BROWNING 349 Posted December 30, 2012 Author Report Share Posted December 30, 2012 ისევ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 30, 2012 Author Report Share Posted December 30, 2012 ბოლო მოკლედ, ქე მოგინდება ელჩის ხელმეორედ სტუმრობა ისე, ელჩი, არც აქეთაა ურიგო, მაცივარი არ დაგჭირდება არყისთვის, მინუს ოცია ახლა, ორი წუთით გავდგან აივანზე და მორჩა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 4, 2013 Report Share Posted January 4, 2013 სპეციალურად ელჩისათვის საქონლის ან ღორის ენა მცირედი განმარტება: როგორც კომპეტენტურმა პირებმა განმიმარტეს აქოური ენა(საქონლის ან ღორის და არა გურულების ) 300-500 გრამს ქაჩავს, ასე რომ თუ ამერიკული ანალოგიური პროდუქტი კილოს ან მეტს იწონის ინგრედიენტების რაოდენობა ორმაგდება! ენას უნდა გაეცალოს კანი ცხელი წყლითა და დანით. მოხარშული ენა დავჭრათ წვრილად; მოვშუშოთ 2-3 საშუალო ზომის ხახვი ზეთში. შევურიოთ დაჭრილ ენას, ავურიოთ მარილი + შავი წიწაკა + მაიონეზი 3-4 სუფრის კოვზი. კეცი საქონლის გული, თირკმელი და ენა(რომელიც კილოიან ნაჭერზე მორჩა ) მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად; მოვშუშოთ 2-3 თავი ხახვი; 3-4 ცალი მოხარშული კარტოფილი დავხეხოთ. კეცის ძირზე პირველ ფენად დავაწყოთ მოშუშული ხახვი + გული(ნახევარი) + თირკმელი(ნახევარი); მეორე ფენად დავაწყოთ კარტოფილი + მოშუშული ხახვი + თირკმელი(მეორე ნახევარი) + გული(მეორე ნახევარი) + ენა + დავახეხოთ ყველი + 1 ცალი ქათმის კვერცხი(ათქვეფილი) + მაიონეზი მოვასხათ თავზე. შავი პილპილი და მარილი(გემოვნებით) მოვაყაროთ ფენებშუა. კეცი შევდგათ აერღუმელში და მზადაა როცა ყველი ადუღდება(ქარვისფერებს მოისხამს თავზე)! პ.ს. კეცი ძალიან მიყვარს გიო მე გატოვკაში მაგარი გოიმი ვარ, ამიტომ თუ რამე გაუგებრად დავწერე მიჯიქე და გიპასუხებ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 4, 2013 Report Share Posted January 4, 2013 გურულო, ძმა ხარ. ხვალვე ვიყიდი ენას, ვნახოთ რა გამოვა. თავად არ გამიკეთებია აქამდე, ისე გემრიელად დასწერე, აუცილებლად უნდა ვსინჯო. მადლობა ძამა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 4, 2013 Report Share Posted January 4, 2013 გურულო, ძმა ხარ. ხვალვე ვიყიდი ენას, ვნახოთ რა გამოვა. თავად არ გამიკეთებია აქამდე, ისე გემრიელად დასწერე, აუცილებლად უნდა ვსინჯო. მადლობა ძამა. რისი მადლობა ძამა?! გაამოს! მოხარშულ ხორცეულობას ჭრიან ზომებზე.... ვააააა როგორ აგიხსნა? ქალების წვრილი სიგარეტის ფილტრი როა დაახლოებით იმ ზომებზე 3მმ/20მმ გამოდის ხომ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 4, 2013 Report Share Posted January 4, 2013 აუ შენ რა გითხარი გურულო, გადაჩვეული ვარ მეტრულ სისტემას და გარაჟში გავგაზე ამ შუა ღამისას, იქ მაქვს ერთი მეტრიანი, რომელიც მეუღლემ მიყიდა 10 წლის წინ, ვერ ვეჩვეოდი ინჩებს და ფიტებს, ორივე განზომილებები აქვს. ფინთათა ვარ. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 რაჭული ბრენდი, ე.წ. "ტუშონი". ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 courage იქნებ მომზადების წესი, ანუ რეცეპტიც დასწერო. ერთი შეხედვით "ხარჩოს" ჰგავს ღომთან ერთად. საინტერესოა. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 არა ეს არის ხორცის ჩაშუშულისა კარტოფილის პიურეს კომბინაცია, რაც მთავარია უგემრიელესია. რაჭაში ძირითადად ქელეხში იციან. მოკლედ ცხარედ ჩაშუშული ხორცი(ე.წ. "ოსტრი", ამ შემთხვევაში მე ყაურმასთან ერთად გეახელით) ტავის წვენთან ერთად და რაც მთავარია და მნიშვნელოვანი, პიურე უნდა იყოს განუმეორებელი, რადგან პიურე ხდის ამ კერძს განსაკუთრებულს. კარტოფილის პირეს ვაკეთებთ ასე: გავთლით "გამზრდელას"(რაჭაში ასე ეძახიან), მოვხარშავთ, ჩაზელისას დავამატებთ რძეს და კარაქს, რძე თავად მიხვდები რამდენსაც მოითხოვს, ბევრიც არ უნდა მოგივიდეს. კარაქი აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს,( რაჭაში სოფლის ნობათით კეთდება და ძალიან მაგარია, სოფლის კარაქი და რძე განუმეორებელს ხდის პიურეს) რძეც მაღალი პროცენტულობის ჯობს. ჩაზელისას ცეცხლზე არ უნდა იდგას ქვაბი შიგთავსით, მას შემდეგ რაც ჩაიზილება კარაქთან და რძესთან, შედგავ ცეცხლზე და წამოაფუყფუყებ ერთს, ბევრი არ უნდა ათუხთუხო რომ რძის სუნი არ აიკიდოს და თუხთუხიც არ უნდა დააკლო რომ რძემ მორჩენილი პიურე არ აგიმჟავოს. მოკლედ საბოლოოდ უნდა მიიღო პიურე ფაფუკი სა ფუმფულა, ღრმა თეფშზე გადაიღებ პიურეს და გვერდით მიაგებებ ხორცის ჩაშუშულს(ყაურმა, გინდ სოკო, რაც გესიამოვნებათ. ორიგინალში "ოსტრითან" ერთადაა). დაგემოვნებისას, ჩანგლით ან კოვზით, ჩამოათლი პიურეს წვნიან კიდეს მიაშველებ ხორცს და ეგაა, გემოს ეშხი. დაიმახსოვრეტ მთავარ როლს თამაშობს პიურეს სიფაფუკე და გემო. პ.ს. პურის მიყოლება არ გაბედოთ თორემ გემოს ისე ვერ შეიგრძნობთ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 საღოლ, კაი რამე იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 მე მსმელი არ ვარ და აზრზე არ ვარ რომელი ღვინო მოუხდება, 1-2 ჭიქა წითელი სუფთა ღვინო მგონი იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 კი, ნაღდად წითელი ღვინის შესაფერისი კერძია. აუცილებლად ვცდი პიურესთან ერთად, "ოსტრს" ძალიან მაგარს ვაკეთებ დიდ ტაფაზე, პიურე მოუხდება. ცოტა დაჭყლეტილ ნიორს არ ხმარობთ პიურეში? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 არა, რაც დავწერე მხოლოდ ის ინგრედიენტები. მარილი მხოლოდ გემოვნებით, გამომრცა მარილი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 17, 2013 Report Share Posted February 17, 2013 გუშინ ნამეტანი ჯაფა დამადგა. დილიდან შევუბერე და შეშა დავხეთქე, მეთქი საღამოსთვის განტვირთვა იქნება საჭიროთქო. ფარში არის ნახევარი ღორის, ნახევარი შველის. დაკეპილი გავაკეთე მთიულურის სტილში. წინასწარ ბასტურმა მქონდა გაკეთებული ბურვაკის ნეკნებისგან. ორი დღით მქონდა მაცივარში. მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, წითელი ხახვი და ერთი ჭიქა თეთრი ღვინო. ვდურთე შესაბოლში, მაგარი "საშინელება" გამოვიდა. ორსაათნახევარი ვბოლავდი, თან ხინკალი იხარშებოდა. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 17, 2013 Report Share Posted February 17, 2013 ელჩი იფ იფ იფ, საღოლ გიორგი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 22, 2013 Author Report Share Posted February 22, 2013 არა, რა ან ისევ ჩამოვალ მანდ, ან შენ წამოიღე მაგ შესაბოლი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 22, 2013 Author Report Share Posted February 22, 2013 მეგობრის დედამ გამომიგზავნა ცხენირემის ხორცი. კაი რამე იყო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 22, 2013 Author Report Share Posted February 22, 2013 ხუთშაბათს, 28 თებერვალს, გავსინჯავთ და ერთმანეთს შევუხამებთ ყველა ტიპის ქართულ ღვინოს (თეთრი მშრალი, ქვევრის კახური, თეთრი ნახევრადმშრალი, თეთრი ნახევრადტკბილი, ტკბილი, ვარდისფერი, წითელი მშრალი, ნახევრადტკბილი, ტკბილი, შემაგრებული) და ყველა სახეობის ქართულ ყველს (იმერული, მეგრული სულგუნი, გუდა, დამბალ–ხაჭო, ცხვრის, თხის, ასევე საქართველოში წარმოებულ სხვა ყველებს და ა.შ.). დასაწყისი 19 სთ-ზე. დეგუსტაციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ბილეთების დაჯავშნა ნომერზე: 551 104086. ბილეთების შეძენა შესაძლებელია საბანკო ანგარიშსწორებით: გადმორიცხეთ საფასური "თიბისი" ბანკის ანგარიშზე GE89TB7703136080100003 და დანიშნულებაში მიუთითეთ - "დეგუსტაციის საფასური, [თქვენი სახელი გვარი], [ტელეფონის ნომერი]". მიმღები "შპს ღვინის კერა". ერთი ბილეთის ფასია 30 ლარი. დეგუსტაციაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. -- ღვინის კლუბი | Wine Club fb.com/WineClub.ge wineclub.ge vinoge.com ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 22, 2013 Report Share Posted February 22, 2013 მეგობრის დედამ გამომიგზავნა ცხენირემის ხორცი. კაი რამე იყო ცხენირემის ხორცი ჯობია რომ ფალგაში ან დახურულ ქვაბში მოამზადოთ. ეს ხორცი შედარებით მშრალია, ამიტომ მიზანშეწონილია მისი წინასწარ გარევა ქონში, უფრო სწორედ нашпиговать (შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ ქართულად ). ამისათვის ხორცის დიდ ნაჭერში დანით ვაკეთებთ ღრმა "ჭრილობებს", შიგ ვათავსებთ ქონის (სალა, შპიგი) საშუალო ზომის ნაჭრებს, ასეთივე "ჭრილობებში" ვათავსებთ ნიორსა და სტაფილოს ნაჭრებს, ხორცს ვაყრით შავ წიწაკას, ხმელ სუნელს, კარგად ვფუთავთ ფალგაში და ვდგამთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. თუ ფალგა არა გვაქვს, ვიყენებტ კარგად დახურულ ქვაბს , რომელშიაც სალა შეგვიძლია ხორცის ზევით და ქვევით დავდოთ გრძელ ნაჭრებად, შემდეგ ქვაბს ვდგამთ ღუმელში. ქონი არბილებს ცხენირემის ხორცს და მას მშვენიერ გემოვნებას აძლევს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 22, 2013 Author Report Share Posted March 22, 2013 ერთი კვირის წინ დათვის ხორცზე ვიყავით ყველა დაპატიჟებული. მე მარხვის გამო არ გამისინჯავს, მაგრამ ბიჭებმა თქვეს ძროხისგან ვერ განასხვავებდიო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 22, 2013 Author Report Share Posted March 22, 2013 კობა, წელს ცემს მონადირებულს გავსინჯავ მაგ რეცეპტით. ცხენირემის ხორცი ჯობია რომ ფალგაში ან დახურულ ქვაბში მოამზადოთ. ეს ხორცი შედარებით მშრალია, ამიტომ მიზანშეწონილია მისი წინასწარ გარევა ქონში, უფრო სწორედ нашпиговать (შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ ქართულად ). ამისათვის ხორცის დიდ ნაჭერში დანით ვაკეთებთ ღრმა "ჭრილობებს", შიგ ვათავსებთ ქონის (სალა, შპიგი) საშუალო ზომის ნაჭრებს, ასეთივე "ჭრილობებში" ვათავსებთ ნიორსა და სტაფილოს ნაჭრებს, ხორცს ვაყრით შავ წიწაკას, ხმელ სუნელს, კარგად ვფუთავთ ფალგაში და ვდგამთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. თუ ფალგა არა გვაქვს, ვიყენებტ კარგად დახურულ ქვაბს , რომელშიაც სალა შეგვიძლია ხორცის ზევით და ქვევით დავდოთ გრძელ ნაჭრებად, შემდეგ ქვაბს ვდგამთ ღუმელში. ქონი არბილებს ცხენირემის ხორცს და მას მშვენიერ გემოვნებას აძლევს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 22, 2013 Report Share Posted March 22, 2013 ჩემგან ეწყინებათ და ხუმრობაში შეაპარე, სად დათვისა და სად ძროხის ხორცითქო? არა ვახტანგ, ვერც შეადარებ, დათვისა უფრო ღორისას ჰგავს, თუ არ ჩავთვლით ჰორმონებით გატენილ BEEF STEAK-ს, მარკეტებში რომ იყიდება. აბა სახლში გაზრდილი დეკეულის სტეიკი გასინჯეთ ვინმემ. კრაზის პაკრიშკასავით არის. მაგათ ცოცხალი ძროხა საერთოდ ნანახი ჰყავთ??? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 23, 2013 Author Report Share Posted March 23, 2013 არ ვიცი, რომ გამესინჯა შევაფასებდი, მაგრამ ისე 4 საათი ხარშეს ღვინოში, ხახვში, სტაფილოში და ა.შ. და რომ ამოიღეს იჩილებოდა უკვე ისეთი მოხარშული იყო. ჩემგან ეწყინებათ და ხუმრობაში შეაპარე, სად დათვისა და სად ძროხის ხორცითქო? არა ვახტანგ, ვერც შეადარებ, დათვისა უფრო ღორისას ჰგავს, თუ არ ჩავთვლით ჰორმონებით გატენილ BEEF STEAK-ს, მარკეტებში რომ იყიდება. აბა სახლში გაზრდილი დეკეულის სტეიკი გასინჯეთ ვინმემ. კრაზის პაკრიშკასავით არის. მაგათ ცოცხალი ძროხა საერთოდ ნანახი ჰყავთ??? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted March 23, 2013 Report Share Posted March 23, 2013 ბათუმში დეიდასთან. სტუმრებს ველოდებოდით და მე გავაწყვე სუფრა. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted March 23, 2013 Report Share Posted March 23, 2013 ჩემგან ეწყინებათ და ხუმრობაში შეაპარე, სად დათვისა და სად ძროხის ხორცითქო? ეწყინოთ ჩემგანაც და გადაეცი იგივე არა ვახტანგ, ვერც შეადარებ, დათვისა უფრო ღორისას ჰგავს, თუ არ ჩავთვლით ჰორმონებით გატენილ BEEF STEAK-ს, მარკეტებში რომ იყიდება. ღორისას ჰგავს, იმით, რომ უფრო ცხიმიანიაა, გემოთი კი ტკბილია. ასეთი ტკბილი ხორცი მე სხვა ცხოველებისა არ მიჭამია. ამბობენ, ადამიანის ხორცს გავსო სიტკბოთი (არ ვიცი, რომელმა კანიბალმა შეადარა ) ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.