Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობა კანადაში


Recommended Posts

ბოლო ორი უკვე სასოწარკვეთილმა მივაყარე სილუეტს, როცა მივხვდი რომ წამივიდა.

 

 

შენა ძმაო, თოფი გაქვს თუ "ლაგატკა'?

 

დიდი ცხოველისთვის მეც ამიცლებია სპეციალურად, მაგრამ 5 რა ამბავია?

 

წახვალ შენ ხვალ ოკულისტთან, გადაწყვეტილი ამბავია ეს. :old:

Link to post
Share on other sites
  • Replies 604
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გუშინწინ საღამოს 5 საათზე დააგდეს ბიჭებმა დიდი დედალი. დიდი ტბის გადაღმა, ნაპირზე. მერე ნახეს რომ იქვე მამალიც და მეორე დედალიც ყოფილა, მაგრამ ეს იკმარეს. მე არ ავსულვარ, მაგრამ ხორცი შემხვდება. ბანაკ

ცხენირემზე ნადირობის შემდეგ, სამხრეტ კვებეკში ირემზე და შველზე იხსნება სეზონი (აქ ცოტაა და აკრძალულია). ბიჭების გასვლა წარმატებული აღმოჩნდა, თან ბენელიმ დააგდო ერთი ირემი.

Posted Images

პარასკევ საღამოს შევედით მე და მეწყვილე(მეორე წყვილი დღეს შევიდა საღამოს და იმედი მაქვს იმ ცხენირემს დააგდებენ). მე დავრჩი გიომის ბანაკში, მეწყვილე დიდ ქვაზე რომ საფარი გვაქვს იქ დარჩა. შაბათს მე ბლომად ვიხეტიალე ტბების გარშემო, მაგრამ არაფერი. ცხელოდა მაგრად. დღეს დილით დილის ექვსზე ჩავედი ქვის საფართან. მეგობარს ბლომად შარდი უსხია გარშემო და მოძახილიც კარგი აქვს, ასე რომ თუ გარშემო სადმე ცხენირემი იქნებოდა, მომდევნო საფარის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო(ძველი მეპატრონის საფარია, გაგანია ტყეში, დევს აქ სურათები, ღამეც გამითევია მანდ). წავუყევი ფეხით ნელნელა, თან ახლახან ნაყიდ ცხენირემის რქის ფორმის ფიცარს ვამუშავებ ტოტებზე, ისეთი მასალაა, ცხენირემის რქის მსგავს ხმას გამსცემს ხეზე ხახუნისას. მეგობარი საფარიდან უძახის. გავიარე 300 მეტრი, ისევ ბინდბუნდია, შვის ნახევარია. უცებ წინ, მოძრავ სილუაეტს მოვკარი თვალი, ასე 50 მეტრში, ბილიკიდან ტყეში გადავიდა ჩემს მოპირდაპირე მხარეს. გავუხშირე ტოტების მტვრევა. მანაც იგივე დაიწყო და ნელნელა დაიძრა ჩემსკენ, ოღონდ ტყის სიღრმეში მოძრაობს, ჩემგან 50 მეტრში. ეგრევე ჩავიმუხლე, სამწუხაროდ ცხენირემის შარდი არ მქონდა, თორემ მაგ დროს ეგრევე უნდა გააფრქვიო. ამიტომ გადავწყვიტე კვალი რომ არ დამეტოვებინა, არ გავნძრეულიყავი. ნელნელა მოახლოვდა ტოტების მტვრევით და რქებიც დავინახე...სადღაც მეტრი-მეტრი და ოცი ექნებოდა. ადრენალინი მირტყამს მაგრამ რას მირტყამს, გულისცემა ალბათ ასორმოცდაათი. ისევ ვფხოჭნი ტოტებს, ცხენრემი ჩემს წინ დგას 50 მეტრში და მხოლოდ რქები უჩანს. 5 წუთი დგას, მე ტოტებს ვამტვრევ, მაგრამ არ იძვრის, არ გამოდის რომ ვესროლო. რა თქმა უნდა უნდა დამეცადა(გამოუცდელობის ბრალია)მაგრამ შემეშინდა რომ ჩემს სუნს იკრავდა და წავიდოდა. ერთ მომენტში ფერდი დავუნახე და დავცხე. მეორე და მესამე უკვე ბუჩქებს მივაყოლე ალალბედზე. მივხვდი რომ წავიდა და მხოლოდ სილუეტს მოვკარი თვალი და იმ სილუეტს სიმწრით მივაყოლე მეოთხე და მეხუთე. მაგარ შოკში ვიყავი. კიდევ მქონდა იმედი რომ დავჭერი. ამასობაში მეგობარი ამოვარდა ენაგადმოგდებული, ან შენ უნდა მენახე დაგდებული ან ცხენრემიო(ვინ ისვრის ხუთ ვაზნას ცხენრემზე :alfons: ). დაველოდეთ 30 წუთი, ამასობაში კარგად გათენდა და მივედით იმ ადგილზე სადაც იდგა. უზარმახარი სოჭი იყო წამოქცეული ჰორიზონტალურად, მის უკან იდგა, სიბნელეში ის სოჭ არც დამინახავს. შეიძლება მაგანაც გადაარჩინა. კვალს რომ ვარჩევთ და სისხლს ვეძებთ, ცხენრემის ხმა მოგვწვადა შორიდან. გაბრაზებული ხმა იყო. ვიფიქრეთ რომ დაჭრილია(არადა ეტყობა დედალი ჰყავდა იქვე და მას იცავდა), წავედით მისკენ ნელნელა. მეგობარს ძველი კარაბინი აქვს 30-30. 50 მეტრს იქეთ არც სიზუსე აქვს და არც ძალა. საფარის იქეთ ჭანჭრობი იწყება ცალ მხარეს, უფრო ღია ველით. მე მანდ შევედი. მეგობარმა ტყეში გააგრძელა გზა, თან უძახის და ტოტებს ამტვრევს. ცხენირემმიც პასუხობს, სადღაც 200 მეტრში წინ, ტყეში. მერე ერთ მომენტში დაიძრა მაგრამ რა დაიძრა, სულ ლიწინ-ლიწინი ადენინა ტოტებს, პირდაპირ ჩემი მეგობრისკენ. მე სტარტზე ვარ. ჩემს მეგობრამდე პატარა ღია ადგილი ასე ხუთი მეტრი და იმედი მაქვს იქ ვესვრი გვერდიდან. ცხენირემი უსწრაფესად ჩამოვიდა მეგობრამდე. მერე მესმის მკვეთრი მოტრიალება და გაქცევა.

მოკლედ როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, შეეშინდა მისკენ პირით მოვალ ცხენირემზე სროლა(თავმკერდს ხედავდა) და უკან დაიხია, იქნებ მანამდე გვერდი იცვალოსო. წესით ამ დროს შარდი უნდა გააფრქვიო, რომ შენი სუნი შენიღბო. როგორც კი მიუახლოვდა ცხენირემი მეგობრის ცანაჯდომს, ეგრევე იგრძნო ადამიანი და მოცოცხა. ამ დროს მე პირდაპირ რომ დავძრულიყავი ცხენრემისკენ, იქნებ შემეხედა კიდეც და მესროლა. ყველაფერი მოხდა უსწრაფესად. მეგობარი კაი შეშინებული დამხვდა, უზარმაზარი მასა იყოო. დიდ ბრძოლას რომ გადაიხდი და ენერგიისგან იცლები იმ დღეში ვიყავით. მერე კაი ხანს ვეცადეთ ისევ გამოგვეტყუებინა, მაგრამ უშედეგოდ. ასე მწარედ დაგვისრულდა დღევანდელი ნადირობა. ესაა რომ დიდი გამოცდილება მივიღე. სად მონაყოლი ან ფილმში ნანახი და სად ის განცდა, 40 მეტრში ამხელა მხეცს რომ გრძნობ.

დღეს შესულ ჯგუფში ერთი ძალიან გამოცდილი მონადირეა და იმედი მაქვს მიაგნებს. თუ არადა 17 ოქტომბრამდე კიდევ დროა.

Link to post
Share on other sites

არ ვიცი ვახტანგ, მე ამ თემაში ერთი სიტყვის დამწერი აღარა ვარ, სანამ მაგ მახინჯი ცხოველის სურათებს არ დადებ.

რათქმაუნდა შენი მოპოვებული უნდა იყვეს და მერე ვერ გამაკავებთ ვერავინ.

 

წავიკითხე შენი ამბავი და გლახათა ვარ ძმაო.

 

პ.ს ეჰ, წავალ ყურძენს მოვკრიფავ, რთველი დავიწყე.

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

აუ წარმომიდგენია რამდენს ინერვიულებდი და რამხელა იმედგაცრუებას იგრძნობდი იმ მომენტში,მაგრამ არა უშავს სხვა დროს გაგიმართლებს ! :*

Link to post
Share on other sites

მდააააა რასაც ქვია ბედი მომეო ეს ყოფილა. 5 ტყვია არ გინდა რომ აგცდეს? უმაგრესია ვახო მაინც შენი წერა იქნება მაგი ვატყობ მე.

Link to post
Share on other sites

მაინც მოიპოვებ ვახო შენ ცხენირემს,ყველაფერი დროის საკითხია ! )) ხო მართლა გუშინ ჩემი ძმა სოკოზე იყო გასული სახლთან ახლო ტყეში,მანჭკვალაა ბლომად,ცხენირემი დაინახა....

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

კი დავწერე, აღარ დავწერ აქაო და ერთს მაინც დავამატებ.

 

მივიღებ თუ არა მოქალაქეობას, ვგაზავ ენგრევე კვებეკში, მაგ უშნო ცხოველს სანამ არ დავახეთქებ და არ გავაქვავებ მიწაზე, ისე ვერ მოვისვენებ.

 

მერე ყველა დავისვენებთ. :d030:

Link to post
Share on other sites

ლევან, გუშინწინ ჩვენ(ორი კაცი) გამოვედით და ორიც შევიდა(ოთხნი ვართ, ორი ცხენირემი გვეკუთვნის კანონით). მათ შორის ერთი გამოცდილი იყო, თერთმეტი წელია ცხენრემზე ნადირობს და მონადირებულიც ჰყავს. ავუხსენი სადაც ვნახე და რა გააკეთა. ეს გამოცდილი დარჩა ქვაზე რომ საფარია იქ. დილით ადრე შევიდა იმ სექტორში სადაც მე ვნახე წინა დილით ბობოლა მამალი და კარგად დაამუშავა დედალი ცხენირემის ხმით(პროფესიონალურად უძახის). მერე მობრუნდა თურმე ათი საათისთვის ქვაზე, საფარში და სადღაც თერთმეტის ნახევარზე მოადგა იგივე მამალი საფარის უკნიდან, ტყის მხრიდან. ამან დაუცადა სანამ გვერდს გამოაჩენდა და 70 მეტრში რეკა 308 კალიბრის საკო. 50 მეტრში წაქცეულა. ფილტვები ჰქონდა გაგლეჯილი. ტყვიამ გახვრიტა ნეკნი, მერე მეორე მხარის ნეკნიც და კანქვეშ გაჩერდა(ყასაბმა ამოიღო და მოგვცა). მთავარი მერე იწყება თურმე, ნადირობა და გასროლა სიამოვნებაა იმასთან შედარებით რასაც ნადირის დამუშავება ჰქვია. 600კგ-ს იწონიდა დაახლოებით, რქების წვერებს შორის სიგრძე 125 სმ. გასუფთავებული(თავის, ტყავის და კანჭ-შიგნეულის გარეშე) გამოვიდა 300 კგ-მდე.

რადგან იქ მობილური არ იჭერს, მეგობარი შეეცადა სადღაც მთაზე ასულიყო, მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ ხეზე აძვრა და ერთი ზარი გამოვიდა ჩემს მეწყვილესთან. მან მიატოვა სამსახური გამომიარა და პირველი საათისთვის ტყეში ვიყავით. მომნადირებელის ცოლშვილიც ამოვიდა. ბავშვებს ანახეს რა და როგორ. მე ავედი პირველი. ცხენირემი გამოშიგნული ჰქონდა, ძალიან სუფთად სხვათა შორის, ყასაბსაც კი გაუკვირდა. შარდიც ამოღებული ჰქონდა რომელიც მაგარი ძვირფასი რამეა(გავყინეთ და პატარა ბოთლებით ვინახავთ გაისისთვის). რადგან ორი მონადირის ბირკა უნდა ჰქონდეს ნადირს, ჩემი და მისი ბირკა ჩამოვკიდეთ ყურზე და ჩემი ნადირობა ამ სეზონზე მორჩა(ცხენირემზე, თორემ შაბათ -კვირას მეგობრის გეკოთი ჟრუნზე ავალ). მერე დავხერხეთ მთელი ცხენირემი ოთხ ნაწილად(კანონი გავალდებულებს). შემოვაკარით მარლა(თუმცა ბუზი საიდან იქნებოდა, სამი გრადუსი იყო და ხოშკაკალა უბერავდა), დავდეთ კვადროცილკებზე და ჩავიტანეთ პიკაპამდე. ესენი ღვიძლს არ გეახლებიან და ამოვჭერი მთლიანად კარგ ნაჭრებად და წამოვიღე. ერთი სუკი სადღაც 2-2.5 კგ გამოვიდა და გუშინ საღამოსვე მთავარი მომნადირებლის ოჯახში მივირთვით. წარმოუდგენლად ნაზი იყო და არც ძლიერი ტყის გემოც არ ჰქონდა. ცხენირემის თავი მეგობარმა პიკაპის კაბინაზე არ დააკრა, სტრესს იწვევს ზოგიერთშიო და პატივს ვცემ მაგათაცო(უმრავლესობა აკრავს და ერთი კვირა დაქრიან ცხენირემის თავით). მივედით რეგისტრაციაზე ქალაქში, გაზომეს, ადგილიც მონიშნეს რუკაზე კომპიუტერში, ნებართვები დააკომპოსტირეს და წამოვედით ყასაბთან. ყასაბი გველოდა უკვე, 15 წუთში გაატყავა ყველაფერი, ხორცი გაასუფთავა ბეწვისგან და ძვლის წვრილი ნაწილაკებისგან, ახალი მარლა შეახვია და ჩამოკიდა მაცივარში 4 გრადუსზე. მომავალ სამშაბათს მთელ ხორც დაამუშავებს ოთხი კაცისთვის(გატარებული, სასტეიკე, რაგუ, ან კუპატი). წესით 30-40 კგ-მდე ხორცი უნდა შეგვხვდეს სათითაოდ. მე რა თქმა უნდა დავარიგებ, რად მინდა ამდენი ხორცი. ამათ სპეციალური დიდი საყინულეები აქვთ და იქ შეინახავენ.

 

დასკვნა: ამ სამმა დღემ მასწავლა იმდენი რამდენიც ბოლო შვიდი წლის ნადირობაში არ მისწავლია. წიგნიც კარგია, ვიდეოც, მონაყოლიც, მაგრამ სანამ პირდად არ გამოცდი თავზე, მაინც ვერ იღებ იმდენს. უკვე მზად ვარ მომავალ წელს სერიოზულად შევუტიო. დაშვებულ შეცდომებს გამოვრიცხავ.

ასევე ორი სიტყვა ცხენირემზე:მაგარი ვაჟკაცური ცხენირემი იყო, იცავდა მის დედლებს(ჩვენს სექტორში ეწყვილებოდა ეტყობა და იმიტომ არ გავიდა სექტორიდან) და ორჯერ გამოვიდა ნაღდ სიკვდილზე და იქეთ კინაღამ დაგვამარცხა. მაინც ქალებმა დაღუპეს. მიუხედავად იმისა რომ ალბათ რამდენიმე ჰყავდა, მეგობრის ''მდედრის'' მოძახილს მაინც ვერ გაუძლო. მერე ვხუმრობდით ნაღდად თვითმკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილითქო. :e025: არა, მართლა ბუნების შვილი იყო, მერე ცოტა შეგვეცოდა კიდეც. ახლა ფოტოებს და ვიდეოებს გამოვუშვებ.

 

 

 

ვაააააააააა ვახო შენი ნახელავია ეს? ე ბიჯო გამახარე :clapping: :clapping: :clapping: :clapping:

Link to post
Share on other sites

მე ვერ გავაგორე, გავმაზე, სამაგიეროდ მე გამოვიტყუე პირველად :hi:

 

ვახო მითხარი რომ ეგ მონსტრი შენ გააგორე რაააააააააააააააა :alfons:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...