Jump to content
Club-Monadire.Ge

ეკოლოგია-ბუნების(გარემოს) დაცვა.


Recommended Posts

რეინჯერების, ტყის მცველებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაცვის მიზნით, მთავრობა ბრაკონიერობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს.

 

ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება მუნიციპალიტეტი, გუბერნია, ჩემი მეგობრები, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ ვინმე ნადირობს სადმე უკანონოდ, გადავწყვიტეთ, რომ გვარის, სახელის და თანამდებობის მითითებით გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია ამ ადამიანებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

 

სრული ვერსია იხ. ამ მისამართზე

http://www.ick.ge/articles/34416-i.html

 

რეინჯერების, ტყის მცველებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაცვის მიზნით, მთავრობა ბრაკონიერობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაზე მუშაობს. ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამრღვევების მიმართ სასამართლო ხშირ შემთხვევებში ძალიან ლმობიერია და მათ დანაშაულის ჩადენის იარაღსაც კი უბრუნებენ.

 

„ჩვენ დავკრძალეთ მეტყევე, რომელიც ბრაკონიერმა მოკლა. ლაგოდეხში გვქონდა ჩვენ შემთხვევა, როდესაც უკანონო ნადირობის აღკვეთის დროს სხეულის დაზიანება მიიღო ჩვენმა თანამშრომელმა, მაშინაც სიცოცლის რისკის და საფრთხის წინაშე იყო. ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე, ბორჯომის სატყეო უბანზე გვქონდა ასეთი შემთხვევები. მთავრობის ბოლო სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენი რეინჯერების, ტყის მცველების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მეტი დაცულობის უზრუნველსაყოფად, მოვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივებს, როგორც კანონის გამკაცრების, ასევე ამ თანამშრომლების მეტი მხარდაჭერისთვის. ჩვენ აქ დაგვჭირდება ყველას თანადგომა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების.

 

ჩვენ ასევე გვჭირდება სასამართლოს მხარდაჭერა, რომელიც ძალიან ლმობიერია ხოლმე სამართალდამრღვევების მიმართ. სისხლის სამართლის საქმეებში დამნაშავედ ცნობილი პირები ახერხებენ სიტყვიერი შენიშვნით, ან 2 ათას ლარიანი გირაოს მერე ჯარიმის საფუძველზე თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას და ამავე დროს არის შემთხვევები, როდესაც სასამართლოები უბრუნებენ, როგორც უკანონოდ მოპოვებულ ნანადირევს თუ ხე- ტყეს. საოცარია, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში უბრუნებენ დანაშაულის იარაღსაც კი“, –აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.

 

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ყველა შემთხვევაში გამოაქვეყნებს ბრაკონიერობაში მხილებული პირების ვინაობას, თუნდაც ისინი თანამდებობის პირები იყვნენ.

 

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აღვასრულებთ, რომ ვიყოთ პირუთვნელები, კრიტიკულები და ვთქვათ ყველაზე ყველაფერი.

 

ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება მუნიციპალიტეტი, გუბერნია, ჩემი მეგობრები, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ ვინმე ნადირობს სადმე უკანონოდ, გადავწყვიტეთ, რომ გვარის, სახელის და თანამდებობის მითითებით გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია ამ ადამიანებზე“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე ინფორმაციით, 2016 წელს, სამართალდამრღვევებზე დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 4 500 000 ლარი, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 8 მილიონი ლარი შეადგინა.

 

გარემოსდაცვით საკითხებზე თელავში იმსჯელეს. მინისტრთან შეხვედრას კახეთში არსებული სამონადირეო მეურნეობების ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბრაკონიერებმა სამი რეინჯერი მოკლეს, 6 გარემოსდამცველი კი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. „მწვანე ალტერნატივა“ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გარემოს დაცვის სფეროს თანამშრომელთა ოჯახებისთვის სოციალური შეღავათების დაწესებას ითხოვს.

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites
  • Replies 453
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

caucasica   მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.   გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.   ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე,

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობ

Posted Images

კვებეკი, კიდევ 28 ეგერს აიყვანს ფაუნის დასაცავად. ამ პროფესიის ხალხს სპეციალური კოლეჯები და ტექნიკური სასწავლებლები ამზადებენ(16 თვიანი კურსი, სკოლის მერე მინიმუმ ერთწლიანი განათლება მაინც უნდა ჰქონდეს რომელიმე მიმართულებით). საქართველოში რომელი სასწავლებელი ამზადებს ეგერებს?

 

http://www.lavantage.qc.ca/actualites/2017/3/8/de-24-a-28-nouveaux-agents-de-la-faune-par-annee-pour-les-procha.html

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

ანაზღაურებაც საინტერესოა მადაურების და აღჭურვა, ასევე უფლებები.

400 ლარი ექნებათ თქვენსავით თორნიკე )))))))))))))))))

Link to post
Share on other sites

40-50 ატასი ამერიკული წელიწადში. თუმცა არ დაგავიწყდეთ, კვებეკში ხელფასი საშინლად იბეგრება, ამ თანხის 35-40%-ს დატოვებენ სხვადასხვა გადასახადების სახით(ჯანდაცვა, სოციალური, საპენსიო ფონდი და ა.შ.). ხელზე ალბათ 2500-3000 ამერიკული....არაა სასწაული თანხა, მაგრამ ნორმალურად იცხოვრებს. აღჭურვილობა : ყველაფერი რაც კი სჭირდებათ, მათ შორის იარაღი. უფლებები რა თქმა უნდა აქვთ, თუმცა აქ კანონი კი იციტ რა სიმაღლეზეა, ამიტომ ვერც გადაამეტებს და არც მის უფლებას დათმობს. ეგერიც დაცულია და მონადირეც.

 

 

BROWNING

 

ანაზღაურებაც საინტერესოა მადაურების და აღჭურვა, ასევე უფლებები.

Link to post
Share on other sites

17 მარტს, 17:30 წუთზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ეკოჰაბში მასპინძლობს დისკუსიას ნადირობისა და ბრაკონიერობის შესახებ.

დისკუსიაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

• ნადირობასა და ბრაკონიერობასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები საქართველოში;

• ნადირობისა და თევზჭერის შესახებ საქართველოს სასამართლოების მიერ განხილული საქმეები;

• ბრაკონიერობის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები

დისკუსიაზე მოწვეული სტუმრები:

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი;

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი- კარლო ამირგულაშვილი;

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი - ლევან თაბუნიძე;

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი - გიორგი სულამანიძე;

"აი, ფაქტის" ჟურნალისტი - ცირა გვასალია.

 

დასწრებისთვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/A3sUpq

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #76 მ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

 

#ეკოჰაბი წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე სივრცეს, სადაც იმართება საჯარო ლექციები, დისკუსიები, შეხვედრები და ფილმის ჩვენებები გარემოსდაცვითი თემების შესახებ.

 

https://www.facebook.com/events/212798495864532/

Link to post
Share on other sites

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე -არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა. ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფია. მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს ჩამოერთვათ სანადირო თოფები.

 

გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

 

 

x0juy.jpg

 

ვიდეო

 

[fbv2]

[/fbv2] Edited by caucasica
Link to post
Share on other sites

ძალიან ცუდი.ხო მართლა ფეისბუქიდან ვიდეო როგორ დავდო აქ ???? ვინ იცით მასწავლეთ.ვიდეო მაქვს დაღესტანში ჯიხვებს რომ ხოცავენ და სანადირო ტურებს მარტავენ.

Link to post
Share on other sites

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1_%E2%80%9E%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%90%E2%80%9C

 

33 Rupicapra rupicapra Linnaeus, 1758 / არჩვი / სტატუსი EN A2a / მიზეზი: მნიშვნელოვანი კლება ბოლო წლებში

 

წითელ ნუსხაში შედის სახეობები რომლის პოპუაციიის შემცირება აღინიშნება ბოლო წლების (ეს ბოლო წლები სეიძლება ათწლეულები იყოს) განმავლობაში.

იმის და მიხედვით თუ პოპულაცია რა პროცენტიტ მცირდება - სახეობას ენიჭება სესაბამის სტატუსი: მაგ მოწყვლადი, გადაშენების პირას მყოფი, გადაშენებულია ველურ ბუნებაში და აშშ.

წითელი ნუსხა არსებობს ლოკალური და საერთაშორისო - თუ მსოფლიო მაშტაბიტ მცირდება სახეობა მაშინ საერთაშორისო ნუსხაშიც შედის.

 

90-იან წლებში საქართველოს მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციები საგრძნობლად შემცირდა და სწორედ ამიტომაა შეთანილი არჩვი, ირემი, ჯიხვი და სხვა წითელ ნუსხაში. თუ სახეობათა პოპულაციები დასტაბილურდება და დაიწყებს მატებას მაშინ ნელ ნელა სახეობა გადავა მაგ. გადაშენების საფრთხის მოყოფიდან მოწყვლადის კატეგორიაში და აშშ. მაგალიტად ეხლ;ა მიდის საუბრებინ რომ შესაშლებელია დათვი ამოღებულ იქნას წიტელი ნუსხიდან ან სეეცვალოს კატეგორია. ნუ საბოლოო გადაწყვეტილებამდე კვლევის ცატარებაა აუცილებელი.

 

ასევეა არჩვი - მე არჩვზე მიმუშავია და აჭარა იმერეთის ქედზე მხოლოდ 3 ადგილას გვხვდება. დიდ კავკასიონზეც საგრძნობლად შემცირდა. მაგ. იყო დრო ლაგოდეხის ნაკრძალში 600 არჩვს ითვლიდნენ ეხლა დაახლოებით 100-120 ინდივიდია. არის ადგილები დაცული ტერიტორიების გარეთ სადაც არჩვი გვხვდება ერთ ერთი რაჭაა. მაგრამ ეს არ ნისნავს რომ საქართველოსი არჩვის პოპულაცია კარგ მდგომარეობაშია, არჩვის შევსებული აქვს საცხოვრებელი ჰაბიტატი. ამ ეტაპზე არჩვის რიცხოვნობა ჰაბიტატის ტევადობის 10 % მხოლოდ.

 

ეს გლობალური მდგომარეობა - http://www.iucnredlist.org/details/39255/0

 

ეს საქართველოს კანონი: "საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ" https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/12514

 

პ.ს. არჩვებში მდედრის და მამრის გარჩევა ბევრს უჭირს, ეხლა მაკეობა, ეხლა მარხვაა - ასე რომ დაშვებული რომც იყოს ნადირობა და წითელ ნუსხაში არ იყოს წესიერი მონადირე არჩვს არ მოკლავდა - ესაა ცემი პოზიცია.

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites

მარტის ბოლოს არჩვი(და ზოგადად ნადირი) რომ არ უნდა მოინადირო ცხადია(ნაღდად ბრაკონიერობაა, მაკეა არჩვი)და ამ ბრაკონიერს სწორადაც მიეგო, მაგრამ ბაღდათის მდგომარეობას ასე თუ ისე ვიცნობ. დათვი და არჩვი ამ რაიონში არ არის გადაშენების პირას. ჰკითხეთ ადგილობრივებს...ვინ მეტყვის რამდენი არჩვია ბაღდათში? ახლა სხვა მხრიდანაც შევხედოთ: იმ სოფლების მცხოვრებლებს, რომელთაც არჩვის არეალი ესაზღვრებათ, ვინ გაუკონტროლებს არჩვზე ნადირობას. გამორიცხულია. იციან რომ არჩვი ასე თუ ისე ბლომადაა და ნადირობენ კიდეც. არ სჯობს მივცეთ ლიცენზიები და ყველამ იხეიროს? ამის შემდეგ გაკონტროლებაც გაადვილდება. მეორეც, ადგილობრივმა პოლიციამ ზუსტად იცის ვინ ნადირობს ნადირზე და ვინ შედის ტყეში(სოფლებში ინფორმატორები ჰყავთ და მანქანა გაივლის თუ არა, პოლიცია ინფორმირებულია), მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და პოლიციელსაც უყვარს არჩვის ხორცი :alfons: და ვისაც უნდა იმას ხელს დააფარებს. ანუ ეს კაცი ვინც ახლა დაიჭირეს, უპატრონოა და გაიწირა(სამართლიანადაც), მაგრამ შეცვლის ეს სიტუაციას? რა თქმა უნდა არა.

Link to post
Share on other sites

BROWNING

ერთი რამაა კიდევ.ლიცენზია გაიცემა თუ არა ეგრევე ფეხებზე დაიკიდებენ ვინ და რამდენ ცალს კლავს.აგერ მაგალითი.შავი ზღვის აკვატორია იჯარით და ლიცენზიით აქვთ აღებული თურქებს.უნდა თევზაობდნენ მარტო ერთი ტიპის ბადით მაგრამ ვისაც რა უნდა იმას აკეთებს.ტრალებით გამოფხეკილია ფსკერი .და რადგან ლიცენზიებია გაცემული ყველას ფეხებზე ჰკიდია ადგილობრივი მეთევზეების გარდა....

 

 

c7a21e2cc38c.jpg

Link to post
Share on other sites

ჰოდა ეს ხომ მონადირის ბრალი არ არის? ეს ხომ სახელმწიფოს ბრალია. არ უნდათ რეალურად ბრაკონიერობის აღკვეთა, არ უნდათ სისტემური, პროფესიონალური ცვლილებები, არ უნდათ რესურსების ჩადება ამ საქმეში...ამას ემატება ხელის მოთბობა იმ ბრაკებისგან, თურქებისგან და ა.შ. ანუ პრობლემა სახელმწიფოს დონეზეა გადასაწყვეტი.

 

ნებისმიერ ადგილობრივ ეგერს ვერ გამოაპარებ(ბაღდათის მაგალითზე), ვინ სად, როგორ და რა გზებით ნადირობს. მაგრამ ჯერ ადგილობრივი ეგერი უნდა აიყვანო, ხელფასი მისცე, პირობები სეუქმნა, მერე ნადირობის მართვა შეცვალო ცივილურად, ლიცენზიების სისტემა აამოქმედო და სოფელიც აშენდება. ლიცენზიები რომ ოფიციალურად დაუშვან, და გააკონტროლონ მერე ვინღა დაიჭერს ამღვრეულ წყალში თევზს? არ უნდათ რეალური ცვლილებები...

 

 

 

BROWNING

ერთი რამაა კიდევ.ლიცენზია გაიცემა თუ არა ეგრევე ფეხებზე დაიკიდებენ ვინ და რამდენ ცალს კლავს.აგერ მაგალითი.შავი ზღვის აკვატორია იჯარით და ლიცენზიით აქვთ აღებული თურქებს.უნდა თევზაობდნენ მარტო ერთი ტიპის ბადით მაგრამ ვისაც რა უნდა იმას აკეთებს.ტრალებით გამოფხეკილია ფსკერი .და რადგან ლიცენზიებია გაცემული ყველას ფეხებზე ჰკიდია ადგილობრივი მეთევზეების გარდა....

 

 

c7a21e2cc38c.jpg

Edited by BROWNING
Link to post
Share on other sites

caucasica

 

გიორგი ძმობილო, მე როგორც ვფიქრობ შენ ხარ ზოგადად ნადირობის წინააღმდეგი :) გასაგებია . .

 

რაც შეეხება წითელ წიგნს, შიგ ბევრი სისულელე წერია. და დღეს ვერავინ ვერ მეტყვის რამდენი (ამა თუ იმ სახეობის) ნადირია ჩვენს ტყეებში. მეტს აღარ გავაგრძელებ . .

 

 

BROWNING

 

სრულიად გეთანხმები.

Link to post
Share on other sites

caucasica

 

გიო, თავიდანვე გითხარი რომ გვერდში დაგიდგებოდით და ერთად შევძლებდით საქმის გაკეთებას.

 

ნახე ხომ რაც მოხდა გუშინ თბილისის ფორუმზე?

 

გადაისროლეს ის თემა ფლორა-ფაუნაში.

ერთმა ენჯეოშნიკმა მოდერმა ვორნი "გამომიწოდა".

ვეღარ ვწერ იქა.

 

აქ კიდევ ვერავინ გამაჩერებს.

 

 

თქვენ თუ მაგ გზას გაუყვებით, ჩვენგან მხარდაჭერას არ ელოდოთ.

 

დაიმახსოვრე ეს.

 

 

ქევხო ჩემი ძმაა, ეს კაცი ამდენი ხანია კონკრეტულ შეკითხვებს გისვამს და ერთხელ არ მიეცი ზუსტი პასუხი.

 

თუ იცი რატომ?

 

არ იცი რა უპასუხო და იმიტომ.

 

ასეთი ექსპერიმენტი გავაკეთოთ.

 

ხომ ხარ ნაკრძალის დირექტორი.

 

ჩამოსვლას ვაპირებ ზაფხულის დასაწყისში.

ყველგან მიმესვლება.

 

ჩამოვალ ლაგოდეხში და 1 000 $-ს მივცემ შენს რეინჯერს, რომელიც შემიშვებს შველზე სანადიროდ.

 

იცი რომ მე თოფს არ გავისვრი, მაგრამ გადავიღებ ვიდეოს და დაგიდებ წინ.

 

და ასეთი შემთხვევა რამდენია, ჩემზე უკეთესად იცი.

თუ არ იცი, ეგ მარტო შენი პრობლემა არაა.

 

 

 

ამ ამერიკას რომ აგინებთ, ავდივარ დეპარტამენტში და სამი კაცი ზის ოფისში, დანარჩენი გასულია ტყეში.

 

მდგმურები მყავს მეზობელ სახლში, ორივე, ცოლქმარი მუშაობს გარემოს დაცვაში.

კისრამდე ტალახით ამოთხუპნულები მოდიან ყოველდღე სახლში.

 

მანდ რას აკეთებენ ეგერები?

 

"ლაკის ტუფლები" და ღორების "ოდნოები" კომპში ხომ?

 

 

 

ვფიცავარ, ვაპირებდი მეთქვა ბიჭებისთვის რომ ჩვენი მოგროვილი თანხიდან, რაღაცა ხელი გამოგვეწოდა თქვენთვის.

 

გიყურეთ და არ იმსახურებთ.

 

მესამე წელია ამ კლუბის პრეზიდენტი ვარ.

გამივიდა ვადა და სხვა არ აირჩიეს.

 

დაანებე თავი ამას.

აქ უამრავი ადამიანია, ვისაც ბევრზე მეტად უყვარს ეგ ქვეყანა და ეგ ხალხი.

 

არ მოუსმენთ ამათ?

 

ჰოდა დაითვალეთ რაც მოხდება.

Link to post
Share on other sites

ელჩი

გეთანხმები გიორგი

არჩვს და შველს რომ თავი დავანებოთ

 

ამდენი ხანია ვსვამ კითხვას-ხოხობი გადაშენების პირასაა???ვინ და როდის დათვალა ბოლოს?

Edited by JABA
Link to post
Share on other sites

ქევხო

არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვა - შეიძლება მე პირადად ნადირობა არ მიზიდავდეს თოფით, მაგრამ ამ ქვეყანაში ნადირობის თტემა რომ დასალაგებელი და დალაგებული ნადირობითტ ბუნებას (და არა მარტო ბუნებას) ეშველება ამის მჯერა. და ამიტომ მხარს ვუჭერ ნადირობის მენეჯმენტის გამართვას.

 

ელჩმა დამიწერა ამერიკის სიტუაცია სხვაგან აქ მოვიყვან პატარა ციტატას - ამერიკის რეგულაციებს შეეხება:

 

"დათვზე ორი სეზონია.

შველზე მხოლოდ შემოდგომით, სექტემბრის ბოლოდან იწყება და ნოემბრის დასაწყისში მთავრდება.

ირემზე/ELK/ მხოლოდ ერთი კვირაა ნოემბრის შუა რიცხვებში.

ეს ბოლო სამი ცხოველი შედის სპორტულ პაკეტში და შენ ირჩევ ზონას, სადაც მათზე უნდა ინადირო."

 

ამერიკა სადაც ცხოველები მართლა ჰყავთ, ტერიტორია უზარმაზარი - და ირემზე 1 კვირა აქვს მონადირეს ----- ეხლა წარმოვიდგინოდ რაოდენ მოწესრიგებული მონადირეები არიან, ნუ სისტემაც რომ მუშაობს ფაქტია.

აქ რა ხდება ჩემზე კარგად იცით

 

 

 

ელჩი - ვერ ვხვდები ჩემგან რა გინდათ - შეიზლება ქევხოს კითხვას ვერ ვგებულობ - ან ცემ პასუხს ვერ გებულობთ?

იქნებ თავიც მოგაბეზრეთ? ჩემთვის არაა პრობლემა. ამ ფორუმზე იმიტომ ვწერ რომ დავინახე რეალურად უნდათ უკეთესობა ამ ფორუმის წვრებს, მე კი ჩემდ დროს და ენერგიას იმიტომ ვხარჯავ აქ რომ მინდა ჩემი გამოცდილება და ნააზრევი გაგიზიაროთ. ჩემი საკეთებელი მაქვს და ვაკეთებ ტავს არ ვზოგავ.

 

კარგი იქნება ამ ექსპერიმენტს რეალურად თუ გააკეთებს - კითხვის ნიშნები აღარ დარჩება !!!

 

ამას წერ: "და ასეთი შემთხვევა რამდენია, ჩემზე უკეთესად იცი.

თუ არ იცი, ეგ მარტო შენი პრობლემა არაა." - ეს გულსატკენია მარტივად რომ ვთქა. ასეტი ფაქტები არც ერთი დამიტოვებია რეაგირების გარეშე. და თუ მე არ ვიცი და ხდება (ანუ მე სუსტი ვარ), არის სახელმწიფო ორგანიზაციები ვინც ამაზე უნდა მუშაობდეს, ასევე უამრავი ადამიანი და გააკეტონ რეაგირება. მოგეხსენება საქართველო - მე თბილისიდან ჩასულ ადამიანს რამხელა გამადიდებელი შუშით მიყურებენ რეგიონში, როგორ ფიქრობ მისხალი რომ სემეშალოს რეაგირების გარეშე დამტოვებენ? 1 ფაქტია რომ ვერავინ იტყვის მე რამეზე დამეხუჭოს თვალი იმ პერიოდის განმავლობაში რაც აქ ვმუშაობ. არ არსებობს ვინმეს მწვანე მივცე, ვინმემ დამავალოს უკანონობა. თორემ აქ რაც ხდებოდა სატირალია.

 

კიდევ წერ: "ამ ამერიკას რომ აგინებთ, ავდივარ დეპარტამენტში და სამი კაცი ზის ოფისში, დანარჩენი გასულია ტყეში.

 

მდგმურები მყავს მეზობელ სახლში, ორივე, ცოლქმარი მუშაობს გარემოს დაცვაში.

კისრამდე ტალახით ამოთხუპნულები მოდიან ყოველდღე სახლში.

 

მანდ რას აკეთებენ ეგერები?

 

"ლაკის ტუფლები" და ღორების "ოდნოები" კომპში ხომ?"

 

აქაც აცდენილი ხარ რეალობას სამწუხაროდ, ადრე სეიძლება მარტლა ლაკის ტუფლებით იყვნენ ეგერები - ეხლა ჩემი კოლეგები მიზერულ ხელფასზე (ალბათ მანდ 1 დღის ხელფასიც არაა) მუშაობენ თავდადებიტ და სემართებით, თავსაც კი წირავენ პირდაპირი მნიშვნელობით. აგერ ჩემი პროფილი და ნახე სურათები https://www.facebook.com/giorgi.sulamanidze.58/photos_albums მე პირადი მაგალითით გვერდში ვუდგავარ ჩვენს გუნდს, ჩემი ჯანმრთელობაც და პირადი ცხოვრებაც ამ საქმეს მივუძღვენი და ვერ მივიღებ ამ შენისვნას. ამ ბმულზე ლაგოდეხის მასალებს ნახავ არც ეს მოდის უშრომელად - https://www.facebook.com/pg/LagodekhiProtectedAreas/photos/?ref=page_internal

 

ჩვენ რასაც ვაკეთებთ ამის გვწამს, ჩვენს ქვეყანას და მომავალ ტაობებს ვემსახურებით. ხსირათ მითქვამს გვესტუმრეთ კლუბის წევრებიადგილზე გაგაცნობტ ჩვენს საქმეს მეთქი. სამწუხაროდ სხვანაირი გამოხმაურება მივიღე შენგან რაც მართლა სამწუხაროა.

 

 

ისევ შენი ციტატა:

" გიყურეთ და არ იმსახურებთ.

მესამე წელია ამ კლუბის პრეზიდენტი ვარ.

გამივიდა ვადა და სხვა არ აირჩიეს.

დაანებე თავი ამას.

აქ უამრავი ადამიანია, ვისაც ბევრზე მეტად უყვარს ეგ ქვეყანა და ეგ ხალხი.

არ მოუსმენთ ამათ?

ჰოდა დაითვალეთ რაც მოხდება. "

 

სამწუხარო იქნება ამ პოზიციას მთელი კლუბი თუ ეთანხმება. თუ მხოლოდ შენი პოზიციაა თან ნაცხარევ გულზე დაწერილი კიდევ დავიტოვებ იმდეს :)

რას დავანებო თავი? აქ პოსტვას თუ გარემოს დაცვას? :)

ფაქტიურად მუქარაცაა :)

 

გასაგების სიმართლე მწარე ხშირად. ისევ გვიჭირს საერთო საქმეზე გაერთიანება, ასე გათითოკაცებულს გვიწევს საქმის კეთება. იმედია ოდესმე ვისწავლით ერთმანეთის მოსმენას და გატანას, საქმეზე გაერთიანებას.

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites

ხოდა ნადირობის მენეჯმენტი როგორ გაიმართება ზუსტად მანდაა ძაღლის თავი დამარხული. რასაც შენ წერ ეგ ჩვენ ისედაც ძალიან კარგად ვიცით. ჩვენც ვემიჯნებით ბრაკონიერობის ყველა გამოვლინებას, მარა როგორც მიდის საქმე, მალე ჩვენ ვიქნებით ოფიციალურად ბრაკონიერები და ეს არ გვინდა. მარტივია . .

 

 

რაც შეეხება ელჩის ნათქვამს, სად დაინახე მუქარა? :) კაცი ამბობს რომ ჯარიმა და აკრძალვა არაა გამოსავალი, რა ასე არაა?

 

ერთად დგომასთან დაკავშირებით კი ვიტყვი რომ - დამანახე ერთი ვინ დგას მონადირეების გვერდით, ვინ იცავს მათ ინტერესებს? საერთო საქმე ასე არ კეთდება!

Link to post
Share on other sites

კაუკაზიკა, ამ კლუბში და ფორუმზე არ მეგულება ადამიანი რომელიც შენს საქმიანობას დადებითად არ შეაფასებს. აქ შენზე არ არის კამათი. უბრალოდ შენ ამ მომენტში გინდა თუ არა, სახელმწიფოს წარმოადგენ და იმ სახელმწიფოს რომელმაც ასეთი უმწიფარი კანონპროექტი მოამზადა. გერმანელებმა გვირჩიესო, ხომ გაქვს წანაკითხი რა ეწერა გერმანული ორგანიზაციის რეკომენდაციებში? იმაშიც მექნებოდა შეკითხვები, მაგრამ სამინისტრომ დადო სულ სხვა პროექტი. სახელმწიფომ გადაწყვიტა ნადირობაზე(ბუნების დაცვაზე საჯარო სანადირო სავარგულებში) პასუხილგებლობა დადაებარებინა კერძო სტრუქტურისთვის და თან ეს სტრუქტურა ემართა, თან ფულიც ეშოვნა. სად იყო ამ დროს ჩემნაირი კანონმორჩილი(ნამუსთან და სინდისთან კანონმორჩილი, თორემ ამათ ისეთი კანონები აქვს მეც მიწევს დარღვევა სამწუხაროდ) მონადირის ინტერესი? ვის უნდა დაეცვა ჩემი ინტერესი? ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა. მე იმედი არ მაქვს რომ ზოგიერთნი ადვილად დათმობენ უშრომლად შემოსავლების აკრეფის ოცნებას, მაგრამ ხალხმა იგრძნო რომ ძალა შესწევს და თუ ჩვენ, მონადირეებმა ორგანიზება და ერთიანობა მოვახერხეთ, სამინისტრო ვეღარ გაიტანს იმ უაზრობას, რასაც აპირებდა. ახლა გეკითხები, რატომ არ იზრუნა სახელმწიფომ კანონპროექტის მომზადებისას ამ პროცესში პროფესიონალების ჩართვაზე, ან რატომ უნდოდა კერძოსთვის გადაებარებინა საჯარო სავარგულები. კერძო მე ვიცი რასაც იზამს, გაუშვებს ერთ-ორ სახეობას, და გააკეთებს ფულის საჭრელ მანქანას. ბიომრავალფეროვნება და იმ ტერიოტრიებზე სამეცნიერო კვლევითი სამუსაოები ხომ საერთოდ გამორიცხული იქნება. ლაგოდეხის ნაკრძალი კერძოს რომ ჩააბარო რა მოხდება? შეეცდება მხოლოდ ფულის საჭრელ მანქანად აქციოს მაგ ტერიტორია. არის რაღაც, რაზეც მხოლოდ სახელმწიფოს კონტროლი უნდა იყოს. ესაა სტრატეგიული მიმართულებები და ბუნებაც მათ შორის. შენ მართლა გჯერა რომ ბრაკონიერობას ვერ უვლიან სახსრების გამო?(ნაწილობრივ მასეა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ). არა, ნება არ არის. ჩამაბარე თუნდაც ბაღდათის რაიონის გარემოს დაცვის პოლიცია და პირობას გაძლევ ასჯერ იმაზე უკეთესი შედეგი დაიდება ვიდრე ახლაა და გაჩნდება თუ არა კალმახი ხანისწყალში. მე ვიცი ვინც ბრაკონიერობს კალმახზე, მაგრამ ძალოვნები მფარველობენ. თუ ატყდა ხმაური, დაიჭერენ პეშკას და სისტემა დარჩება. ხელისუფლების პოლიტიკური ნება უნდა ბრაკონიერობასთან რეალურ ბრძოლას. ამასთან კარგი კანონმდებლობა.

ჩვენი კლუბი დადებს საკუთარ შეხედულებებს ახალ კანონთან დაკავშირებით და ამ პროცესში აქტიურად ჩავერთვებით, ისევე როგორც სხვა კლუბები თუ საინიციატივო ჯგუფი, მაგრამ სახელმწიფოს გასაკეთებელს ვერასდროს ვერ გააკეთებს რამდენიმე კლუბი.

Link to post
Share on other sites

გიორგი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიაა მარტო მისახედი? მომწონს რომ კარგად მუშშაობს შენი მეგობერები და თანამშრომლები მაგრამ სხვაგან როგორ მუშაობენ ?ან მუშაობენ საერთოდ?

თითქმის ყოველ მეორე დღეს დავდივარ კოლხეთის ეროვნულ პარკში,ხან ანკესით ხან ფოტოაპარატით.ყოველ შესვლაზე ვნახულობ მგელ-ტურასგან დაგლეჯილ შვლებს ,გედებს ,ბრაკონიერებისგან გატყავებულ შვლის თავფეხს,ბადეებითაა მოფენილი ყველა ტბა და მდინარე იმ დონეზე რომ სპინინგით სატყუარას ვერ გაატარებ. მესმის რო თოფიანი ბრაკონიერი რთული მოსახელთებელია მარა ამ ბადეებსაც ვერ ხედავენ? საცურაო აუზივითაა დახაზული წყლები ტივტივებით. დენით დადიან ისე ამაყად რო რამე უთხრა ეგრევე დენს შეგიერთებენ !!!!!!! და ამას ეძახი შენ მუშაობას? რაც აქვთ ხელფასი ისიც არ უნდა ქონდეთ მაგ უსაქმურებს!

პ.ს. რამდენჯერ დავრეკეთ არცერთჯერ რეაგირება არ მოყოლია !

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...