Jump to content
Club-Monadire.Ge

ნადირობა კანადაში


Recommended Posts

პარასკევს შევედით. მე წუხელი გამოვედი. ორი კაცი დარცა ერთი კვირით. პარასკევს ისევ ავალ. კვებეკში ზაფხული დადგა მგონი, 22 გრადუსს მიაჭირა ამ დღეებში. ცხენირემი არ გადაადგილდებოდა. სამ ტბაზე ვეცადეთ, ტყეშიც. უმაგრესი იყო ისე. ულამაზესი ბუნება, ადრენალინი და ა.შ.

ახლა ვიდეოებს დავდებ, მერე სურათებსაც მოვაყოლებ.

 

 

დილით ადრე გასვლისას.

 

 

ნადირობის მერე, ბანაკში დაბრუნება.

 

Link to post
Share on other sites
  • Replies 604
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გუშინწინ საღამოს 5 საათზე დააგდეს ბიჭებმა დიდი დედალი. დიდი ტბის გადაღმა, ნაპირზე. მერე ნახეს რომ იქვე მამალიც და მეორე დედალიც ყოფილა, მაგრამ ეს იკმარეს. მე არ ავსულვარ, მაგრამ ხორცი შემხვდება. ბანაკ

ცხენირემზე ნადირობის შემდეგ, სამხრეტ კვებეკში ირემზე და შველზე იხსნება სეზონი (აქ ცოტაა და აკრძალულია). ბიჭების გასვლა წარმატებული აღმოჩნდა, თან ბენელიმ დააგდო ერთი ირემი.

Posted Images

დღეს ვუსმენდი: 180 ათასი ლიცენზია გაიყიდა ცხენირემზე კვებეკში. სადღაც 30 000-მდე ცხენირემის მონადირებას ვარაუდობენ. 130 000-მდე ცხენირემია აღრიცხული ბუნებაში(კვებეკის მასშტაბით).

Link to post
Share on other sites

მეგობარს ჰქონდა საკო, .308. შორ მანძილზე სიზუსტე არ მაკმაყოფილებსო. ახლა რომ მქონდეს არჩევანი .300 მაგნუმს ავიღებდიო. გამიკვირდა.

post-3-0-19421200-1380673391_thumb.jpg

post-3-0-84710300-1380673415_thumb.jpg

post-3-0-31840300-1380673440_thumb.jpg

post-3-0-28701400-1380673460_thumb.jpg

post-3-0-41162800-1380673486_thumb.jpg

post-3-0-84509300-1380673511_thumb.jpg

post-3-0-20810800-1380673532_thumb.jpg

post-3-0-46035900-1380673553_thumb.jpg

post-3-0-50325600-1380673578_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ხვალ ავდივარ სამსახურის მერე. ერთი დღეს წავიდა. ის ვინც ერთი კვირაა იქაა, კვირას ჩამოვა და მეოთხე კაცი ავა მის მაგივრად. მე კვირა რამე ჩამოვალ. ახლა მოვიდა ზაფხული რა, 16-18 გრადუსს აცხადებს.

Link to post
Share on other sites

ისევ არაფერი. მხოლოდ კვირა დილით გამოჩნდა პირველი კვალი. ორი მიზეზი აქვს ამას: მყვირალობა მთავრდება და ნადირი მთიდან, დაბლობში, საკვებისკენ უფრო ინტენსიურად მიდის და ღამით ყინვები დაიწყო. ამ პარასკევს ისევ შევდივარ უკვე სამი დღით. ბანაკში ახლაც არის ერთი კაცი. სურათებს მერე დავდებ. ისე ბლომად მოინადირეს უკვე. მეზობელმა ჯგუფმა ორი მოკლა ერთად. ერთმა მეგობარმა მეცხრე ტყვიაზე დააგდო. ტბის გაღმა ყოფილა, სამას მეტრში და ურახუნა და ურახუნა თურმე. ცხენირემი მარტო აქეთ-იქეთ ტრიალდებოდა ჩაფრენილი ტყვიების გამო, ვერ გაეგო რა ხდებოდაო.

ტყეში ფოთოლი მთლიანად დაცვენილია და ხილვადობა უკეთესია. ფეხით გადავედით გიომის სექტორის ყველაზე უკიდურეს ნაწილში, სამი ტბის გადაღმა და იქაც აღმოვაჩინეთ სექტორის ძველი მეპატრონის მიტოვებული საფარი. ხელდაუდებელი ადგილები ვნახეთ, ფაქტიურად გაუვალი. ტრასა აქვთ ცხენირმებს გაკეთებული, მაგრამ იქედან როგორ გამოიტან არ ვიცი.

Link to post
Share on other sites

კარგი სურათებია ვახო,ყოველთვის დიდ ინტერესით ვათვალიერებ შენს რეპორტებს! :yes:

 

მალე დაგეგდოს და ხელდამშვენებული დაგვბრუნებოდე ტყიდან! :yes:

Link to post
Share on other sites

ვაა,რა მაგარი ადგილებია,ერთი მანდ დამსვა ერთი კვირით,არც ნადირობა მინდა, არც თევზაობა,უბრალოდ დავჯდები და სიჩუმით დავტკბები,ბუნების ცქერით!!!!!თუმცა არა,ჯერ დიდ ორმოს ამოვთხრი და ტელეფონს დავმარხავ!!!!! :(

Edited by mamuka grigolia
Link to post
Share on other sites

მამუკა, ტელეფონის დამარხვა არ დაგჭირდება, მანდ არ იჭერს :e025: . ჩამოდი და თუგინდ მთლიანად მანდ იცხოვრე, დათვების და ცხენირმების გარდა ვინაა მანდ მომკითხავი, ჩვენს გარდა კაცი გაივლის თუ? :alfons:

 

 

ვაა,რა მაგარი ადგილებია,ერთი მანდ დამსვა ერთი კვირით,არც ნადირობა მინდა, არც თევზაობა,უბრალოდ დავჯდები და სიჩუმით დავტკბები,ბუნების ცქერით!!!!!თუმცა არა,ჯერ დიდ ორმოს ამოვთხრი და ტელეფონს დავმარხავ!!!!! :(

Link to post
Share on other sites

დღეს საღამოს გამოვიდა მეგობარი. ორჯერ მიახლოებია ცხენირემი საღამოს, მაგრამ ბოლომდე არ გამოსულა ტყიდან. იმედი მომეცა, თუმცა ამინდი ისევ ახურებს, ისევ 18 გრადუსია გამოცხადებული შაბათ-კვირას.

Link to post
Share on other sites

ამ საღამოს გამოვედი. სამი ღამე საფარში გავატარე. მხოლოდ ერთხელ გამოვიდა დედალი, ისიც ღამით, დილით კვალიც ვნახე. მეგობრის საფართანაც ღამით გამოვიდა მამალი. მოკლედ ვერაფერი. მხოლოდ ხუთი დღე დაგვრჩა. იქნებ ხუთშაბათ-პარასკევს მოვახერხო. ტყე უკვე ზამთრისაა.

 

აქედან რომ მივდიოდით საჭმელზე გავჩერდით. ზოგი მიდიოდა სანადიროდ, ზოგი მოდიოდა. განსაკუთრებით ერთმა პიკაპმა მომწყვიტა თვალი :karochera:

post-3-0-31786200-1381801626_thumb.jpg

post-3-0-60160600-1381801650_thumb.jpg

post-3-0-96569200-1381801673_thumb.jpg

post-3-0-95800800-1381801698_thumb.jpg

post-3-0-45669300-1381801724_thumb.jpg

post-3-0-24507200-1381801749_thumb.jpg

post-3-0-69959700-1381801774_thumb.jpg

post-3-0-90572700-1381801797_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ეს თემა ამ დილით დავინახე თუ არა, ფოსტა არც წამიკითხავს, შხუილით შემოვარდი.

 

თან გიომის ბანაკის თემაც ამოწეული იყო.

 

მეთქი გაისროლა ბრაუნინგმა თავისი ზარბაზანი მიზანშითქო.

 

ვახო ძმაო, შენა, ეგ შენი კანადელები და ის საშინელი გარეგნობის ცხოველი მომიღებთ ბოლოს. :d030: :d030:

 

პ.ს. ვინც არ იცის, მათ "გასაგონად" ვწერ, ვახტანგი არის ჩემი ერთერთი საუკეთესო მეგობარი, მასთან ერთად ძალიან განვიცდი, როცა მსგავსი სიტუაციაა.

ძალიან ემოციური კაცია, მერეა და მთლად დიდი "უბედურება" სჭირს, ისე დასწერს რაღაცას, აღარც ცხენირემი მინდა და აღარც სპილო.

 

ბრაუნინგ, კიდევ გქონია შანსი, მიდი ძამია, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. :friends:

 

შენ თუ არა, აგერ გვერდით ქუჩაზე მასტი ცხოვრობს, მზის სინათლეზე კარგად თუ არ დააკვირდი, ვერაფრით ვერ გაარჩევ ცხენირემისგან, ჰოდა ვთხლიშავ ერთხელაც იქნება შენი ხათრით. :e025:

 

პ.ს. ELK-ზე წელს გამემაზა სეზონი. :karochera:

კატასტროფულად შეამცირეს მასზე ნადირობის ვადა, თანაც სამუშაო დღეებს დაამთხვიეს.

სულ ოთხი დღე მქონდა გასასვლელად.

"კატორღის" მომგონის პატრონი დედაც. :karochera:

Link to post
Share on other sites

ის საშინელი გარეგნობის ცხოველი მომიღებთ ბოლოს. :d030: :d030:

 

ეგ მართალია ხო იცი :D

 

 

პიკაპი + კვადროციკლი :nyam: განა სადღა მიდიხარ რო ვერ მიხვიდე

 

არ ინერვიულო ვახო, შენც გაისვრი მალე :hi:

Link to post
Share on other sites

შენც მალე დააქუხებ ვახო შენს ბენელს,ჯერ კიდევ ყოფილა დრო სეზონის დახურვამდე,ასე რომ ჯერ სანერვიულო არაფერი გქონია ! :*:yes:

Link to post
Share on other sites

წელს არ დაქუხდება და გაისად დაქუხდება. მტავარია რომ პროცესისგან ვიღებ დიდ სიამოვნებას.

ხვალ შუადღით ავდივართ, ზეგ საღამოს იხურება სეზონი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...