-
Content Count
3.856 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
68
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Gurulo
-
მაგარიაააა! ქარიყლაპიას გამოყვანა არის სიამოვნების ძალიან მაღალი დონე, იფფფ, იფფფ.... მოკლედ, სპეცი ხარ ქვისლო!!! ბრავო!
-
მთაში არ ვიცი და ბარში აშენებს ხალხი ჩანდლერს. გურიაში რამდენიმე კერძო მეურნეობაა, რომელმაც გეზი სწორედ მაგ ჯიშზე აიღო.
-
https://funtime.ge/meba-is-rchevebi/post/95859-kalamondini---kidev-erti-gemrieli-tsitrusi ყინვებს როგორ გადაიტანს ეზოში ვახო?!
-
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! გილოცავთ.
-
არაა ლევან ჩერბაკა. როგორც მოგეხსენება ჩერბაკა დაადუღეს ნაბიჭვარმა ბრაკებმა და აზრი არა აქვს იქ მისვლას... გზაც ისეთი საზიზღარია, სასინჯად შესვლაც კი მეზარება. ბუდის იხვზეც ნადირობენ და ყველაფერ სიავეს აკეთებენ... ჩვენი "საამაყო" გარემოს დაცვა ჩემნაირებს ამოწმებს და არა იმას, ვისაც უნდა სდევდეს კვალზე. ადგილს აქ არ დავწერ. როცა დაგჭირდეს შემეხმიანე და გეტყვი ძამა.
-
გუშინ 2018 წლის თევზაობის სეზონის გახსნა მქონდა. ნადავლი მცირეა, მაგრამ საკმარისი
-
წლევანდელი(თებერვლის ბოლოს) ნამყენებია. იმედია, რომ დავაჟკაცდებიან და მოსავლითაც გამახარებენ. ალუჩა მსხალი ვაშლი(კვირტი სანაყოფე ამიღია და აჰა იყვავილა კიდეც) ბალი(ორი კვირტი_ ორი სხვადასხვა ჯიში) ბალი(საადრიო) ვაშლი(ზაფხულის)
-
Beretta 490 Serpentina ძალიან ლამაზი და თავისი არსით უნიკალური თოფი წარმოადგინა ბერეტამ გასულ წელს, რომელიც კომპანიის 490 წლის იუბილეს მიეძღვნა. იარაღი გამოირჩევა არაორდინალური დიზაინითა და ძვირფასი მასალებით. თოფი გაყიდვაში არ გამოსულა. სულ რამდენიმე ცალია დამზადებული, რომელთაგან ერთ-ერთი საჩუქრად გადაეცა ბრიტანელი მონადირეების უფლებათა დამცველ ორგანიზაციას Countryside Alliance.
-
იარაღის მოყვარულთა საზოგადოებას უნდა ვაცნობო, რომ კომპანია რემინგტონმა გამოაცხადა გაკოტრების რეჟიმში გადასვლა... კომპანიას მიმდინარე წლის თებერვლისათვის დაუგროვდა 950 მილიონი დოლარის დავალიანება, რის გამოც მისმა კრედიტორებმა აღნიშნულ რეჟიმში ჩააყენეს. სავარაუდოდ კომპანიის გაკოტრება დასრულდება მიმდინარე წლის მაისში. პ.ს. აი ასეთ დროს ხდება დიდი ისტორიისა და რენომეს მქონე საწარმოთა დათრევა ნახევარ, და ზოგჯერ მეოთხედ ფასში...
-
უბედურო საქართველო! რამდენიმე დღის წინათ რეპორტაჟი ვნახე მაგ საქმეზე...
-
Otto Reif Metallwarenfabrik Suhl ოტო რაიფი დაიბადა 1884 წლის 15 აპრილს ზულში. 14 წლის ასაკში ზიმსონში ამწყობის შეგირდად დაიწყო მუშაობა. 1907 წელს რაიფი ამწყობი საამქროს უფროსი ხდება. 1911 წლიდან ზიმსონი ავტომანქანების წარმოებას იწყებს და ოტო რაიფი ამ მიმართულებით გადაერთო. 1939 დან 1945 წლამდე ოტო საიარაღო ფირმა ჰეიმის აღმასრულებელი დირექტორად მუშაობს. ომის შემდეგ ზულში ფირმა ჰეიმი ერთ-ერთი პირველია, ვინაც სანადირო იარაღის წარმოება დაიწყო, თუმცა იძულებული გახდა გაქცეულიყო დასავლეთ გერმანიაში. 1946 წლის იანვარში რაიფი იღებს ნებართვას საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციიდ
-
ნებართვები ყველაფერზე აქვს და ვერ ნადირობს... შევდივარ შენს მდგომარეობაში
-
მახსოვს ადრე წერდი შენი შეხვედრის შესახებ მაგ ტყუპებთან...
-
დაკვირვებული და კომპეტენტური კაცი ხარ შენ ძამა. ტიბჟირს შეხედე; საკეტი მაგ ნაწილს ნახე სადა აქვს(საფირმო ჰოლანდს ტიბჟირის თავზე აქვს და არა შუაწელზე) კიდევ საფირმო წარწერა ნახე_ მანდ სიტყვა ჰოლანდი ტირეთია გამოყოფილი მეორე ჰოლანდისაგან. კიდევ აწერია orig. რაც საფირმო წარწერაში ზედმეტია... საფირმო წარწერა კი ასეთია:Holland&Holland. ახლა კვლავ მიპასუხე ღირს ეს თოფი 8 ათასი მწვანე? გიო(ელჩი) ტყუპისცალი არაა ეგ თოფი ბრატუხა!!!
-
მდგომარეობა კაი ჩანს, მარა რა თოფია აგი ძამა თუ იცი?
-
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11585976/ რას იტყვით ლომებო, ღირს ეს თოფი 8000 მარადმწვანე?
-
ჩვენს პარასკევას, ჩვენი ფორუმისა და კლუბის მშვენებას ეკატერინეს ვულოცავ 8 მარტს!
-
დიდი კაცია უკვე. სასახელო გაგიზარდოს უფალმა.
-
ERGO HEAT ფირმა ზაუერმა გამოუშვა კონდახი, რომლის პისტოლეტური სახელური თბება. სახელურის მუდმივი ტემპერატურა 30 გარდუსია. გათბობა შეიძლება ჩაირთოს დისტანციურად, ხოლო წითელი ინდიკატორი აჩვენებს გათბობის ინტენსივობას. ერთი დამუხტვა საშუალებას იძლევა სისტემამ იმუშაოს 2-დან 7 საათამდე. აღნიშნული ოპცია შეიძლება დადგეს Classic XT, Synchro XT და Synchro XTC კონდახებზე, აგრეთვე მოდელებზე S 303 და S 404. გამათბობელი სისტემის ფასი შეადგენს 467-დან 545 ევრომდე.
-
არადა ჰიბრიდულ "ადესას" არ აწუხებს ჩემი ნიადაგის მჟავიანობა...
-
კიიიი... მჟავიანობის დონე ლაბორატორიულად უნდა დავადგინო და მერე კირი... მარა უშველის??? თუ უშველის რამდენ ხანს გაქაჩავს??? ამეებზე ვფიქრობ ამჟამად...