Jump to content
Club-Monadire.Ge

ეკოლოგია-ბუნების(გარემოს) დაცვა.


Recommended Posts

BROWNING

alika-alika

 

უფროსი რეინჯერი მერაბ არევაძე ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში მუშაობდა (მეც ვმუშაობდი 2007 - 2010 წწ) - ნამდვილი პატრიოტი და გამორჩეული ადამიანი იყო.

დეტალებს მის მკვლელობის საქმეზე და "თეთრ ლაქებს" ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ნახავთ: http://netgazeti.ge/news/37510/'>http://netgazeti.ge/news/37510/

გეთანხმებით დიდი ალბათობით "მკვლელების" დაუსჯელობით "მნიშვნელოვანი" პერსონა იქნებოდა დაინტერესებული ალბათ, ტორემ სხვა შემთხვევაში ასეთი დასასრული წარმოუდგენელია, მიტ უფო რომ გარემოს დაცვის სამინისტროდან დიდი მხარდაჭერა და მოტხოვნა სამარტლიან გამოძიებაზე .... მჯერავს ადრე თყ გვიან ყველაფერს ნათელი მოეფინება. დიდება იყოს მერაბის სულის ნამდვილ ქარტულ საქმეს შეეწირა.

 

ამონარიდები ჯურნალისტური გამოძიებიდან:

"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი მერაბ არევაძე 2012 წლის 17 მაისს ცხენის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა არსებობენ მოწმეები და სამხილები, რომლებიც მიუთითებენ, რომ არევაძე ცხენმა კი არა, ორმა ტყვიამ იმსხვერპლა. ჩვენ 18 თვე ვიკვლევდით ამ საკითხს და შევეცადეთ გაგვერკვია, რამ მოკლა რეინჯერი – ცხენის დაჯახებამ თუ ორმა ტყვიამ?"

 

ექსპერტები თავიანთ დასკვნაში ამბობენ, რომ გარდაცვლილი რეინჯერის სხეულზე ვერც ცხენის დაჯახების კვალი იპოვეს და ვერც თმის ღერი. არც თავად ცხენის პატრონი, პატიმარი დავით მჭედლიძე აღიარებს დანაშაულს და არც ცხენს აღენიშნებოდა რაიმე დაზიანება. გამოძიებას არ ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, როგორ მოკლა ბრალდებულმა რეინჯერი. თუმცა, ჯერ გამოძიებამ და შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლომ მთავარ “დამნაშავედ” მაინც ცხენი დაასახელა.

 

რას ამბობს გამოძიება?

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაბის მცხოვრებმა, ყოფილმა პოლიციელმა, 28 წლის დავით მჭედლიძემ მერაბ არევაძე ცხენის დაჯახებით და დღემდე უცნობი ბლაგვი, მკვრივი საგნის გამოყენებით 5-10 წუთში მარტომ მოკლა ისე, რომ მის უკან მომავალ ხუთ კაცს ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის შელაპარაკების ან დაპირისპირების ხმა არ გაუგიათ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ცხედარი მისი ბიძაშვილის, ზაზა მჭედლიძის დახმარებით გადამალა.გამოძიებას არ აქვს დანაშაულის გამოკვეთილი მოტივი. პროკურორ დავით სიმონიას თქმით, ბრალდებულმა დანაშაული მოსალოდნელი ადმინისტრაციული ჯარიმის შიშით ჩაიდინა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ნაკრძალის ტერიტორიაზე თოფის შეტანისთვის ჯარიმა100-200 ლარია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ 2011 წელს გამოცემული ბრძანების მიხედვით კი, ნაკრძალში ირმის მკვლელობისთვის ბრაკონიერს 15 000 ლარის გადახდა ევალება. ბრალდებულს გამოძიებამ ვერ უპოვა ვერც ნანადირევი ხორცი და ვერც სისხლის კვალი იმ ნივთებზე, რომლებიც მას ნაკრძალში თან ჰქონდა. თუ ბრალდებულს არ ჰქონდა ნანადირევი, რა შემთხვევაშიც მას დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა, მაშინ რატომ უნდა მოეკლა 200 ლარის გამო არევაძე, რომელსაც ამ შემთხვევამდეც კარგად იცნობდა?

 

თავად დაკავებული კი სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ნაკრძალში, იმ ადგილზე, სადაც შემდეგ გვამი იპოვეს, იგი მართლაც შეესწრო ჩხუბის ფაქტს. მან შეამჩნია როგორ სცემდა რამდენიმე კაცი ვიღაცას, რომელიც შველას ითხოვდა, თუმცა მისი ვინაობა ვერ გაარჩია. ბრალდებული სასამართლო პროცესებიდან მოყოლებული დღემდე ასახელებს ორ კაცს, გოგი და რამაზ მაღრაძეებს, რომლებიც მან მკვლელობის ღამით ტყეში ჩხუბის ადგილზე ნახა.

 

მჭედლიძის მიერ ხსენებული გოგი მაღრაძე სასამართლო პროცესზე დაკითხეს. მან უარყო მკვლელობის ღამეს ტყეში ყოფნა. მოწმეებად ოჯახის წევრები და მეზობლები დაასახელა. სასამართლო ენდო, ვინაიდან გამოძიებამ დაადგინა, რომ მაღრაძის ტელეფონი “შინ იმყოფებოდა”. სრულად: http://netgazeti.ge/news/37510/

Link to post
Share on other sites
  • Replies 453
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

caucasica   მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.   გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.   ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე,

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობ

Posted Images

ოჯახი რატომ არ აქტიურობს, კარგი ადვოკატი, ბოლობოლო ახალგაზრდა იურისტთა საზოგადოება და ახალი გარემოებების გამო საქმე გადაიხედება.

Link to post
Share on other sites

ტურისტებიდან შემოდის რამე თუ მიზერულია?

 

 

დონორების მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა,

მოკლედ ჩვენი ბიუჯეტი (სახელმწიფო) ძალიან მწირია - მხოლოდ ხელფასებს თუ გაწვდება, 6 წელია გერმანელების მხარდაჭერით შექმნილია კავკასიის ბუნების ფნდი (http://caucasus-naturefund.org/), რომელმაც საქართველოს, სოხეთის და აზერბაიჯანის - ბიომრავალფეროვნებით მდიდარ დაულ ტერიტორები უნდა დააფინანსოს, აზერები თავს იკავებენ, სომხები 2 წელია გააქტიურდნე, ჩვენთან კი 6 წელია აქტიურად თანამშრომლებენ და ჩვენი საერთო ბიუჯეტის 50% მათი ფულია - გვიფინანსებენ საოპერაციო ხარჯებს, ხელფასის დანამატს (მაგ. სახემწიფო ხელფასი რეინჯერის ხელზე ასაღები 380 ლარია, ფონდი გვიმატებს 35 % - ჯამში 480 - 500 ლარი გამოდის), ყიდულობს სატრანსპორტო საშუალებებს და გვეხმარება ინფრასტრუქტურაში. მათ ერთ ერთი დახმარება ბუნების კვლევა მონტორინგს და კონსერვაციას შეეხება, ეხლა ექსპერტი ყავთ დაქირავებული Hartmut Jungius (https://de.wikipedia.org/wiki/Hartmut_Jungius) 2 კვირის წინ მოვიარეთ ნაკრძალი და საინტერესო პროექტები დავგეგმეთ. ჯიხვის აღიცხვის პროექტიც მათი დაფინანსებით დავიწყეთ.

მენეჯმენტის გეგმა ევროკავშირის დახმარებით გავაკეთეთ და აშშ... იმედია მალე პრიორიტეტული გახდება გარემო და დაფინასებაც გაგვერდება.

Link to post
Share on other sites

გაისად კანადელი მეგობრები ჩამოდიან და იქნებ ერთი დღით ვილაშქროთ ლაგოდეხშიც, ვნახოთ..

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ვისი საკუთრება იყო ის ხეები? თუ სხვისი, ის სხვა იურიდიულად მოუგებს. კანონის წინაშე ერიც და ბერიც ერთნი ვართ. თუ საკუთარ ტერიტორიაზე მოჭრა სხვა ამბავია. ამბობს ალეას ვაკეთებთ და სხვებს ვრგავთო.

 

 

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

საქმეც იმაშია ვახტანგ რომ სხვის ტერიტორიაზე მოჭრა უნებართვოდ.

 

თან ამბობს შეშად არ მინდაო და სურათები თუ ნახე, იქ ძმაო დაპობილი შეშა ალაგია და ის გრძელი მორები კიდევ, საფიცრედ არის გამზადებული.

 

ვერავინ ვერ უჩივლებს.

 

ვისა აქვს ორი თავი? :karochera:

Link to post
Share on other sites

მსხვერპლად ქცეული მტაცებლები.

 

http://liberali.ge/articles/view/25470/mskhverplad-qtseuli-mtatseblebi

 

მტაცებელ ფრინველზე ნადირობა საზიზღრობაა თუ მართლა შინაურ ფირნველებზე არაა შეჩვეული ან კიდევ ბაზიერობის მიზნით უთოფოდ ნადირობ, მაგრამ ის კიდევ არა ნაკლები საზიზღრობაა ყველას უფლებებს რომ იცავენ და მონადირის უფლებები ყველას რომ ფეხებზე კიდია, აჭარის მონადირეები ძირითადად ნადირობენ გონიოსა და ქობულეთის მიმდებარე ჭაობებში სადაც ფაქტიურად რამდენიმე წელიწადში ვერც ინადირებენ, აქეთ რომ გამოყვეთ შეკვეთილისკენ იქაც ანალოგიური ემუქრება, ლანჩხუთი–ფოთი უკვე გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად. სად უნდა ვინადიროთ? კარგი ვინც ვადებს არ იცავს და ნუსხაში შეტანილ ფრინველებს ისინი სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ მარა, პატიოსანმა მონადირემ რა ქნას??? !!! გამოვაცხადოთ ბარემ მთელი საქართველო დაცულ ტერიტორიად, ბოდიში და რა გაახურეს საქმე!!! დაცულ ტერიტორიად გამოცხადებას ჯობია მოსაკრებლის თანხა გაათმაგონ და მკაცრად გააკონტროლონ, მიხედონ ნადირ–ფრინველს, აღწერონ წესიერად, ყველა მეორეს რომ თოფი უჭირავს ხელში იცის არ იცის მაგას მიხედონ პირველ რიგში!

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

მონადირის დაწყევლა-შეჩვენება სვეტსკი ტონია უკვე. ისე არ გღებულობენ ''მაღალ საზოგადოებაში''. მწვადის მოყვარული სასტავია თან :alfons:

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

სად არის პატრონი ან ვინ არის ? :( ჟლიტავენ ფარით........

 

წყალწმინდაზე გადავიღე პარასკევს

 

f1b37e138198.jpg

 

 

68b94136242d.jpg[/img]

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ჯერ კიდევ ახალი მოსულები იყვნენ ესენი, პირადში მივწერე, ფეისბუქზე, ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ასე მომწერეს, მადლობაო მაგრამ ოფიციალური წერილი მოიწერეო, სხვა მხრივ არ არის საფუძვლიანი ინფოო :D, მოკლედ სასამართლოებზე უნდა იაროო, საქმე მე გაუკეთო, ვიღაც გადავიმტერო და მაგათ ფული ჩაიტენონ? ეგრე არ გამოვაა...

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ზაზა ხუციშვილი გამხდარა ბუნების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მას მაინც მივაწვდენ ხმას საიდანმე.

Link to post
Share on other sites

ეს არის ზაზა ხუციშვილის ფაეიბუქი და მივწეროთ ყველა მსგავსი ინფორმაციის შესახებ.

 

https://www.facebook.com/profile.php?id=100009512973096&fref=ts

Link to post
Share on other sites

ზაზა ხუციშვილი გამხდარა ბუნების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მას მაინც მივაწვდენ ხმას საიდანმე.

 

 

ეგ კარგი ინფორმაციაა BROWNING, ზაზა მონადირე კაცია.. ერთი და ორი ვერ შექმნის ამინდს, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

გარემოს დაცვის მომართვა კლუბს:

 

გარემოს დაცვის სამინისტრო მოგესალმებით, აღნიშნული ინფორმაცია გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მოგეხსენებათ, დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ახდენენ რეაგირებას გარემოსდაცვით კანონდარღვევებზე, თუმცა ამ მიმართულებით მოსახლეობის ჩართულობა და სამინისტროსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდეს სწრაფი რეაგირება და ადგილზე კანონდარღვევის აღმოფხვრა. შესაბამისად გთხოვთ, როდესაც შეესწრებით გარემოსდაცვით კანონდარღვევას, აუცილებლად დარეკეთ სამინისტროს 24 საათიან ცხელ ხაზზე - 153 (ზარი უფასოა, ირეკება ინდექსის გარეშე).

Link to post
Share on other sites

გარემოს დაცვის მომართვა კლუბს:

 

გარემოს დაცვის სამინისტრო მოგესალმებით, აღნიშნული ინფორმაცია გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მოგეხსენებათ, დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ახდენენ რეაგირებას გარემოსდაცვით კანონდარღვევებზე, თუმცა ამ მიმართულებით მოსახლეობის ჩართულობა და სამინისტროსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოხდეს სწრაფი რეაგირება და ადგილზე კანონდარღვევის აღმოფხვრა. შესაბამისად გთხოვთ, როდესაც შეესწრებით გარემოსდაცვით კანონდარღვევას, აუცილებლად დარეკეთ სამინისტროს 24 საათიან ცხელ ხაზზე - 153 (ზარი უფასოა, ირეკება ინდექსის გარეშე).

 

 

ჩემზე და ჩვენზე მეტად ეგენი დადიან წყალწმინდაზე, მთავარ მაგისტრალზე და ეგენი ხვდებიან და ხვდებოდნენ ამდენი წელი მაგ ფაქტს, ეგეც არ იყოს ტყეში სარბენი და მოსაძებნი, დღისით, მზისით, წლობით მანდ არიან და ჩემი დარეკვა ყოფილა საჭირო რო მაგათმა ეგ ფაქტი აღმოფხვრან, ვაი მაგათ პატრონს! :) :(

Link to post
Share on other sites

დღეს თბილისის ეროვნული პარკის საგურამოს უბანზე ეროვნული პარკის რეინჯერებმა ბრაკონიერის მიმართ დევნის ოპერაცია განახორციელეს.

 

სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, ბრაკონიერი არ დაემორჩილა რეინჯერებს და მათი მისამართით სანადირო თოფიდან გაისროლა, რასაც რეინჯერების მხრიდან საპასუხო გასროლა მოჰყვა. სროლის შედეგად ბრაკონიერი მსუბუქად დაიჭრა.

 

აღსანიშნავია რომ, ზემოთხსენებული პიროვნების მიმართ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ადმინისტრაციული სამართლადართვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

 

წყარო: https://www.facebook.com/protectedareas.ge/

 

ჩვენ რეინჯერებს ხელზე ასაღრები ხელფასი 380 ლარი აქვთ.

მაგრამ ამ ადამინებს თავის ქვეყანა ძალიან უყვართ - სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენ მწვანე საგანძურს.

მრავალი ფაქტი შემიძლია მოგიყვანოთ თავგანწირვის. ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის უფროსი რეინჯერი (მარელისის უბანი) მერაბ არევაზე ბრაკონიერებმა იმსხვერპლეს - http://netgazeti.ge/news/37510/

Link to post
Share on other sites

ექსკლუზიური ინფორმაცია: თბილისის ეროვნულ პარკში ბრაკონიერმა რეინჯერს ესროლა - შემთხვევის დეტალები

21:33 / 08-12-2016

"პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსისთვის" ცნობილი გახდა ექსკლუზიური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის ეროვნულ პარკში ბრაკონიერმა რეინჯერს ესროლა. ამის შესახებ გადაცემის წამყვანმა გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილს დეტალებისთვის კომენტარის გაკეთება სთხოვა.

 

 

http://www.palitratv.ge/yvela-video/palitranews/81356-eqskluziuri-informacia-thbilisshi-brakonierma-reinjers-esrola-shemthkhvevis-detalebi.html

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites

ერთი კარგი ამბავიც, წლებია თბილისის ეროვნულ პარკის ადმინისტრაცია განთავსებული იყო ამორტიზირებულ და სამუშაოდ გამოუსადეგარ შენობაში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს და დონორების მხარდაჭერით ეს საკითხიც მოგვარდება:

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა, აცხადებს ტენდერს ფასთა კოტირების მოწვევა საკონსულტაციო მომსახურებისთვის - თბილისის ეროვნული პარკის ეკო-საგანმანათლებლო ცენტრის და ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტირებისათვის.

გაიგე მეტი ➡ http://bit.ly/2hgvjb5

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...