Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს ადგილი დაისაკუთრა სახლში შემოსვლისთანავე.

ზუსტად ვერ ამბობს, გამოკეთდა ცოტათი. ვმკურნალობთ.

მაგარი მეგობარი დამდგარიყოს ნადირობაშიც და სახლშიც ღირსეული წევრის ადგილი დაეკავებინოს! გილოცავთ!   ძაღლი ლედია ტრადიციული სახელია თქვენს სახლში.  

Posted Images

გუშინდელი დღესავით მახოვს ვახო. რა მალე გადის დრო :karochera: მიდის და მიყავს ნელნელა ხალხი რომელიც გვიყვარს და გვაკლდებიან ძალიან.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 3 weeks later...
  • 2 weeks later...
  • 1 month later...

ika777

 

მეტი რა გითხრა?

 

სურათის დანახვა იყო და მხოლოდ ერთმა სიტყვამ დასჭექა ტვინში.

 

"დახვეწილი" მეგობარი გყავს ძმაო.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ჩემი ჯინა 10 თვიის,როგორი გოგოა აბა გორდონისტებო,მე ცოტა შორს ვარ სეტერებისგან :blush2: :blush2:

 

post-11-0-80516900-1458114273_thumb.jpg

Edited by ქუთათური
Link to post
Share on other sites

კარგია რა თქმა უნდა.

 

ჩემი ჯინა 7 თვიის,როგორი გოგოა აბა გორდონისტებო,მე ცოტა შორს ვარ სეტერებისგან :blush2: :blush2:

 

 

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

კარგია გივია,მარა Fci საბუთები გააკეთე,თორემ დართვის დრო რომ მოვა მაგ საბუთს არავინ არ ცნობს.ბატონ ცხვედიანს კიდევ ახალი სისხლის ხვადები არ ყავს.

ეს ჩემი რჩევაა

 

მამის მხარე კი,მარა დაააკვირდი აბა დედის მხარეს არცერთს საველე დიპლომი არ აქვს სულ მთლად წინაპრებამდე,შეიძლება show line იყოს,ხოდა ამიტომ რომ ჩმოვა მწყერი ბევრი იმუშავე ძაღლთან

Link to post
Share on other sites

კი ჯაბა შეუდგებით საქმეს,მოვიდეს მწყერი ოღონ.ისე მომყოლია ძაან,იოლად ითვისებს ყველაფერს.

 

ამ საბუთების მიხედვით 11 თვის გამოდის და დაბალია რაღაც ძაან,თუ მე მეჩვენება არ ვიცი,იქნება ალბათ 55 სმ ასე :scratchchin:

 

FCI - საბუთსაც ავიღებთ.

Link to post
Share on other sites

კი ჯაბა შეუდგებით საქმეს,მოვიდეს მწყერი ოღონ.ისე მომყოლია ძაან,იოლად ითვისებს ყველაფერს.

 

ამ საბუთების მიხედვით 11 თვის გამოდის და დაბალია რაღაც ძაან,თუ მე მეჩვენება არ ვიცი,იქნება ალბათ 55 სმ ასე :scratchchin:

 

FCI - საბუთსაც ავიღებთ.

55 თუა დაბალია

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

დღეს დორას პირველი შესვლა ქონდა წყალში, ყოველთვის ძალიან მინდოდა რო წყალს არ მორიდებოდა და არ შეშინებოდა. დორამ ამით ძალიან გამახარა, ძალიან ხალისით და უშიშრად შედგაფუნდა წყალში.

 

 

აბა რას იტყვით, გამოვა რამე?

 

კი, გამოვა ირაკლი, შენ თუ არ გააფუჭე.

 

პირველი და აუცილებელი, რაც ძაღლმა უნდა ისწავლოს, ეს მოსმენა და პატრონის ბრძანების აუცილებელი შესრულებაა. ამისათვის ჯერ პატრონმა უნდა ისწავლოს და გაიგოს, რა, რა დროს და როგორ უბრძანოს ძაღლს ე.ი. ძაღლის წვრთნა, მითუმეტეს წყალში მუშაობის ილეთების სწავლება, საკუთარი ცოდნის ამაღლებითაა დასაწყები.

საბედნიეროდ დღეს ბევრი შესაძლებლობაა მიიღო ინფორმაცია, მათ შორის ვიდეომასალებიც, თუ რა და როგორ ასწავლო უნივერსალურ მეძებარ ძაღლს, როგორც მინდორში, ასევე წყალში ნორმალური მუშაბისთვის.

 

შენს შემთხვევაში, ვიდეოროლიკიდან გამომდინარე, რამოდენიმე შეცდომას უშვებ.

1 - ბოთლის სროლისთანავე აძლევ მოტანის (აპორტირების) ბრძანებას. ეს დიდი შეცდომაა. შენი ახალგაზრდა ძაღლი ისედაც ფიცხია და სულ არ ელოდება შენს ბრძანებას, როგორც კი შენ შეისვრი ბოთლს სიხარულით გარბის მის მოსატანად.

აუცილებელია,აპორტირების დაწყებამდე, ძაღლი ნებისმიერი გასაჩერებელი ბრძანებით (დადექი, დაჯექი, დაწექი და ა.შ.) გააჩერო ერთ ადგილზე. დაამშვიდო და მხოლოდ ამის შემდეგ მისცე ბრძანება "აპორტ" ან ამის მსგავსი რამე.

2 - ხშირად უმეორებ ერთ და იგივე ბრძანებას, მაგალითად "აპორტს". ძაღლი უკვე ბოდიში და ფაქტიურად ფეხებზე იკიდებს შენს ბრძანებებს და როდესაც თვითონ გაუხარდება მაშინ ასრულებს მათ. ეს იმის ბრალია, რომ ძაღლს ყველაფერი ეს თამაშიად მიაჩნია. შენ კი გგონია, რომ ცურვას და აპორტირებას ასწავლი.

აუცილებელია, შენ თვითონ პირველ რიგში განასხვავო თამაშის და წვრთნის დრო. ეს ძაღლსაც უნდა გააგებინო-შეაგნებინო და წვრთნის პროცესში არ უნდა დაუშვა ძაღლის დაუმორჩილება.

ამისათვის, წვრთნის პროცესის დაწყებამდე ძაღლს უნდა მისცე თავისუფლად თამაშის და გართობის დრო, დაახლოებით 15-20 წუთი (ძაან რომ არ დაიღალოს ისე). შემდეგ არ იქნება ცუდი,თუ ავტომობილით ხართ ისევ ავტოში ჩასვათ და რამოდენიმე წუთის შემდეგ ააბათ ყელსაბმელი და ისე გამოიყვანოთ ავტომობილიდან (თუ ფეხით ხართ გამოსულები დააწვინეთ, მოასვენეთ და ამის შემდეგ აუბით ყელსაბმევი). ამ მომენტიდან დაწყებული არავითარი შეღავათი არ უნდა მისცეთ ძაღლს და ძლიერ მომთხოვნი უნდა გახდეთ:

- გასაწვრთნელ ადგილის მისვლამდე ყელსაბმელი დაამოკლეთ (ხელზე დაიხვიეთ) და ძაღლი აიძულეთ მარცხენა ფეხის გვერდით იაროს. თუ წინ გაიწევს, მიეცით ბრძანება "ფეხთან", "გვერდით", "Рядом"...და ა.შ. ბრძანება მხოლოდ ერთხელ მიეცით და თუ ისევ გაიმეორებს, ძლიერ მოქაჩეთ უკან (ბრძანების გარეშე).

- ძაღლს მიეცით მხოლოდ ისეთი ბრძანებები, რომლის აზრს ძაღლი გაიგებს. ამისათვის აუცილებელია ძაღლის მინდორში და წყალზე გაწვრთნის პროცესის დაწყებამდე, ის სრულუყოფილად ასრულებდეს ელემენტარულ ბრძანებებს, როგორიცაა - დაჯექი, დაწექი, ჩემსკენ და ა.შ. ამ ბრძანებებს ძაღლების უმრავლესობა სწრაფად ითვისებენ და სიამოვნებით ასრულებენ. ეს სახლის პირობებში ხდება და ინფო ნებისმიერ კინოლოგიურ წიგნში, თუ სანადირო საიტზე (მათ შორის ჩვენს საიტზეც) დევს.

- უნდა შეეცადოთ ძაღლმა ბრძანება შეასრულოს, თუნდაც ამისათვის ძაღლის დასჯა დაგჭირდეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ პირველსავე დღეს მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოთ (ეს შეუძლებელია), მაგრამ პროგრესი ყოველდღიურად უნდა იგრძნობოდეს. დასჯაში, მხედველობაში მაქვს არა ცემა ან რაიმე ძლიერი ფიზიკური ზემოქმედება, არამედ სიტყვიერი გაწყრომა, "სინდისში ჩაგდება" :), იმის აშკარა ჩვენება რომ "არ ელაპარაკები" და ამის მსგავსი რამე ე.ი. ფსიქიკური ზემოქმედება. განსაკუთრებულ შემთხვევაში მსუბუქი ძალადობა (მაგალითად, თუ არ წვება უნდა ძალით დააწვინოთ და რამოდენიმე ხანი ზეწოლის ქვეშ ამყოფინოთ).

- ძაღლი წვრთნის პროცესში არ უნდა გადაიღალოს. ეს პროცესი მისთვის საინტერესო უნდა იYოს და ამიტომ ეცადეთ წვრთნის ელემენტები ხშირ-ხშირად შეცვალოთ.

- წვრთნის დამთავრების შემდეგ, აუცილებლად, ძაღლს ისევ აუდევით ყელსაბმელი და ისევ ფეხგვერდით სიარულით მიიყვანეთ ავტომობილამდე ან სახლამდე.

 

ძაღლს უნდა გამოუმუშავდეს იმის ინსინქტი, რომ, ყელსაბამი არის თამაშის დამთავრების და სერიოზული საქმის (მუშაობის) დაწყების ნიშანი.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...