Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. მაგარია! დიდი ალბათობით წყალგაუმტარი იქნება.
  2. ზამთრის არარსებობის გამო წელს მყნობა 2 თებერვალს გავაკეთე. აგერ შედეგები:
  3. დღეს გლეჯდა ყველაფერს. ზედიზედ იღებდა და შესაბამისად ამ სეზონის ყველაზე ხვავრიელი თევზაობა მქონდა_ საერთო რაოდენობა თითქმის 7 კილო. წინა თევზაობებიდან განსხვავებით სილიკონის ჭია ვცადე და გაამართლა. გარდა ამისა დავკვებე ჭიის ფარშით და შეიძლება ამიტომაც იყო ასე აქტიური. მოკლედ, როგორც თქვენგან( ჩვენი ფორუმის გამოცდილი მეთევზეებიდან) გამიგია წარმატებული თევზაობის საწინდარი ექსპერიმენტების ჩატარებაა და ვცდილობ ყოველ ჯერზე რაღაც ახალი ექსპერიმენტი გავაკეთო. სილიკონი კი მომიღეჭეს ქორჭილებმა, მაგრამ მაინც შემორჩა ნემსკავზე
  4. მშვიდობიან დახურვას გილოცავ! შემდეგი გახსნა-დახურვები კიდევ უფრო ხვავრიელი გქონოდეს.
  5. პროფესიონალი ხარ! არ მიკვირს შენგან. ბრავოო!
  6. გაცილებით გაუარესდა ლევან... საათზე მეტს ვუნდები ბოლო 6 კილომეტრის გავლას.
  7. ააააა კიდო. ეს დღევანდელი შედეგია. დღეს ცუდი სათევზაო ამინდი იყო, თუმცა ნორმალური ნადავლით დავბრუნდი(3,5 კგ).
  8. არა ლევან, ჭაობის გემო არ ჰქონია. გურინკას თევზს არა აქვს ხოლმე ჭაობის პრივკუსი... გამოცდილი, ძველი მეთევზეებისაგან გამიგონია, რომ მაგ ადგილების თევზს განსაკუთრებული კარგი გემო აქვსო და რა ვიცი...
  9. იფფფფფფფფ, მაგარია!
  10. დღეს სერიოზულად აქტიურობდა. მაგრად ვისიამოვნე!!! თევზაობა დავიწყე დილის 11 საათზე და დავამთავრე 6-ის ნახევარზე. სატყუარად მხოლოდ ნაკელის ჭია გამოვიყენე. საერთო რაოდენობა თითქმის 6 კილო. ნაირსახეობა ნაფოტა( მე ეგ ნაფოტა ფარფლწითელა მეგონა) და ქორჭილა. არცერთი კარჩხანა არ დამიჭერია. წინა თევზაობისაგან განსხვავება ისაა, რომ ვაფშე არც ერთ ქორჭილას ქვირითი აღარ აქვს მუცელში. ზნაჩიტ დაუყრია და ამიტომაცაა უფრო აქტიური. პ.ს. როგორც ჩემმა მასწავლებელმა დამარიგა( პატივცემული მასწავლებელი ავთიეა ჩემი ქვისლი) დღეს სპინინგიც მქონდა წაღებული და ქარიყლაპიას დაჭერაც ვცადე, მაგრამ ამა
  11. ბუმბერაზი ხალხი. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები(ერთ-ერთი მომღერალი ბაბუაჩემია_ცენტრში დგას სურათში). ფბ ზე ვნახე მინაწერით "გურული ფინკ ფლოიდი"
  12. 2019 წლის თევზაობის სეზონს(ჩემნაირი არიფებისათვის) გახსნილად ვაცხადებ. ვითევზავეთ დილიდან 17 საათამდე; სატყუარა წითელი ჭია და ბუზის მატლი; ნაირსახეობა: ფარფლწითელა; ქორჭილა(და სულ რაღაც 3 ცალი კარჩხანა). საერთო რაოდენობა 4 კილოზე მეტი. დავიჭირე ჩემთვის სარეკორდო ზომის ქორჭილა. თევზაობის მეთოდი ტივტივა... ორი ნემსკავით(სხვადასხვა სახის სატყუარებს ვუკეთებდი და მქონდა რამდენიმე ე.წ. დუბლეტი ცალზე ქორჭილათი და ცალზე ფარფლწითელათი). ყველაზე კარგად აქტიურობდა 12- დან 16 საათამდე.
  13. ჩვენი ფორუმის მშვენებას, ეკას ვულოცავ 8 მარტს! ასევე ყველა ქალბატონს ვულოცავ გაზაფხულის ამ დღესასწაულს.
  14. მოკლედ, რაც ვახო გავიცანი, კანადა შემიყვარდა! არა მარტო იმიტომ რომ ვახო უმაგრესი კაცია. იმიტომაც რომ ჩვენი ბრაუნინგი ძალიან კარგ ინფორმაციებს გვაწვდის ამ ქვეყანაზე.
  15. ჩემს პრაქტიკაში არც პირველი შემთხვევაა, და ვგონებ, არც უკანასკნელი😅😅😅
  16. ზურა მოდებაძეს ვულოცავ დაბადების დღეს! გაიხარე ძამა!
  17. ამ თოფს ნახმარობის თითქმის არაფერი ეტყობა. ნერწყვდენა მეც დამეწყო... მიუხედავად იმისა, რომ ორი ბანკის საკმაოდ მოზრდილი ვალი მაქვს, მესამე ვალსაც დავამატებდი 2000 დოლარად ამ თოფის ხელში ჩასაგდებად. ვგიჟდები რა იაფია მანდ ასეთი მაგარი ნივათები. კანადაში ცხოვრება მინდააა!!!
  18. მიილია იხვის სეზონი... აღარ შეიძლება დღის გაცდენა. მართალია ნანადირევი მწირია, თუმცა მერე ესეც მოგვენატრება.
  19. პატარა შეფერხება იყო ერთკვირიანი. უკვე ყველაფერი რიგზეა.
  20. ასე ადრე საგაზაფხულო მყნობა ცხოვრებაში არ გამიკეთებია. არადა დააკვირდით კვირტებს, მცენარემ გაღვიძება დაიწყო. იძულებული გავხდი მყნობა დამეწყო... თუ რამე გამოვა ამ საქმიდან, გაზაფხულზე მოგახსენებთ.
  21. საქართველოს რეგიონებში სამწუხაროდ ეს რეალობაა... უბედურო ჩემო ქვეყანავ!
×
×
  • Create New...