Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. ესენი გახლავთ გურიაში ამ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მონადირეთა არასრული სია... ფაქტიურად კაცი ვერ ვნახე, ვინც მოიწონებდა აღნიშნულ კანონპროექტს. უმორჩილესად ვთხოვ, ჩვენი ფორუმის ფბ გვერდის ადმინს, ეს სურათები ატვირთოს ფეისბუკის შესაბამის გვერდზე.
  2. გილოცავთ ქალბატონებო!
  3. გაიხარეთ მეგობრებო!!! თითოეული თქვენი კომპლიმენტი უზარმაზარ სტიმულს მაძლევს. ერთი დეტალის დაწერა დამავიწყდა: კუსავთომ მოუგო ყველა სატყუარას ანგარიშით 10:1
  4. რავა ვერ ჩამოუსწრებ ვახო. ერთი მაგრამ რომ არ იყოს: თუ დატოვეს სახლართბადიანებმა და მედენეებმა რამე მაგ დროისათვის...
  5. დამთავრდა მირიგი სანადირო სეზონი და ჩემნაირი დილეტანტისათვის სწორედ ამ დროს იწყება თევზაობა. 3 მარტის ნადავლი ეს კი მათ შორის ყველაზე დიდი ეგზემპლიარი
  6. გამარჯობათ! კარჩხანა დაჭერილია გურიაში, სოფ.სუფასა, მდ. ჩერბაკა.
  7. ეს ამ საღამოს გადაფრენიდან_თქვენი მონა-მორჩილის მონაგარია(წავიმკურნალე ცოტა გულზე). სამმა ჯამში 10 ცალი ავიღეთ.
  8. აი ეს ნახე: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=392
  9. ასეთი საზიზღრობა რომ ავიცილოთ, საჭიროა ნანადირევით ვაჭრობის აკრძალვა და არა თავად ნადირობის აკრძალვა!!! ოზურგეთში პროექტის განხილვისას ჩემს მიერ იყო დასმული საკითხი, რომ ამ სისულელეების ნაცვლად ჯობდა ერთი რამ შეეცვალათ: აეკრძალათ ვაჭრობა ე.წ. წყალწმინდის ტრასის მიმდებარედ. ეს იქნება ბრაკების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება. ამასთან ერთად, ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა. თუ რომელიმე კანონშემოქმედთაგანი ახლა ამ პოსტს კითხულობთ, სწორედ თქვენთვისაა წარმოდგენილი ზემოთ ეს ფოტო.
  10. გუშინ ზუგდიდში არ ვიცი და ფოთში ზედმეტი ვნებათაღელვის გარეშე, მშვიდად ჩატარებულა შეხვედრა. იქ სადაც ჩვენი კლუბი ან ბაზიერი არაა აქტიური, ყველგან მდორედ მიდის განხილვები.
  11. მე პირადად იმედიანად გამოვედი, რადგან იქ მყოფები შენიშვნების სრულად გათვალისწინებას დაგვპირდნენ. ველოდები... დღეს ფოთში იყო შეხვედრა, რა ხდებოდა მამუკა?
  12. გამარჯობათ ლომებო! მე და სოსოს შეხვედრის წინა დრეებში გვქონდა კონტაქტები და საუბრები. 1) საკითხთა ნაწილი, რომელიც წინა დღეს გორში იქნა დასმული, ოზურგეთში უკვე ჩასწორებული შემოიტანეს. მაგალითად, სამონადირეო ტერიტორიების საკითხის განხილვაში სამონადირეო კლუბების ჩართულობის შესახებ და კიდევ ტესტირების გამოცდის არა მეურნეობის, არამედ სააგენტოდან ერთი ფანჯრის პრინციპით გაცემის თაობაზე. ორთავე საკითხი სოსოს მიერ იყო გორში წინა დღეს დასმული და ოზურგეთში უკვე იმ სახით წარმოადგინეს, როგორც ჩვენ მოვთხოვეთ. ჩემს შეკითხვაზე ეს საკითხები ჩასწორდა თქო? მიპასუხეს რომ მონადირეთა მოთხოვნის საფუძველზე ჩ
  13. კობა, გურულ მონადირეებს საიხვედ ორი-სამი სანადირო ადგილიღა დაგვრჩა(დანარჩენი დაანაკრძალეს და დაააღკვეთილეს). ერთ-ერთ ადგილს სუფსაში ქვია ნაჭარი ტყე. რომ იცოდე რამდენი მონადირე დადის ერთ და იმავე ზონაში სანადიროდ... ეგ ნაჭარი ტყე არის აღკვეთილის მიმდებარედ და სწორედ მაგიტომაა მცირე რაოდენობით იქ იხვი. ზოგადად კი დაჭაობებული ტყეა- ძირითადად თხემლა ხარობს. ადგილამდე შესვლას სამონადირეო კარავიდან დაახლოებით 50 წუთი ჭირდება ფეხით. ხუთი კაცი ვიყავით, ღამე იქვე ტყეში კოცონთან გავათენეთ და ჯამში 12 ცალი ავიღეთ. მათ შორის ჩემი მონაგარი ზემოთ სურათზეა ნაჩვენები
  14. რაც შეეხება ამ სურათებს, ეს თქვენი მონა-მორჩილის ნანადირევია ე.წ. "ნაჭარ ტყეში"
  15. ეს ნადავლი მამუკა გრიგოლიას ნავაჟკაცარია!!! ამას ქვია იხვის ნადგურისცემა!!!
  16. მე დავესწრები აუცილებლად...
  17. მამუკა გრიგოლია რულამს, ეს მისი გუშინდელი ნანადირევია! ბრავო მაესტრო!!! B) B) B)
  18. ნატანების ტბებზე ისეთი მეზენიტეები დადიოდნენ ამ ბოლო დრომდე, რომ ყველას წაუხდა იქ მისვლის სურვილი...
×
×
  • Create New...