Jump to content
Club-Monadire.Ge

მეთევზის სამზარეულო


Recommended Posts

გუბე

კარგი ტორტელინი აქვს RANA-ს მანდაც იქნება გიგა და გიორგი შეიძლება შენთანაც იყოს,მეც არ მომწონდა ეგენი თავიდან ,მაგრამ ამ RANA-ს ტორტელინები რომ დავაგემოვნე მის მერე ხშირად ვყიდულობ,განსაკუთრებით სოკოსი მომწონს :old:

Link to post
Share on other sites
  • Replies 405
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ჩვენი დაჭერილი ფარგას ფილე. უგემრიელესია ფარგა.

ცივად შებოლილი კალმახი.

მეგობრის მიერ შებოლილი ორაგული.

Posted Images

  • 2 weeks later...

შობისთვის სათალი იქნება.

5 დღე მაცივარში, ხორხოშინა მარილი, ყავისფერი შაქარი, შავი პილპილი და დაფნის ფოთოლი.

დღეში ორჯერ წვენის გადაწურვა და ფილეების გადაადგილება-ამოტრიალება აუცილებელია, მერე 2 დღე მცენარეულ ზეთში.

 

უმაგრესი საუზმეა ლუდთან ერთად.

 

45365e8003a4.jpg

 

a11ab61d5912.jpg

Link to post
Share on other sites

ის დიდი კალმახი გავაკეთე მასე გიორგი და მოლოდინის რეჯიმში ვარ :nyam: და ეს სალა გავაკეთე პირველად და ძალიან მაგარი გამოვიდა...

 

74541f7fdbf9.jpg

 

97df87204513.jpg

Link to post
Share on other sites

ოოო, სალა მაგარია ზამთარში, თან კაი ნაჭრები აგირჩევია.

 

აგიზგიზებულ ბუხართან, მაგის ხათრით ორნახად არაყსაც დალევდა კაცი.

Link to post
Share on other sites

სტამბოლში ერთ კარგ თევზის რესტორანში ვიყავი, იქვე ზღვისპირას. უგემრიელესი თევზი ჰქონდათ. ზღვის ქორჭილას სხვა სახელიც ხომ არ ჰქვია? მერე სურათებს დავდებ.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

BROWNING

 

პირველ სურათზე რასაც ვხედავ. კი ჰგავს ზღვის ქორჭილას, მაგრამ კაი ხოშიანად დაუჭყლეტიათ შეწვისას მაგ ტარტაროზებს.

 

მეორე სურათზე კიდევ, მაგას ექსპერტიც ვერ გაიგებს ბუჯო რა თევზის ფილეებია.

 

ერთი ქუთათურებს გყავდათ დიმიტრი გელოვანი და ერთს ვიცნობ კიდო ქართლში, ხაშლამის ნაჭერზე ზუსტად გეტყოდა დეკეულისა იყო თუ მოზვერისა.

თან რა დროს იყო დაკლული და საიდან იყო ის ნაჭერი აჭრილი.

Link to post
Share on other sites

ელჩი

ქუთაისლებს ისიც გვყავდა ცერა თითის უკან შეყვანით წარმომავლობას რო გებულობდა :D

2:44 იდან სუხი მაგარი ადამიანი იყო

 

6069d437c15f.jpg

ეს რა გემრიელობა ჩანს მომზადებული როგორ იყო ქონდა რამე განსაკუთრებული ????

Edited by გუბე
Link to post
Share on other sites

პესკატორე, სალის რეცეპტი დადე რა მონადირის სამზარეულოში. მაგრად გამოიყურება შენი სალა.

 

 

BROWNING

მაგ სალის მასალა ვიყიდე ერთ მაღაზიაში,იტალიურად pancetta ქვია,მართლა კარგი ნაჭრები იყო თან ხორვიც ქონდა ფენებად...დავსერე როგორც სურათშია,ნიორი დავჭერი ფენებად და დაფნის ფოთოლი ყველა დასერილში ჩავალაგე,მერე შევაზავე ერთმანეთში მსხვილი მარილი,შავი პილპილი,და წითელი პილპილის მარცვლები და შევავსე ეს ადგილები.ეს ყველაფერი ჩავალაგე ჯამში,დავახურე კარგად თავსახური და მაცივარში ჩავდე 5 დღით,შიგადაშიგ წყალი გამოვცალე.მერე ამოვიღე, დანით მოვაცალე ზედმეტი მარილები და ნიორი და დავდევი სიგრილეში.პირველად გავაკეთე და მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა.3,5 კილო იყო სულ,მაგრამ ფაფუუ :e025:

Link to post
Share on other sites

 

 

მეორე სურათზე კიდევ, მაგას ექსპერტიც ვერ გაიგებს ბუჯო რა თევზის ფილეებია.

 

 

მეორე სურათზე არვიცი მეჩვენება თუ არა მაგრამ პომიდვრის გვერდით რო თევზია ბარაბულკას ვამსგავსებ : ))

Link to post
Share on other sites

ესეც უკვე გასაშრობად მზად. ვნახოთ რა გამომივა პირველი მცდელობისგან http://i072.radikal.ru/1501/49/effe138153bf.jpg

http://s56.radikal.ru/i151/1501/2c/b34212044fe9.jpg

http://s58.radikal.ru/i162/1501/22/cc208dbd2414.jpg

Edited by bubamara
Link to post
Share on other sites

მეორეზე ნაკრები იყო, მანდ ბარაბულკაცაა, კეფალიც და სტავრიდაც. პირველს მაკერო ეწერე, არადა ზღვის ქორჭილას ჰგავს.

Link to post
Share on other sites

მეგობრებო ძალიან მაინტერესებს თუ იცის ვინმემ ეს რა პრინციპით კეთდება?

https://www.google.ge/search?espv=2&biw=1366&bih=677&tbm=isch&sa=1&q=%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90&oq=%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90&gs_l=img.3...18587.21252.0.21677.0.0.0.0.0.0.0.0..0.0.msedr...0...1c.1.61.img..0.0.0.0XnPI2VneNc#imgdii=_&imgrc=-cK3L5oaKb38SM%253A%3BOPci7g6q-tvvaM%3Bhttp%253A%252F%252Fnikora.ge%252Fuploads_script%252Fproducts%252Ffull_5f9vhaukv3uhjcs.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fnikora.ge%252Findex.php%253Fm%253D36%2526cat_id%253D64%3B751%3B800

ძალიან მიყვარს ცხიმიანია და არარის მშრალი როგორც მე გავაკეთე თან გასუფთავებულიც არარის შიგნიდან არ დაგავიწყდეთ. მირჩიეთ რამე? ნაფოტათი მინდა ვცადო

Edited by bubamara
Link to post
Share on other sites

რუსული თუ გეკერკება აგერ არის რამოდენიმე ვარიანტი... http://bufeta.net/retsept-solenoy-ryibyi-kak-solit-ryibu-v-domashnih-usloviyah.html

http://salskfisher.ru/topic/40-kak-pravilno-zasolit-rybu/

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 3 weeks later...

წინა პარასკევს გავგაზე ტბაზე.

თავიდან კაი ამინდი იყო და კარგადაც მოდიოდა, მერე გაჩერდა თევზი.

 

გავიხედე მთებისკენ და ისეთი შავი ღრუბელი მოდიოდა, მეთქი აახვიე გიორგი აქედან ლარებითქო.

უცებ შეიცვალა ამინდი, სანამ მანქანამდე გამოვედი ძუნძულით, თავიდან ფეხებამდე გასაწური ვიყავი.

 

ეს ოთხიცალი მქონდა და ბომბორას ველოდებოდი, რათა ლიმიტი შემესრულებინა.

ესენიც იმიტომ შევინახე, გაშვებას აზრი არ ჰქონდა, ბოლომდე ჰქონდათ კაუჭები გადაყლაპული.

 

მოკლედ, ჩვენი ბრაუნინგის რეცეპტით მოვამზადე.

 

ჯერ ცხელ ზეთსი დავბრაწე, მანამდე ერთი ღამით დამარილებულ-დაპილპილებული ღრმა თასში მქონდა მაცივარში.

 

ორივე გვერდი რომ დაებრაწათ, მერე ხახვი ვხიე დიდძალად და ტაფას დავახურე, ანუ ჩავშუშე.

 

შარდონესთან და ლიმონის წვენთან ერთად კარგად წავიდა.

 

46d5da0708c1.jpg

 

e683d1a520f8.jpg

 

2b390c9afd98.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...