Jump to content
Club-Monadire.Ge

ეკოლოგია-ბუნების(გარემოს) დაცვა.


Recommended Posts

ქევხო კი ხდება და ინტერესის გულისთვის ახერხებენ დაცულებზეც - რეინჯერიც მოგვიკლეს - სულ ბოლომდე ბრაკონიერობის აღმოფხვრა ძალიან ძნელია, მაშტაბების შემცირება კი შესაზლებელია, და ამ მაშტაბების შემცირებით ბევრად უკეთესი სურათი მივირეთ ბოლო წლებია -ჯიხვის, ირმის არარ ვამბობ შველზე რიცხოვნობა იმატებს...ახალგზარდა, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები მოვიდნენ სისტემაში ჩვენთან, არარ "იასნდება", აღარ "იპარება" და ძალიან მიხარია. აგერ ჩვენი თორნიკეც ზალიან წარმატებული ახალგაზრდაა - მე მისი იმედი მაქვს.... კი ხელშეწყობა მეტი გვინდა ამაზე ბაზარი არაა

რაც სეეხება ნადირობის კანონს სახელმწიფოს რატომ უნდა ებრძოლო? პირიქით სახელმწიფო გამოდის ინიციატივით აგერ ბატონო ვიმუშაოთდა შევჯერდეთო, ის ბებერი ნიანგები მაგარი შათლახები არაინ და შეხვედრას არ მაზავენ, ახალგაზრდები რარაცატომ პასიუყრობენ... თელავში როცა იყო სეხვედრა დავწერე ფოროუმზე ბევრად ადრე...

ი ლ უ შ ა

ქევხო

 

ასხვა ტემაში დავწერე ნადირობის კანონთან დაკავშირებით

განხილვების შესახებ ინფორმაცია იდება სამინისტროს გვერდზე http://www.moe.gov.ge/

 

განხილვები ჩატარდება ყველა რეგიონში

 

კანონზე მუშაობას კოორდინაციას უწევს: ბიომრავალფეროვნების და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი

 

http://www.moe.gov.g...s-departamenti/

 

ეს კიდევ თემა - http://club-monadire.ge/index.php?showtopic=231&st=100

Link to post
Share on other sites
  • Replies 453
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

caucasica   მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.   გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.   ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე,

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობ

Posted Images

თხოვნა მაქვს, მოსარიდებელი მე პირადად არასოდეს არავისთან მქონია, სათქმელი ვთქვათ და დასასახელებელი დავასახელოთ, იმ ბებერი ნიანგების სახელები და გვარები მინდა ვინც მისთვის საკაიფოდ იყენებს ჩვენს ბუნებას და ეროვნულ სიკეთეს და საერთოში აფურთხებს. აჭარაში რომ ჩატარდება ასეთი რამ მივალ პირადად, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის მერე.

Link to post
Share on other sites

თხოვნა მაქვს, მოსარიდებელი მე პირადად არასოდეს არავისთან მქონია, სათქმელი ვთქვათ და დასასახელებელი დავასახელოთ, იმ ბებერი ნიანგების სახელები და გვარები მინდა ვინც მისთვის საკაიფოდ იყენებს ჩვენს ბუნებას და ეროვნულ სიკეთეს და საერთოში აფურთხებს. აჭარაში რომ ჩატარდება ასეთი რამ მივალ პირადად, დანარჩენს მოგახსენებთ შეხვედრის მერე.

 

ლეო, ჭკვიანი კაცი ხარ ძმაო.

 

უნდა დაიწყო თოფაძით და ტყემალაძით, თან დაურთე გია გაჩეჩილაძე და გია ცაგარეიშვილი, მერე კვალს თუ გაჰყვები, იმდენი ამოგივარდება, დათვლას ვერ მოასწრებ.

 

ეგეც შენი ნიანგები.

 

პ.ს. ეს დებილი მოხუცი, დაიკარგა სანადიროდ გასული და აზერბაიჯანში ამოჰყო თავი.

მესაზღვრეებმა დაიჭირეს და ვინ იყო თუ იცი?

 

თოფაძე გახლდა ჩემო ძმაო.

 

წადი და ებრძოლე მაგათ.

 

მაგათ ხელშია ყველაფერი.

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

საერთოდ ძალიან მცირეჩვენს ქვეყანაში გარემოსდაცვითი ცნობიერება და განათლება, შეიძლება ყველას ვერ მოვთხოვოტ, მაგრამ ადამიანები ვინც თავს ბუნების "მეგბრებად" თვლიან მინიმუმ 2*2 უნდა იცოდნენ.

 

ბმულზე გადადიტ და კომენტარები წაიკითხეთ:

Link to post
Share on other sites

caucasica

რა არის ორჯერ ორი? ნაკრძალია და არ ინადირო ხო? როგორც ჩანს საერთოდ არ იცი მეგობარო რა ხდება კოლხეთის ეროვნულ პარკში.

მოდი მე და შენ ერთად წავიდეთ და რომ გაგვაჩერებენ რეინჯერეები ან გარემოს დამცველები ერთად მოვუსმინოთ რა ხმები გამოდის ეგრედწოდებული პარკიდან. და ვის ყარაულობენ ეს ბუნების დამცველები ერთად გავარკვიოთ. ჩვენი უსაფრთხოება შენ აიღე საკუთარ თავზე.

Link to post
Share on other sites

ავთო

მარტო ბოლო 7 დღეში 14 ოქმი დაწერეს პარკში, 1 შემთხვევაში გედი ყავდათ მოკლული გედი !!! მე არ ვამბობ რომ ეროვნულ პარკში იდეალურადაა სიტუაცია, მე სწორედ იმას ვამბობ რომსახელმწიფოებრივი აზროვნება გვჭირდება მოქალაქეებს რომ ქვეყანა განვიტარდეს. და რომ ბუნებაზე ზრუნვა მარტო რეინჯერის მოვალეობა არაა, თუ მართლა რამე ხდება და ამსა ხედავ გულსემატკივარი ამაზე რაგირების ბევრი საშუალებაა დრეს...

 

ორჯერ ორია რაც ზემოთტ დავწერე, მაგრამ წინა პოსტში ორჯერ ორი სხვა რამეზე დავწერე - იმაზე რომ ხალხი მონადიეს უწოდესბ თავს და ელემენტარული ვერ გაგიათ. სხვა სავარგულებში ნადირი აღარ დარჩა ეხლა ეროვნულ პარკში ჩანს, თუ ეროვნულ პარკსაც გავაუქმებთ 1-2 წელი იქნება სანადირო და მერე იქაც აღარ იქნება.

საქართველოს ტერიტორიის 45 % ტყიანია, მხოლო 10% კი არ უჭირავს დაცულ ტერიტორიებს და ამ 10 % ნახევარია ტყე - ეროვნული პარკის გაუქმებას სჯობს დანარჩენ 35 % დარეგულირდეს ნადირობა სათანადოდ - ვერანაირი რეინჯერების ჯარი ვერ დაიცავს ვერაფერ საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე.

 

და კიდევ ერთი - კოლხეთის ეროვნულიპარკი რომ არ ყოფილიყო ხელისშემშლელი - იქ ეხლა დიდი ინდუსრიული ზონა იქნებოდა და მაინც არ იქნებოდა სანასდირო სავარგულები. აღა ვამბობს იმ "სიკეთეებზე" და "ეკოსისტემურ სერვისებზე" რაც თავისტაბვად ეროვნულ პარკის და იქ არსებულ ეკოსისტემას აქვს

 

"15-დან 18 იანვრის ჩათვლით, კოლხეთის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების ჯგუფური მეთოდით პატრულირების შედეგად ზუგდიდისა და კოლხეთის უბანში 14 გლუვლულიანი სანადირო თოფი ამოიღეს. მათ შორის, ნადირობის 5 ფაქტი პარკის ბუფერულ ზონაში გამოვლიდა, ხოლო 9 - პარკის ტერიტორიაზე თოფით გადაადგილების.

სამართალდამრღვევების მიმართ 14 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ჩამორთმეული სანადირო თოფები დალუქულია და შემდგომ რეაგირებამდე ინახება კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სპეციალურ საცავში."

 

კომენტარებში წერია დადგით მანიშნებლებიო , ეხლა მთე ტეიტორიას ვერ შემოღობავენ მაგრამ დაფებიც აყეია და ხერგილებიც ---- და ადმიანი სანადიროდ თოფ რომ იღებს კი უნდა იცოდეს სად მიდის ასე მგონია მე.

 

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites

caucasica

 

აღარ ვაპირებდი საერთოდ რამის დაწერას . .

 

მარა თუ ხვდები რომ ნელნელა შეურაცხყოფას გვაყენებ თან ისე რომ არც კი გვიცნობ ! არ იცი რას ვფიქრობთ და რა გვიტრიალებს თავში.

 

რა ვერ გამიგია ერთი ამიხსენი ! ან დააკონკრეტე ვის გულისხმობდი.

 

ჩვენ აქ მონადირეები ვართ, და კიდევ გიმეორებ ნაკრძალებს არ ვეხებით, თუმცა ე.წ მეურნეობების და დაცული ტერიტორიების საზრვრებზე პირადად მე მაქვს პრეტენზია.

 

სხვათაშორის შენთანაც (ლაგოდეხის ნაკრძალში) ბევრი რამ ხდება, არაა აქ სალაპარაკო მე რაც ვიცი და ძაანაც ნუ დააფარებ ხელს რეინჯერებს. (იშვიათი გამონაკლისის გარდა)

 

2 წელია თითქმის აღარ ვნადირობ, არსებული ვითარება მაიძულებს, მეტნაკლებად მიაღწიეს თავიანთ მიზანს ზოგიერთებმა, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადონ (პიროვნება იქნება ეს თუ ორგანიზაცია) ვერ ეღირსებიან მეურნეობებში შეგვრეკონ და ველურ გარემოში ნადირობაზე ხელი აგვღებინონ. რასაც კანონში ჩაწერენ იდიოტებივით კი არ უნდა ვიკითხოთ და მერე ვიმეოროთ.

 

ხელოვნური მიზეზების გამო დღეს რომ რეინჯერი და მონადირე მტრები არიან.

Link to post
Share on other sites

ქევხო

"მარა თუ ხვდები რომ ნელნელა შეურაცხყოფას გვაყენებ თან ისე რომ არც კი გვიცნობ ! არ იცი რას ვფიქრობთ და რა გვიტრიალებს თავში.

 

რა ვერ გამიგია ერთი ამიხსენი ! ან დააკონკრეტე ვის გულისხმობდი."

 

რა შეურაცხყოფაზეა საუბარი? თქვენთვის მე არ მომიმართავს ! ზემოთ კვლავ უცვლელად წერია რაც დავწერე და ვფიქრობ !!! ხო ვფიქრობ რომ ნამდვილი მონადირეები არის ის ხალხი ვინც იცის ბუნების ფასი და უნდა დაიცვას იგი პირველ რიგში !!!

ვწერდი რომ ადამიანი თოფს რომ აიღებს ხელში - მანამდე ბევრი რამე უნდა იცოდეს და გააზრებული ქონდეს ! !! ვწერი რომ დაცულებზე ნადირობა არ შეიძლება !!! სხვაგან კი დრევანდელი მდგომარეობა არ ვარგა და გამოსასწორებლია კანონმდებლობა მენეჯმენტი და აშშ !!! ამ პუნქტებში რომელში არ მეთანხმები?

 

"სხვათაშორის შენთანაც (ლაგოდეხის ნაკრძალში) ბევრი რამ ხდება, არაა აქ სალაპარაკო მე რაც ვიცი და ძაანაც ნუ დააფარებ ხელს რეინჯერებს. (იშვიათი გამონაკლისის გარდა)"

 

ამას რაც შეხეება ჩემ თავზე ვიტყვი არავისთვის დამოფარებია ხელი, თავლი არ დამიხუჭავს, არავის დაუვალებია უკანონობა !!! ასე მიცხოვრია და ვცხოვრობ !!! არც ჩემი ენერგია და შესაძლებლობა დამიკლია საქმისათვის !!! ბევრი მართლა ხდებოდა, დღეს შედარება არაა იმასთან. ისე დიდი ტყეა და ტყეში ყველაფერს ვერ გააკონტროლებ. დრო და ადამიანები განსჯიან ყველაფერს !!! მე თუ რამეს ვაკეთებს სხვის დასანახავად არა, იმიტომ ვაკეთებ რომ მეჯერა და მწამს.

 

რახან დაიწერა სალაპარაკო ყოფილა.

თუ ჩემამდე მოვა ინფორმაცია ჩემი მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება - ტყუილადაც არ დავაჩაგრინებ თანამშრომელს... შეგიძლია პირადში მომწერო.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვეთანხმები ნადირობის უფლებას და მსურს ეს საკითხი დარეგულირდეს. მონადირე მტერი არასდროს მგონებია, პირიქით მოკავშირედ და მეგობრად მიმაჩნია. ლაგოდეხის ნაკრზალი ჩემი არ არის ჩვენია !!! ჩვენი საგანძურია !!!

 

თუ ფიქრობთ რომ აქ ჩემი პოსტებით პრობლემებს გიქმნით არც ესაა პრობლემა არარ შეგაწუხებთ.

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites

caucasica

 

შენი პოსტები ხელს კიარ გვიშლის,პირიქით იმედს გვაძლევს რომ კიდევ დარჩა თითო-ოროლა პატიოსანი კაცი მაგ სისტემაში.

დამიჯერე ძამიკო რომ უსაშველო გვჭირს და არც გამოსწორდება არასოდეს 2-3 კაცის თავდადებით. !

Link to post
Share on other sites

caucasica

 

კაი,

 

არის საკითხები რაშიც ერთ აზრზე ვიქნებით, თუ დრომ მომცა საშუალება შემოვირბენ ნაკრძალში და ვისაუბროთ, არ ვარ ნამყოფი საერთოდ მიუხედავად იმისა რომ სანადიროთაც კი ვყოფილვარ დაპატიჟებული !

 

იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ არ მოგწომს საერთოდ ვინმე თოფს რომ ესვრის ცხოველს ან ფრინველს.

 

ამ თემაში მე ვარ ალბად ზედმეტი და აღარც დავწერ.

 

ერთიც მიპასუხე: თუ ეთანხმები ნადირობის უფლებას, იქნებ მითხრა სად და რაზე ვინადირო?

Link to post
Share on other sites

ქევხო

 

მართლა გამიხარდება თუ მოიცლი და შევხვდებით, ვიმეგობროთ - ბმულზე ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია http://apa.gov.ge/ge/saagento/directorsofterritorialunits/lagodexis-daculi-teritoriebis-administraciis-direqtori

 

ერთხელ მოვკალი თოფით კურდღელი და ისიც შინაური გამოდგა :) - მართალი ხარ მე თვითონ მოკვლა არ მომწონს მე ფოტოაპარატით მონადირება მირჩევნია - მეც დიდი აზარტით და ემოციით განვიცდი როცა ცხოველებს ვეპარები, ვაკვირდები და აღმოვაჩენ.

 

კომუნისტებმა ბევრი გააფუჭეს და ეხლა ამ გაფუჭებულის გამოსწორების დროა - მე მონადირეებთან ვმეგობრობ - მწამს რომ მონადირეები არიან ის ხალხი და ძალა ვინც ვინც ავანგარდშია ბუნების დაცვის - რადგან მონადირეს გრძნობს და განიცდის ბუნებას და იცის მისი საიდუმლოებები. შვეიცარიაში ვიყავი 1 თვე ფოცხვერის კვლევას ვსწავლობდი - იქ მკვლევარებს მონადირეები ეხმარებოდნენ ძალიან, მონადირეები ამონტაჟებდნე ფოტოხაფანგებს და აგროვებდნენ მონაცემებს. მქონდა ამ ფორუმზე ინიციატვა და ეხლაც ზალაში მზად ვარ გიმასპინძლოთ და ერთგვარი "ანგარიში" ჩაგაბაროთ.

 

არ ხარ ზედმეტი ჯანსაღი კამათი და პოლემიკა აუცილებელია - პირიქით ბევრი დაწერე - უბრალოდ თუ რაიმე გაუფგებრობაა გავარკვიოთ.

 

ვეთანხმები ნადირობის უფლებას. სად ეს არის სწორედ ის საკითხი რაზეც უნდა გავერთიანდეთ, შევთანხმდეთ და მოვითხოვოთ - ზემოთაც დავწერე სსრკ იყო ტოტალური სახელმწფო იქ ყველაფერი ხალხს ეკუთვნოდა და არ ეკუთვნოდა - ამ პირობებში გაიზარდა თაობები - გამოვტოვეთ მნისვნელოვანი ეტაპები - ეს ეტაპები გასავლელი გვაქვს დაჩქარებული წესით - ზემოთაც დავწერე საქართველოს 45% ტყეს უკავია ამის გარდა კიდევ არის უამრავი სნადირო სავარგული უტყეო - დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 8% უკავია (მე ვფიქრობ 15 % რომ ავიდეს დაცულები ამით არაფერი გაფუჭდება და დაცულები ერთგვარი ინკუბატორებად იქცევა) - დანარჩენ 30 - 40 % ში კიდევ არის უდიდესი რესურსი - და ეს რესურსი უნდა განვავითროთ. ჩვვენი ჭრა გავლილი ტყეები ძალიან კარგ პირობებს იძლევა ჩლიქოსნების გასამრავლებლად - ეხლა ირემი ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე და დაახლოებით 1200 - 1500 ინდივიდია, როცა საქართველოს ტყეებში მინიმუმ 40 - 80 000 უნდა იყოს - მონდომების და ნების შემთხვევაში სულ მცირე 5 წელში შესაძლებელია 5 - 7 000 ირმამდე ავიდეთ, კუნძულების სახით უნდა გადავიყვანოთ ოპტიმალურ ადგილებზე და მერე უკვე თვითონ მონახავენ გზას. ეს გზა რთულია მაგრამ გავლადია - მთავარია მონდომება.

 

სიკეთე გქონდეთ :)

Link to post
Share on other sites

კაუკაზიკა, სისტემაა შესაცვლელი. გარწმუნებ ყველა რეინჯერმა იცის ვინ ნადირობს ან თევზაობს პატიოსნად და ვინ ბრაკონიერობს თავ-თავის სექტორში. რატომ აფარებენ ხელს შერჩევით ბრაკონიერებს. წყალწმინდაც ხომ ტყეში საძებნი არაა და ბათუმის ბაზარიც? მანოკის შემომტანიც ვერ იპოვეს? რესტორნებშიც ვერ ნახეს ნაბრაკონიერალი? ამ დროს შემოაქვთ უაზრო კანონი, რომელზეც უამრავი პოსტი მივწერე შესაბამის სტრუქტურას. შედეგი?

Link to post
Share on other sites

კაუკაზიკა, სისტემაა შესაცვლელი. გარწმუნებ ყველა რეინჯერმა იცის ვინ ნადირობს ან თევზაობს პატიოსნად და ვინ ბრაკონიერობს თავ-თავის სექტორში. რატომ აფარებენ ხელს შერჩევით ბრაკონიერებს. წყალწმინდაც ხომ ტყეში საძებნი არაა და ბათუმის ბაზარიც? მანოკის შემომტანიც ვერ იპოვეს? რესტორნებშიც ვერ ნახეს ნაბრაკონიერალი? ამ დროს შემოაქვთ უაზრო კანონი, რომელზეც უამრავი პოსტი მივწერე შესაბამის სტრუქტურას. შედეგი?

 

ვახო მართალი ხარ,თავი და თავი უმრავლესი პრობლემისა ამ სფეროში არის არასწორი მიდგომა (თუ დანაშაულებრივი არა) იმ მანკიერი სტერეოტიპების,რაც რაც ირგვლივ ხდება,თვალის დახუჭვა ბრაკონიერულ ქმედებებზე (ნანადირევის რეალიზაცია-უკანონოდ მოპოვებულის),შერჩევითი ბრძოლა ბრაკონიერობასთან(მაღალჩინოსნები "სასათბურე" პირობებში) და ა.შ.

თუ რეალურად უნდათ სიტუაციის გამოსწორება,გაითვალისწინონ რეალური რჩევები,საღად მიუდგნენ სიტუაციას და არა ისე როგორც ეხლა ჩანს ამ გადასახედიდან,ვიღაც-ვიღაცეების ინტერესების გათვალისწინებებს რომ გავს ეს ყველაფერი.

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

caucasica

 

არ გამოვა ასე, როცა კითხვას უპასუხოდ ტოვებ :)

 

რადგან თვლი რომ დღეს არსებულ სიტუაციაში კარგად ერკევი, იქნებ მიპასუხო:

 

 

სად და რაზე ვინადირო?

Link to post
Share on other sites

caucasica

 

არ გამოვა ასე, როცა კითხვას უპასუხოდ ტოვებ :)

 

რადგან თვლი რომ დღეს არსებულ სიტუაციაში კარგად ერკევი, იქნებ მიპასუხო:

 

 

სად და რაზე ვინადირო?

 

 

მეც გავიმეორებ ამ კითხვას სად და რაზე ვინადირო, ისე რომ კანონი არ დაირღვეს?

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ქევხო

ი ლ უ შ ა

 

ამ კითხვაზე ზემო კი გიპასსუხეტ ნაწილობრივ, მაგრამ კიდევ დავაზუსტებ. ისე მე არ ვარ ამ კითხვის ადრესატი :)

 

ჯერ ფუნდამენტალურ საკითხე უნდა ჩამოვყალიბდეთ რა არის ნადირობა - სიამოვნება, სპორტი, გადარჩენისთვის აუცილებლობა, ჰობი, უნდა გადაიხადონ თუ არა თუ აშშ - მერე უფრო გაადვილდება საკითხი -

 

რაც შეეხება კითხვას " სად და რაზე ვინადირო"

სად

1. ფინველებზე ნადირობის რეგულაციები ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.

2. საქართველოს სამონადიროე მეურნეობები"

3. ქვეყნის გარეთ არსებული სამონადირო მეურნეობები.

4. მთავარი - დღეს არსებული ყველაზე დიდი "აუთვისებელი და ათვისებული" "ნიშა" - საქართველოს სანადირო სავარგულები (სატყეოს ტერიტორიები - ალპური და სუპალპური ზონა) - აქ ვხედავ ყველაზე დიდ პოტენციალს - აქ უნდა მოხდეს ნადირობის მენეჯმენტი (კანონმდებლობა, განისაზრვროს საკუთრების და მართვის ფორმა და აშშ) - ამაზე უნდა ვიმუშაოთ (კი იციტ რომ მიდის კანონის მომზადება, ზოგს მოწონს ზოგს არა) ამაზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია, რომ მივიღოტ ის მოცემულობა რაც ერთხელს და სამუდამოდ გადაწყვიტავს არსებულ პრობლემას. მეს მის საკითხი რთულია, რთული მემკვიდრეობა საბჭოტა წარსული და მემკვიდრეობა, ფაქტიურად "უბადიროდ" დარჩენილი ტყე, მაგრამ თუ იქნება ნება, ტამაში და მართვის წესები და აშშ და თუ გაერთიანდება მონადირეთა დიდი საოზგადოება მაშინ შეუძლებელი არაფერია. სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდის შემდგომ დიდი დრო და რესურსი დავკარეთ, ეხლა დაჩქარებული ტემპით უნდა შევძლოთ არსებული რეალობის შეცვლა.

 

რაზე?

ყველაფერზე, რაზეს იქნებას სათანადო დასკვნა, მე სატროფეო ნადირობასაც (თუნდაც წითელი ნუსხის სახეობებზე) ვეთანხმები თუ იქნება სათანადო სიტემა, ანუ შეფასება რამდენის მოკვლა შეიძლება ყოველწლიურად, სად როგორ , მერე თუ იქნება კონტროლის შესაბამისი მექნიზმები, თუ მოხდება ნადირობიდან მიღებული ფულის უკუჩაბუნება სახეობების გასამრავლებლად ან თემის განვიტარებისთვის და აშშშ.

 

ცუდი მემკვიდრეობა გვერგო მაგრამ ეს გასაკეთებლია ჩვენი, საკითხი იმდენად კომპლექსური და რთულია გამიჭირდება ამდენი წერა.

Link to post
Share on other sites

2. საქართველოს სამონადიროე მეურნეობები"

ეს მაინტერესებს ზუსტად. ის მეურნეობები ტერიტორიულად საქართველოს ეკუთვნის, ესე იგი ქართველ ხალხს, ანუ შენც მეც ჩვენს შვილებს და ასე შემდეგ, ვიღაცა ღორმა იხელთა, კანონში შეიტანა, დაიკანონა ტერიტორია, საერთო საკუთრება ერთის გახდა, შემოღობა, იფხანს მუცელს ისე რომ თითი თითზე არ დაუკარებია და მის ახლოს მტრედი რომ მოკლა თუ გაუვიდა გაგსროკავს, ესაა დღეს არსებული მეურნეობა. არ მითხრათ ახლა კერძო საკუთრება და ასე და ისე, ყანა თუ აქვს გლეხს შემოღობილი იმ ყანაში თუ გადავედი ვკითხავ ნაღდად იმიტომ რომ იქ მისი სარჩო და ნაშრომია ხოლო მაგ მეურნეობებში რა მოგახსენოთ შრომის.

Link to post
Share on other sites

ქევხო

ი ლ უ შ ა

 

ისე მე არ ვარ ამ კითხვის ადრესატი :)

 

 

რაც შეეხება კითხვას " სად და რაზე ვინადირო"

სად

1. ფინველებზე ნადირობის რეგულაციები ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.

2. საქართველოს სამონადიროე მეურნეობები"

3. ქვეყნის გარეთ არსებული სამონადირო მეურნეობები.

 

 

რადგან რეგულაციებზე საუბრობ ესეიგი ხარ კითხვის ადრესატიც :)

 

1. არ ვარ "ჩიტირეკია" მხოლოდ ფრინველს ვდიო.

2. რამდენს აქვს საშუალება შევიდეს და ინადიროს მეურნეობებში? ნუ მოვწყდებით დრევანდელ რეალობას.

3. მონადირეები აქაურ მეურნეობებში ვერ შედიან და რა ქვეყნის გარეთ ?? !!

 

საუბარი მაქვს მონადირეების 99%-ზე

 

და კიდევ, ნადირობა სიამოვნებაა, სარჩოს მოპოვება თუ სპორტი - ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია და არა სხვისი !

Link to post
Share on other sites

levani

ქევხო

 

საერთო ჯამში საკმაოდ რთული და ვრცელი ამბავია და აქ ფორუმზე საწერად ცოტა ძნელია. ვამბობ რომ ბევრი პრობლემა და ტანმიმდევრულადაა მოსაგვარებელი. ბევრი საკითხია მაგ. რომელიმე მთიან რეგიონში ვის ეკუთვნის ნადირობაზე უპირატესი უფლება ადგილობრივს თუ ნებისმიერ მოქალაქეს? თემს რა ხეირი და აშშ .

 

სამონადირეო მეურნეობები საქარტველოში კერძო მფლობელობაში არაა - იჯარებითაა გაცემული. სამწუხაროდ არც გამარტული "კომერციული" სახე აქვს ანუ მოგებაზე ვერ მუშსაობენ. უფრო ჰობისთვისაა, რომ ადამიანების ჯგუფმა ინდაიროს პრობლემების გარეშე. ისე ხარჯავენ თავის ფულს (აქვთ მართვის გეგმები და ვალდებულებები), ქირაობენ მცველებს, ზრუნავენ ნადირ ფრინველზე. საკმაოდ შეღრუდულებიც არიან გარკვეული კუტხით

 

ზოგადად ბევრი სამონადირეო უნდა იყოს და ხელმისაწვდომი ფასებიც და უფრო დიდი ტერიტორიებიც.

სსრკსგან განსხვავებით ჩვენ ქვეყანას არც იმდენი რესურსი და ფინანსები აქვს რომ სახელმწიფომ განავითაროს სამონადიროე მეურნეობები ტოტალურად (1-2 საჩვენებელი კიდევ ხომ).

თუ ნადირობა "სიამოვნება" - სხვა სიამოვნებებში ვიხდიტ ამასიც უნდა გადავიხადოთ, რა თქმა უნდა გონივრულ ფარგლებში.

 

ქევხო მესმის შენი და მაგიტომ დავწერე ზემოთ მე-4 პუნქტი - სადაც ჩემი აზრით ყველაზე დიდი რესურსია - ეს მიმართულებაა განსავითარებელი. არის სახეობები რომლებიც სედარებიტ ადვილად მრავლდება და მასზე წვდომა უნდა ქონდეთ მონადირეების დიდ ნაწილს, მოსაკრებელიც აუცილებელი ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს მენეჯმენტზე (დაცვა, არდგენა, დათვლა, კვოტების გამოყოფა და აშშ). ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არაფერი კეტდება და ჩემზე კარგად კი იცი რა მდგომარეობაა --- მაგრამ ხომ უნდა დავიწყოთ. ალბათ დამეთანხმები რომ ზალიან ბევრ ადამიანს ვისაც ტოფი უკავია ელემენტარული საბაზისო ინფორმაცია არ ააქვთ - ეს მიმარტულებაც განსავიტარებელია, როგორც ავტოტრანსპორტის მართავ ნადირობასაც ხომ უნდა ცოდნა რა, სად, როდის და აშშ.

Link to post
Share on other sites

caucasica

 

მე კი ვიცი რაშიც არის პრობლემა, მაგრამ მაგის გამკეთებელი კაცი არ დადის ჯერჯერობით საქართველოში.

 

რომ უყურებს ეს პატიოსანი ხალხი მფარველის მქონე ბრაკონიერს, აზრს ჰკარგავს ყველაფერი.

 

კი ბატონო, დარღვევაზე უნდა შეატყობინოს მაშინვე წესიერმა მეთევზე-მონადირემ შესაბამის ორგანოებს და თუ ექნება საშუალება დოკუმენტურადაც დააფიქსიროს.

 

მაგრამ ეს წესიერი კაცი შედეგების გაგების მერე ყველანაირ ინტერესს ჰკარგავს.

 

აქ რატომ არის ეგ სისტემა გამართული?

იმიტომ რომ მაშინვე მოდის კანონის დამცველი და შენს თვალწინ წააფხოწიალებს ციხეში.

 

მიხვდი რაშია პრობლემა?

 

მანდ კიდევ ადვილი გამოსავალი მოძებნეს.

ა კ რ ძ ა ლ ვ ა ..............

 

მორჩა, მოიშორეს თავიდან პასუხისმგებლობა, აქ თევზაობა არ შეიძლება, აქ თოფს ვერ გაისვრი.

 

აგერ ქევხოს რომ უპასუხე, სანადირო მეურნეობაში ინადირეო.

 

იცი რა ფასები აქვთ, ან ეგეთი ნადირობის დედაც, ბუჩქებიდან მაგათი თანამშრომელი ხელში დაჭერილ ხოხობს რომ გამოაფრენს შენსკენ, ან კიდევ დამწყვდეული ღორის მოკვლა.

 

არიან მასეთი "ნადირობის" კლიენტებიც, მაგრამ ამ ხალხს რას უპირებთ?

 

გამოსავალი აღარ რჩებათ.

 

ან თოფი უნდა დაკიდონ ხალიჩაზე ნერვების მოსაშლელად, ან კიდევ ბრაკონიერები გახდნენ?

Link to post
Share on other sites

ელჩი

ეტყობა გაუგებრად ვწერ :)

მე მაგას ვამბობ რომ ერთ კაცს არ უნდა ველოდოთ. როგორც მანდ, აქაც საზოგადოება უნდა გაითავისოს რომ ეს მათია და ყველა გაერთიანდეს მიზნის მისაღწევად.

 

აი რას ვწერდი ზემოთ პოსტში სად სშიძლება ნადირბა

 

4. მთავარი - დღეს არსებული ყველაზე დიდი "აუთვისებელი და ათვისებული" "ნიშა" - საქართველოს სანადირო სავარგულები (სატყეოს ტერიტორიები - ალპური და სუპალპური ზონა) - აქ ვხედავ ყველაზე დიდ პოტენციალს - აქ უნდა მოხდეს ნადირობის მენეჯმენტი (კანონმდებლობა, განისაზრვროს საკუთრების და მართვის ფორმა და აშშ) - ამაზე უნდა ვიმუშაოთ (კი იცით რომ მიდის კანონის მომზადება, ზოგს მოწონს ზოგს არა) ამაზე უნდა გავაკეთოთ კონცენტრაცია, რომ მივიღოთ ის მოცემულობა რაც ერთხელს და სამუდამოდ გადაწყვიტავს არსებულ პრობლემას. მესმის საკითხი რთულია, რთული მემკვიდრეობა საბჭოტა წარსული და მემკვიდრეობა, ფაქტიურად "უბადიროდ" დარჩენილი ტყე, მაგრამ თუ იქნება ნება, თამაში და მართვის წესები და აშშ და თუ გაერთიანდება მონადირეთა დიდი საოზგადოება მაშინ შეუძლებელი არაფერია. სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდის შემდგომ დიდი დრო და რესურსი დავკარეთ, ეხლა დაჩქარებული ტემპით უნდა შევძლოთ არსებული რეალობის შეცვლა.

 

 

თავს ვერ მოვიტყუებთ და ყველამ ვიცით რომ ყოველს წელს დიდი რაოდენობით "ნადირი" კვდება - ეს 1000 ერთეულზე ბევრად მეტია (იმაზე არ ვამბობ კანონიერად თუ უკანონოდ). ე.ი. არს რესურსი - ბუნება ბოლომდე გამოწურული არაა.

 

ხოდა ჩვენი ძალისხმევა - უნდა მივმართიოთ ისე რომ ეს საკითხი სწორედ იმართოს,სწორ კალაპოტში ჩაჯდეს, მენეჯმენტი მოხდეს და როგორც მანდ ამერიკაში გარკვეული ანაზღაურების შემდეგ შესაძლებელი იყოს კანონიერი ნადირობა, რა თქმა უნდა პირველ წლებში შედარებით მცირე კვოტები იქნება, მერე თუ ნორმალურ რელსებზე შედგება მენეჯმენტი და ადამიანებიც უფრო გათვითცნობიერებული და მოწესრიგებული იქნებიან - მივალთ შედეგამდე.

 

თუ ბორჯომ ხარაგაულში, ლაგოდეხში ნების და სურვილის არსებობით მეტ ნაკლებად დარეგულირდა ეს პრობლემა ესეიგი ჩვენთანაც შესაძლებელია. დამიჯერე ჩვენთვის მფარველიანი ბრაკონიერი არ არსებობს - სხვანაირად არ ვიმუსავებდი საერთოდ. ცვენ რომ საზოგადოების და მონადირეების უფრო მეტი მხარდაჭერა გვქოდნეს (ეხლაც არის სედარებიტ მცირე, მაგრამ ამასაც ნელ ნელ უფრო გავზრდიტ) ბევრად უკეთესი შედგები გვექნება.

 

წამიკითხია სამეცნიერო ლიტერატურა ამერიკაში ნადირობის და ბრკონიერობის 150 წლიანი ისტორია როგორ შეძლეს დღევანდელობამდე მისვლა, რამხელა იყო საზოგადოების ჩარტულობა და ნება... სეუზლებელი არაფერია...

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...