იეტი 1 Posted April 11, 2013 Report Share Posted April 11, 2013 მწვადად ღორის მწვადია მეფე! შველის ხორცი მეც მაქვს განასინჯი და სიმართლე გითხრათ არ ღირს ხორცის გემოსათვის შველის მოკვლა არც დათვის ხორცია დიდი გადამრიე სვანეთში მაქვს ხალამში ცაწყობილი ჯიხვის ხორცი გასინჯული. დამიჯერებთ? ღორზე უკეთესი სამწვადე ჯერ არ შემხვედრია :( დასტურ ! ისიც შინაური ღორის 100-120 კილოიანის მაქსიმუმ. დამარინადებულ/გამოყვანილი და გადაკმაზული ყვავიც არ იქნება ძალიან უგემური ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 11, 2013 Report Share Posted April 11, 2013 დავით ნამდვილად მასეა, მაგრამ მე ხბო უფრო მისწორდება ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 11, 2013 Report Share Posted April 11, 2013 (edited) ჩვენ ღორს ვართ ნაჩვევი და მაგიტომ მუსირებს ეს აზრი შველს რაც შეეხება კი შეგედავებით, ადგილზე ჩამოტყავებულის და იქვე შემწვრის გემო სულ სხვაა, უგემრიელესია. სხვა მუღამია და მოდით ღორს ნუ შევადარებთ, რადგან ნადირობა გამოკვების ერთ-ერთი საშუალება იყო ადრე, ჭამდნენ ალბად ყველაფერს რასაც მოინადირებდნენ. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მაგარი მშირეი ტყეში, მეეჭვება იქ მონადირებული რამ ღორის ფილეინს შეადაროთ :D Edited April 11, 2013 by ქევხო ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 11, 2013 Report Share Posted April 11, 2013 (edited) ღორი პირველ ადგილზეა !(ჩემ აზრს ვაფიქსირებ რა თქმა უნდა) მეორე ადგილს კაი ჭედილას დავუთმობდი. ნანადირევს რაც შეეხება : იქვე ტყეში ნადირობისგან გულგამდიდრებულ ხასიათზე ,ყველაფრის მწვადი პირველია დამიჯერეთ! Edited April 11, 2013 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 აი ბაბუელა შენ ღორის მწვადი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 (edited) ტყეში ჩამოტყავებულის გემოზე მეტად ეშხი გათრობს კაცს Edited April 12, 2013 by courage ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 მწვადად ღორის მწვადია მეფე! შველის ხორცი მეც მაქვს განასინჯი და სიმართლე გითხრათ არ ღირს ხორცის გემოსათვის შველის მოკვლა არც დათვის ხორცია დიდი გადამრიე შველის ხორციც გემრიელია და რაც შეეხება დათვს,მის მწვადს კეცზე აუუუუუ : ოსტრიც მაგარი გამოდის ოღონ ცხიმიანია ძალიან და ხშირი შეცხელაბა უნდა !! ტახი არ მაქვს განასინჯი,ალბათ ოდესმე მაინც მოვა დრო და გავსინჯავ ჯერ მაგაზე ესკაესის გადატარებას და მერე იქვე მისი მწვადის დაგემოვნებას !! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 (edited) ხბოს ვერ შეედრება კობა, აღიარე კანეჩნო, ვერ შეედრება... ისევე როგორც გარეული იხვის გემო შინაურის, გარეული ქათმის გემო შინაურის, გარეული ინდაურის გემო შინაურის და ა.შ. გარეულ ცხოველთა და ფრინველთა ხორცს სულ სხვა გემო და კაიფი აქვს Edited April 12, 2013 by Коба ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 გარეულ ცხოველ-ფრინველის ხორც გემოზე მეტი ეშხი აქვს და კაცს ეს უფრო გსიამოვნებს 95% შემთხვევებისა ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 მწვადად ღორის მწვადია მეფე! დამიჯერებთ? ღორზე უკეთესი სამწვადე ჯერ არ შემხვედრია :( მართალი ხარ დავით გეთანხმები ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 ასე რომ უმრავლესობით გაიმარჯვა ღორის მწვადმა ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 ასე რომ უმრავლესობით გაიმარჯვა ღორის მწვადმა ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 სადაც ღორის მწვადზეა საუბარი, ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ კახეთში სხვანაირი გემო აქვს ამ ყოველივეს მე პირადად უკეთესი არსად მიჭამია, ან სად უნდა ჭამო ჩვენთან რო? რიკოთზე? ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 19, 2013 Report Share Posted April 19, 2013 სადაც ღორის მწვადზეა საუბარი, ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ კახეთში სხვანაირი გემო აქვს ამ ყოველივეს მე პირადად უკეთესი არსად მიჭამია, ან სად უნდა ჭამო ჩვენთან რო? რიკოთზე? 100% გეთანხმები ქევხოს ოჯახში გაკეთებული მწვადის გემო ეხლაც მახსოვს მეც და ყველა იქ მყოფს ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 19, 2013 Report Share Posted April 19, 2013 ეს ეკატერინეს ბრატვასაგან ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 19, 2013 Report Share Posted April 19, 2013 ა ბატონო სააღდგომოდ სააღდგომო პასკა მასალა: 500 გ. ფქვილი 40 გ. საფუარი 180 მლ. რძე 100 გ. კარაქი 5 ცალი კვერცხი 70 გ. ქიშმიში 100 გ. შაქარი 1/4 ჩ.კ. მარილი ვანილი – დანის წვერზე ლიმონის ცედრა რძე შეათბეთ, ჩაყარეთ საფუარი, 1 ჭიქამდე ფქვილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და დადგით თბილ ადგილას 20 წუთით. კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად; დაუმატეთ ვანილი, გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ. ეს ყველაფერი დაამატეთ გაფუებულ მასას და აურიეთ; დაამატეთ ლიმონის ცედრა, დარჩენილი ფქვილი და კარგად აურიეთ. მიღებული ცომი დადგით თბილ ადგილას ერთი საათით – მოცულობა 2-ჯერ უნდა გაიზარდოს. როდესაც ცომი ამოვა, კარგად ჩაზილეთ და დაამატეთ ქიშმიში. პასკის ფორმები შეავსეთ ნახევრად და დატოვეთ ნახევარი საათით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. ნახევარსაათიანი ცხობის შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 160 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 25 წუთის განმავლობაში. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 19, 2013 Report Share Posted April 19, 2013 პასკა მარტივად მასალა: 1 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი 1 ჩაის ჭიქა საფუარი 10 ცალი კვერცხი 250 გრამი შაქარი 200 გრამი ერბო 2 ცალი ლიმონი 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი რამდენსაც შეიზელს – ფქვილი 10 კვერცხის გულისა და 250 გრამი შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, ჩავაწუროთ შიგ 2 ცალი ლიმონის წვენი, ჩავასხათ 1 ჩაის ჭიქა ნაღები ან არაჟანი, 1 ჩაის ჭიქა საფუარი, 200 გრამი გამდნარი ერბო და ფქვილი, რამდენსაც შეიზელს რბილი ცომის მისაღებად. ეს ყველაფერი ავზილოთ კარგად და ჩავდოთ ერბოწასმულ ფორმებში ისე, რომ ცომმა ფორმის 1/3 ნაწილი დაიკავოს. დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. როდესაც ცომი ფორმებში თითქმის პირამდე ამოვა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და შევდგათ ზომიერად გახურებულ აირღუმელში გამოსაცხობად. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 19, 2013 Report Share Posted April 19, 2013 პასკა ლიმონით მასალა: 4-5 ცალი ლიმონი 12 ცალი კვერცხი 1 სირჩა არაყი 2 ჩაის ჭიქა შაქარი 3-4 ცალი ზაფრანა რამდენსაც შეიზელს – პურის ფქვილი ლიმონი ვხარშოთ დარბილებამდე. შემდეგ დავჭყლიტოთ, ამოვაცალოთ კურკები და დავნაყოთ როდინში კანიანად. დანაყილი ლიმონის მასას შევურიოთ 12 კვერცხის გული და ხის კოვზით ვლესოთ დიდხანს. შემდეგ გავატაროთ საცერში ან ფლავსაწურში, დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და პურის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. ბოლოს შევურიოთ 12 კვერცხის თეთრად ათქვეფილი ცილა და არაყში დაყენებული ზაფრანა. მიღებული ცომი გავანაწილოთ ფორმებში და გამოვაცხოთ საშუალოდ გახურებულ აირღუმელში. მინანქრისთვის ზემოდან წავუსვათ წყალნარევი კვერცხის გული და შაქრის პუდრა. სურვილისამებრ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 იმდღევანდელი ქაბაბი ვერ იყო ისეთი, როგორც საჭიროა. მაშინ კოწახური ვერ ვიპოვე თახჩაში, ეხლა გამოვასწორე შეცდომა. იგივე ინგრედიენტები, ოღონდ ბლის შეშაზე შეიწვა ამჯერად. პ.ს. ბრაუნინგი მოაშორეთ ამ თემას, ნამეტანი დავტანჯე ეგ კაცი, და არა მარტო ეგ. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 ეს კიდევ ჩემებური ჩაშუშულია, ოსტრს და სალიანკასაც ვეძახით ქართველები. ამაზე ცალკე მოგახსენებთ სხვა დროს. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 (edited) კულინარიის ამბავში ასეთი რამე მჭირს, როცა მე ვამზადებ მომზადებულს ისეთი მადით ვერ შევექცევი როგორც მომზადებამდე მაქვს ხოლმე მოლოდინი, სხვის მომზადებულს კი "დედას ვტირობ" გიო შენ როგორ ხარ ამ მხრივ? მზადების პროცეში სურვილი არ გინელდება შედარებით ასეთი გემრიელობის კეთებისას? Edited April 25, 2013 by courage ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 courage ნაღდს ამბობ, იგივე მჭირს მეც, მაგრამ სხვები რომ დნებიან და ტკბებიან ჩემს გაკეთებულზე, ეგ უფრო მსიამოვნებს. ვერა ვარ დიდი მჭამელი, თევზეული მიყვარდა ძალიან, მერე მოვუხშირე მაგათ მოპოვებას და გამინელდა კულინარიული ინტერესი. შეიძლება თვე გავიდეს და თევზს არ გავეკარო, იგივეა ნანადირევიზეც. არ ვიცი რითი ვსულდგმულობ, მხოლოდ ერთხელ ვვახშმობ, მაგრამ სამ სადილს უდრის ეგ ვახშამი. :d030: ისე, ყოველთვის მინდოდა დიდი სამზარეულო მქონოდა, საიდანაც სტუმრებს გავუმასპინძლდებოდი საქმეში ჩართული. ავიხდინე ეგ ოცნება. მომზადება და სტუმრის პატივისცემა უფრო მიყვარს, ვიდრე ნუგბარის დაგემოვნება. თავისებური მუღამი ჰქონია. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 ჰო, მასეა ყველაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 კარგი კაცი ხარ შენ ხომ იცი გიორგი და კულინარიაც გეხერხება როგორც ჩანს იმედია მომიწევს როდისმე შენი შედევრების დაგემოვნება ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.