გიორგი 46 Posted May 25, 2013 Report Share Posted May 25, 2013 როგორც მოგახსენეთ, ყველა წამოდუღებაზე შერჩეული შემადგენლობიდან თითო ელემენტი ემატება. მერე მოდის ტომატის და კეტჩუპის დრო თავის მარილ-პილპილიანად. /მწარე წიწაკის ჩაშვებაც შეიძლება, მაგრამ აქ ისეთი მწარე იციან, ვერიდები ხოლმე, შავ პილპილს ვამჯობინებ./ დიდ ტაფაზე უფრო გემრიელი გამოდის, ამჯერად თუჯის ქვაბში გავაკეთე. მუდმივად გაზქურასთან ყოფნა მოგიწევთ, როცა ამ "საშინელებას" ამზადებთ, სამაგიეროდ გასინჯვისას შრომა დაგიფასდებათ. ამ კერძს ვაკეთებ წინა დღეს, როცა ვიცი რომ მძიმე ნაბახუსევი მექნება, სინჯეთ და მიხვდებით რომ მართალი ვარ. პ.ს. ხორცს თუ დაბეგვავთ, უკეთესი გამოდის. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 25, 2013 Report Share Posted May 25, 2013 (edited) ზელოვნებაა რა ელჩი. ატასი წელი გაწვევინოს უფალმა კიდევ ახალი კერძის რეცეპტი დაიდო ვახტანგ, მოასწრებ სუპერმარკეტის მოვლას. პ.ს. რო გეუბნები 10 დღე საკმარისი არ არითქო, არა გჯერამს შენა. პპ.ს.-ი მაგარ რამეს ნახავთ მომავალ წერილში. Edited May 25, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 ელჩი მადისაღმძვრელად გამოიყურება და იმედია გემო უკეთესი აქვს და რას ეძახი ამ კერძს? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 ქევხო გემო აქვს უმაღლესი აჩი, მაგრამ სახელისა რა გითხრა ძმაო, ჯერ არ მომინათლია. ჩემით მაქვს მოგონილი ამ ინგრედიენტების ერთობლიობა, ვგონებ ამგვარად დამზადებულ კერძს არც რამე აქვს ზედმეტი და არც აკლია. ამგვარად ვაკეთებ ბოლო 12 წელია. სახელის ვარიანტები თუ გაქვთ, გამოუშვით, მოვნათლოთ ბოლობოლო. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 ,,ჩაელჩული,, დავარქვათ მაგ კერძს გიო. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 26, 2013 Report Share Posted May 26, 2013 ავთო მოუხდება ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 27, 2013 Report Share Posted May 27, 2013 ,,ჩაელჩული,, დავარქვათ მაგ კერძს გიო. ვერ გამოვა ეს საქმე ავთია და არჩილ. ჩემი არავითარი სახელი არ იყვეს კერძის დასახელებაში. ამბიციები კაი ხანია მოვიშორე. შემდეგი PLEASE. პ.ს. რამე კაი ქართული დავარქვათ, სინჯეთ თქვენც და ნახავთ რომ უმაგრესი რამეა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 27, 2013 Report Share Posted May 27, 2013 ქევხო გემო აქვს უმაღლესი აჩი, მაგრამ სახელისა რა გითხრა ძმაო, ჯერ არ მომინათლია. ჩემით მაქვს მოგონილი ამ ინგრედიენტების ერთობლიობა, ვგონებ ამგვარად დამზადებულ კერძს არც რამე აქვს ზედმეტი და არც აკლია. ამგვარად ვაკეთებ ბოლო 12 წელია. სახელის ვარიანტები თუ გაქვთ, გამოუშვით, მოვნათლოთ ბოლობოლო. გიორგი ვიცი რომ გარკვეული წლების წინ კულინარიის სფეროდან მშენებლობის სფეროში გადაინაცვლე... ახლა ვფიქრობდი_ დიდი რამე დაკარგა ამით კვების ინდუსტრიამ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 28, 2013 Report Share Posted May 28, 2013 (edited) გიორგი ვიცი რომ გარკვეული წლების წინ კულინარიის სფეროდან მშენებლობის სფეროში გადაინაცვლე... ახლა ვფიქრობდი_ დიდი რამე დაკარგა ამით კვების ინდუსტრიამ სამაგიეროდ ჯანმრთელობა შევინარჩუნე გელას ვენაცვალე. რესტორნის ბიზნესი ლობიოს ჭამა/@ჯაბა / არ არის ძამა უშუ-ში-ში, მაგარი ხათაბალა საქმეა, თან იქ, სადაც ბიზნესი გაქვს, იმ შენობაში უნდა იცხოვრო 24 საათი. მგონი ნაპოვნი მაქვს ის საქმე, რომლის კეთებაც მსიამოვნებს და ყოველთვის მაგაზე ვოცნებობდი. რა სჯობია გაულამაზო ხალხს საცხოვრებელი? კვებით ინდუსტრიაში აქ ორი გზა აქვს ამ ყველაფერს, ერთი კანალიზაციაში მიდის, მეორე ციხეში. ცოტ მინახავს ამ საქმით მხიარული, ფული კი აქვთ, მაგრამ სახეზე სიხარულის ნატამალს ვერ უპოვნი. ვერ გავქაჩავდი ვერცერთ "გზას", ამიტომ ვარჩიე ადამიანებისთვის სამყოფელის გამრავალფეროვნება და გაზრდა. პ.ს. საქმეს მივხედოთ. რას ვშვებით, რა დავარქვათ ამ კერძს??? Edited May 28, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 28, 2013 Report Share Posted May 28, 2013 (edited) ჩაირმული ან ჩაშირმული Edited May 28, 2013 by courage ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 28, 2013 Report Share Posted May 28, 2013 ერთი კარგი ბიძა მყავდა,როცა იცოდა,რომ მძიმე დათრობა ელოდებოდა,წინა დღეს ან ხაშს ჩაადგმევინებდა,ან ხინკალს მოახვევინებდა,ან რამეს ელჩის სტილში ჩააშუშინებდა მამიდაჩემს,ფილოსოფია ასეთი იყო,კაცს ,,პახმელიაზე,, გაღვიძება უნდა გიხაროდესო!!!!!ეგ ელჩის გამოგონებაც მსგავსი რამეა,პახმელიაზე გაღვიძებას განატრებინებს!!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 28, 2013 Author Report Share Posted May 28, 2013 მაგას ჰქვია ორეშული (ორეგონული ჩაშუშული) ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 28, 2013 Report Share Posted May 28, 2013 (edited) ორეშული მომეწონა, მარამ სიხარული უნდა მოგგვაროს და ორეშული ცოტა ვერაა მაგ ამბავში ჩაშირმული უფრო პოეტურია :haha: Edited May 28, 2013 by courage ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 28, 2013 Report Share Posted May 28, 2013 (edited) ვერა მგევხართ, სულ დაგიკარგავთ ფანტაზია. :d030: რახანც მე ვაკეთებ და მხოლოდ მე ვიცი ამის გემო, კაი სახელი მომაფიქრდა ეხლა. როგორც ბატონმა გრიგოლიამ მოგვახსენა, მეც ასეთი ჩვევა მაქვს მას მერე, რაც ალკოჰოლს დავუმეგობრდი. ამ სითხის გარეშე ქართველი ვერ წარმომიდგენია. მეც ასე ვაკეთებდი და დაწერილიც მაქვს, თუ მიწევდა ბლომად "დადება", წინასწარ უნდა ყოფილიყო მეორე დღისთვის რაღაც განსაკუთრებული კერძი, რომელიც ფერად ფერებში დამანახვებდა სამყაროს. თქვენი არ ვიცი და მძიმე ნაბახუსევზე პირველი "ის" არის წამალი/ცოლიანები მიხვდებიან რა არის "ის" /, მარა მერე მაინც შავ-თეთრში ვხედავ ყველაფერს. მართლა ვერ ვარჩევ ფერებს და მაგ დროს სარკის ატანა არა მაქვს, ცოცხალი თავით ვერ ჩამახედებს ვერანაირი ძალა, თუ არა საკუთარი მეორის დანახვის სურვილი. ყველას განსხვავებული ორგანიზმი გვაქვს, ზოგს ხაში მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლი. მომიტევე ღმერთო, ასეთი გამოთქმა გვაქვს ქართველებს. ეს "რაღაცა" მშველის ნამეტნავად. ადრე გავაკეთე რესტორანში როცა ვმუშაობდი და ერთმა, ვინც მოვიპატიჟე სუფრასთან, მაგარი რამე დაარეხვა. მთელი GOLDEN GATE PARK-ის მცენარეები უქენი და მაგდენ ბოსტნეულს ვერ გეახლებიო. ასეთი უნიკალური პარკი არსებობს სანფრანცისკოში, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა მცენარეა გახარებული. GOLDEN GATE-ოქროს კარიბჭეს ნიშნავს. ჰოდა ჩვენნაირი მოქეიფე ხალხისთვის, მართლაც რომ ის კარიბჭეა ეს კერძი, რომელიც ნაბახუსევზე ისევ ფერებში დაგვანახებს დახატულ მსოფლიოს. ერქვას GOLDEN GATE. ცოტა უხერხული კია, მაგრამ წარმოვიდგინე, შედიხარ ხაშურის რომელიმე რესტორანში თმებ აბურძგნული დილაუთენია და პოვარს ეუბნები, ორმაგი გოლდენ გეითი დაუშვიო. :d030: პ.ს. ასე იბადება ბიზნესი. Edited May 28, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 28, 2013 Report Share Posted May 28, 2013 შენ უკვე ამერიკულად ფიქრობ გიო, ჩვენებური ვერსიები აღარ მოგწონს ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted June 2, 2013 Report Share Posted June 2, 2013 არა გადამრევს ეს კაცი... როგორ ყველაფრის დიდოსტატია. არა ძმებო, საქართველოში რომ ჩამოვალ, პირველ რიგში უნდა დავუბერო... რუისში. ასეთი დასახლებული ადგილის არსებობა კი არა, სახელიც არ მქონდა გაგონილი, სანამ გიორგი არ გავიცანი. ჰოდა, ექსკურსიის სახით უნდა ჩავიდე რუისში და ჩემი თვალებით ვნახო ის ადგილი, სადაც ასეთი ქართველები იბადებიან და იზრდებიან ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 2, 2013 Report Share Posted June 2, 2013 არა გადამრევს ეს კაცი... როგორ ყველაფრის დიდოსტატია. არა ძმებო, საქართველოში რომ ჩამოვალ, პირველ რიგში უნდა დავუბერო... რუისში. ასეთი დასახლებული ადგილის არსებობა კი არა, სახელიც არ მქონდა გაგონილი, სანამ გიორგი არ გავიცანი. ჰოდა, ექსკურსიის სახით უნდა ჩავიდე რუისში და ჩემი თვალებით ვნახო ის ადგილი, სადაც ასეთი ქართველები იბადებიან და იზრდებიან შენ ჩამოდი კობა და იმდენი ადგილები განახოთ და დაგათვალიერებინოთ,შეიძლება მართლა არ გქონდეს ნანახი :* ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 9, 2013 Author Report Share Posted June 9, 2013 26 მაისი(ჩემი გამომცხვარი ხაჭაპური). ის ნახატიანი ღვინის ჭიქა ორეგონულია, ერთი ელჩს აქვს, ერთიც მე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 9, 2013 Author Report Share Posted June 9, 2013 ხინკალში უკვე სპეცი ვარ, ერთიც კი არ მეხსნება. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 9, 2013 Author Report Share Posted June 9, 2013 დღეს სადილად ვიყავით დაპატიჯებული ირანელებთან. უმაგრესი ჩაბასტურმებული და ნაკვერჩხალზე შემწვარი ქათამი გავსინჯეთ, ზაფრანიანი ბრინჯით და მისაყოლებლებით. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 9, 2013 Author Report Share Posted June 9, 2013 ბრინჯს ზაფრანა(საფრანი-Crocus sativus და არა ყვითელი ყვავილი) და ზეთში მომწვარი კოწახური ჰქონდა შერეული. ბასტურმის რეცეპტი ერთ კილო ხორცზე: სამი ხახვი მარილი, პილპილი ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი მაწონი 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ზაფრანი 2გ. ამას ყველაფერს აურევ და დატოვებ მაცივარში მინიმუმ 12 საათი, მაქსიმუმ სამი დღე. შეწვავ ცხაურზე ან შამფურზე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 9, 2013 Author Report Share Posted June 9, 2013 ბროწეულის ჟელეც ირანული იყო, კაი რამეა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 9, 2013 Author Report Share Posted June 9, 2013 დამავიწყდა, შემწვარი ხორცი ლავაშებში შეხვეული შემოიტანეს, სურათზეც ჩანს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 10, 2013 Report Share Posted June 10, 2013 90-ანების დასაწყისში ორჯერ ვარ ირანში ნამყოფი, კერძოდ თეირანში. გავიცანი ჩვენი 400 წლის წინ გადასახლებული სისხლი, ფერეიდანელი ქართველები. არ ვიცი როგორ გაიგეს ჩვენი ჩასვლის შესახებ, სასტუმროში მოგვაკითხეს. ძალიან შთამბეჭდავი იყო გაცნობაც და დამშვიდობებაც, გულები გამოგვაყოლეს წამოსვლისას. თქვენ წარმოიდგინეთ და ქართულად ლაპარაკობენ. ადრეც მაქვს მათზე დაწერილი. ერთ ბატონს რევაზი ერქვა, ასე გამეცნო. იმდენი ქართველობა კიდევ აქვთ შერჩენილი, იავნანათი აძინებენ შვილებს, ძველი ქართულით ლაპარაკობენ, გოგებაშვილის დედაენა ჩაუვარდათ ხელში და მაგ წიგნზე ზრდიან შვილებს. გული დაგეწვებოდათ კაცებო, იმ ქართველის ლაპარაკი რომ მოგესმინათ. ჩამოვიდა მერე საქართველოში, რუსთაველის ძეგლთან შევხვდი თბილისში, ჩვენზე გულდაწყვეტილი მიდიოდა ირანში, გაქურდეს და გაღლიტეს ეს ალალი კაცი. :karochera: რატომ მოვყევი ამდენი? იქ მყოფ ორ ქართველ ახალგაზრდას შემოგვთავაზა რესტორანში წასვლა, მე გიორგი მქვია და მეორე დავითი იყო, ჩვენი სახელების თქმაზე ტიროდა კაცი. უარი არ მითხრათ რასაც შემოგთავაზებთ, მომეწყინებაო, განა მეწყინებაო. უმაგრესი სამზარეულო აქვთ სპარსელებს. ქათმის 100-ზე მეტი ბლუდა აქვთ, ცხვარზე აღარაფერს ვიტყვი. პ.ს გადაეცი მაგ ირანელებს ეს ყველაფერი ვახტანგ./ვრცლადაც შემეძლო დამეწერა./ ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 10, 2013 Report Share Posted June 10, 2013 ირანელების კერძებზე რა მოგახსენოთ, მარა ხინკალმა ნერწყვი მომადინა საღოლ ვახო კაი ვიდზე არიან ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.