიანი). ლიცენზიები(სათევზაო, დიდ ნადირზე ცალკე, პატარაზე ცალკე, გადამფრენზე ცალკე) გაიცემა რეგიონების მიხედვით. მონადირების ლიმიტებიც რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ლიცენზიებიდან ამოღებული ფულიც ნაწილი მიდის ბუნების დაცვაზე, მეცნიერებაზე(მაგალითად სათევზაო ლიცენზიიდან პროცენტი რეგიონის იხტიოლოგიურ კვლევებზე). ძალიანაც მართებულად მიმაჩნია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 23, 2017 Report Share Posted February 23, 2017 (edited) დავესწარი .ქუთაისში იმის შემდეგ რაც არგუმენტირებულად(კანონიდანვე ამოკითხული დოკუმენტებით) დაუსაბუთეს რომ ეს კანონპროექტი გამიზნულია ფულის ამოსაქაჩად, სტუმრებმა დარბაზი დატოვეს და შეხვედრა ჩაიშალა . მოვასწარი ერთი შეკითხვის დასმა ,შემეძლება თუ არა ჩემ საკუთარ მიწაზე,ყანაში ნადირობა რაზეც პასუხად მივიღე არა! თან აღნიშნა რომ სწორი შენიშვნა იყო იმდენად აბსურდულია ეს კანონპროექტი რომ იმერელი მონადირეების 100 პროცენტი წინააღმდეგია საკანონმდებლო ორგანოში ამ ფორმით წარდგენაზე. Edited February 23, 2017 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.