BROWNING 349 Posted April 12, 2017 Report Share Posted April 12, 2017 მართალია ქევხო, ისე მიდის საქმე რომ კარგი ხარისხის ბოთლის ღვინოს და ზოგადად ყურძენს ფასი დაედება. ამბობენ ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი იკრძალებაო და მაშინ მართლა გაუმჯობესდება ღვინის ხარისხი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 12, 2017 Report Share Posted April 12, 2017 ღვინის სააგენტომ უნდა დაიწყოს ადგილწარმოშობების ტერიტორიული აღწერა, მიკროზონების დადგენა, ჯიშობრივი პოპულაციების დატერიტორიება(სწორი სიტყვაა?) და ყურძნის ხარისხის კრიტერიუმების დადგენა...ამეების მერე უფრო წინ წავალთ. ციტირება Link to post Share on other sites
aftarauli 0 Posted April 12, 2017 Report Share Posted April 12, 2017 (edited) ღვინის სააგენტომ უნდა დაიწყოს ადგილწარმოშობების ტერიტორიული აღწერა, მიკროზონების დადგენა, ჯიშობრივი პოპულაციების დატერიტორიება(სწორი სიტყვაა?) და ყურძნის ხარისხის კრიტერიუმების დადგენა...ამეების მერე უფრო წინ წავალთ. რა თქმა უნდა რაც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას სწორ მიმართულებას მისცემს ძალიან მისასალმებელია. სწორი იყო როცა ღვინის კლუბის დიდი ღვაწლით ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია მოხდა და დღეს უკვე ამ მიმართულებამ თავისი სასიკეთო შედეგი გამოიღო გარკვეული ნიშა დაიკავა. სამწუხაროა რომ დღემდე ღვინის სააგენტომ უნარი ვერ გამოიჩინა სწორი მიმართულება მიეცა საქართველოში მევენახეობა მეღვინეობის განვითარებისათვის. რამდენი ცვლილება შეაქვთ ღვინის კანონმდებლობაში სრულიად უსარგებლო. არადა სულ მარტივად შეუძლიათ გადახიონ ქართული უვარგისი კანონმდებლობა და გადმოთარგმნონ შესაბამისი ევროპული რაგულაცია და დააწესონ ქართულ სივრცეში. ასევე ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად ძალიან მოხერხებულად და ადვილად შეუძლიათ განსაზღვრონ პირველ რიგში საქართველოს მევენახეობა რომელ მევენახეობის ზონას შეიძლება მიეკუთვნოს, შემდეგ განსაზღვრონ /დაადგინონ/ მევენახეობის რეგიონები და ამის შემდეგ დაადგინონ მევენახეობის სპეციფიკური მიკრორეგიონები, რომელიც ასევე შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. მაგრამ რად გინდა ყველაფერი ადგილზე ბუქსაობს და უმნიშვნელოდ დროის დიდი გაჭიანურებით მიიწევს წინ. მე მომსწრე ვარ 2010 ში თუ ახლო პერიოდში როგორ ადგენდნენ სამტრესტი და მევენახეობის ინსტიტუტი მიკროზონებს, მათი მეცნიერება ბოლოს ამ საკითხში მხოლოდ ვაზების დათვლით შემოიფარგლა და არავითარი ხანგძლივი შედეგი არ მოიტანა. Edited April 12, 2017 by aftaraulis zamtara ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 13, 2017 Report Share Posted April 13, 2017 მართალია ქევხო, ისე მიდის საქმე რომ კარგი ხარისხის ბოთლის ღვინოს და ზოგადად ყურძენს ფასი დაედება. ამბობენ ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი იკრძალებაო და მაშინ მართლა გაუმჯობესდება ღვინის ხარისხი. კი, იკრძალება და ეს მართლა ძალიან კარგია. პირველ რიგში კი სახელმწიფოს მიერ უნდა გაკონტროლდეს ბოთლში რა ასხია, ღვინო უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტს! აი მაშინ დაედება ფასი კარგ ღვინოს და გლეხის შრომას. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted April 13, 2017 Report Share Posted April 13, 2017 წარმატებები ვახტანგ, ძალიან გამიხარდა, ხვავი და ბარაქა თქვენს მარანს! ფესტივალზე წელს ღებულობთ მონაწილეობას? თუ იქნება წარმოდგენილი, დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 13, 2017 Report Share Posted April 13, 2017 მართალია. პირველ რიგში კი სახელმწიფოს მიერ უნდა გაკონტროლდეს ბოთლში რა ასხია, ღვინო უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტს! აი მაშინ დაედება ფასი კარგ ღვინოს და გლეხის შრომას. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 13, 2017 Report Share Posted April 13, 2017 მადლობა ილუშა. თუ მშვიდობა გვექნა, ჩემი ძმა გამოიტანს ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნას. იმერულ საოჯახო მარნების სექციაში იქნება. წარმატებები ვახტანგ, ძალიან გამიხარდა, ხვავი და ბარაქა თქვენს მარანს! ფესტივალზე წელს ღებულობთ მონაწილეობას? თუ იქნება წარმოდგენილი, დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 18, 2017 Report Share Posted April 18, 2017 ხეივნის ნახევარს გავცდი ამ უდროობაში. იმათ გვარებს არ დავასახელებ სულ ყინულში და თოვლში რომ არიან და ჩემდა თავად ვიტყვი, წამიღო წვიმამ წყნარ ოკეანეში. რა ჯანდაბაა ეს? ასეთი ზამთარი აქ არ ყოფილა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 18, 2017 Report Share Posted April 18, 2017 წვიმით გვაშინებ ელჩი? გუშინ თოვდა, დღეს -5ია. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted April 20, 2017 Report Share Posted April 20, 2017 მადლობა ილუშა. თუ მშვიდობა გვექნა, ჩემი ძმა გამოიტანს ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნას. იმერულ საოჯახო მარნების სექციაში იქნება. ძალიან კარგი, ვეცდები დავაგემოვნო. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 25, 2017 Report Share Posted April 25, 2017 ავთო რამდენიმე სურათს დავდებ და ბმულსაც. მერე შენ უნდა მირჩიო, ჩემს მარანს რომელი უფრო მოუხდება(ბოთლების, ღვინის ჭურჭლის და სასმისების გამოსაფენად) დეკორაციისთვის(პრაქტიკულადაც). იქნებ სხვებსაც გაქვთ მარნის დეკორაციის თვალსაზრისით რამე საინტერესო ფოტო(წინადადება). https://www.houzz.fr/photos/cave-a-vin ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 27, 2017 Report Share Posted April 27, 2017 (edited) ფრანგებმაც კი მოსინჯეს ღვინის ქვევრში დაყენება. ეს ალზასელი მეღვინეა. http://snarkywine.com/qvevri-winemaking-bannwarth Edited April 27, 2017 by BROWNING ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 27, 2017 Report Share Posted April 27, 2017 გუშინ ქალაქში დავბოდიალობდი და სანერგეში შევიარე. 6 ქოთანი ტარხუნა და 2 ქოთანი წითელი რეჰანი გამოვიყოლე. ავიღე სპეციალური მიწა და ძირდახვრეტილ სათლებში გადავანაწილე. ადრე მქონდა ტარხუნა, ორი წელი გაქაჩა, ახლა ვნახოთ ეს რას იზამს. ამათ ზამთარში გარეთ აღარ დავტოვებ, ის გამიყინა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 27, 2017 Report Share Posted April 27, 2017 BROWNING თაროები ადგილზე ზომის მიხედვით დავაპროექტოთ ვახო. დიზაინი შენ აარჩიე .თუმცა რამოდენიმე არ მომეწონა ფოტოებიდან ნამეტანი გადატვირთულებია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 27, 2017 Report Share Posted April 27, 2017 ამიტომ მინდა პროფესიონალის რჩევა, მე ნული ვარ მაგ ამბავში. ადგილზე ავზომოთ ამ ზაფხულში. BROWNING თაროები ადგილზე ზომის მიხედვით დავაპროექტოთ ვახო. დიზაინი შენ აარჩიე .თუმცა რამოდენიმე არ მომეწონა ფოტოებიდან ნამეტანი გადატვირთულებია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 2, 2017 Report Share Posted May 2, 2017 მოვრჩით ყველანაირი ფორმალობა. ეტიკეტი დაგვრჩა და ბაღდათის მამულების ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნას ბოთლებში იხილავთ ერთ-ორ თვეში. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 2, 2017 Report Share Posted May 2, 2017 http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/166835/1/Gvinis_Degustaciis_Saxelmdzgvanelo.pdf ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 3, 2017 Report Share Posted May 3, 2017 http://vinoge.com/degustacia/axali-Rvinis-festivali-2017-Si-monawile-saojaxo-marnebi-degustaciis-Sedegebi-cnobilia ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 3, 2017 Report Share Posted May 3, 2017 ავთოს მოუსწრია დადება . 15. მალხაზ და ვახტანგ მშვილდაძეები ბაღდათის მამულები ბაღდათი ღვინო: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა ოფიციალური მხარე დავამთავრეთ. ეტიკეტი დაგვრჩა და ივლისში ჩამოისხმება ბოთლებში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 3, 2017 Report Share Posted May 3, 2017 ავთოს მოუსწრია დადება . 15. მალხაზ და ვახტანგ მშვილდაძეები ბაღდათის მამულები ბაღდათი ღვინო: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა ოფიციალური მხარე დავამთავრეთ. ეტიკეტი დაგვრჩა და ივლისში ჩამოისხმება ბოთლებში. ყოჩაღ, ყოჩაღ ლომებო!!! წარმატებები!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 4, 2017 Report Share Posted May 4, 2017 ქართული ღვინო მსოფლიოს საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში მოხვდა. ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა - Esquire მსოფლიოს საუკეთესო ნატურალურ ღვინოებს შორის ქართული ღვინო "თავკვერი" დაასახელა. ჟურნალის მაისის ნომერიში გამოქვეყნებულ რეიტინგში ის ნატურალური ღვინოები მოხვდა, რომელთა ფასიც 40 ამერიკულ დოლარს აღემატება. ამერიკულმა ჟურნალმა ქართული ღვინოებიდან ამერიკელი მეღვინის, ჯონ ვურდემანის მიერ შექმნილი კომპანია „ხოხბის ცრემლების" წარმოებული წითელი მშრალი ღვინო „თავკვერი" (2013 წლის მოსავალი) გამოარჩია. აღნიშნული ღვინის სიმაგრეა 12%. ამ სახეობის ღვინოს აწარმოებენ ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან, რომელიც შიდა ქართლში გვხვდება. "მსუბუქი წითელი "თავკვერი" თიხის ჭურჭელშია დამზადებული, რომელსაც ფუტკრის ცვილით ფარავენ და მიწაში დებენ", - ვკითხულობთ სტატიაში. ქართული ღვინის გარდა, ჟურნალის სიაში შევიდა ნატურალური ღვინოები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, იტალიიდან და აშშ-დან. https://allwine.ge/ka/blog/msoflios-sauketeso-naturaluri-rvinoebis-ateulsi-qartuli-rvinoc-sevida_0/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 15, 2017 Report Share Posted May 15, 2017 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვა უცხოელზე უნდა აიკრძალოს. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი. იჯარა კი, ისიც გარკვეული პირობების დაცვით. დაუმუშავებელ მიწებზე წესით დიდი ბაჟი უნდა დააწესოს მთავრობამ. 80% საკვებისა იმპორტზე მოდის, ეს არანორმალური პროცენტია. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted May 16, 2017 Report Share Posted May 16, 2017 მოვრჩით ყველანაირი ფორმალობა. ეტიკეტი დაგვრჩა და ბაღდათის მამულების ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნას ბოთლებში იხილავთ ერთ-ორ თვეში. ძაან მაგარია, წარმატებები. ფესტივალზე ვიყავი იმერულ სექციაში ცოტა გვიან მომიწია მისვლა, სამ-ოთხ კაცს ვუთხარი და ბაღდათიდან ორი კაცი მონაწილეობსო, იმათთან მივედი ავუხსენი და არ ვიცითო, თან ბავშვი მახლდა და კარგადაც ვერ მოვძებნე ეტყობა, მერე სურათები რო ვნახე აქ, გული დამწყდა, მარა არა უშავს, მთავარია წინ მიდის თქვენი საქმე . წარმატებები! ბაღდათში ყინვა არ შეგხებიათ წელს ხო? გურიაში აპრილის ბოლოს ისე მოყინა ჩემი ვენახი ლამის გული ავიცრუე, მარა ისევ მოვიკრიბე ძალა , ვნახოთ რა გამომივა მომავალში. გორშიც ძლიერი ყინვა იყო მაგ დღეს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 17, 2017 Report Share Posted August 17, 2017 აბა ბიჭებო, ვისაც კარგი ქვევრის ღვინო გაქვთ... ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი. http://vinoge.com/degustacia/qvevris-Rvinis-pirveli-saerTaSoriso-konkursi ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 17, 2017 Report Share Posted August 17, 2017 მარნის რამე-რუმეები. https://vinumdesign.com/fr/boutique/categorie/caves-a-vin/ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.