-
Content Count
3.856 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
68
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Gurulo
-
გიქე თოფის მოვლის საშუალებები!
-
Fabarm Beta Europe Field საიდკოლი ან ბოქსლოკი; ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, საერთო სიგრძე 114სმ, ლულების სიგრძე 71სმ, ორმაგი საკეტი, ერთ ან ორ სასხლეტზე, ეჟექტორზე, ფიქსირებულ ჩოკებზე(0,75-1,0) წონა 2,95კგ, კონდახი კაკლის(ინგლისუტი ტიპის). Fabarm Gamma ყალიბი 12 ან 20, სავაზნე 12 ყალიბში 70მმ, 20 ყალიბში 76მმ; კალაპოტი მსუბუქი მეტალების; საერთო სიგრძე 127-130-132სმ, ლულების სიგრძე 71-74-76სმ, ერთ სასხლეტზე, ეჟექტორზე, სახსნელ ჩოკებზე წონა 3,2-3,4კგ, კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის).
-
რა მაგარი რამეა ხალხო სწრაფი ინტერნეტი რააააააა ჯერ შემოგთავაზებთ რუსების თითქმის(!!!) ოფიციალურ ინფორმაციას, მერე სულ ცოტა ბალისტიკაში ჩავიხედოთ და ბოლოს ვიმსჯელოთ რა დონის მაკოპირებლები არიან რუსები http://club-monadire.ge/index.php?showtopic=601_ ეს ბმული ბარემ დავათვალიეროთ ომისშემდგომ წლებში იჟევსკის ქარხანამ ИЖ-49-ის გამოშვება დაიწყო, რომელიც ზაუერის კოპიას წარმოადგენს. არის ცნობები, რომ ИЖ-49 გერმანიიდან შემოტანილი სქემა-ნახაზებით დაამზადეს და ამავე ქვეყნიდან წამოღებული ჩარხებით ,,გამოთალეს". ИЖ-54 დაიბადა ИЖ-49-ის საფუძვლიანი გადამუშავების შედეგად(ოფიციალური ინფო
-
http://club-monadire.ge/index.php?showtopic=205 ეს დაათვალიერე
-
ნეტი მაქვს ძალიან ნელი და პასუხის გაცემას ვაგვიანებ... რამაზ ზემოთ სურათები ხომ ნახე?! ა) დემიბლოკის დროს აიღებენ ბალვანკას_ნამზადს და გაბურღავენ, დაამუშავებენ ისე რომ კაუჭების ადგილს ზედვე ტოვებენ(სურათზე ქვემოდან ბრტყელი როა). უკან მხრიდან გამოჰყავთ სავაზნეები. ასეთი 2 ცალი აქვთ ჰოდა შეაერთებენ, მიაჩრჩილავენ და ისე მიიღევენ წყვილ ლულას... ბ) მონობლოკის დროს წინასწარ გამზადებულ ,,დურბინდში"(ეს ტერმინი ჩემი არ გეგონოთ ) ჩაპრესავენ 2 ტრუბას და ისე მიიღებენ წყვილ ლულას... პირველი მეთოდი უფრო ძვირადღირებულია და უფრო გამძლე წნევის მიმართ.
-
მამუკა და იეტი თქვენ ის მითხარით ბრანდტრუბკები რომელ ზაუერს აქვს?
-
ესაა ზაუერ 8-ის კალაპოტი. გავს ამას იჟ-54 თუ არა?
-
მე უფრო ,,ქორ-მიმინოს" ვამსგავსებ ისე კალაპოტს გაჩვენებ ახლა სურათზე და მიხვდები(სურათის პოვნას ჩემი ნეტის გამო დიდი დრო თუ არ დამაგვიანდა).
-
თუ ვინმე მეტყვის აგი იჟ-54 არააო ვესვრი იცოდე მაგ თოფს :yes: ესეც ზაუერის ქორი ახლა რეიზა შემეშალა ,,ქორ-მიმინოში" გამიგეთ?! ცხვირი გავს?_ გავს!, თვალი გავს?_ გავს! ე.ი გავს!!!
-
პაეხალი!!!!!! ზაუერის მერვე მოდელი ესეც კატალოგის ფოტო(რუსულს ყველა ვკითხულობთ ) ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ კალაპოტის წინა მხარეს ბოლოები დაჭრილი კი არაა, არამედ მრგვალი კონტურები უფრო გარეთ გამოდის. შესაბამისი ,,ჩამონაკვეთებია" ლულაზეც. დააკვირდით ამ თემის პირველ პოსტში იჟ-54 ,,სპორტს" ცხვირი გავს_ გავს, თვალი გავს_ გავს ე.ი გავს შემდეგ პოსტში მოგახსენებთ და გაჩვენებთ რატომ დავამსგავსე ზაუერის ,,ქორი" ჩვენნთან ასე გავრცელებულ იჟ 54-ს(ნეტი მაქვს ძალიან ნელი და მიტომ მაგვიანდება )
-
რად უნდა ამას კამათი მართალია ძველი გვარდია! დავიწყებ იქედან, რომ ზაუერის მერვე მოდელის ასლია იჟ-54. რუსების ამ თოფთან ერთად გავიზარდე, ხომ წარმოგიდგენიათ რამდენჯერ მოვფერებივარ, გამიწმენდია, მითვალიერებია და ა.შ. ეს სურათი აშკარად შეცდომით დავდე თავის დროზე ზაუერ 8-ის კალაპოტი წინა მხარეს ამდენად ჩამოჭრილი არაა(მომრგვალებულ კონტურებს დააკვირდით). ვიპოვი სურათებს და დავდებ ახლავე
-
Aya No. 1 საიდლოკი; ყალიბი 12 ან 20; სავაზნე 70 ან 76მმ; ორმაგი საკეტი; ორ სასხლეტზე; საერთო სიგრძე 109 ან 114სმ; ლულის სიგრძე 66 ან 71სმ; ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; ჩახმახის შეყენების მაჩვენებელი; ავტომატური მცველი; ეჟექტორზე; წონა 3,1-3,4 კგ; კონდახი კაკლის(ინგლისური ტიპის). Aya No. 4 ყალიბი 12,16,20,28 ან 36; სავაზნე 70 ან 76მმ; ორმაგი საკეტი; ორ სასხლეტზე; საერთო სიგრძე 109 ან 124სმ; ლულის სიგრძე 66 ან 76სმ; ლულათა შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; ავტომატური მცველი; ეჟექტორზე; წონა 3,1-3,8 კგ; კონდახი კაკლის(ინგლისური ან პი
-
ეს ინფო ჩვენს ადმინს სუპერნატურალს აინტერესებდა ამ სურათზე ნაჩვენებია ე.წ. ბრანდტრუბკა ანუ ქართულად ბრანდმილი ეს კი დემიბლოკია ესეც მონობლოკი
-
Model 802 Side-lock ყალიბი 12, 16, 20, 28 და 36, სავაზნე 70მმ, ორ სასხლეტზე, წონა 3,1-3,3კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; ჰოლანდის ეჟექტორებზე, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლუსური ტიპის). პ.ს. სურათზე ნაჩვენებია 12 ყალიბის ტყუპები. Model 871 Side-lock ყალიბი 12, 16, 20, 28 და 36, სავაზნე 70 ან 76მმ, ორ სასხლეტზე, წონა 3,1-3,3კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; ჰოლანდის ეჟექტორებზე, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლუსური ტიპის). პ.ს. სურათზე ნაჩვენებია
-
Lebeau-Courally Ardennes ყალიბი 9.3x74R, ორმაგი საკეტი, ორ სასხლეტზე, წონა დაახლოებით 3,7 კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე, ექსტრაქტორი-ეჟექტორი და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(პისტოლეტური). დამატებით შესაძლებელია 20 ყალიბის გლუვი ლულის შეკვეთაც. Lebeau-Courally Chambord საიდლოკი, ყალიბი 20, სავაზნე 76მმ, ორმაგი საკეტი და გრინერის ურდული, ორ სასხლეტზე, წონა დაახლოებით 3,25 კგ, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე, ექსტრაქტორი-ეჟექტორი და ლულის შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ; კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(ინგლისური).
-
გაიხარე დათო!!! სწავლა სიკვდიმდეო...
-
აუუუუუ რა მაგარი კალმახები ვნახეეეეეეეეეეეეეე :hi: უფრო ხშირად მომიწევს მეთევზეების განყოფილებაში შემოსვლა. ჩემს პრაფანულ შეკითხვებზე პასუხებს ნუ დამზარდებით ძმებო რაააააააა გასაგებია, რომ ელექტროსასწორით ძუის სიმაგრეს ამოწმებ, მარა რა სიგრძის ძუა უნდა გამოაბა სასწორს ეგ ვერ მივხვდი. მე ასე მგონია, რომ მაგალითად 2 მეტრიანი ძუა უფრო ნაკლები ძალისხმევით(სასწორის შესაბამის შკალაზე ნაკლები მაჩვენებლით) გაწყდება, ვიდრე ნახევარმეტრიანი... ვცდები??????????
-
Lebeau-Courally Edimbourg Pair საიდლოკი, ტყუპები(წონაში სხვაობა არ აღემატება 10 გრამს); ყალიბი 20, სავაზნე 76მმ, ჩაკეტვა ორმაგი, ორ სასხლეტზე, წონა 3,1 კგ, ექსტრაქტორი ან ეჟექტორი, საერთო სიგრძე, ლულის სიგრძე და ლულების შევიწროება შემკვეთის სურვილისამებრ, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური ტიპის), ოქროს ინკუსტაცია, განთავსებულია ქეისში. ასეთივე გამოდის შემსუბუქებული ვარიანტი Comle de Paris ერთ სასხლეტზე ყველა სხვა პარამეტრი იდენტურია
-
ვახო ნახევარი საუკუნე შენი ჩანაფიქრების, საკეთებელისა და უკვე გაკეთებულისათვის ძალიან ცოტაა ძამა... თქვენი სისხლი და გუჯაბი ღვთისაგან დალოცვილია და ღვთისმშობლის მფარველი კალთა მუდამ დაგიცავთ ხიფათისაგან. გილოცავთ ჩემო ძმაო შენს დაბადების დღესაც და ჩიტო ბიძიას 81 წლის იუბილესაც. ამ წუთას, ამ პოსტის წერისას დავალება მაქვს მამაჩემის, დედაჩემისა და ჩემი მეუღლისაგან, რომ მათი სახელითაც მოგილოცოთ იუბილე მამა-შვილს!!! გულში გეხუტუნე!!!!!!!!!!!!
-
ეუფფფფფფფფფფფფფფფფფფფფ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :karochera: ძალიან მაგარია გიოოოოოოოოო!!!
-
ხომ გეუბნები(რამდენი ხანია გიმტკიცებ ), რომ შენ ხარ საიდლოკის პატრონი. შეიძლება შენი თოფი შებრუნებული(ანუ არასრული) საკეტებითაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი ვოლფი ბოქსლოკია!!! განმარტებასაც დავურთავ: საიდლოკი ქვია გვერდითა დაფებზე აწობილ საკეტს, მიუხედავად იმისა საბრძოლო ზამბარა(V-სებური) დაფის წინ თუ უკან დგას!!! ვინაც შენი თოფის ღირსება მისხალის ოდენად შელახოს, იმისათვის ცალკე არგუმენტები მაქვს, რომელი ჯობია შებრუნებული თუ სრული საკეტი!!! მამუკა, ძალიან მაღალი ღირსების თოფი გაქვს!!!!!!!!!!!!!!!!!
-
ზურა ძალიან მაგარი კაცი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მეამაყება რომ თამამად შემიძლია ვთქვა ზურა მოდებაძე ჩემი ძმაა!!!
-
ზაზა გილოცავ დაბადების დღეს! იხარე და იმრავლე ძამა.
-
მგლების უმრავლესობა გაწყვეტილი მენახოს საქართველოს საზღვრებში...
-
ალბათ მამუკას ყველაზე მეტად დააინტერესებს ეს ინფო ფირმის დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ(1965წ), ფირმას მისი შვილი ვალტერი ჩაუდგა სათავეში. ამ პერიოდს ემთხვევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მოდელთა რიგის ზრდა. საბაზო თოფის, ზაუერის მერვე მოდელის ბაზაზე გამოვიდა 12 და 16 ყალიბის გლუვლულიანები, რომლებსაც ბოქსლოკის საკეტები გააჩნდა(ყოველივე ფალშდაფის გარეშე); არაავტომატური მცველი; 720მმ ლულის სიგრძით; ჩაკეტვა ორმაგი პერდე და გრინერის ურდული, ჩახმახის შეყენების მაჩვენებლით. ამავე პერიოდში კომპანია აწარმოებდა ზემოთაღწერილის ანალოგიურ მოდელს, რომელსაც უფრო მაღალი ხარისხის კაკლის კონდახი,