Jump to content
Club-Monadire.Ge

სოფლის მეურნეობა


Recommended Posts

ქევხო, ყოველ წელს ერთიდაიგივე გამოწვევის წინაშე დგას კახელი მევენახე. ჩემი აზრით მაქედან ერთი კაი გამოსავალია. კარგი მევენახეები შეიკრან და კოოპერატივები შექმნან და დაიწყონ თავად ღვინის ჩამოსხმა. მოგებაც მეტი ექნებათ და ამ ვამპირ ქარხნებზეც არ იქნებიან მიბმულნი. მათ შედეგს სხვებიც დაინახავს და საქმე წინ წავა. ყურძნის გაყიდვა ყველა ქვეყანაში წამგებიანია, ყველა ღვინის თავად ჩამიოსხმას ცდილობს. ესაა რომ სახელმწიფომ მასეთ კოოპერატივებს გრძელვადიანი სესხები უნდა მისცეს, უპროცენტოდ ან დაბალი პროცენტით. ღვინის გასაღების პრობლემა არ იქნება თუ ღვინო ხარისხიანი იქნა.

 

 

BROWNING

 

აქ გაჩერებულია რთველი. ახლა რქაწითელი 1 ლარიო და საფერავი 1-50. არადა 2 დღის წინ 2,30-ს იხდიდნენ, როგორც ყოველთვის მოაწყეს სხადნიაკი კომპანიებმა და დასწიეს ფასი. ყურძენი ცოტაა, საფერავზე მოთხოვნა 3-ჯერ მეტია ვიდრე მოსავალი, მარა ქარხნები ჩათლახობენ ისევ. ხალხი ჯერ არ კრეფს და არ აბარებს ამ ფასში. მთავრობა არ ერევა ფასებში, კომპანიები კი ისევ გლეხს ტისკავენ და ხელს მთავრობისკენ იშვერენ - ფასი მათ დაგვაწევინესო, კაიფობ?

Link to post
Share on other sites
  • Replies 496
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თ

ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია.

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Posted Images

BROWNING

 

გეთანხმები სრულიად, ქართული სოფლის მეურნეობის ხსნის გზაა კოოპერატივები, რამდენი წელი უნდა გავიდეს რომ ეს შევიდეს ჩვენს თავში? გაუნათლებლობაზე დიდი პრობლემა არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

არაა მასე საქმე თქვენ რომ მსჯელობთ.

 

და არც გაუნათლებლობაშია ბატონო თორნიკე პრობლემა.

 

პრობლემა სახელმწიფოს დამოკიდებულებაა რეგიონის სტარეტიული დარგების მიმართ, რას ქვია არ ერევი ფასების კორექციაში, ან რას ნიშნავს ბაზარი დაარეგულირებს?? ვთქვათ გაუნათლებელი ვარ და ამისხნას ვინმემ იქნება - ბაზარია ის 34 კომპანია რომლებიც სხადნიაკს აწყობენ და ფასებს ადგენენ??? ეგრეა?

 

ნაფიქრი მაქვს მინი წარმოება, გრძელვადიანი შეღავათიანი სესხის იმ თანხის საგარანტიო უზრუნველყოფას ვერ გავაკეთებ რაც სჭირდება მაგ საქმეს. და ვერც ღვინოს ვერ გავიტან მე დამოუკიდებლად - აი ესაა პრობლემა. ვთქვათ და შეკრეს კოოპერატივი რამდენიმე მსხვილმა მევენახემ და მოქოქეს ეგ საქმე, მერე? დაძრავენ კახეთში მოსული მოსავლის თუნდაც 20 %? - ვერა !

 

ახლა რომ არჩევნები ჩაატარო, მთავრობა პირწმინდად წააგებს, კარგად იცის გლეხმა რა და როგორ არის და აღარაა ადვილი მისი დაბოლება.

Link to post
Share on other sites

კოოპერატივები უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი რომ ბაზარზე მეტი მოთამაშე იყოს და ნაკლები შანსი მონოპოლისაა და ე.წ. კარტელური გარიგებებისა. შეურწყოფას არავის ვაყენებ და არც არავის მივაყენებ, მე ჩვენი ერის თვისება არ მომწონს, ოღონდ იოლად გამოვიდეს და არ დაეძებს დანაკარგს. სახელმწიფოს რაც მოთხოვ, როცა თალიბანი ადამიანი ჰგონიათ და სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრები ხვნა-თესვიდან მოსავლის აღებამდე იცვლებიან. ხალხში უნდა იყოს მთავრობაში მოსახვედრი კადრები ბევრი რომ ის არ მივიღოთ რაც ახლა გვაქვს. ტყუილი ნათქვამი არაა - რაც ხალხია ის მთავრობა. კარგ მუშა კოოპერატივს შეუძლია მშვენივრად მუშაობა ჩვენს პირობებში, ჯერ კიდევ სანამ მართლა თანამედროვე მტაცებლური ეკონომიკა არ მოწყობილა. რაც დრო გავა ყველა ოპერაცია გართულდება რაც ეკონომიკას უკავშირდება.

Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილი

 

რაც დავწერე ამაზე მეტს აქ ვერ დავწერ, დარწმუნებული ვარ არ იცი რეალურად რა ხდება.

 

ვიცი ისეთი ხალხი ვისაც უნდა მეტის გადახდა და ვერ იხდის, რატომ? როგორ, მე ვიცი და ვინც საჭიროა იმან არა???

Link to post
Share on other sites

იმიტომ რომ ანტიმონოპოლიური სამსახური გააუქმეს, კონტროლი არაა ბაზარზე საქმიანობის, თავები რიგდებიან ერთმანეთში და ამჟამად ყაბულს არიან იმ წილზე რაც ხვდებათ. შეიძლება კონკრეტულად მევენახეობაში არ ვიცოდე ზედმიწევნით რა ხდება, მაგრამ ეკონომიკის პრინციპები ყველგან ერთნაირად მუშაობს.

Link to post
Share on other sites

ქევხო მთლად ვერ დაგეთანხმები. უკვე არიან პატარა მარნები კახეთში ვისაც უცხოეთში გააქვს ღვინო და მოთხოვნას ვერ აუდიან. ბევრი ასეთი კოოპერატივი უნდა შეიქმნას. თორემ მტელი ცხოვრება ვამპირ ქარხანაზე მიბმული ხომ ვერ იქნები. მეორეცაა, ყურძნის ხარისხი და შესაბამისად ღვინის ხარისხი ძალიან მაღალი უნდა იყოს, ჩვენი გლეხები ჯერ ვერ აცნობიერებენ ბოლომდე ამას.

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

მარალი ხარისხის ღვინო რომ დააყენო და მარანი მოაწყო საკმაოდ სერიოზული თანხა ჯდება, მიუხედავად იმისა 2 ტონას დააყენებ თუ 20-ს.

 

ასწია ფასმა - 2,40-ს იხდიან უკვე. წუხელ დაბომბა სეტყვამ რამდენიმე სოფელი

Link to post
Share on other sites

იანვრიდან რესტორნებში ღვინის ხარისხის კონტროლი მკაცრდებაო. კარგი იქნება თორემ როდესმე ხომ უნდა დაედოს ნორმალური ფასი კარგ ღვინოს. ჭაჭის კონტროლსაც იწყებენ მგონი მარნებში. თუ ასე სერიოზულად დადგნენ ღვინის ხარისხის სადარაჯოზე, გაისად შეიძლება სუბსიდია საერთოდ არ დაჭირდეს ყურძენს.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

12 ლარს ურტყმასო ალექსანდროული და მუჯურეთული, საგანგებო მდგომარეობა გეგონება ისე ამოწმებენო ყურძნის ჩაბარებას. კარგია, ღვინის ხარისხი მოიგებს. ნეტავ ეს რესტორნებიც გაწმინდონ ამ შვლაპი ღვინოებისგან. ჭაჭაზე კონტროლი უნდა დაწესდეს.

 

 

ქევხო, რა ხდება რთველის შედეგებზე კახეთში, კმაყოფილია ხალხი?

Link to post
Share on other sites

შირაქის მორწყვას რომ მოევლებოდეს, კახეთი მართლა ამოისუნთქავს სოფლის მეურნეობის ამბავში.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

3 კვირაა ამ საქმით დავკავდი. დაგროვებული თეორიული ცოდნის წყალობით გავრისკე დამეწყო .ძალიან რთული საქმე გამოდგა,დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს,თავისთავად გონებრივსაც. ჯერჯერობით ყველა საჭირო პროცესი დამაკმაყოფილებლად მიდის. ველოდები შედეგებს.

 

 

 

04af5f9cbea0.jpg

 

638909e59661.jpg

 

4ce821b79310.jpg

 

b00d34bcc218.jpg

 

d89d982d26a1.jpg

 

f3d271f4556a.jpg

 

ab1b01735dd2.jpg

 

39f21ab4182f.jpg

Link to post
Share on other sites

ავთო რა არის ეს, ვერ მივხვდი რა დევს ცელოფნის პარკებში? :scratchchin:

კალამახა სოკოს სათბურია. აი ასე იქნება 20 დღეში.

 

 

a02b73341e5e.jpg

Link to post
Share on other sites

კარგი რამე გაგიკეთებია ავთია მაგარია წარმატებებს გისურვებ :hi: .

საიტიც არის კალმახა სოკოსთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციებს იძლევიან მეც მინდოდა გაკეთება მარა ვეღარ მოვაბი თავი.

Link to post
Share on other sites

წარმატებები ავთო! შედეგიც კარგი იქნება დარწმუნებული ვარ. :yes: :yes: მეც მაქვს გეგმაში, იქნება მოვაბა თავი მომავალში.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...