Jump to content
Club-Monadire.Ge

სოფლის მეურნეობა


Recommended Posts

მართალია ქევხო, ისე მიდის საქმე რომ კარგი ხარისხის ბოთლის ღვინოს და ზოგადად ყურძენს ფასი დაედება. ამბობენ ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი იკრძალებაო და მაშინ მართლა გაუმჯობესდება ღვინის ხარისხი.

Link to post
Share on other sites
  • Replies 496
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თ

ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია.

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Posted Images

ღვინის სააგენტომ უნდა დაიწყოს ადგილწარმოშობების ტერიტორიული აღწერა, მიკროზონების დადგენა, ჯიშობრივი პოპულაციების დატერიტორიება(სწორი სიტყვაა?) და ყურძნის ხარისხის კრიტერიუმების დადგენა...ამეების მერე უფრო წინ წავალთ.

Link to post
Share on other sites

ღვინის სააგენტომ უნდა დაიწყოს ადგილწარმოშობების ტერიტორიული აღწერა, მიკროზონების დადგენა, ჯიშობრივი პოპულაციების დატერიტორიება(სწორი სიტყვაა?) და ყურძნის ხარისხის კრიტერიუმების დადგენა...ამეების მერე უფრო წინ წავალთ.

რა თქმა უნდა რაც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას სწორ მიმართულებას მისცემს ძალიან მისასალმებელია. სწორი იყო როცა ღვინის კლუბის დიდი ღვაწლით ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია მოხდა და დღეს უკვე ამ მიმართულებამ თავისი სასიკეთო შედეგი გამოიღო გარკვეული ნიშა დაიკავა. სამწუხაროა რომ დღემდე ღვინის სააგენტომ უნარი ვერ გამოიჩინა სწორი მიმართულება მიეცა საქართველოში მევენახეობა მეღვინეობის განვითარებისათვის. რამდენი ცვლილება შეაქვთ ღვინის კანონმდებლობაში სრულიად უსარგებლო. არადა სულ მარტივად შეუძლიათ გადახიონ ქართული უვარგისი კანონმდებლობა და გადმოთარგმნონ შესაბამისი ევროპული რაგულაცია და დააწესონ ქართულ სივრცეში. ასევე ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად ძალიან მოხერხებულად და ადვილად შეუძლიათ განსაზღვრონ პირველ რიგში საქართველოს მევენახეობა რომელ მევენახეობის ზონას შეიძლება მიეკუთვნოს, შემდეგ განსაზღვრონ /დაადგინონ/ მევენახეობის რეგიონები და ამის შემდეგ დაადგინონ მევენახეობის სპეციფიკური მიკრორეგიონები, რომელიც ასევე შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. მაგრამ რად გინდა ყველაფერი ადგილზე ბუქსაობს და უმნიშვნელოდ დროის დიდი გაჭიანურებით მიიწევს წინ. მე მომსწრე ვარ 2010 ში თუ ახლო პერიოდში როგორ ადგენდნენ სამტრესტი და მევენახეობის ინსტიტუტი მიკროზონებს, მათი მეცნიერება ბოლოს ამ საკითხში მხოლოდ ვაზების დათვლით შემოიფარგლა და არავითარი ხანგძლივი შედეგი არ მოიტანა.

Edited by aftaraulis zamtara
Link to post
Share on other sites

მართალია ქევხო, ისე მიდის საქმე რომ კარგი ხარისხის ბოთლის ღვინოს და ზოგადად ყურძენს ფასი დაედება. ამბობენ ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი იკრძალებაო და მაშინ მართლა გაუმჯობესდება ღვინის ხარისხი.

 

კი, იკრძალება და ეს მართლა ძალიან კარგია. პირველ რიგში კი სახელმწიფოს მიერ უნდა გაკონტროლდეს ბოთლში რა ასხია, ღვინო უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტს! აი მაშინ დაედება ფასი კარგ ღვინოს და გლეხის შრომას.

Link to post
Share on other sites

წარმატებები ვახტანგ, ძალიან გამიხარდა, ხვავი და ბარაქა თქვენს მარანს!

 

ფესტივალზე წელს ღებულობთ მონაწილეობას? თუ იქნება წარმოდგენილი, დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ. :)

Link to post
Share on other sites

მართალია.

 

 

პირველ რიგში კი სახელმწიფოს მიერ უნდა გაკონტროლდეს ბოთლში რა ასხია, ღვინო უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტს! აი მაშინ დაედება ფასი კარგ ღვინოს და გლეხის შრომას.

Link to post
Share on other sites

მადლობა ილუშა. თუ მშვიდობა გვექნა, ჩემი ძმა გამოიტანს ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნას. იმერულ საოჯახო მარნების სექციაში იქნება.

 

 

 

წარმატებები ვახტანგ, ძალიან გამიხარდა, ხვავი და ბარაქა თქვენს მარანს!

 

ფესტივალზე წელს ღებულობთ მონაწილეობას? თუ იქნება წარმოდგენილი, დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ. :)

Link to post
Share on other sites

ხეივნის ნახევარს გავცდი ამ უდროობაში.

 

იმათ გვარებს არ დავასახელებ სულ ყინულში და თოვლში რომ არიან და ჩემდა თავად ვიტყვი, წამიღო წვიმამ წყნარ ოკეანეში.

 

რა ჯანდაბაა ეს?

 

ასეთი ზამთარი აქ არ ყოფილა.

Link to post
Share on other sites

მადლობა ილუშა. თუ მშვიდობა გვექნა, ჩემი ძმა გამოიტანს ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნას. იმერულ საოჯახო მარნების სექციაში იქნება.

 

 

ძალიან კარგი, ვეცდები დავაგემოვნო.

Link to post
Share on other sites

ავთო რამდენიმე სურათს დავდებ და ბმულსაც. მერე შენ უნდა მირჩიო, ჩემს მარანს რომელი უფრო მოუხდება(ბოთლების, ღვინის ჭურჭლის და სასმისების გამოსაფენად) დეკორაციისთვის(პრაქტიკულადაც). იქნებ სხვებსაც გაქვთ მარნის დეკორაციის თვალსაზრისით რამე საინტერესო ფოტო(წინადადება).

 

https://www.houzz.fr/photos/cave-a-vin

post-3-0-51132200-1493133236_thumb.jpg

post-3-0-03997000-1493133238_thumb.jpg

post-3-0-27191300-1493133239_thumb.jpg

post-3-0-29877400-1493133240_thumb.jpg

post-3-0-21910700-1493133241_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ფრანგებმაც კი მოსინჯეს ღვინის ქვევრში დაყენება. ეს ალზასელი მეღვინეა.

 

http://snarkywine.com/qvevri-winemaking-bannwarth

Edited by BROWNING
Link to post
Share on other sites

გუშინ ქალაქში დავბოდიალობდი და სანერგეში შევიარე.

 

6 ქოთანი ტარხუნა და 2 ქოთანი წითელი რეჰანი გამოვიყოლე.

 

ავიღე სპეციალური მიწა და ძირდახვრეტილ სათლებში გადავანაწილე.

 

ადრე მქონდა ტარხუნა, ორი წელი გაქაჩა, ახლა ვნახოთ ეს რას იზამს.

 

ამათ ზამთარში გარეთ აღარ დავტოვებ, ის გამიყინა.

Link to post
Share on other sites

BROWNING

თაროები ადგილზე ზომის მიხედვით დავაპროექტოთ ვახო. დიზაინი შენ აარჩიე .თუმცა რამოდენიმე არ მომეწონა ფოტოებიდან ნამეტანი გადატვირთულებია.

Link to post
Share on other sites

ამიტომ მინდა პროფესიონალის რჩევა, მე ნული ვარ მაგ ამბავში. ადგილზე ავზომოთ ამ ზაფხულში.

 

 

BROWNING

თაროები ადგილზე ზომის მიხედვით დავაპროექტოთ ვახო. დიზაინი შენ აარჩიე .თუმცა რამოდენიმე არ მომეწონა ფოტოებიდან ნამეტანი გადატვირთულებია.

Link to post
Share on other sites

მოვრჩით ყველანაირი ფორმალობა. ეტიკეტი დაგვრჩა და ბაღდათის მამულების ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნას ბოთლებში იხილავთ ერთ-ორ თვეში.

Link to post
Share on other sites

ავთოს მოუსწრია დადება :hi: .

 

 

15. მალხაზ და ვახტანგ მშვილდაძეები

ბაღდათის მამულები

ბაღდათი

ღვინო: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა

 

ოფიციალური მხარე დავამთავრეთ. ეტიკეტი დაგვრჩა და ივლისში ჩამოისხმება ბოთლებში.

Link to post
Share on other sites

ავთოს მოუსწრია დადება :hi: .

 

 

15. მალხაზ და ვახტანგ მშვილდაძეები

ბაღდათის მამულები

ბაღდათი

ღვინო: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა

 

ოფიციალური მხარე დავამთავრეთ. ეტიკეტი დაგვრჩა და ივლისში ჩამოისხმება ბოთლებში.

 

ყოჩაღ, ყოჩაღ ლომებო!!!

წარმატებები!!! :hi:

Link to post
Share on other sites

ქართული ღვინო მსოფლიოს საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში მოხვდა.

 

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა - Esquire მსოფლიოს საუკეთესო ნატურალურ ღვინოებს შორის ქართული ღვინო "თავკვერი" დაასახელა. ჟურნალის მაისის ნომერიში გამოქვეყნებულ რეიტინგში ის ნატურალური ღვინოები მოხვდა, რომელთა ფასიც 40 ამერიკულ დოლარს აღემატება.

 

ამერიკულმა ჟურნალმა ქართული ღვინოებიდან ამერიკელი მეღვინის, ჯონ ვურდემანის მიერ შექმნილი კომპანია „ხოხბის ცრემლების" წარმოებული წითელი მშრალი ღვინო „თავკვერი" (2013 წლის მოსავალი) გამოარჩია. აღნიშნული ღვინის სიმაგრეა 12%. ამ სახეობის ღვინოს აწარმოებენ ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან, რომელიც შიდა ქართლში გვხვდება.

 

"მსუბუქი წითელი "თავკვერი" თიხის ჭურჭელშია დამზადებული, რომელსაც ფუტკრის ცვილით ფარავენ და მიწაში დებენ", - ვკითხულობთ სტატიაში.

 

ქართული ღვინის გარდა, ჟურნალის სიაში შევიდა ნატურალური ღვინოები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, იტალიიდან და აშშ-დან.

 

https://allwine.ge/ka/blog/msoflios-sauketeso-naturaluri-rvinoebis-ateulsi-qartuli-rvinoc-sevida_0/

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გაყიდვა უცხოელზე უნდა აიკრძალოს. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი. იჯარა კი, ისიც გარკვეული პირობების დაცვით.

 

დაუმუშავებელ მიწებზე წესით დიდი ბაჟი უნდა დააწესოს მთავრობამ. 80% საკვებისა იმპორტზე მოდის, ეს არანორმალური პროცენტია.

Link to post
Share on other sites

მოვრჩით ყველანაირი ფორმალობა. ეტიკეტი დაგვრჩა და ბაღდათის მამულების ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნას ბოთლებში იხილავთ ერთ-ორ თვეში.

 

 

 

ძაან მაგარია, წარმატებები. ფესტივალზე ვიყავი იმერულ სექციაში ცოტა გვიან მომიწია მისვლა, სამ-ოთხ კაცს ვუთხარი და ბაღდათიდან ორი კაცი მონაწილეობსო, იმათთან მივედი ავუხსენი და არ ვიცითო, თან ბავშვი მახლდა და კარგადაც ვერ მოვძებნე ეტყობა, მერე სურათები რო ვნახე აქ, გული დამწყდა, მარა არა უშავს, მთავარია წინ მიდის თქვენი საქმე :yes:. წარმატებები!

 

ბაღდათში ყინვა არ შეგხებიათ წელს ხო? გურიაში აპრილის ბოლოს ისე მოყინა ჩემი ვენახი ლამის გული ავიცრუე, მარა ისევ მოვიკრიბე ძალა :), ვნახოთ რა გამომივა მომავალში. გორშიც ძლიერი ყინვა იყო მაგ დღეს.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

აბა ბიჭებო, ვისაც კარგი ქვევრის ღვინო გაქვთ...

 

 

ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი.

 

http://vinoge.com/degustacia/qvevris-Rvinis-pirveli-saerTaSoriso-konkursi

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...