Jump to content
Club-Monadire.Ge

ჭიაყელა, უნივერსალური სატყუარა


Recommended Posts

ჭიაყელა, უნივერსალური სატყუარა

 

 

მე მგონი ყველა მეთევზესგან დიდად პატივცემული უხერხემლოა და ღირსია ცალკე თემა მიეძღვნას. ყველა ჩვენგანი ალბათ 99 პროცენტი მაინც უმეტესწილად ჭიაყელას იყენებს სათევზაოდ. ამ სატყუარაზე არ ამბობს უარს არცერთი თევზი, თვით ლოქოცკი სიამოვნებით მიირთმევს ჭიაყელების დიდი ,,თაიგულს" რამდენიმე სახეობისას ვიყენებ მე პირადად, მიწის, ნაკელის, ჭაობის და კიდევ ნაკელში ღრმად თუ ამოთხრით შეგხვდებათ სქელი და გრძელი სხმარტალა ჭიაყელები, ჩემდა სამწუხაროდ არ ვიცი ქართული სახელი რუსულად ქვია ,,ვიპოლზოკ"

 

1. ჭაობის მწვანე ჭიაყელა, ყველაზე საშინელ სუნიანი და ნამდვილი დელიკატესი წვერასათვის, მურწასა და ხრამულისათვის

56eb758acf6e.jpg

 

2. მიწის ჭიაყელა, ყველაზე სქელკანიანი და ნაკლებ წარმატებული, მხოლოდ იზრდება დიდებს და მისგან გაკეთებულ დიდი თაიგულზე ლოქოც ღამით უარს არ ამბობს.

3567ed4cefe9.jpg

 

3.ნაკელის ჭია, ყველაზე უფრო სუსტი, მაგრამ კობრისებრთათვის საუცხოო სატყუარა

7da89601ae6e.jpg

 

4.,,ვიპოლზოკი" პატარა ზომის მტაცებელთათვის ნუგბარი პირის ჩასატკბარუნებელი, აგრეთვე გუწუსთვის საუცხოო სატყუარა.

68b701be08e1.jpg

 

წარმოგიდგენთ ჭიაყელების წამოცმის რამდენიმე ვარიანტს

99eb9d710050.jpg

Link to post
Share on other sites

ნეტა რა გემო ნახეს თევზებმა ამ საზიზღრობებში ;)

ოოოოო ჩემო ზაზა ასეთი გამოთქმაა რუსული ,,червяк для рыбы колбаса" :yes: უყვარს და რა ქნას?

Link to post
Share on other sites

კარგია ლევან. :yes:

 

 

ნამდვილად N1 სატყუარაა.

 

თითქმის ყველა დამწყები მეთევზე ჭიაყელით იწყებს თევზაობას.

Link to post
Share on other sites

კარგი თემაა ლევან :yes: .ჩემი საყვარელი სატყუარაა,მწვანე ჭიის გამოკლებით)).ნამეტანი მყრალია)).არ იქნება მგონი ურიგო სატყუარების თემა,სადაც შეიძლება ჭიებთან ერდად მახრაც და ბევრი სხვაც მოვიხსენიოთ

Link to post
Share on other sites

კარგი თემაა!!! მეც მიყვარს ჭიაყელით თევზაობა,მაგრამ ჩემებურად ...ნაკელის საშუალო ზომის ჭიაყელას 2 ცალს უკეთებ ნემსკავზე...ერთს ძუაზე ავაცმევ ნახევრად და მეორეთი ნემსკავის დანარჩენ ნახევარს...ძაიან კარგი შედეგი აქვს წვერაზე,ტობზე და ხრამულზე...

Link to post
Share on other sites

ბატონო მეთევზეებო, სულ მესმის(როცა სათევზაოდ ვარ ხოლმე)_ ბუკეტი(ქართულად თაიგული); ბუკეტი გაუკეთე კაუჭზე და ევასება თევზებსო(მაგალითად მარსკოი ღორჯოს).

 

გთხოვთ მასწავლოთ, ქვემოთნაჩვენები სურათებიდან რომელია თაიგული... ეჭვი მაქვს რომ ეს იქნება N4 :yes:

 

 

99eb9d710050.jpg

Link to post
Share on other sites

ბუკეტი კიდევ შეიძლება იყვეს, რამოდენიმე, 2-3 სხვადასხვა სატყუარის ერთად ასხმა ერთ ნემსკავზე.

Link to post
Share on other sites

ბუკეტი კიდევ შეიძლება იყვეს, რამოდენიმე, 2-3 სხვადასხვა სატყუარის ერთად ასხმა ერთ ნემსკავზე.

 

მართალი ხარ გიო,მე სიმინდთან ერთად დამიგია ჭია.

Link to post
Share on other sites

ბუკეტი კიდევ შეიძლება იყვეს, რამოდენიმე, 2-3 სხვადასხვა სატყუარის ერთად ასხმა ერთ ნემსკავზე.

მაგას გიო ბუტერბროდი ქვია მეთევზეებში.

Link to post
Share on other sites

მაშინ სენდვიჩი უფრო შესაფერისი იქნება. ;)

 

უცნაური ფანტაზიის ხალხი ვართ მეთევზე-მონადირეები.

 

 

რაც შეეხება თემას, მოგახსენებთ რომ თუ რაიმეზე მიცდია, ყოველთვის სჯობნის სხვა სატყუარებს.

 

ჭაობის ჭია იყიდება აქ, ყუთში არის 20 ცალი ბომბორა, რომელთა შუაზე გაჭრა მიწევს ხოლმე და ვაგებ სამკაუჭაზე.

 

ფსკერულზეც და ტივტივითაც მშვენიერ შედეგებს მაძლევს.

 

ეგ არის რომ მაგათი ზელვა მეზარება. :yes:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...