BROWNING 349 Posted October 1, 2013 Author Report Share Posted October 1, 2013 პარასკევს შევედით. მე წუხელი გამოვედი. ორი კაცი დარცა ერთი კვირით. პარასკევს ისევ ავალ. კვებეკში ზაფხული დადგა მგონი, 22 გრადუსს მიაჭირა ამ დღეებში. ცხენირემი არ გადაადგილდებოდა. სამ ტბაზე ვეცადეთ, ტყეშიც. უმაგრესი იყო ისე. ულამაზესი ბუნება, ადრენალინი და ა.შ. ახლა ვიდეოებს დავდებ, მერე სურათებსაც მოვაყოლებ. დილით ადრე გასვლისას. ნადირობის მერე, ბანაკში დაბრუნება. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted October 1, 2013 Report Share Posted October 1, 2013 :yes: ციტირება Link to post Share on other sites
geologi 0 Posted October 1, 2013 Report Share Posted October 1, 2013 BROWNING წარმატებული ნადირობას გისურვებ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 1, 2013 Author Report Share Posted October 1, 2013 დღეს ვუსმენდი: 180 ათასი ლიცენზია გაიყიდა ცხენირემზე კვებეკში. სადღაც 30 000-მდე ცხენირემის მონადირებას ვარაუდობენ. 130 000-მდე ცხენირემია აღრიცხული ბუნებაში(კვებეკის მასშტაბით). ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 2, 2013 Author Report Share Posted October 2, 2013 ამ შაბათ-კვირის ფოტოები. ბუნებას გიომის ბანაკში გავუშვებ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 2, 2013 Author Report Share Posted October 2, 2013 მოკლედ, დადებითი ემოციების და ადრენალინის აფეთქებაა რა ნადირობა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 2, 2013 Author Report Share Posted October 2, 2013 მეგობარს ჰქონდა საკო, .308. შორ მანძილზე სიზუსტე არ მაკმაყოფილებსო. ახლა რომ მქონდეს არჩევანი .300 მაგნუმს ავიღებდიო. გამიკვირდა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 3, 2013 Author Report Share Posted October 3, 2013 ხვალ ავდივარ სამსახურის მერე. ერთი დღეს წავიდა. ის ვინც ერთი კვირაა იქაა, კვირას ჩამოვა და მეოთხე კაცი ავა მის მაგივრად. მე კვირა რამე ჩამოვალ. ახლა მოვიდა ზაფხული რა, 16-18 გრადუსს აცხადებს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 8, 2013 Author Report Share Posted October 8, 2013 ისევ არაფერი. მხოლოდ კვირა დილით გამოჩნდა პირველი კვალი. ორი მიზეზი აქვს ამას: მყვირალობა მთავრდება და ნადირი მთიდან, დაბლობში, საკვებისკენ უფრო ინტენსიურად მიდის და ღამით ყინვები დაიწყო. ამ პარასკევს ისევ შევდივარ უკვე სამი დღით. ბანაკში ახლაც არის ერთი კაცი. სურათებს მერე დავდებ. ისე ბლომად მოინადირეს უკვე. მეზობელმა ჯგუფმა ორი მოკლა ერთად. ერთმა მეგობარმა მეცხრე ტყვიაზე დააგდო. ტბის გაღმა ყოფილა, სამას მეტრში და ურახუნა და ურახუნა თურმე. ცხენირემი მარტო აქეთ-იქეთ ტრიალდებოდა ჩაფრენილი ტყვიების გამო, ვერ გაეგო რა ხდებოდაო. ტყეში ფოთოლი მთლიანად დაცვენილია და ხილვადობა უკეთესია. ფეხით გადავედით გიომის სექტორის ყველაზე უკიდურეს ნაწილში, სამი ტბის გადაღმა და იქაც აღმოვაჩინეთ სექტორის ძველი მეპატრონის მიტოვებული საფარი. ხელდაუდებელი ადგილები ვნახეთ, ფაქტიურად გაუვალი. ტრასა აქვთ ცხენირმებს გაკეთებული, მაგრამ იქედან როგორ გამოიტან არ ვიცი. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted October 8, 2013 Report Share Posted October 8, 2013 :yes: ყველა მონადირის და ბუნების მოყვარულის ოცნება ეგეთი ადგილები ზღაპარია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 9, 2013 Author Report Share Posted October 9, 2013 მეზობელი ჯგუფის შედეგი. ორივე ერთად გამოვიდა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 9, 2013 Author Report Share Posted October 9, 2013 ესეც ჩვენი ამ შაბათ-კვირის სურათები ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 9, 2013 Report Share Posted October 9, 2013 კარგი სურათებია ვახო,ყოველთვის დიდ ინტერესით ვათვალიერებ შენს რეპორტებს! მალე დაგეგდოს და ხელდამშვენებული დაგვბრუნებოდე ტყიდან! ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 9, 2013 Report Share Posted October 9, 2013 კარგი სურათებია, მალე თქვენი მონადირებული ცხენირემის სურათები მენახოს ამ თემაში ციტირება Link to post Share on other sites
geologi 0 Posted October 9, 2013 Report Share Posted October 9, 2013 მაგარია ვახტანგ! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 9, 2013 Report Share Posted October 9, 2013 (edited) ვაა,რა მაგარი ადგილებია,ერთი მანდ დამსვა ერთი კვირით,არც ნადირობა მინდა, არც თევზაობა,უბრალოდ დავჯდები და სიჩუმით დავტკბები,ბუნების ცქერით!!!!!თუმცა არა,ჯერ დიდ ორმოს ამოვთხრი და ტელეფონს დავმარხავ!!!!! :( Edited October 9, 2013 by mamuka grigolia ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 9, 2013 Author Report Share Posted October 9, 2013 მამუკა, ტელეფონის დამარხვა არ დაგჭირდება, მანდ არ იჭერს . ჩამოდი და თუგინდ მთლიანად მანდ იცხოვრე, დათვების და ცხენირმების გარდა ვინაა მანდ მომკითხავი, ჩვენს გარდა კაცი გაივლის თუ? ვაა,რა მაგარი ადგილებია,ერთი მანდ დამსვა ერთი კვირით,არც ნადირობა მინდა, არც თევზაობა,უბრალოდ დავჯდები და სიჩუმით დავტკბები,ბუნების ცქერით!!!!!თუმცა არა,ჯერ დიდ ორმოს ამოვთხრი და ტელეფონს დავმარხავ!!!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 10, 2013 Author Report Share Posted October 10, 2013 დღეს საღამოს გამოვიდა მეგობარი. ორჯერ მიახლოებია ცხენირემი საღამოს, მაგრამ ბოლომდე არ გამოსულა ტყიდან. იმედი მომეცა, თუმცა ამინდი ისევ ახურებს, ისევ 18 გრადუსია გამოცხადებული შაბათ-კვირას. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 15, 2013 Author Report Share Posted October 15, 2013 ამ საღამოს გამოვედი. სამი ღამე საფარში გავატარე. მხოლოდ ერთხელ გამოვიდა დედალი, ისიც ღამით, დილით კვალიც ვნახე. მეგობრის საფართანაც ღამით გამოვიდა მამალი. მოკლედ ვერაფერი. მხოლოდ ხუთი დღე დაგვრჩა. იქნებ ხუთშაბათ-პარასკევს მოვახერხო. ტყე უკვე ზამთრისაა. აქედან რომ მივდიოდით საჭმელზე გავჩერდით. ზოგი მიდიოდა სანადიროდ, ზოგი მოდიოდა. განსაკუთრებით ერთმა პიკაპმა მომწყვიტა თვალი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 15, 2013 Report Share Posted October 15, 2013 ეს თემა ამ დილით დავინახე თუ არა, ფოსტა არც წამიკითხავს, შხუილით შემოვარდი. თან გიომის ბანაკის თემაც ამოწეული იყო. მეთქი გაისროლა ბრაუნინგმა თავისი ზარბაზანი მიზანშითქო. ვახო ძმაო, შენა, ეგ შენი კანადელები და ის საშინელი გარეგნობის ცხოველი მომიღებთ ბოლოს. :d030: პ.ს. ვინც არ იცის, მათ "გასაგონად" ვწერ, ვახტანგი არის ჩემი ერთერთი საუკეთესო მეგობარი, მასთან ერთად ძალიან განვიცდი, როცა მსგავსი სიტუაციაა. ძალიან ემოციური კაცია, მერეა და მთლად დიდი "უბედურება" სჭირს, ისე დასწერს რაღაცას, აღარც ცხენირემი მინდა და აღარც სპილო. ბრაუნინგ, კიდევ გქონია შანსი, მიდი ძამია, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. შენ თუ არა, აგერ გვერდით ქუჩაზე მასტი ცხოვრობს, მზის სინათლეზე კარგად თუ არ დააკვირდი, ვერაფრით ვერ გაარჩევ ცხენირემისგან, ჰოდა ვთხლიშავ ერთხელაც იქნება შენი ხათრით. პ.ს. ELK-ზე წელს გამემაზა სეზონი. კატასტროფულად შეამცირეს მასზე ნადირობის ვადა, თანაც სამუშაო დღეებს დაამთხვიეს. სულ ოთხი დღე მქონდა გასასვლელად. "კატორღის" მომგონის პატრონი დედაც. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 16, 2013 Report Share Posted October 16, 2013 ის საშინელი გარეგნობის ცხოველი მომიღებთ ბოლოს. :d030: ეგ მართალია ხო იცი :D პიკაპი + კვადროციკლი განა სადღა მიდიხარ რო ვერ მიხვიდე არ ინერვიულო ვახო, შენც გაისვრი მალე ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 16, 2013 Report Share Posted October 16, 2013 შენც მალე დააქუხებ ვახო შენს ბენელს,ჯერ კიდევ ყოფილა დრო სეზონის დახურვამდე,ასე რომ ჯერ სანერვიულო არაფერი გქონია ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 16, 2013 Author Report Share Posted October 16, 2013 წელს არ დაქუხდება და გაისად დაქუხდება. მტავარია რომ პროცესისგან ვიღებ დიდ სიამოვნებას. ხვალ შუადღით ავდივართ, ზეგ საღამოს იხურება სეზონი. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 16, 2013 Report Share Posted October 16, 2013 წარმატებები! ველოდები მონადირებულ ცხენირემს ციტირება Link to post Share on other sites
geologi 0 Posted October 17, 2013 Report Share Posted October 17, 2013 წარმატებები ვახტანგ! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.