Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობა კანადაში


Recommended Posts

როდის გეწყება ვახტანგ ცხენირემის სეზონი?

 

ისევ "სილანცახა ასა-ასა" უნდა მოგაყოლო თან, სხვანაირად არ გამოდის ხომ ჰხედავ. :friends:

 

მომილოცნია, შენზე მეტად მე მიხარია, გაიხარე გენაცვა, სახლში წასვლის წინ მაინც მოახერხე და ნამდვილ მონადირეს რომ შეეფერება, ისეთი ნადავლი გაქვს.

 

პ.ს. ნეტა მანდ გყავდე გვერდში, რა მაგარ რამეებს გაგაკეთებინებდი მაგისგან.

Link to post
Share on other sites
  • Replies 604
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გუშინწინ საღამოს 5 საათზე დააგდეს ბიჭებმა დიდი დედალი. დიდი ტბის გადაღმა, ნაპირზე. მერე ნახეს რომ იქვე მამალიც და მეორე დედალიც ყოფილა, მაგრამ ეს იკმარეს. მე არ ავსულვარ, მაგრამ ხორცი შემხვდება. ბანაკ

ცხენირემზე ნადირობის შემდეგ, სამხრეტ კვებეკში ირემზე და შველზე იხსნება სეზონი (აქ ცოტაა და აკრძალულია). ბიჭების გასვლა წარმატებული აღმოჩნდა, თან ბენელიმ დააგდო ერთი ირემი.

Posted Images

ვხო მომილოცავს! ვიცი ლოსისი სურათებსაც ვნახავ მე ამ თემაში :)

 

მშვენიერი ნადავლია :yes:

 

დადე დამუშავების ფოტომასალა, გვიყვარს სისხლის სუნი :alfons:

Link to post
Share on other sites

წინასწარ პატარა ისტორია :alfons: : გუშინწინ მეგობრის ცოლიძმამ, რომელიც მაგარი მონადირეა და თითქმის ტყესთან ცხოვრობს, შემომთავაზა დათვზე ნადირობა, ოღონდ მე არ მცალია, ადგილს განახებ, სადაც საჭმელზე მოდიან(ერთი დიდი და მეორე ახალგაზრდა) და რადგან ორშაბათს სეზონი იხურება, იქნებ მომაცილო, ცხენირემზე ხელს მიშლიანო. ამნდები საზიზღარია, სამი დღეა წვიმს გადაუღებლად, ტემპერატურა 10-12 გრადუსი. გავვარდი გუშინ საღამოს, შევედით ტყეში, მაჩვენა ადგილი, საფარი, ამიხსნა რა და როგორ და გაბრუნდა. წუხელი სიბნელემდე ველოდე და არ გამოჩენილა. დღეს დილით 5 საათზე უკვე საფარში ვიყავი, გადაუღებლად წვიმდა. 7-ს რომ თხუთმეტი დააკლდა, გავიხედე და საჭმლიან კასრთან(ჩემგან ას მეტრში) ახალგაზრდა დათვია. ჯერ დაველოდე მეორეც ხომ არ გამოჩნდებამეთქი. მერე პატარა ვიდეო გადავუღე და დავაქუხე ჩემი ბენელი. მეორე სროლა ზღაპარი იყო ისე გაფრინდა....ტოტების მტვრევის ხმა გავიგონე, მეთქი სირბილისას ამტვრევს. გადავრეკე ბიჭებთან, 20 წუთში ამოვალთო, აცადე დაწვესო. ასიანი დაცილებული მგონია, ისე გავარდა, თან პატარა იყო ზომით, ბეჭთან დავუმიზნე, თან ცოტათი მოძრაობდა. შევედით ტყეში და და ზუსტად 20 მეტრში ეგდო. უზარმაზარი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა აქედან ბეჭისთავზე და იქედან ცოტა უკან, ანუ ირიბად იდგა და დიაგონალურად გაიტანა. დავაკარით კვადროს, მივაკარით ჩემი ლიცენზიის კუპონი ყურზე და ავედით მებობართან. მის ''გარაჟში''(უფრო სანადირო-სათევზაო ოთახია), ჩამოვკიდეთ ჯაჭვზე და ჩემი Helle-ის ვიძრე, ხოშიანად იმუშავა. მოკლედ ფილტვებში იყო ტყვია გაყრილი. მაგრად გამიხარდა კარაბინის ასე კარგად მუშაობა. ოპტიკა(Leupold rifleman)9-იან გადიდებაზე მქონდა და ხოშიანად ვხედავდი სამიზნეს. წესით ცხენირემს არ უნდა დავაცილო :e025:

 

ესეც დათვი გასროლამდე

 

 

 

 

 

ბრავო ვახო!!! ბრავისიმო!!! B) გილოცავ ძამა!!! ეს ერთი და სხვა მრავალი!!!

 

 

ერთი ადრინდელი სიუჟეტი გამახსენდა: დათიამ ბატებს ჯერ რომ სურათები გადაუღო და მერე დააყუდა, მაგრამ ის ბატი იყო შენ კი ვიდეო დათვს გადაუღე და ისე დააგდე!!!

 

ვამაყობ შენით!!! :* :* :*

 

 

აბა ახლა ლოსის ჯერია. ;)

Link to post
Share on other sites

ვააა ბარიბალი !!!!!!!!!! მაგარია ვახო ! მაგარი ტრაფეია ძმა ! გილოცავ,ეგ ერთი და სხვა მრავალი და მრავალი !!!!! :yes: B)

Link to post
Share on other sites

მადლობა ყველას. ქევხო, მაქვს სურათები მაგრამ მონადირეთა არაკეთილმოსურნე ხალხი მერე ფეისბუქზე აფრიალებს ამას ჩვენს წინააღმდეგ და ამიტომ არ ვდებ.

 

ვხო მომილოცავს! ვიცი ლოსისი სურათებსაც ვნახავ მე ამ თემაში :)

 

მშვენიერი ნადავლია :yes:

 

დადე დამუშავების ფოტომასალა, გვიყვარს სისხლის სუნი :alfons:

Link to post
Share on other sites

შენს მარჯვენას გაუმარჯოს ჩემო ვახო, გიმრავლოს ნადავლი და ასეთი სასიამოვნო წუთები ღმერთმა. :yes:

Link to post
Share on other sites

ვახტანგ, გილოცავ, ძმაო!

 

ჩემი აზრით, დიდი ცხოველის და მითუმეტეს დათვის მონადირება უნდა დაიმსახუროს ნებისმიერმა მონადირემ. შენ სინამდვილეში დამსახურებული გაქვს ძმაო და ღმერთმა შეგარგოს.

უკვე მერამდენედ, არ შემიძლია ყურადღება არ მივაქციო ვახოს მაღალხარიხსოვან ფოტო და ვიდეოსესიას. არცერთ წვრილმანს არ ტოვებს, რომ ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს სად, რა პირობებში, როგორ, რითი ...და ა.შ. ხდება იქ ნადირობა. ძან სასიამოვნო იყო იმის ხილვა თუ სად და როგორ არის განლაგებული საფარი.

ერთადერთი რაზეც მინდა ძმური შენიშვნა მოგცე (იმედია არ მიწყენ :blush2: ), ეს არის თვითონ მოპოვებული ნადავლის ფოტოსესია. ასეთი ტროფეი (როგორც ტროფეი და როგორც ძან ლამაზი ცხოველი (ვიდეოდან გამომდინარე)) უფრო უკეთეს ფოტოსესიას იმსახურებს :hi3:

Link to post
Share on other sites

არა კობა რა უნდა მეწყინოს, მაგ ამბავს რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი მაგრად წვიმდა და კოღო გვჭამდა და უცებ ავახვიეთ, მეორეც ამათთვის დათვი განსაკუთრებულ ტროფეის არ წარმოადგენს, ვისთანაც ვიყავი 5 ჰყავს ბოლო წლებში მოკლული და მესამეც, ესენი მაინც ტყის ხალხია და სენტიმენტები ამათთვის უცხოა, ასე რომ ფოტო-ვიდეო-ს არასერიოზულად უყურებენ ცოტა :e025: .

 

არა უშავს ცხენირემზე ავინაზღაურებ :alfons:

 

 

ერთადერთი რაზეც მინდა ძმური შენიშვნა მოგცე (იმედია არ მიწყენ :blush2: ), ეს არის თვითონ მოპოვებული ნადავლის ფოტოსესია. ასეთი ტროფეი (როგორც ტროფეი და როგორც ძან ლამაზი ცხოველი (ვიდეოდან გამომდინარე)) უფრო უკეთეს ფოტოსესიას იმსახურებს :hi3:

Link to post
Share on other sites

არა კობა რა უნდა მეწყინოს, მაგ ამბავს რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი მაგრად წვიმდა და კოღო გვჭამდა და უცებ ავახვიეთ, მეორეც ამათთვის დათვი განსაკუთრებულ ტროფეის არ წარმოადგენს....

მაგათთვის კი, მაგრამ, ჩვენთვის ხომ წარმოადგენს... :-):vinsent:

 

... მესამეც, ესენი მაინც ტყის ხალხია და სენტიმენტები ამათთვის უცხოა, ასე რომ ფოტო-ვიდეო-ს არასერიოზულად უყურებენ ცოტა :e025: .

 

მაგათი ამბავი გასაგებია :karochera:... მე ჩვენი ამბავი მაწუხებს. იმ ულამაზესი დათუნიას სურათები, "გვარს არ დავასახელებ" და მონადირე-მომპოვებელთან ერთად, ჩემი აზრით დაამშვენებდა ჩვენს საიტს.

 

 

არა უშავს ცხენირემზე ავინაზღაურებ :alfons:

 

აბა შენ იცი. ჩვენი "ბალეშიკობა' არ გაკლია ძმაო B)

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

კანადაში 2,600,000 გლუვლულიანი იარაღია(მოსახლეობა 35 მილიონის ფარგლებში).

 

კარაბინი-3,500,000 ერთეული.

 

მსოფლიოში, 100 კაცზე იარაღის რაოდენობის მიხედვით მეცამეტე ადგილზეა.

 

ცეცხლსასროლი იარაღის საერთო რაოდენობა მოსახლეობაში- 9,950,000 ერთეული.

 

 

http://www.gunpolicy.org/firearms/region/canada

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

28 სექტემბერს იხსნება სეზონი ცხენირემზე და 18 ოქტომბრამდე გასტანს. დეკემბრის 15მდე ბატზე და იხვზე. ჟრუნზე 15 იანვრამდე, ხოლო კურდრელზე მარტის ბოლომდეა დაშვებული ნადირობა.

Link to post
Share on other sites

28 სექტემბერს იხსნება სეზონი ცხენირემზე და 18 ოქტომბრამდე გასტანს. დეკემბრის 15მდე ბატზე და იხვზე. ჟრუნზე 15 იანვრამდე, ხოლო კურდრელზე მარტის ბოლომდეა დაშვებული ნადირობა.

 

მოკლე სეზონი ყოფილა ცხენირემზე.

 

არ ვიცი არის თუ არა ქართულ ყაიდაზე რაიმე ასეთი გამონათქვამი, ამიტომ რუსულად გისურვებ - "ни пуха, ни пера" და "Ни рогов, ни копить" :vinsent:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

გიომის ბანაკის(სადაც უნდა ვინადიროთ ძირითადად) დიდი ტბის მერე სხვა ტბაა, და იმ ტბის ბოლოში კარგი წაობი. იქ გავაკეთეთ წელს კიდევ ერთი საფარი. ეს სურათები იქაურმა კამერამ გადაიღო აგვისტო-სექტემბერში. ამას გარდა კიდევ ერთ საფარში დააფიქსირა კამერამ დედა-შვილი. რა ვიცი, წინაპირობა კაია.

post-3-0-70878400-1378780390_thumb.jpg

post-3-0-90675300-1378780399_thumb.jpg

post-3-0-48309100-1378780409_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ამ შაბათ-კვირას ავიტანეთ ყველაფერი რაც გვჭირდება ამ სამ კვირაში. პარასკევს მხოლოდ იარაღის ატანა გვრჩება. შაბათ დილით იწყება.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...