Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ჯაბა რათქმაუნდა არაფერს ვერჩი და აგერ ხვალ დაბადების დღეზე თუ მაჩუქებ, ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნება ჩემ ცხოვრებაში :alfons: :alfons: :alfons:.

 

 

შენ ხო მომაგდე ოქტომბერში ბერეტა 686 სპეციალი და მეც მასევე მოგართმევ ხვალ :haha::e025:

 

ხო და კიდე ერთი:ბერეტას,ბენელის,ფაუსტს,ფრენჩს და ბრაუნინგს ფაბარმს ნუ შეადარებ.სხვადასხვა კაიფია დამიჯერე

Link to post
Share on other sites
  • Replies 139
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

30 მეტრზე განსხვავება არ იქნება 60 და 66 სანტიმეტრიანში.

 

60 არ ვიცი და 56-სმით ადვილი შესაძლებელია 20 მეტრის იქეთ მწყერი გაძვრეს, არადა მე 20 ის იქით ვისვრი ხოლმე, განსაკუთრებით სეზონის გახსნის პირველ დღეებში :pardon: ბეკასებივით დაფრინავენ ეგ გასაწყვეტლები.

მე მაინც მგონია რომ 60ით არ იქნები კმაყოფილი თანაც ნორმალურ ფასად გაყიდვაც გაჭირდება.

რათქმაუნდა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე რომ ვიყო არჩევანის წინაშე ცვლადი ჩოკებით ვიყიდიდი. ან ფიქსირებული 0.25-0.75

Link to post
Share on other sites

6 სანტიმეტრით მოკლე ლულა ამ შემთხვევაში ჭურვის სიჩქარეს შეამცირებს. მაგალითად, თუ 72 სმ8იანი ლულა 400მ/წ სიჩქარეს ანიჭებს ჭურვს, 60 სანტიმეტრზე გამოაკელით მინიმუმ 40-50მ/წ. რაც შეეხება გაშლას, შევიწროვების რეგულირება შენს ხელთაა და დააყენებ ისე რომ 30 და 40 მეტრზეც მოატყა. 60 სანტიმეტრიანი ლულა ძალიან კარგი შუალედია, მე ისე 56 სმ უფრო მომწონს, რეგულირებადი შევიწროვებით რა თქმა უნდა :hi3: ასეთია ჩემი აზრი

Link to post
Share on other sites

შენ ხო მომაგდე ოქტომბერში ბერეტა 686 სპეციალი და მეც მასევე მოგართმევ ხვალ :haha::e025:

 

ხო და კიდე ერთი:ბერეტას,ბენელის,ფაუსტს,ფრენჩს და ბრაუნინგს ფაბარმს ნუ შეადარებ.სხვადასხვა კაიფია დამიჯერე

ჯაბა შენ ვერ გამიგე, საღ ამოიკითხე ერთი მწარმოებლების შეღარება, მე კონკრეტულ მოღელებზე მაქვს საუბარი ღა არა bmw da mercedes benc ზე. არ მეგულება ქვეყანაზე აღამიანი რომელსაც ავტო 5 ურჩევნია ვინჩის ღა მაქსუს. საკოლექციო ავტო 5-ბს არ ვგულისხმობ

Link to post
Share on other sites

ახალი ა 500 განსხვავდება ძველისგან. ჯობესებებიც აქვს და მასალაც სხვანაირია, პლიუს ჩოკები.

მაგ ერთი შეხევითაც ჩანს, მაგრამ ფასი მაინც არ გამოიყურება აღექვატურაღ.

Link to post
Share on other sites

თავის დროზე ეს ვიდეო რომ დავდევი, დამვიწყებია მექანიზმის მუშაობის პრინციპებზე მოკლედ მიმეწერა. ამიტომ ახლა გამოვასწორებ :hi:

 

ახალი Auto-5 არა ლულის, არამედ საკეტის ინერციაზეა. პირველი(ორიგინალი) ავტო-5-ის ერთ-ერთი მახასიათებელი იყო გადატენვის დროს ჭახანის ხმა(მეც ხშირად მესმის ყურებში ჩემი მც 21-12-ის გასროლისას :alfons: ). ახალი მოდელი ამ ხმის ჩასახშობად აღჭურვილია ბუფერით, რომელიც თავის თავზე იღებს საკეტის დარტყმას.

მწარმოებელი ამ თოფზე 100 000-იან გასროლის სერიასა და 5 წლიან ქარხნულ გარანტიას იძლევა.

საკეტის მუშაობა იდეალურამდეა აყვანილი: ის არ იხსნება მანამ, სანამ ჭურვი და უკანასკნელი საფენი არ დატოვებს თოფის ლულის ტუჩს.

გახსნილი საკეტის პირობებში საკმარისია მჭიდში ვაზნის შედება და ის მყისვე მოთავსდება სავაზნეში(პირადად მე ძალიან მომწონს :yes:)

ლულის არხი გაბურღულია Back-bore ტექნოლოგიით; სახსნელი ჩოკები საფირმოა და იწოდება Invector DS-ად(3 ცალია კომპლექტში); გააჩნია კონდახის სიგრძის მარეგულირებლები; თოფის წონა შეადგენს 3,175 კგ-ს;

 

 

მიყვარს პოლემიკა იარაღზე :*

 

 

ძველი ავტო 5

2c5c5e2382a4.jpg

 

ბრაუნინგის გამოგონება უდიდესი გარღვევა იყო იარაღთწარმოებაში. მისმა ნახევარავტომატმა მალევე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. 5 გასროლა 15 წამში იარაღის მხრიდან მოუხსნელად_ ეს იმ დროში წარმოუდგენელი რამ გახლდათ.

არსებობს ვარაუდი, რომ ავტო 5-ის გამოსვლის დღიდან გაიყიდა მილიონ ეგზემპლიარზე მეტი(!!!)

1924 წელს პარიზის ოლიმპიადაზე ავტო 5-მა ოქროს მედალი აიღო და დამყარდა მსოფლიოს რეკორდი...

რაც შეეხება კომპანიას_ ეს მწარმოებელი ბრენდია, პრესტიჟია და ა.შ. ამასთან ერთად, როგორც შეეფერება დიდ საწარმოს, ის ადგილზე არ დგას, ვითარდება და სიახლეებსაც ნერგავს. მაგალითად მისი ნახევარავტომატი უკუქცეულ გაზებზე Maxus.

ამავე დროს ის ისტორიას და კლასიკას პატივს სცემს... შედეგი- ახალი ახალი Auto-5(მისი მოქმედების პრინციპი ზემოთაა აღწერილი). ფაქტიურად ახალი ავტომატი და მისი ძველი წინაპარი აბსოლიტურად განსხვავებული რამეა!!! სახელი იგივე რომ დაუტოვეს ეს ისტორიისა და თავად დიდი მეიარაღისადმი უდიდესი პატივისცემის გამო მოხდა.

რა მივიღეთ ახალი ავტო 5-ით?

 

გარეგნულად წინაპარს გავს, თუმცა მუშაობითა და საიმედოობით ბენელის ანალოგი უფროა(მაგალითად ბენელის მოდელ Montefeltro-სი).

წონა_ 71სმ-იანი ლულებით იწონის 3,15კგ-ს; საუკეთესოდ აქვს წონა გადანაწილებული მთელ პერიმეტრზე; ამუშავებს პრაქტიკულად ყველა წონის ვაზნებს 24 გრამიდან მაგნუმის ჩათვლით(რა შედარებაა წინაპართან???!!!)

თავად ბენელებსაც კი ხშირად უჭირთ 24 გრამის დამუშავება(ეს ჩემი აზრი არ გეგონოთ, მწარმოებელი ბენელი აღიარებს ამას).

ახლა დავეკითხოთ თავად ახალი ბრაუნინგის მწარმოებელს_ ის ირისო ყველაზე საიმედო ნახევარავტომატიო(მოდი და შეედავე თუ ბიჭი ხარ)!!!

ბრაუნინგის კონსტრუქტორები აბსოლიტურ კოპირებაზე არ წასულან ბენელისთან, თუმცა თავად ტერმინი გადაღება-კოპირება პირობითია, რამეთუ ბენელიში ჯოვანელიმ გადაიღო წინაპარ ბრაუნინგიდან მეტი რამ თუ მერე ბრაუნინგის კონსტრუქტორებმა გადააკეთეს ბენელის მექანიზმი ეს, დამეთანხმეთ, სადაო საკითხია.

წამიკითხია რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება იმ საკითხის თაობაზე_ ვინ უფრო მეტად გამოიყენა სხვისი გამოგონება, ბენელიმ თუ ბრაუნინგმა( იგულისხმება ახალ მოდელში), ყველა თანხმდება რომ ანგარიში ამ ორ დიდ კომპანიას შორის Benelli – Browning არის 1:1.

 

ბრაუნინგის ახალი ავტო 5 გამოდის 4 ვარიანტად: კაკლის ტარით, შავი პლასტიკატის ტარით და 2 კამუფლირებული ვარიანტი Mossy Oak და Mossy Oak Duck Blind.

 

 

ახალი ავტო 5

 

f14d8df3b38f.jpg

 

რეზიუმე(ჩემის მოკლე ჭკუით): ახალმა ავტო 5-მა მისი წინაპრისაგან მხოლოდ გარეგნული ფორმა შეინარჩუნა, დანარჩენი ყველაფერი სუპერთანამედროვე და სუპერმაგარია! და თუ რომელიმე ჩვენთაგანს ამის საშუალება გვაქვს არ დაგვენანოს მასში 4100 ქართული ლარის გადახდა.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

გელა Browning A500R მიღირს წამოღებად? ახალი მოდელები ხომ არ სჯობს მაგას?(მგონი კი). არადა მაგარ მდგომარეობაშია(1990 წელი).

Link to post
Share on other sites

გელა Browning A500R მიღირს წამოღებად? ახალი მოდელები ხომ არ სჯობს მაგას?(მგონი კი). არადა მაგარ მდგომარეობაშია(1990 წელი).

 

ვახო ჩემო ბრატანა, რასაც ჩემი მოკლე ჭკუა გაქაჩავს, არ დაგზარდები ხომ იცი?! :*

 

 

 

1e43a65fa8be.jpg

 

საკითხი პირველი_ რა ღირს? რა დაჯდება თავისი განბაჟება-გამოტანით?

 

ახალი მოდელები რომ ჯობია სწორად მიხვდი! :hi:

 

Browning A500 არის მისი წინაპრის გაუმჯობესებული ასლი. საქმე იმაში გახლავს, რომ A500-ში მექანიზმის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ლულის ინერციაზე. მართალია ლულის სვლა ისეთივე გრძელი არაა, როგორც წინაპრისა, თუმცა მაინც ,,ლულის ხოდს" ,,საკეტის ხოდი" ჯობია უეჭველად. A500-ში ლულა დადის 5-10 სანტიმეტრზე.

სხვა დანარჩენი: ბრაუნინგის კლასი, პრესტიჟი, საიმედოობა, დიდი რესურსი და ა.შ.

 

 

წარმოების წლებია 1976-1998 წლები.

 

 

თავს ვერ დავდებ, თუმცა ამბობენ, რომ A500-ბი რაღაც ნაწილი უკუქცეულ გაზებზეც გამოდიოდაო...

Link to post
Share on other sites

სადღაც 1300-მდე დაჯდება ალბათ, მაგრამ შეიძლება მეტიც, ფაქტურა არ მაქვს და საბაჟოს შემფასებელი რა ფასს დაადებს არ ვიცი. შევეცდები მოვიცილო, თუ არადა წამოვიღებ.

 

 

ვახო ჩემო ბრატანა, რასაც ჩემი მოკლე ჭკუა გაქაჩავს, არ დაგზარდები ხომ იცი?! :*

 

 

 

1e43a65fa8be.jpg

 

საკითხი პირველი_ რა ღირს? რა დაჯდება თავისი განბაჟება-გამოტანით?

 

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ბიჭებო, ბრაუნინგის ეს მოდელი -Silver Hunter - რატომ ღირს სედარებით იაფი?

 

http://www.cabelas.ca/product/15221/browning-silver-hunter-12-gauge-semi-auto-shotguns

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

Browning B80 რა კარგ ფასად. მეორე გრძელ ლულასაც მიამატებ და ურახუნე...ეს მოდელი არცაა მგონი ძალიან ცნობილი. ''გაზზეა''.

 

 

http://www.lespac.com/st-laurent-d-orleans/sports-loisirs-sports/fusil-browning-b80_29170763D0.jsa?searchCriteria=L3NlYXJjaC9yZXN1bHRzLmpzYT9sPTEmYT1mdXNpbCZpPTEmZHg9MCZkaD0wJms9MSZlPTQ1LjUyNTAwJmY9LTczLjU1ODMzJmg9MSZnPTE3NTY3Jmo9MQ&navigationInfo=YT0wJmI9MTc1JmM9MjkxNzE2NzVTMjkxNzE2NDRTMjkxNzA3ODBTMjkxNzA4NTdTMjkxNzA4MzFTMjkxNzA3NjNTMjkxNzAxMDBTMjkxNjkzNDhTMjkxNjc5MjlTMjkxNjc4MjYmZD0w&requester=SCH

Link to post
Share on other sites

რამოდენიმე დღის წინ ბრაუნინგს ვესაუბრე და ლაითნინგზე მკითხა, გამოსცადეო?

 

81-სმ-იანი ლულით არ შეიძლება მწყერზე ნადირობა.

მაშინ შორს უნდა გაუშვა და მერე დაუშვა, თორემ ფრთები შეგრჩება ხელში.

 

მაგ ტექნიკური მახასიათებლების ფიშტო არის წყალმცურავისთვის.

 

 

შევადარე რემინგთონ 870 ექსპრესთან, იმასაც იგივე სიგრძის ლულა აქვს./გრძელი კიდურები მაქვს და მაგიტომ მაქვს მაგხელა ზარბაზნები./ :d030: :d030:

ვერაფერი განსხვავება ვერ ვნახე, ორივე უბრაგუნებს ერთნაირად, ნებისმიერ დისტანციაზე უბერავენ ერთნაირად.

 

ნუ, ბრაუნინგი რომ კლასიკაა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ პომპას თუ დაუმუღამეთ, მერე იწყება კაიფი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

mamuka grigolia

 

მამუ გამარჯობა, შეკითხვა მაქვს შენთან.

 

"ტყუპების" ამბავი რაფერაა თელ სოფლიოში? :e025:

 

ვთქვათ და ერთი და იგივე კომპანიის, იგივე დიზაინი-კალიბრი-გრავირება-მექანიზმი და ა.შ., ოღონდ ლულების სიგრძე განსხვავდება.

 

ითვლებიან ასეთი ფიშტოები, ეგრეთ წოდებულ "ტყუპებათ"?

 

პ.ს. მე მგონი არა, მაგრამ შენ ჩემზე მეტი იცი და ამიტომ გეკითხები.

Link to post
Share on other sites

აუ ბიჯო,რამხელა პროსტინა წამიშალა,ამ ოხერმა კომპიუტერმა!!!!!მარა თავიდან დავწერ,გიოს ვენაცვალე!!!!!!ტყუპი თოფები, ფრინველის მოდენით ნადირობის დროს გამოიყენებოდა,გნოლი,ხოხობი და სხვა!!ნადირობის ეს არიატოკრატიული მეთოდი,რომელიც ჩემი გემოვნებით, ნადირობის გარდა ყველაფერია,გლუვლულიანი სანადირო იარაღის დახვეწისა და მისი წარმოების ხელოვნების რანგში აყვანის მასტიმულირებელი გახდა,როცა ასეთი ნადირობისას მავანი ბატონი უკვე ორიველულა ცარიელ თოფს მსახურს მიაწოდებდა,უკან დატენილი ზუსტად ისეთივე თოფი უნდა მიეღო,ერთი მისხალი დისკომფორტიც კი არ უნდა შექმნოდა,რომ ხელში სხვა თოფი ეჭირა,ამიტომ სხვადასხვა საიარაღო ფირმები,გამალებულ შეჯიბრში ჩაებნენ,ვინ უფრო ზუსტ ტყუპ გარნიტურს შექმნიდა,ზოგი ფირმა სამ და ოთხთოფიან ტყუპებსაც ამზადებდა,აქ უაღრესი სიზუსტე პრესტიჟს ნიშნავდა,თოფებს შორის წონაში სხვაობა მინიმალურ 10 გრამამდეც დაყავდათ,ამიტომ აქ ლულების სიგრძეში განსხვავება,სრულიად გამორიცხულია!!!!

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

 

გასაგებია, ასეც ვფიქრობდი, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცოდი და იმიტომ ვიკითხე.

 

მიზეზმა საერთოდ გამაკვირვა, ეგეც არ ვიცოდი, თუ რატომ წამოვიდა "ტყუპები" და როგორც შენ ამბობ, ტრიო-კვატროებამდეც ასულან.

 

რატომ ვიკითხე თუ იცი?

 

ჰოლანდებზე რომ ვაფანატებ, ეგ ყველამ იცით.

მაგდენს ნაღდად ვერ გავქაჩავ.

 

სალო მყავდა ამას წინებზე გაყვანილი სტენდზე და მომაშორე ამ სიგრძე თოფები, საჩემო მასროლინეო.

დავიწყე ძებნა და ბრაუნინგის ლაითნინგი ვნახე კაი ფასში, ოღონდ მოკლე ლულით.

 

ვიფიქრე დავაწყვილებთქო, მაგრამ ჰხედავ რაში ყოფილა საქმე?

 

პ.ს. სანამ სროლაზე მთლად აიყარა გული, სხვა რამეს მაინც მოვუძებნი, უფრო "ეფათ". :e025:

 

პ.ს.პ.ს. მადლობა მამუ. :hi:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

სასწაული პირდაპირ, სხვას ვუძებნი ინფოებს და ჩემსაზე ვერაფრით ვერ გავარკვიე რატომ ადევს სამი G .

 

კი ბატონო, G ინსპექტორის კლიშეა, მაგრამ სამჯერ რატომ თხლიშეს?

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ასეთი იქნება ზუსტად ცემის, ოღონდ ჩემი ოცი კალიბრია და 2.5 სმ-ით მოკლე ლულით. ფაქტიურად ნახევარ ფასში ყიდის ახალს. სად იყო შარშან?!!!!! :karochera:

 

 

 

http://www.lespac.com/boisbriand/sports-loisirs-sports/fusil-chasse-browning-citori-micro-midas-satin-hunter-12-ga-3-26_30403522D0.jsa?searchCriteria=L3NlYXJjaC9yZXN1bHRzLmpzYT9sPTEmYT1mdXNpbCZpPTEmZGg9MCZrPTEmZT00NS41MjUwMCZmPS03My41NTgzMyZoPTEmZz0xNzU2NyZqPTE&navigationInfo=YT0wJmI9MjQyJmM9MzA0MTA1NThTMzA0MDgzOTJTMzAzNDYyMTFTMzA0MDYxOTlTMzA0MDU0ODRTMzA0MDM3MTVTMzA0MDQ5NjJTMzA0MDM1MjJTMzA0MDMzNDhTMzA0MDM1NjUmZD0w&requester=SCH

Link to post
Share on other sites

აუუ,აქანა გავფუჭდი ვახო,იდეალური მახასიათებლები აქვს,76მმ-იანი სავაზნე,660მმ-იანი ლულა,ზედგამოჭრილია ძაღლით ფრინველზე სანადიროთ.ფასი ხო საერთოდ ზღაპარი 1570 ლარი,მაგ ფასად ძველ,კომუნისტებისდროინდელ იჟ-27-ს იყიდი ჩვენთან!!! :( :( :(

Link to post
Share on other sites

ჩემი მეგეობარი ყიდულობს თუ არ დაასწრო ვინმემ. კოლექციონერი ჩანს, აი მისი გაყიდული სიტორები:

 

http://www.lespac.com/saguenay-chicoutimi_g14568i1j1k1om10493851R0.jsa

 

 

 

აუუ,აქანა გავფუჭდი ვახო,იდეალური მახასიათებლები აქვს,76მმ-იანი სავაზნე,660მმ-იანი ლულა,ზედგამოჭრილია ძაღლით ფრინველზე სანადიროთ.ფასი ხო საერთოდ ზღაპარი 1570 ლარი,მაგ ფასად ძველ,კომუნისტებისდროინდელ იჟ-27-ს იყიდი ჩვენთან!!! :( :( :(

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

Сynergy Micro Midas .20

 

23eff3b904e2.jpg

 

იუნიორი მონადირეებისა და ქალბატონებისათვის ბრაუნინგმა ახალი მოდელი გამოუშვა Сynergy Micro Midas .20, რომელიც მცირე წონით, კომპაქტური ზომებითა და უკუცემის დახშობის თანამედროვე სისტემით ხასიათდება. ლულათა სიგრძე შეიძლება იყოს 26 ან 28 დიუმი. რესივერი დამზადებულია ტექნოლოგიით Monolock Hinge, რაც საშუალებას იძლევა თოფის ეს ნაწილი იჯდეს მინიმალურ პარამეტრებში. დასხლეტის სისტემა Reverse Striker უფრო კომფორტულს ხდის გასროლის პროცესს. უკუცემის დახშობის სისტემა სახელდებულია Inflex Technology-ით.

აშშ-ში ამ მოდელის სავარაუდო ღირებულება დაიწყება 1870 მწვანედან.

Link to post
Share on other sites

მეგობარმა იყიდა სიტორი. 66სმ ლულით და ხუთი ჩოკით. ათასი ვაზნა აქვს მხოლოდ განასროლი. 800 ამერიკული გადაიხადა. ამ დღეებში ვნახავ და სურათებსაც დავდებ.

Link to post
Share on other sites

მოკლედ დილითვე ამოვიდა მეგობარი და ახალი სიტორი მაჩვენა. სიტორი ჰანტერია. შევაზომე ჩემს სიტორისთან. მისი ხე სჯობს. ინვესტორ პლის ჩოკებიც მოჰყვა, სკიტიდან დაწყებული. კაი იარაღია.

post-3-0-83136000-1426966419_thumb.jpg

post-3-0-91531900-1426966427_thumb.jpg

post-3-0-03553700-1426966437_thumb.jpg

post-3-0-05111900-1426966453_thumb.jpg

post-3-0-73700800-1426966461_thumb.jpg

post-3-0-47231200-1426966469_thumb.jpg

post-3-0-74972800-1426966477_thumb.jpg

post-3-0-02991000-1426966486_thumb.jpg

post-3-0-62206700-1426966509_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...