Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირის სამზარეულო


Recommended Posts

  • Replies 693
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბანაკში. ირემი, ცხენირემი და დათვი(კადრში არ ჩანს ფარში იყო).

ნახავს ამ სურათებს და რა გაუძლებს მერე მაგას? პატონი კობა თოდუა, სხვა გზა არ მაქვს ჯიმა. ადრე დავდე ჩვენი მონადირეების ფორუმზე მსგავსი სურათები და მარგალებს ვინ ასწავლის ზრდილობას?

მონადირული.

Posted Images

ბოლო

 

 

მოკლედ, ქე მოგინდება ელჩის ხელმეორედ სტუმრობა :alfons:

 

ისე, ელჩი, არც აქეთაა ურიგო, მაცივარი არ დაგჭირდება არყისთვის, მინუს ოცია ახლა, ორი წუთით გავდგან აივანზე და მორჩა :alfons:

post-3-0-57672600-1356910628_thumb.jpg

post-3-0-15273000-1356910650_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

სპეციალურად ელჩისათვის :hi:

 

 

საქონლის ან ღორის ენა

 

 

მცირედი განმარტება: როგორც კომპეტენტურმა პირებმა განმიმარტეს აქოური ენა(საქონლის ან ღორის და არა გურულების :haha: ) 300-500 გრამს ქაჩავს, ასე რომ თუ ამერიკული ანალოგიური პროდუქტი კილოს ან მეტს იწონის ინგრედიენტების რაოდენობა ორმაგდება!

 

ენას უნდა გაეცალოს კანი ცხელი წყლითა და დანით.

მოხარშული ენა დავჭრათ წვრილად; მოვშუშოთ 2-3 საშუალო ზომის ხახვი ზეთში. შევურიოთ დაჭრილ ენას, ავურიოთ მარილი + შავი წიწაკა + მაიონეზი 3-4 სუფრის კოვზი.

 

 

კეცი

 

საქონლის გული, თირკმელი და ენა(რომელიც კილოიან ნაჭერზე მორჩა :alfons: ) მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად; მოვშუშოთ 2-3 თავი ხახვი; 3-4 ცალი მოხარშული კარტოფილი დავხეხოთ.

კეცის ძირზე პირველ ფენად დავაწყოთ მოშუშული ხახვი + გული(ნახევარი) + თირკმელი(ნახევარი);

მეორე ფენად დავაწყოთ კარტოფილი + მოშუშული ხახვი + თირკმელი(მეორე ნახევარი) + გული(მეორე ნახევარი) + ენა + დავახეხოთ ყველი + 1 ცალი ქათმის კვერცხი(ათქვეფილი) + მაიონეზი მოვასხათ თავზე.

შავი პილპილი და მარილი(გემოვნებით) მოვაყაროთ ფენებშუა.

კეცი შევდგათ აერღუმელში და მზადაა როცა ყველი ადუღდება(ქარვისფერებს მოისხამს თავზე)!

 

 

პ.ს. კეცი ძალიან მიყვარს :spit:

 

 

გიო მე გატოვკაში მაგარი გოიმი ვარ, ამიტომ თუ რამე გაუგებრად დავწერე მიჯიქე და გიპასუხებ :*

Link to post
Share on other sites

გურულო, ძმა ხარ. :friends:

 

ხვალვე ვიყიდი ენას, ვნახოთ რა გამოვა.

 

თავად არ გამიკეთებია აქამდე, ისე გემრიელად დასწერე, აუცილებლად უნდა ვსინჯო.

 

მადლობა ძამა. :friends:

Link to post
Share on other sites

გურულო, ძმა ხარ. :friends:

 

ხვალვე ვიყიდი ენას, ვნახოთ რა გამოვა.

 

თავად არ გამიკეთებია აქამდე, ისე გემრიელად დასწერე, აუცილებლად უნდა ვსინჯო.

 

მადლობა ძამა. :friends:

 

 

რისი მადლობა ძამა?! გაამოს! :friends:

 

მოხარშულ ხორცეულობას ჭრიან ზომებზე.... ვააააა როგორ აგიხსნა? :scratchchin:

 

ქალების წვრილი სიგარეტის ფილტრი როა დაახლოებით იმ ზომებზე 3მმ/20მმ გამოდის ხომ? :haha:

Link to post
Share on other sites

აუ შენ რა გითხარი გურულო, გადაჩვეული ვარ მეტრულ სისტემას და გარაჟში გავგაზე ამ შუა ღამისას, იქ მაქვს ერთი მეტრიანი, რომელიც მეუღლემ მიყიდა 10 წლის წინ, ვერ ვეჩვეოდი ინჩებს და ფიტებს, ორივე განზომილებები აქვს.

 

ფინთათა ვარ. :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

courage

 

იქნებ მომზადების წესი, ანუ რეცეპტიც დასწერო.

 

ერთი შეხედვით "ხარჩოს" ჰგავს ღომთან ერთად.

 

საინტერესოა. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

არა :alfons: ეს არის ხორცის ჩაშუშულისა კარტოფილის პიურეს კომბინაცია, რაც მთავარია უგემრიელესია. რაჭაში ძირითადად ქელეხში იციან. მოკლედ ცხარედ ჩაშუშული ხორცი(ე.წ. "ოსტრი", ამ შემთხვევაში მე ყაურმასთან ერთად გეახელით) ტავის წვენთან ერთად და რაც მთავარია და მნიშვნელოვანი, პიურე უნდა იყოს განუმეორებელი, რადგან პიურე ხდის ამ კერძს განსაკუთრებულს. კარტოფილის პირეს ვაკეთებთ ასე: გავთლით "გამზრდელას"(რაჭაში ასე ეძახიან), მოვხარშავთ, ჩაზელისას დავამატებთ რძეს და კარაქს, რძე თავად მიხვდები რამდენსაც მოითხოვს, ბევრიც არ უნდა მოგივიდეს. კარაქი აუცილებლად მაღალი ხარისხის უნდა იყოს,( რაჭაში სოფლის ნობათით კეთდება და ძალიან მაგარია, სოფლის კარაქი და რძე განუმეორებელს ხდის პიურეს) რძეც მაღალი პროცენტულობის ჯობს. ჩაზელისას ცეცხლზე არ უნდა იდგას ქვაბი შიგთავსით, მას შემდეგ რაც ჩაიზილება კარაქთან და რძესთან, შედგავ ცეცხლზე და წამოაფუყფუყებ ერთს, ბევრი არ უნდა ათუხთუხო რომ რძის სუნი არ აიკიდოს და თუხთუხიც არ უნდა დააკლო რომ რძემ მორჩენილი პიურე არ აგიმჟავოს. მოკლედ საბოლოოდ უნდა მიიღო პიურე ფაფუკი სა ფუმფულა, ღრმა თეფშზე გადაიღებ პიურეს და გვერდით მიაგებებ ხორცის ჩაშუშულს(ყაურმა, გინდ სოკო, რაც გესიამოვნებათ. ორიგინალში "ოსტრითან" ერთადაა).

 

დაგემოვნებისას, ჩანგლით ან კოვზით, ჩამოათლი პიურეს წვნიან კიდეს მიაშველებ ხორცს და ეგაა, გემოს ეშხი. დაიმახსოვრეტ მთავარ როლს თამაშობს პიურეს სიფაფუკე და გემო.

 

პ.ს. პურის მიყოლება არ გაბედოთ თორემ გემოს ისე ვერ შეიგრძნობთ! :ieee:

Link to post
Share on other sites

კი, ნაღდად წითელი ღვინის შესაფერისი კერძია.

 

აუცილებლად ვცდი პიურესთან ერთად, "ოსტრს" ძალიან მაგარს ვაკეთებ დიდ ტაფაზე, პიურე მოუხდება.

 

ცოტა დაჭყლეტილ ნიორს არ ხმარობთ პიურეში?

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გუშინ ნამეტანი ჯაფა დამადგა.

დილიდან შევუბერე და შეშა დავხეთქე, მეთქი საღამოსთვის განტვირთვა იქნება საჭიროთქო.

 

ფარში არის ნახევარი ღორის, ნახევარი შველის.

დაკეპილი გავაკეთე მთიულურის სტილში.

 

64bd1a3b9e07.jpg

 

397dfb1b4633.jpg

 

3812261908dc.jpg

 

წინასწარ ბასტურმა მქონდა გაკეთებული ბურვაკის ნეკნებისგან.

ორი დღით მქონდა მაცივარში.

მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, წითელი ხახვი და ერთი ჭიქა თეთრი ღვინო.

 

ვდურთე შესაბოლში, მაგარი "საშინელება" გამოვიდა.

 

ორსაათნახევარი ვბოლავდი, თან ხინკალი იხარშებოდა.

 

d0e34d3b40f4.jpg

 

1cb62df60252.jpg

Link to post
Share on other sites

ხუთშაბათს, 28 თებერვალს, გავსინჯავთ და ერთმანეთს შევუხამებთ ყველა ტიპის ქართულ ღვინოს (თეთრი მშრალი, ქვევრის კახური, თეთრი ნახევრადმშრალი, თეთრი ნახევრადტკბილი, ტკბილი, ვარდისფერი, წითელი მშრალი, ნახევრადტკბილი, ტკბილი, შემაგრებული) და ყველა სახეობის ქართულ ყველს (იმერული, მეგრული სულგუნი, გუდა, დამბალ–ხაჭო, ცხვრის, თხის, ასევე საქართველოში წარმოებულ სხვა ყველებს და ა.შ.).

 

დასაწყისი 19 სთ-ზე.

 

დეგუსტაციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ბილეთების დაჯავშნა ნომერზე: 551 104086.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საბანკო ანგარიშსწორებით: გადმორიცხეთ საფასური "თიბისი" ბანკის ანგარიშზე GE89TB7703136080100003 და დანიშნულებაში მიუთითეთ - "დეგუსტაციის საფასური, [თქვენი სახელი გვარი], [ტელეფონის ნომერი]". მიმღები "შპს ღვინის კერა".

 

ერთი ბილეთის ფასია 30 ლარი.

 

დეგუსტაციაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

 

 

 

--

ღვინის კლუბი | Wine Club

fb.com/WineClub.ge

 

wineclub.ge

 

vinoge.com

Link to post
Share on other sites

მეგობრის დედამ გამომიგზავნა ცხენირემის ხორცი. კაი რამე იყო

 

ცხენირემის ხორცი ჯობია რომ ფალგაში ან დახურულ ქვაბში მოამზადოთ. ეს ხორცი შედარებით მშრალია, ამიტომ მიზანშეწონილია მისი წინასწარ გარევა ქონში, უფრო სწორედ нашпиговать (შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ ქართულად :karochera: ). ამისათვის ხორცის დიდ ნაჭერში დანით ვაკეთებთ ღრმა "ჭრილობებს", შიგ ვათავსებთ ქონის (სალა, შპიგი) საშუალო ზომის ნაჭრებს, ასეთივე "ჭრილობებში" ვათავსებთ ნიორსა და სტაფილოს ნაჭრებს, ხორცს ვაყრით შავ წიწაკას, ხმელ სუნელს, კარგად ვფუთავთ ფალგაში და ვდგამთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.

თუ ფალგა არა გვაქვს, ვიყენებტ კარგად დახურულ ქვაბს , რომელშიაც სალა შეგვიძლია ხორცის ზევით და ქვევით დავდოთ გრძელ ნაჭრებად, შემდეგ ქვაბს ვდგამთ ღუმელში.

ქონი არბილებს ცხენირემის ხორცს და მას მშვენიერ გემოვნებას აძლევს.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ერთი კვირის წინ დათვის ხორცზე ვიყავით ყველა დაპატიჟებული. მე მარხვის გამო არ გამისინჯავს, მაგრამ ბიჭებმა თქვეს ძროხისგან ვერ განასხვავებდიო

post-3-0-11925200-1363985481_thumb.jpg

post-3-0-91793700-1363985483_thumb.jpg

post-3-0-10699900-1363985486_thumb.jpg

post-3-0-55755700-1363985488_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

კობა, წელს ცემს მონადირებულს გავსინჯავ მაგ რეცეპტით. :e025:

 

 

ცხენირემის ხორცი ჯობია რომ ფალგაში ან დახურულ ქვაბში მოამზადოთ. ეს ხორცი შედარებით მშრალია, ამიტომ მიზანშეწონილია მისი წინასწარ გარევა ქონში, უფრო სწორედ нашпиговать (შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ ქართულად :karochera: ). ამისათვის ხორცის დიდ ნაჭერში დანით ვაკეთებთ ღრმა "ჭრილობებს", შიგ ვათავსებთ ქონის (სალა, შპიგი) საშუალო ზომის ნაჭრებს, ასეთივე "ჭრილობებში" ვათავსებთ ნიორსა და სტაფილოს ნაჭრებს, ხორცს ვაყრით შავ წიწაკას, ხმელ სუნელს, კარგად ვფუთავთ ფალგაში და ვდგამთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.

თუ ფალგა არა გვაქვს, ვიყენებტ კარგად დახურულ ქვაბს , რომელშიაც სალა შეგვიძლია ხორცის ზევით და ქვევით დავდოთ გრძელ ნაჭრებად, შემდეგ ქვაბს ვდგამთ ღუმელში.

ქონი არბილებს ცხენირემის ხორცს და მას მშვენიერ გემოვნებას აძლევს.

Link to post
Share on other sites

ჩემგან ეწყინებათ და ხუმრობაში შეაპარე, სად დათვისა და სად ძროხის ხორცითქო?

 

არა ვახტანგ, ვერც შეადარებ, დათვისა უფრო ღორისას ჰგავს, თუ არ ჩავთვლით ჰორმონებით გატენილ BEEF STEAK-ს, მარკეტებში რომ იყიდება.

 

აბა სახლში გაზრდილი დეკეულის სტეიკი გასინჯეთ ვინმემ.

კრაზის პაკრიშკასავით არის. :d030:

 

მაგათ ცოცხალი ძროხა საერთოდ ნანახი ჰყავთ??? :haha:

Link to post
Share on other sites

არ ვიცი, რომ გამესინჯა შევაფასებდი, მაგრამ ისე 4 საათი ხარშეს ღვინოში, ხახვში, სტაფილოში და ა.შ. და რომ ამოიღეს იჩილებოდა უკვე ისეთი მოხარშული იყო.

 

 

ჩემგან ეწყინებათ და ხუმრობაში შეაპარე, სად დათვისა და სად ძროხის ხორცითქო?

 

არა ვახტანგ, ვერც შეადარებ, დათვისა უფრო ღორისას ჰგავს, თუ არ ჩავთვლით ჰორმონებით გატენილ BEEF STEAK-ს, მარკეტებში რომ იყიდება.

 

აბა სახლში გაზრდილი დეკეულის სტეიკი გასინჯეთ ვინმემ.

კრაზის პაკრიშკასავით არის. :d030:

 

მაგათ ცოცხალი ძროხა საერთოდ ნანახი ჰყავთ??? :haha:

Link to post
Share on other sites

ჩემგან ეწყინებათ და ხუმრობაში შეაპარე, სად დათვისა და სად ძროხის ხორცითქო?

 

ეწყინოთ ჩემგანაც და გადაეცი იგივე :karochera:

 

არა ვახტანგ, ვერც შეადარებ, დათვისა უფრო ღორისას ჰგავს, თუ არ ჩავთვლით ჰორმონებით გატენილ BEEF STEAK-ს, მარკეტებში რომ იყიდება.

 

ღორისას ჰგავს, იმით, რომ უფრო ცხიმიანიაა, გემოთი კი ტკბილია. ასეთი ტკბილი ხორცი მე სხვა ცხოველებისა არ მიჭამია. ამბობენ, ადამიანის ხორცს გავსო სიტკბოთი (არ ვიცი, რომელმა კანიბალმა შეადარა :e025: )

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...