Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირის სამზარეულო


Recommended Posts

როგორც მოგახსენეთ, ყველა წამოდუღებაზე შერჩეული შემადგენლობიდან თითო ელემენტი ემატება.

 

მერე მოდის ტომატის და კეტჩუპის დრო თავის მარილ-პილპილიანად.

/მწარე წიწაკის ჩაშვებაც შეიძლება, მაგრამ აქ ისეთი მწარე იციან, ვერიდები ხოლმე, შავ პილპილს ვამჯობინებ./

 

cd8f425d791f.jpg

 

დიდ ტაფაზე უფრო გემრიელი გამოდის, ამჯერად თუჯის ქვაბში გავაკეთე.

 

cf54b03e00c0.jpg

 

მუდმივად გაზქურასთან ყოფნა მოგიწევთ, როცა ამ "საშინელებას" ამზადებთ, სამაგიეროდ გასინჯვისას შრომა დაგიფასდებათ.

ამ კერძს ვაკეთებ წინა დღეს, როცა ვიცი რომ მძიმე ნაბახუსევი მექნება, სინჯეთ და მიხვდებით რომ მართალი ვარ.

 

პ.ს. ხორცს თუ დაბეგვავთ, უკეთესი გამოდის.

 

589de565e752.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 693
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ბანაკში. ირემი, ცხენირემი და დათვი(კადრში არ ჩანს ფარში იყო).

ნახავს ამ სურათებს და რა გაუძლებს მერე მაგას? პატონი კობა თოდუა, სხვა გზა არ მაქვს ჯიმა. ადრე დავდე ჩვენი მონადირეების ფორუმზე მსგავსი სურათები და მარგალებს ვინ ასწავლის ზრდილობას?

მონადირული.

Posted Images

ზელოვნებაა რა ელჩი. ატასი წელი გაწვევინოს უფალმა კიდევ :hi:

 

 

ახალი კერძის რეცეპტი დაიდო ვახტანგ, მოასწრებ სუპერმარკეტის მოვლას. :haha:

 

პ.ს. რო გეუბნები 10 დღე საკმარისი არ არითქო, არა გჯერამს შენა. :friends:

 

პპ.ს.-ი

 

მაგარ რამეს ნახავთ მომავალ წერილში. :vinsent:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ქევხო

 

 

გემო აქვს უმაღლესი აჩი, მაგრამ სახელისა რა გითხრა ძმაო, ჯერ არ მომინათლია.

ჩემით მაქვს მოგონილი ამ ინგრედიენტების ერთობლიობა, ვგონებ ამგვარად დამზადებულ კერძს არც რამე აქვს ზედმეტი და არც აკლია.

ამგვარად ვაკეთებ ბოლო 12 წელია.

 

სახელის ვარიანტები თუ გაქვთ, გამოუშვით, მოვნათლოთ ბოლობოლო. :haha:

Link to post
Share on other sites

,,ჩაელჩული,, დავარქვათ მაგ კერძს გიო.:)

 

ვერ გამოვა ეს საქმე ავთია და არჩილ. :friends:

ჩემი არავითარი სახელი არ იყვეს კერძის დასახელებაში. :dato:

ამბიციები კაი ხანია მოვიშორე. :e025:

 

შემდეგი PLEASE. :friends:

 

 

 

პ.ს. რამე კაი ქართული დავარქვათ, სინჯეთ თქვენც და ნახავთ რომ უმაგრესი რამეა.

Link to post
Share on other sites

ქევხო

 

 

გემო აქვს უმაღლესი აჩი, მაგრამ სახელისა რა გითხრა ძმაო, ჯერ არ მომინათლია.

ჩემით მაქვს მოგონილი ამ ინგრედიენტების ერთობლიობა, ვგონებ ამგვარად დამზადებულ კერძს არც რამე აქვს ზედმეტი და არც აკლია.

ამგვარად ვაკეთებ ბოლო 12 წელია.

 

სახელის ვარიანტები თუ გაქვთ, გამოუშვით, მოვნათლოთ ბოლობოლო. :haha:

 

 

გიორგი ვიცი რომ გარკვეული წლების წინ კულინარიის სფეროდან მშენებლობის სფეროში გადაინაცვლე...

 

 

ახლა ვფიქრობდი_ დიდი რამე დაკარგა ამით კვების ინდუსტრიამ :l_ice:

Link to post
Share on other sites

გიორგი ვიცი რომ გარკვეული წლების წინ კულინარიის სფეროდან მშენებლობის სფეროში გადაინაცვლე...

 

 

ახლა ვფიქრობდი_ დიდი რამე დაკარგა ამით კვების ინდუსტრიამ :l_ice:

 

სამაგიეროდ ჯანმრთელობა შევინარჩუნე გელას ვენაცვალე.

რესტორნის ბიზნესი ლობიოს ჭამა/@ჯაბა :d030: / არ არის ძამა უშუ-ში-ში, მაგარი ხათაბალა საქმეა, თან იქ, სადაც ბიზნესი გაქვს, იმ შენობაში უნდა იცხოვრო 24 საათი.

 

მგონი ნაპოვნი მაქვს ის საქმე, რომლის კეთებაც მსიამოვნებს და ყოველთვის მაგაზე ვოცნებობდი.

 

რა სჯობია გაულამაზო ხალხს საცხოვრებელი?

 

კვებით ინდუსტრიაში აქ ორი გზა აქვს ამ ყველაფერს, ერთი კანალიზაციაში მიდის, მეორე ციხეში. :d030:

ცოტ მინახავს ამ საქმით მხიარული, ფული კი აქვთ, მაგრამ სახეზე სიხარულის ნატამალს ვერ უპოვნი.

 

ვერ გავქაჩავდი ვერცერთ "გზას", ამიტომ ვარჩიე ადამიანებისთვის სამყოფელის გამრავალფეროვნება და გაზრდა.

 

 

პ.ს. საქმეს მივხედოთ.

 

 

რას ვშვებით, რა დავარქვათ ამ კერძს???

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ერთი კარგი ბიძა მყავდა,როცა იცოდა,რომ მძიმე დათრობა ელოდებოდა,წინა დღეს ან ხაშს ჩაადგმევინებდა,ან ხინკალს მოახვევინებდა,ან რამეს ელჩის სტილში ჩააშუშინებდა მამიდაჩემს,ფილოსოფია ასეთი იყო,კაცს ,,პახმელიაზე,, გაღვიძება უნდა გიხაროდესო!!!!!ეგ ელჩის გამოგონებაც მსგავსი რამეა,პახმელიაზე გაღვიძებას განატრებინებს!!!! :*

Link to post
Share on other sites

ორეშული მომეწონა, მარამ სიხარული უნდა მოგგვაროს და ორეშული ცოტა ვერაა მაგ ამბავში :haha: ჩაშირმული უფრო პოეტურია :haha: :haha:

Edited by courage
Link to post
Share on other sites

ვერა მგევხართ, სულ დაგიკარგავთ ფანტაზია. :d030: :d030:

 

რახანც მე ვაკეთებ და მხოლოდ მე ვიცი ამის გემო, კაი სახელი მომაფიქრდა ეხლა.

 

როგორც ბატონმა გრიგოლიამ მოგვახსენა, მეც ასეთი ჩვევა მაქვს მას მერე, რაც ალკოჰოლს დავუმეგობრდი.

ამ სითხის გარეშე ქართველი ვერ წარმომიდგენია.

 

მეც ასე ვაკეთებდი და დაწერილიც მაქვს, თუ მიწევდა ბლომად "დადება", წინასწარ უნდა ყოფილიყო მეორე დღისთვის რაღაც განსაკუთრებული კერძი, რომელიც ფერად ფერებში დამანახვებდა სამყაროს.

 

თქვენი არ ვიცი და მძიმე ნაბახუსევზე პირველი "ის" არის წამალი/ცოლიანები მიხვდებიან რა არის "ის" :e025: /, მარა მერე მაინც შავ-თეთრში ვხედავ ყველაფერს.

მართლა ვერ ვარჩევ ფერებს და მაგ დროს სარკის ატანა არა მაქვს, ცოცხალი თავით ვერ ჩამახედებს ვერანაირი ძალა, თუ არა საკუთარი მეორის დანახვის სურვილი.

 

ყველას განსხვავებული ორგანიზმი გვაქვს, ზოგს ხაში მოსწონს და ზოგს მღვდლის ცოლი.

 

მომიტევე ღმერთო, ასეთი გამოთქმა გვაქვს ქართველებს.

 

ეს "რაღაცა" მშველის ნამეტნავად.

 

ადრე გავაკეთე რესტორანში როცა ვმუშაობდი და ერთმა, ვინც მოვიპატიჟე სუფრასთან, მაგარი რამე დაარეხვა.

მთელი GOLDEN GATE PARK-ის მცენარეები უქენი და მაგდენ ბოსტნეულს ვერ გეახლებიო.

ასეთი უნიკალური პარკი არსებობს სანფრანცისკოში, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა მცენარეა გახარებული.

 

GOLDEN GATE-ოქროს კარიბჭეს ნიშნავს.

 

ჰოდა ჩვენნაირი მოქეიფე ხალხისთვის, მართლაც რომ ის კარიბჭეა ეს კერძი, რომელიც ნაბახუსევზე ისევ ფერებში დაგვანახებს დახატულ მსოფლიოს.

 

ერქვას GOLDEN GATE.

 

ცოტა უხერხული კია, მაგრამ წარმოვიდგინე, შედიხარ ხაშურის რომელიმე რესტორანში თმებ აბურძგნული დილაუთენია და პოვარს ეუბნები, ორმაგი გოლდენ გეითი დაუშვიო. :d030: :d030:

 

პ.ს. ასე იბადება ბიზნესი. :old:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

არა გადამრევს ეს კაცი... როგორ ყველაფრის დიდოსტატია. არა ძმებო, საქართველოში რომ ჩამოვალ, პირველ რიგში უნდა დავუბერო... რუისში. ასეთი დასახლებული ადგილის არსებობა კი არა, სახელიც არ მქონდა გაგონილი, სანამ გიორგი არ გავიცანი. ჰოდა, ექსკურსიის სახით უნდა ჩავიდე რუისში და ჩემი თვალებით ვნახო ის ადგილი, სადაც ასეთი ქართველები იბადებიან და იზრდებიან :hi3:

Link to post
Share on other sites

არა გადამრევს ეს კაცი... როგორ ყველაფრის დიდოსტატია. არა ძმებო, საქართველოში რომ ჩამოვალ, პირველ რიგში უნდა დავუბერო... რუისში. ასეთი დასახლებული ადგილის არსებობა კი არა, სახელიც არ მქონდა გაგონილი, სანამ გიორგი არ გავიცანი. ჰოდა, ექსკურსიის სახით უნდა ჩავიდე რუისში და ჩემი თვალებით ვნახო ის ადგილი, სადაც ასეთი ქართველები იბადებიან და იზრდებიან :hi3:

შენ ჩამოდი კობა და იმდენი ადგილები განახოთ და დაგათვალიერებინოთ,შეიძლება მართლა არ გქონდეს ნანახი :* :*

Link to post
Share on other sites

26 მაისი(ჩემი გამომცხვარი ხაჭაპური). ის ნახატიანი ღვინის ჭიქა ორეგონულია, ერთი ელჩს აქვს, ერთიც მე.

post-3-0-30332900-1370815911_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

დღეს სადილად ვიყავით დაპატიჯებული ირანელებთან. უმაგრესი ჩაბასტურმებული და ნაკვერჩხალზე შემწვარი ქათამი გავსინჯეთ, ზაფრანიანი ბრინჯით და მისაყოლებლებით.

post-3-0-42190000-1370816216_thumb.jpg

post-3-0-74070200-1370816240_thumb.jpg

post-3-0-84346300-1370816264_thumb.jpg

post-3-0-20068500-1370816291_thumb.jpg

post-3-0-67671900-1370816314_thumb.jpg

post-3-0-33853600-1370816339_thumb.jpg

post-3-0-96558700-1370816363_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ბრინჯს ზაფრანა(საფრანი-Crocus sativus და არა ყვითელი ყვავილი) და ზეთში მომწვარი კოწახური ჰქონდა შერეული.

 

ბასტურმის რეცეპტი ერთ კილო ხორცზე:

სამი ხახვი

მარილი, პილპილი

ლიმონის წვენი

2 სუფრის კოვზი მაწონი

3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

ზაფრანი 2გ.

 

ამას ყველაფერს აურევ და დატოვებ მაცივარში მინიმუმ 12 საათი, მაქსიმუმ სამი დღე. შეწვავ ცხაურზე ან შამფურზე.

Link to post
Share on other sites

90-ანების დასაწყისში ორჯერ ვარ ირანში ნამყოფი, კერძოდ თეირანში.

გავიცანი ჩვენი 400 წლის წინ გადასახლებული სისხლი, ფერეიდანელი ქართველები.

არ ვიცი როგორ გაიგეს ჩვენი ჩასვლის შესახებ, სასტუმროში მოგვაკითხეს.

ძალიან შთამბეჭდავი იყო გაცნობაც და დამშვიდობებაც, გულები გამოგვაყოლეს წამოსვლისას.

თქვენ წარმოიდგინეთ და ქართულად ლაპარაკობენ.

ადრეც მაქვს მათზე დაწერილი.

ერთ ბატონს რევაზი ერქვა, ასე გამეცნო.

იმდენი ქართველობა კიდევ აქვთ შერჩენილი, იავნანათი აძინებენ შვილებს, ძველი ქართულით ლაპარაკობენ, გოგებაშვილის დედაენა ჩაუვარდათ ხელში და მაგ წიგნზე ზრდიან შვილებს.

 

გული დაგეწვებოდათ კაცებო, იმ ქართველის ლაპარაკი რომ მოგესმინათ.

ჩამოვიდა მერე საქართველოში, რუსთაველის ძეგლთან შევხვდი თბილისში, ჩვენზე გულდაწყვეტილი მიდიოდა ირანში, გაქურდეს და გაღლიტეს ეს ალალი კაცი. :karochera: :karochera: :karochera:

 

 

რატომ მოვყევი ამდენი?

იქ მყოფ ორ ქართველ ახალგაზრდას შემოგვთავაზა რესტორანში წასვლა, მე გიორგი მქვია და მეორე დავითი იყო, ჩვენი სახელების თქმაზე ტიროდა კაცი.

უარი არ მითხრათ რასაც შემოგთავაზებთ, მომეწყინებაო, განა მეწყინებაო.

უმაგრესი სამზარეულო აქვთ სპარსელებს.

ქათმის 100-ზე მეტი ბლუდა აქვთ, ცხვარზე აღარაფერს ვიტყვი.

 

პ.ს გადაეცი მაგ ირანელებს ეს ყველაფერი ვახტანგ./ვრცლადაც შემეძლო დამეწერა./

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...