davit 1 Posted May 29, 2012 Report Share Posted May 29, 2012 საინტერესო ვიდეოები ვნახე და აბა იქნებ გამოგვადგეს ეს ძალიან მარტივია მგონი აბა ნახეთ.... არც ამის გაკეთება იქნება ძნელი კალაპოტია მთავარი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 30, 2012 Report Share Posted May 30, 2012 სანადირო სეზონი ახლოვდება... ვისაც მასალა აქვს ალბათ საფანტის ჩამოსხმას არ დაზარდება. ვგონებ უადგილო არ იქნება ჩემი ძველი პოსტების აქ თავმოყრა ჩემი პრაქტიკიდან: რამდენჯერმე გადადნობით ტყვია უფრო მყიფე ხდება. ამიტომ ერთჯერ გადადნობა საკმარისია. ამ გადადნობის დროს მაქსიმალურად უნდა მოვაცალოთ მინარევები(ადუღებული თავზე მოიყენებს ხოლმე). გარდა წმენდისა მინარევების მოცლას ის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩამოსხმისას არ იჭედება ნახვრეტებში(ეს უარყოფითი მოვლენა განსაკუთრებით თვალშისაცემია წვრილი საფანტის ჩამოსხმისას). აკუმულატორის ტყვიის შესახებ მოარული ხმები ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება. ხაზს ვუსვამ ნაწილობრივ. საქმე იმაში გახლავთ, რომ აკუმულატორში(თავებში და ფირფიტებში) გარდა ტყვიისა არის კიდევ ბერვი მინარევი(მაგ ბაბიტი), რომლებიც გადადუღებითაც კი არ განცალკევდება მისგან. ისინი ამსუბუქებენ მასალას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზომიერი დოზით ასებობისას ისინი ავნებენ საფანტს. პირიქით, ე.წ. ,,მასკოვსკი" საფანტში(ჩემს ჯეელობაში იშოვებოდა) სპეციალურად იყო შერეული ბაბიტი, რამეთუ მიენიჭებინა მისთვის დამატებითი სიმაგრე. გარდა ამისა საფანტის ქარხნული წარმოების თანამედროვე მეთოდი იცნობს საფანტის მოთუთიებასა და სპილენძის საფარით დაფარვას(უმეტესად მსხვილში). ეს საფანტს ჭრას უზრდის. რაც შეეხება კაბელის ტყვიას, ის უფრო სუფთაა მინარევებისაგან და შესაბამისად რბილია. თუ შეადარებ ორი ერთნაირი დიამეტრის ტყვიის ბურთულის წონას, რომელთაგან ერთი კაბელიდანაა დამზადებული, ხოლო მეორე აკუმულატორიდან, დაინახავ რომ კაბელიდან დამზადებული უფრო მძიმეა. ეს მისი ,,სისუფთავითაა" განპირობებული. საფანტისათვის მასალა პროპორციით- ერთი წილი კაბელის ტყვია+ერთი წილი აკუმულატორის ტყვია არის საუკეთესო. პრაქტიკაში აპრობირებულ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: საფანტის ჩამოსხმისას(ანთებული საწვავის პირობებში) ტყვიის ჭურჭელში მასალის ჩამატება შესაძლებელია საფანტის ხარისხის გაუარესების გარეშე, კერძოდ, დახვრეტილ ჭურჭელს ზემოთ მხარეს(დაახლოებით შუაში) ვუკეთებ ბადის ფორმის ძირს. ტყვიის ჭურჭლის შუა ნაწილში ვაკეთებ 4-6 ჰორიზონტალურ ნახვრეტს, რომლებშიც ვუყრი დაახლოებით 6მმ-იანი დიამეტრის მავთულებს ისე, რომ დახვრეტილ ჭურჭელზე ზემოდან დახედვისას მას ქონდეს ბადის ფორმა. ამ ბადეში სადნობი ტყვიის ნაჭრები არ უნდა გაძვრეს. ქვემოთ კი დამდნარი ტყვია მიედინება ... ასეთი ჭურჭლის ცეცხლზე გაცხელებისას ქვემოთ დამდნარი ტყვია რჩება, ხოლო ზემოთ კი დასადნობი. როგორც მოგეხსენებათ, გაცხელებისას სადნობი ტყვია ერთიანად არ დნება, არამედ, ნელ-ნელა ჩამოიღვენთება, სწორედ ამ დროს ერევა ახალი ნაჭრიდან თხევადი ტყვია ქვედა თხევად ტყვიას, ამიტომ ქვემოთ ჩამოსხმის მთელი პროცესის განმავლობაში სულ დამდნარია, ხოლო ზემოთ(ბადეზე) კი უპრობლემოდ შეგვიძლია დავამატოთ ნაჭრები კიდევ და კიდევ. თუ ბადის ზემოთა მხარე მუდამ პირამდე იქნება სავსე ტყვიის ნაჭრებით და ცეცხლიც მთელი პროცესის განმავლობაში თანაბარია, ასეთ პირობებში თხევადი ტყვიის დონე სულ ერთნაირია სახდელ ჭურჭელში(დამდნარი ტყვიის თანაბარი დონე ხელს უწყობს საფანტის ერთნაირ დიამეტრს). ამ მეთოდის გამოყენება არ ითხოვს ცეცხლის ქრობასა და ახლიდან ანთებას ტყვიის ჭურჭლის ყოველი დაცლის დროს. საწვავის ეკონომიაც სახეზეა დამერწმუნეთ... რაც შეეხება ფინდიხის(კარტეჟი) დამზადების კუსტარულ ტექნიკას: თუკი გააბრტყელებ, მერე ჩაქუჩით ან სხვა ინსტრუმენტით დაამრგვალებ, მაგ შემთხვევაში მეტია შანსი ბურთულაში ჰაერის ,,ბალიში" დარჩეს. უმჯობესია ტყვიას გადადნობა-გასუფთავებისას მისცე მრგვალი და გრძელი ფორმა(ისევე როგორც მაგ. ფანქარს). მერე იმხელა ჩამოჭრა ამ ,,ტყვიის ფანქარზე", რამდენიც თითო მარცვალისათვისაა საჭირო(თითოეული ზომის ფინდიხის წონა ყოველთვის იყო ცნობილი). დანარჩენი ,,ტაბურეტკის" პრინციპით უნდა გაკეთდეს, ოღონდ ერთი დამატებით სამრგვალებელი ზედაპირი(რაზეც ხდება დამრგვალება) უნდა თბებოდეს ან დენის ,,პლიტაზე" ან შეშის ღუმელზე. ეს ერთიორად აადვილებს პროცედურას. ამიტომ ეძახიან ასეთ მარცვლებს ,,დაკატავებულს" ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 30, 2012 Report Share Posted May 30, 2012 საინტერესო ვიდეოები ვნახე და აბა იქნებ გამოგვადგეს მემგონი იყო აქ შესაბამისი ტემა და ვერ ვნახე გადაიტანეთ თუ მოგეწონებათ ეს ძალიან მარტივია მგონი აბა ნახეთ.... მომკალით და ვერ გავიგე, ამ ყალიბიდან გაცივების შემდეგ გამოყრილი საფანტი მრგვალი იქნება??? თუ ეს მასა მერე სპეციალურ დოლაბში უნდა დამრგვალდეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ თუ ასე არაა, მაშინ საფანტის სიმრგვალეში ეჭვი მეპარება ძალიან ციტირება Link to post Share on other sites
bunebis mcveli 0 Posted May 30, 2012 Report Share Posted May 30, 2012 მომკალით და ვერ გავიგე, ამ ყალიბიდან გაცივების შემდეგ გამოყრილი საფანტი მრგვალი იქნება??? გეთანხმები, არ არსებობს გელა რომ ეგრე მრგვალი გამოვიდეს საფანტი ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted May 30, 2012 Report Share Posted May 30, 2012 გელა მაგალითად 10 ლიტრიან ვედროში ვხდით,ვედროს ვავსებ გადამუშავებული ზეთით(ატრაბოტკა)და ვდგავ უფრო დიდი ჭურჭელში სადაც ჩადის წყალი!რა მაძინილი უნდა იყოს საწვავსა და საფანტის სახდელ ჭურჭელს შორის?საფანტის სახდელ ჭურჭელს ნახვრეტები გარედან შიგნით უნდა გაუკეთო თუ პირიქით?და კიდევ ერთი კითხვა რა შეფარდებით უნდა შეურჩიო ჭურჭელი ანუ ვედროს დიამეტრი და საფანტის სახდელი ჭურჭელის დიამეტრი?? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 30, 2012 Report Share Posted May 30, 2012 გელა მაგალითად 10 ლიტრიან ვედროში ვხდით,ვედროს ვავსებ გადამუშავებული ზეთით(ატრაბოტკა)და ვდგავ უფრო დიდი ჭურჭელში სადაც ჩადის წყალი!რა მაძინილი უნდა იყოს საწვავსა და საფანტის სახდელ ჭურჭელს შორის?საფანტის სახდელ ჭურჭელს ნახვრეტები გარედან შიგნით უნდა გაუკეთო თუ პირიქით?და კიდევ ერთი კითხვა რა შეფარდებით უნდა შეურჩიო ჭურჭელი ანუ ვედროს დიამეტრი და საფანტის სახდელი ჭურჭელის დიამეტრი?? 1)საწვავსა და საფანტის სახდელ ჭურჭელს შორის უნდა იყოს ნახევარი სანტიმეტრი მანძილი. ანთების შემდეგ საწვავი თბება და აღნიშნული მანძილი უფრო მცირდება(სწორედ ესაა საჭირო); 2)საფანტის სახდელ ჭურჭელს ნახვრეტები გარედან შიგნით უნდა გაუკეთო; 3)ჭურჭელი ანუ ვედროს დიამეტრი და საფანტის სახდელი ჭურჭელის დიამეტრი პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდით ასე მაქვს გაკეთებული(ახლა გავზომე ჩემს უსტანოვკაზე )_საწვავის ჭურჭლის დიამეტრია 18სმ, ხოლო საფანტის სახდელი(დახვრეტილი) ჭურჭლის დიამეტრია 5 სმ. პროპორცია დაახლოებით გამოდის 1_4-ზე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 31, 2012 Report Share Posted May 31, 2012 მართალს ამბობთ გელა და ზაზა, შანსი არ არის ეგ საფანტი სფერო გამოვიდეს. არსებობს ბურღები/"სვერლოები"/, რომლებითაც ნახევარწრეს ამობურღავ, მაგრამ ზედაპირს რას ვუშვებით იმ პლიტაზე, რომელსაც ფხიკავს? დაილოცოს მამაპაპური წესი, მართალია მე ეხლა აღარ ვასხავ, მაგრამ ჩამომისხავს 80-იანებში. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted May 31, 2012 Author Report Share Posted May 31, 2012 მაშინ საფანტის სიმრგვალეში ეჭვი მეპარება ძალიან მემგონი შემდეგ ,,ბარაბნით,, აგვრალებენ ზედა პირი პრაკტიკულად სწორი რჩება და სხვა გზას ვერ ვხედავ ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 31, 2012 Report Share Posted May 31, 2012 2)საფანტის სახდელ ჭურჭელს ნახვრეტები გარედან შიგნით უნდა გაუკეთო; მე პირიქით ვაკეთებდი და იდეალური გამოდიოდა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 31, 2012 Report Share Posted May 31, 2012 მე პირიქით ვაკეთებდი და იდეალური გამოდიოდა ორთავე ვარიანტი მიცდია... ჩემს შემთხვევაში გარედან შიგნით გახვრეტილმა აჯობა. ა)როცა შიგნიდან გარეთ ხვრეტ გარედან პატარა ნაწიბურები რჩება, რამაც გარკვეული ტემპერატურული ვარდნისას(გააჩნია რა საწვავს გამოიყენებ) შესაძლებელია ფორმა დააკარგინოს საფანტს(ამ შემთხვევაში ,,თავკომბალები" და ,,ნემსები" ანუ წუნი მეტია). ბ) როცა ტყვიის ჭურჭელი გარედან შიგნითაა გახვრეტილი, ზემოთაღნიშნული ნაწიბურები შიგნითაა, თავად ნახვრეტს შიგნით აქვს უფრო წვრილი დიამეტრი და გარეთ უფრო დიდი დიამეტრი. ნახვრეტიდან გამომავალი თხევადი ტყვია ადვილად წყდება და წვეთავს. ბარემ დავამატებ: სანამ შიგნიდან გარეთ ვხვრეტდი და ისე ვასხამდი საფანტს, მიხდებოდა შემდგომი დახარისხება საცერებით, დაგორებით და ა.შ. როცა სახდელი ჭურჭელი გარედან შიგნით დავხრიტე, ფაქტიურად დახარისხება და საცერები აღარ მჭირდება. საწვავად გამოვიყენებ ნამუშევარ ზეთს(ყველაზე იაფია). ციტირება Link to post Share on other sites
bunebis mcveli 0 Posted June 1, 2012 Report Share Posted June 1, 2012 გარედან შიგნით ჯობია ჭურჭლის დახვრეტა, უფრო იოლიც არი და უფრო უკეთესადაც გამოდის საფანტი, (ჩემი დაკვირვებით), თუმცა საწვავსა და მუშა ჭურჭელს შორის დაშორება 2-3 სანტიმეტრიც შეიძლება იყოს (ჰაერში ფრენისას, სფეროსებრ ფორმებს იძენს ბურთულა) ჭუეჭლებს შორის თანაფარდობაც შეიძლება მეტ-ნაკლები პროპორციის იყოს, თუ ზეთით ვასხავთ მე საწვავის ვედროს გვერდიდან ნახვრეტს ვუკეთებ რომ ზეთის დუღილისა და მასში საფანტის დაგროვების შედეგად აწეული დონე ზღვარს არ სცდებოდეს.... 9-10 ნომრის ჩამოსხმა არ არის რთული, გაცილებით მეტ ცოდნასა და ექსპერიმენტებს 5-6 ნoმრის გაკეთება მოითხოვს... ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 1, 2012 Report Share Posted June 1, 2012 bunebis mcveli საფანტი ზეთში მრგვალდება გაცივებამდე, მანძილი რაც ნაკლებია ჯობია ჩემი დაკვირვებით ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 1, 2012 Report Share Posted June 1, 2012 ვისაც გაქვთ გამოცდილება,მარტო კაბელის ტყვიით რო ჩამოვასხა საფანტი არ ივარგებს??????????? ციტირება Link to post Share on other sites
bunebis mcveli 0 Posted June 1, 2012 Report Share Posted June 1, 2012 ვისაც გაქვთ გამოცდილება,მარტო კაბელის ტყვიით რო ჩამოვასხა საფანტი არ ივარგებს??????????? როგორ არ ივარგებს, მითუმეტეს მწყრისთვის, უბრალოდ ლულა იგლისება ძალიან და უმჯობესია კონტეინერები იხმარო მსგავსი საფანტის სროლისას.... ციტირება Link to post Share on other sites
bunebis mcveli 0 Posted June 1, 2012 Report Share Posted June 1, 2012 bunebis mcveli საფანტი ზეთში მრგვალდება გაცივებამდე, მანძილი რაც ნაკლებია ჯობია ჩემი დაკვირვებით სიმართლე გითხრა მე ძირითადად დიზელით ვასხავ ხოლმე და 2-3 სმ დაშორება ნორმალურია, თუმცა გეთანხმები შენი მეთოდის სისწორეშიც . ისე კი ინტერნეტში მაქვს ნანახი, (ეხლა ვეღარ ვიპოვე, რო დამედო ლინკი) თუ არ ვცდები უკრაინის რომელიღაც ქარხანა იყო და წარმოებისას, საფანტი რამოდენიმე მეტრის სიმაღლიდან ვარდებოდა და ისე ცივდებოდა წყალში და იმით ხსნინენ ამხელა მანძილს რომ ვარდნაში ბურთულა უფრო სფეროსებური ხდებოდა... ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 1, 2012 Report Share Posted June 1, 2012 გამდნარი ტყვია როგორც კი მოწყდება ჭურჭელს ეგრევე მრგვალდება,თუ დაცილება დიდია ,სითხეზე დაცემისას დეფორმაციას განიცდის. ზაზა მართალს ამბობს რამოდენიმე მეტრიდან ასხამდნენ საფანტსო. თუ ვარდნის სიმაღლე ტყვიის გაცივებისათვის(გამყარებისთვის) საკმარისია სულ არაა საჭირო წყალი და ზეთი. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 1, 2012 Author Report Share Posted June 1, 2012 http://www.youtube.com/watch?v=1FHidbklWXY ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 1, 2012 Author Report Share Posted June 1, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 1, 2012 Author Report Share Posted June 1, 2012 http://www.youtube.com/watch?v=2iTyGmIFwc4&feature=related ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 1, 2012 Author Report Share Posted June 1, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted July 27, 2015 Report Share Posted July 27, 2015 საფანტი არასოდეს ჩამომისხამს და მინდა ვცადო ინტერნეტში ვნახე წყალში რო გამოყავთ და რატომღაც მარტივი მგონია და მინდა ვცადო კაბელის ტყვია და აკულიატორის ტყვიაც მაქვს. გურულოს პოსტში წავიკითხე ერთი ერთზე უნდა შეურიიოო და ბარემ ისიც მასწავლეთ 10 ნომერი რო ჩამოვასხა ასე წვრილად რით გავხვრიტო 3.5.8 ნომერიც მაინტერესებს როგორ დავაყენო ესეთი ზომის ნახვრეტები. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted July 27, 2015 Report Share Posted July 27, 2015 Arc ise martivia.pirveli cdit aramgonia gamogivides tumca me mainc warmatebas gisurveb gulit.me maseti metodit ramdenjerme vcade magram ver gamomivida ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted July 27, 2015 Report Share Posted July 27, 2015 რავი ვსინჯო მინდა მაინც ვნახავ რა გამომივა. ზომა როგორ დავაყენო საფანტის ამას ვერ ვტვინავ ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 1, 2015 Report Share Posted August 1, 2015 საფანტი არასოდეს ჩამომისხამს და მინდა ვცადო ინტერნეტში ვნახე წყალში რო გამოყავთ და რატომღაც მარტივი მგონია და მინდა ვცადო კაბელის ტყვია და აკულიატორის ტყვიაც მაქვს. გურულოს პოსტში წავიკითხე ერთი ერთზე უნდა შეურიიოო და ბარემ ისიც მასწავლეთ 10 ნომერი რო ჩამოვასხა ასე წვრილად რით გავხვრიტო 3.5.8 ნომერიც მაინტერესებს როგორ დავაყენო ესეთი ზომის ნახვრეტები. 10 ნომერი რო ჩამოვიდეს ქინძისთავით ვხვრიტავ ხოლმე ციტირება Link to post Share on other sites
desuza 0 Posted August 8, 2015 Report Share Posted August 8, 2015 გამარჯობათ. მაინტერესებს სხვადასხვა ზომის საფანტის ჩამოსადნობათ ნახვრეტის დიამეტრი რამდენი უნდა იყოს. კერძოთ მაინტერესებს 10-9 ნომერი საფანტის ჩამოდნობა. აგრეთვე 6-5-4-3. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.