BROWNING 349 Posted January 24, 2012 Report Share Posted January 24, 2012 ვინჩესტერი Super-X3-Walnut-Field Super-X3-Rifled-Deer-Cantilever-Mossy-Oak uper-X3-Flanigun-ExhibitionSporting Super-X3-All-Purpose-Field ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ნახევრადავტომატური გლუვლულიანი თოფები პირველი ნახევრადავტომატური სანადირო გლუვლულიანი თოფი Auto-5, ჯონ ბრაუნინგმა შექმნა 1902 წელს Fabrique Nationale-ში, ჰერსტალი, ბელგია. ეს იარაღი შტატებში იყიდებოდა ბრაუნინგის სახელით. იარაღი ინერციის მექანიზმით მუსაობდა. ბრაუნინგის შექმნილი დიზაინი-სისტემა თითქმის 50 წელი რცებოდა დომინატად ნახევრადავტომატურ გლუვლულიან სანადირო იარაღის ბაზარზე. აუტო-5-ის წარმოება მხოლოდ 1999 წელს შეწყდა. მოქმედების პრინციპით, ორი ტიპის ნახევრადავტომატური იარაღი არსებობს: ინერციის მექანიზმით და უკუქცეული გაზის მექანიზმით. ბრაუნინგ აუტო-5 Maxus Mossy Oak Duck Blind , მაგნუმი და სუპერ მაგნუმი, გაზის ქმედებიანი მექანიზმი, ალუმინის შენადნობიანი ჩარჩო, კონდახი პოლიმერის. Maxus Stalker , 12 კალიბრი, მაგნუმ-სუპერ მაგნუმი, 66-71 სმ ლულებით, წონა 3კგ-მდე. Silver-ის ტიპის მრავალრიცხოვანი მოდელები. 12-20 კალიბრი, მაგნუმ-სუპერმაგნუმი, 66-76 სმ სიგრძის ლულებით Gold Light 10Ga., Mossy Oak® New Break-Up® , 10 კალიბრი, მაგნუმი, 66-71 სმ სიგრძის ლულებით, 5 ვაზნიანი (4+1), 3.5 კგ-ის ფარგლებში. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ბერეტა Light White, 12 კალიბრი, მაგნუმი, 61-76 სმ სიგრძის ფოლადის საფანტზე გათვლილი ლულებით Light Black, 12 კალიბრი, მაგნუმი 61-76 სმ სიგრძის ლულებით Stonecoat, 12-20 კალიბრი, მაგნუმი, ფოლადის საფანტზე გათვლილი 56-76 სმ სიგრძის ლულებით. Greystone, 12 კალიბრი, 70მმ სავაზნით, 66-71სმ სიგრძილ ლულით. Urika-ს რამდენიმე მოდელი, მრავალრიცხოვანი მოდიფიკაციებით, 12-20 კალიბრი, მაგნუმი, 61-76 სმ სიგრძის ლულებით, ცვლადი ჩოკებით. Xtrema-ს რამდენიმე მოდელი, 12 კალიბრი, მაგნუმი-სუპერმაგნუმი, 61-66სმ სიგრძის ლულით ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ბრაუნინგ ''მაქსუს'' მაგნუმი და სუპერ მაგნუმი. უკუქცეულ გაზზე დაფუძნებული მექანიზმი. კონდახი პლასტიკური შენადნობის. კალიბრი 12. ლულის სიგრძე 66-71სმ. წონა 2.8-3კგ. 18%-ით ნაკლები უკუდარტყმა, 44%-ით ნაკლები ლულის პირის ''ავარდნა''. მექანიზმის “Power Drive Gas System” სისტემა, რაც უფრო სუფთაა და საიმედო პატარა მუხტზე. და რა ვიცი რამდენი კაი რამ.... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 BERETTA 391 Teknys Sporting ერთერთი საუკეთესო ნახევრადავტომატია ბაზარზე. 12-20 კალიბრი, მაგნუმი-სუპერმაგნუმი, 71-76 სმ ლულა. Beretta A400 xplor აქ თითქმის ყველა ინფოა ესეც მისი ვებ გვერდი http://www.a400xplor.com/ ფასი 1600-1700$ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 Benelli Vinci 12 კალიბრი, 76-89 მმ-იანი სავაზნე, ლულის სიგრძე 71-76სმ. ცვლადი ჩოკები. წონა 2.9კგ. მექანიზმის უახლესი In-Line Inertia Driven® ოპერატიული სისტემა რამაც ბევრად გააუმჯობესა მექანიზმის საიმედოობა და სროლის სისწრაფე. ComforTech™ Plus ტექნოლოგიის კონდახი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს უკუცემას. ფასი 1 379.00 $. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 რემინგტონის ნახევრადავტომატური იარაღის ბოლო მოდელი VERSA MAX™ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 Mossberg 935 Magnum™ მაგნუმი და სუპერმაგნუმი, 12 კალიბრი. 600$ http://www.cabelas.com/product/Mossberg-93...ch-All+Products ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 იტალიური ნახევარავტომატების 3 ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია Benelli Raffaello, Beretta AL 391 Urika და Fabarm Lion H368. სამთავე მოდელში ბევრი ნოუჰაუა ჩადებული(ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა), თუმცა მათი მექანიზმების მუშაობის, გადატენვის პრინციპებისა და რეგულირების საკითხები ერთობ განსხვავებულია. სამთავე მოდელი ძალიან საიმედო, მორგებული და ელეგანტურია... დანარჩენზე კი ქვემოთ ვისაუბროთ. Beretta AL 391 Urika -ის ავტომატიკა უკუქცეულ გაზებზეა დაფუძნებული. ამ მოდელს დაყენებული აქვს მაკომპენსირებელი სარქველი, რომელიც ზამბარასთან ერთად ცილინდრზე წინაა განლაგებული. ამ პოზიციამ მთელი სისტემის კომპაქტურობა და კომფორტულობა განაპირობა. სარქველი გამოყენებული მუხტის შესაბამისად არეგულირებს უკუქცეული გაზების წნევას. მისი მეშვეობით ამ თოფს შეუძლია გადაამუშაოს 24-დან 57 გრამამდე ვაზნა. აღნიშნულ სარქველიან სისტემას გააჩნია რიგი ნაკლებისა, როგორიცაა ცილინდრისა და სარქველის წმენდის გაძნელება; მჭიდის ტევადობის ზრდის შეუძლებლობა. Fabarm Lion H368-ის ავტომატიკაც უკუქცეულ გაზებზეა დაფუძნებული, თუმცა გაზების რეგულირება ერთობ განსხვავებულია. მისი თავისებურება მდგომარეობს პოლიმერული რგოლის არსებობაში. გასროლისას გაზები მოქმედებენ Pulse Piston სისტემის დგუშზე და ამასთან ერთად პოლიმერულ რგოლზეც, რომელიც ფართოვდება და ეკვრება ცილინდრს. რაც მაღალია წნევა, მით მეტად ფართოვდება და ეჭიდება რგოლი ცილინდრს, შესაბამისად ხახუნის ძალით ამუხრუჭებს სვლას. რეგულირების ამ სისტემით თოფს შეუძლია გადაამუშაოს 28-დან 56 გრამამდე წონის ვაზნა. თუ საჭიროა გამოვიყენოთ 24 გრამიანი ვაზნა, ამ შემთხვევაში მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა დამაბრუნებელი ზამბარა შეიცვალოს უფრო ელასტიურით(მსუბუქით). ამ სისტემამ ვაზნის ტევადობა 7+1 ზე აიყვანა და წმენდაც გაადვილდა. რაც შეეხება Benelli Raffaello-ს ავტომატიკას, ის დაფუძნებულია საკეტის ინერციაზე(უკუქცევაზე). უკუცემის კინეტიკური ძალის ზემოქმედების შედეგად უძრავი ლულის პირობებში მექანიზმი მუშაობს ინერციული ზამბარის ზემოქმედებით. გასროლის დროს დაკეტილი საკეტი მიიწევს წინ 4 მმ-ზე(დამოკიდებულია მუხტის სიძლიერეზე), რითაც ძაბავს ინერციულ ზამბარას. როცა ამ უკანასკნელზე ზემოქმედება იკლებს, ის იშლება რითაც უკუაქცევს საკეტს და ხსნის მას, შემდეგომ მეორე ზამბარის მოქმედებით მიეწოდება ახალი ვაზნა და საკეტი იკეტება. ამ ინერციულ სისტემას არ ესაჭიროება რეგულირება, იარაღი ადვილად იწმინდება, არ იკარგება დენთის წნევა(რაც ზემოთ განხილულ 2 შემთხვევაში ხდება). როგორც წესი, ითვლება, რომ ბენელის ინერციული სისტემა ყველაზე საიმედოა. თუმცა უკუქცეულ გაზებზე არსებულმა სისტემებმაც მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს თავი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 17, 2012 Report Share Posted May 17, 2012 დღეს, ერთ-ერთი ჩემი ბრატუხასაგან პიემში წერილი მივიღე. ნახევარავტომატის ყიდვას ლამობს, თუმცა იმის არჩევანი შესაბამის ფასში ინერციული ურჩევნია თუ უკუქცეულ გაზებზე, მე მომანდო(მნახა რა ავტორიტეტი ). ყოველივე ამის პიემში წერას, ჯობია რამდენიმე წინადადება გამოვაქვეყნო. თუმცა არჩევანი_ მაინც მყიდველმა უნდა გააკეთოს. ეს ცალსახაა!!! ეს სმაილიკი ბრატანას ეკუთვნის გლუვლულიანი ნახევარავტომატები თვითდამტენმა თოფებმა დიდი ხანია თავიანთი მყარი ადგილი დაიკავეს მონადირეთა არსენალში. ისინი ძალიან კარგია წყალმცურავებზე ნადირობისას, როცა ბლომად სროლაა უპრიანი. ბრაუნინგის გენიალური გამოგონების შემდგომ 110 წელი გავიდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მეიარაღეებმა უამრავი კონსტრუქცია და კვანძი გააკეთეს, რომლებიც მსგავსების გარდა უამრავ ნაირსახეობასა და განსხვავებას მოიცავენ. მაგრამ გამოიყოფა 2 ძირითადი მიმართულება: 1)ინერციის მექანიზმი და 2)უკუქცეული გაზის მექანიზმი. პირველ მიმართულებაში გამოიყოფა მექანიზმის მუშაობა: ა)ლულის მოძრაობაზე და ბ)საკეტის მოძრაობაზე; მეორე მიმართულება ეყრდნობა გაზების მოქმედებას დგუშზე, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს მთელი სისტემა. რომელი მოქმედების პრინციპზეც არ იყოს დაფუძნებული ნახევატავტომატი, მაინც უმჯობესია მისი კალაპოტი ფოლადის იყოს, რადგან ნორმალური და მაღალმუხტიანი ვაზნების გამოყენების პირობებში(რაც ასე აუცილებელია წყალმცურავებზე ნადირობისას), რესურსიცა და უსაფრთხოებაც უფრო მაღალი აქვს ფოლადს! ალბათ დაიბადება კითხვები: თოფის ნაკლები წონა? უკეთესი ბალანსი? მე ჩემი პასუხები მაქვს მათზე: უსაფრთხოება!!! რესურსი!!! წონის შემცირება პლასტიკატის კონდახის არჩევითაც შეიძლება!!! ჩემი სუბიექტური ხედვით, თანამედროვე ალუმინის კალაპოტანი თოფები გათვლილია მხოლოდ იმ რესურსზე, რაც პასპორტებში უწერიათ... მერე ძველი თოფი ნოხზე დაკიდე ან ჯართში ჩააბარე... წადი და შეიძინე ახალი... თვითდამტენი ფიქსირებული ლულით, რომლის მოქმედება უკუქცეული გაზების ან საკეტის(და არა ლულის) მოძრაობაზეა დამყარებული ნამდვილად უკეთესი არჩევანია და უფრო სრულყოფილია, ვიდრე მოძრავი ლულა. თოფის მოვლა-ექსპლუატაცია უფრო ადვილია ინერციულ-საკეტის მოძრაობაზე დაფუძნებულ თოფების შემთხვევაში(ისინი დენთის ენერგიასაც ბოლომდე ჭურვს ახმარენ). სუბიექტური ხედვა: ჩემი საფულე რომ საშუალებას მაძლევდეს შევიძენდი ნახევარავტომატს ფოლადის კალაპოტით, ინერციულს_საკეტის მოძრაობაზე, პლასტიკატის კონდახზე. სხვა პარამეტრების არჩევანი უზარმაზარია მოდელების ფარგლებში... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 3, 2012 Author Report Share Posted December 3, 2012 SKB XL 900 400$-ად იყიდება, ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მე გამთიშავს რა ეს ვებგვერდი http://www.lespac.com/sports-loisirs/sports/asbestos/d-fusil-de-chasse-calibre-12-semi-automatique-skb-xl-900-LPaZZ26785029WWcpZZ25WWgrZZ8 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 29, 2013 Author Report Share Posted March 29, 2013 ამის ხელიდან გაშვება იქნება? ბრაუნინგ აუტო 5, კომბო. ერთი ლულა 28 ინჩი, მეორე საჟაკანე. უმაგრეს მდგომარეობაში. 750$. http://www.lespac.com/sports-loisirs/sports/trois-rivieres/d-browning-auto-5-magnum-avec-slug-barrel-rare-LPaZZ27206653WWcpZZ25WWgrZZ8 ციტირება Link to post Share on other sites
bardaveli 0 Posted June 15, 2014 Report Share Posted June 15, 2014 ამაზე რას იტკვით, ვიყიდო? http://www.budsgunshop.com/catalog/product_info.php/cPath/37_588_988/products_id/79889 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 15, 2014 Report Share Posted June 15, 2014 bardaveli კობა. ვნახე ლინკი და ყველაფერი მისაღებია პირადად ჩემთვის, მეც ვაპირებ გლუვი 12-იანი-ნახევრად-ავტომატის შეძენას. 578$ ღირსო, თან უკუქცევით გაზებზეა, კაკლის კონდახით, ლულის სიგრძე 30" კიდევ 61სმ-ია. კი უწერიათ CZ-USA, მაგრამ სჯობია CONTACT US-ზე დაუკავშირდე, ან ტელეფონიც დევს თავში, დაურეკე და გაარკვიე სად არის გამოშვებული. თუ ვინმე ჩინელის, ან თურქის ხელი ურევია მაგ თოფის შექმნაში, ეძებე სხვა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 16, 2014 Author Report Share Posted June 16, 2014 ''თურქული'' იქნება მაგ. შტატებში ნახმარი(ხანდახან სულ ახალი გვხვდება) იარაღის ბაზარი ისეთი იაფია, მე მანდ მოვძებნიდი უფრო მაღალი კლასის ნახევრადავტომატს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 17, 2014 Author Report Share Posted June 17, 2014 კობა, მანდ ამერიკულ იარაღზე ყველაზე საინტერესო ფასებია. ბრაუნინგ-ვინჩესტერ-რემინგტონის ნახხევრადავტომატს თითქმის ახალს ნახავ მეორადის ბაზარზე 500-700$ ფარგალში. ამაზე რას იტკვით, ვიყიდო? http://www.budsgunshop.com/catalog/product_info.php/cPath/37_588_988/products_id/79889 ციტირება Link to post Share on other sites
vaniko84 0 Posted October 26, 2014 Report Share Posted October 26, 2014 გამაჯობათ, 1300 ლარის ფარგლებში ვაპირებ თოფის ყიდვას, რომელს მირჩევთ? აქ ხო უნდა ვიკითხო? მე ცჰემი გემოვნებით არმსან ფენომა ვარჩიე 76 ლულით, მარტო იხვზე სანადიროდ მინდა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 27, 2014 Report Share Posted October 27, 2014 გამაჯობათ, 1300 ლარის ფარგლებში ვაპირებ თოფის ყიდვას, რომელს მირჩევთ? აქ ხო უნდა ვიკითხო? მე ცჰემი გემოვნებით არმსან ფენომა ვარჩიე 76 ლულით, მარტო იხვზე სანადიროდ მინდა ივანე შე ძველო... რავა ხარ ბიჯო?! 1300 ლარის ფარგლებში(ნახევარავტომატურს ეძებ როგორც მახსოვს) არმსან ფენომა მშვენიერი არჩევანია. ვნახოთ სხვები რას გირჩევენ. ციტირება Link to post Share on other sites
vaniko84 0 Posted October 28, 2014 Report Share Posted October 28, 2014 გურულო შენ გაიხარე ციტირება Link to post Share on other sites
vaniko84 0 Posted October 28, 2014 Report Share Posted October 28, 2014 სხვების აზრიც მაინტერესებს რაააააა, ნუ შეიზარეეებთ ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 28, 2014 Report Share Posted October 28, 2014 მე პირადად, გურულოზე უკეთესი მრჩეველი არ მეგულება ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted October 29, 2014 Report Share Posted October 29, 2014 ხალხო ამ კაცს უნდა ისეთი ხალხის რჩევა ვინც რეალურად შეეხო ზემოთ ჩამოთვლილ იარაღებს და გაისროლა ერთხელ მაინც ამ იარაღიდან,ინტერნეტში ნანახით და წაკითხულით ნუ ურჩევთ ადამიანს,რას ერჩით მრ-155?ვის აქვს ან ქონია და არ მოეწონა გეკითხებით იმ ხალხს ვინც რჩევა მიეცით ამ კაცს???ან არმსან ფენომა რითი მოგწონთ თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე??? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 29, 2014 Report Share Posted October 29, 2014 მირზა მასეა ნამდვილად. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 29, 2014 Report Share Posted October 29, 2014 http://caravani.ge/post.php?id=191 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 30, 2014 Author Report Share Posted October 30, 2014 (edited) გელა, გადავხედე fabarm xlr composite -ის მიმოხილვებს ინგლისურ და ფრანგულ ფორუმებზე. დადებითი გამოხმაურებებია. ასე რომ ვურჩევ მალხაზისაც. http://www.fabarm.com/web_eng/microcategoria.asp?i=4 Edited October 30, 2014 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.