Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. კიიი ვახო, საშინელი ზამთარია. არც თებერვლის პროგნოზია ამ მხრივ დამაიმედებელი სამწუხაროდ. ვიღა არჩევს სანადირო ობიექტს, ოღონდაც იყოს რაიმე სანადირო და...
  2. მოკლედ, წელს საზიზღარი სანადირო სეზონია: მწყერი არა, ქათამი არა, იხვიც არა... მენატრება თოფის გასროლა... გუშინ ახლობელმა გადმომირეკა გაივსო ზღვა წვრილი იხვითო და გავქანდი. სიჩქარეში ძაღლი დამრჩა სახლში და დავისაჯე კიდეც_ 5 ცალი იხვი ჩამოვაგდე პერელიოტზე და მხოლოდ 3 ცალი ვიპოვე(მეტს ჩემი მხედველობა და ყნოსვა ვერ ქაჩავს). დღეს ძაღლიც წავიყვანე, ამინდიც უფრო მეტად "საიხვე" იყო, მაგრამ არ იმოძრავეს ხვირიკებმა და შესაბამისად ნადავლიც მწირი დამირჩა... ეს გუშინდელი(კიდევ 2 ცალი დავკარგე) ეს დღეს
  3. პირველ მარტამდე შეზღუდვები ანულირებულია... იქეთ სეზონზე რა იქნება არ ვიცი, თუმცა თუ სასწაული მოხდა და იხვი მოვიდა შეიძლება "ძველი დროის გახსენება"😊
  4. კალანდის შემობრძანებას გილოცავთ ლომებო! ვინც ვერ მიხვდება კალანდა რაა, იმათთვის განვმარტავ_ ძველით ახალი წელი.
  5. გილოცავთ წარმატებულ ტესტირებას!
  6. გუშინ გახლდით სუფსაში... რა თქმა უნდა ნებადართულ ტერიტორიაზე... ხალხი აუარება რაოდენობით იყო გამოსული. ჩერბაკას გადაღმიდან სროლა არ გამიგია, მაგრამ არც გამოღმა ყოფილა სროლა. ახალი წესების თანახმად ნებადართულ ტერიტორიაზე დაახლოები 5-6 საპერელიოტედ მეტნაკლებად ნორმალური ადგილი ვიცი და ყველგან ხალხი დამხვდა... რადგან სხვა ადგილზე გადასვლას ვერ ვასწრებდით, იქვე არხთან დავდექით იმ იმედით რომ სხვისგან "გამოქცეული" იხვი მოგვიწევდა... არაფერიც არ გამოფრენილა ან გაქცეულა... დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ვიდექით დაველოდით სასწაულს, რომელიც არადა არ ხდებოდა... სულ
  7. როგორც კი იხვი გამოჩნდება, ვეწვევი მაგ ადგილებს და მოგახსენებთ.
  8. სხვა რეგიონებში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ გურიაში "ჩვენზე მდევრების" რაოდენობა გაორმაგებულია... არ მახსოვს წინა წლებში რეინჯერები გამოსულიყვნენ მონადირეებზე სანადიროდ... ახლა რეინჯერები ცალკე, გდი-ს ხალხი კიდევ ცალკე... თვალნათლივ ჩანს მათი სიმრავლე... პ.ს. მაგრად მაინტერესებს აკრძალულში ძლიერნი ამა ქვეყნისანი ძველებურად თუ იგრიალებენ. თუ ისევ ჩემნაირი "არიფებისათვის" იწერება ეს აკრძალვები.
  9. სალამი ბატონებო! გუშინ გახლდით სუფსაში. ვიფიქრე ცოტას მუხლს გავშლი თქო(აბა თვალს ვერაფრით ვახარებ_ არაა იხვი). ჩერბაკასთან მისვლამდე მოგვადგნენ რეინჯერები და გაგვაფრთხილეს: ეს მდინარე არის საზღვარი სადაც ნადირობა შეგიძლიათო, ფეხი არ გადაგიცდეთ გაღმა მხარეს, თორემ ცულს მოვიტანთ ცუნცულასა და 150 ლარით დაჯარიმდებითო... ეს თუ მხოლოდ თოფით იქნებით და ნანადირევი არ გექნებათო. ვაი თქვენს ჯიბეს ნანადირევიც თუ დაგირჩებათო... ასეთ შემთხვევაში დიდძალი ფულით შეავსებთ ბიუჯეტსო... ერთი სიტყვით, ის ადგილებიც, სადაც შარშანდელი მდგომარეობით ჩვენი სანადირო არეალი იყო, უკვე აღკვეთილია.
  10. შობა- ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო. ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა დაგბედებოდეთ. დამდეგ წელს გაცილებით მექი გვქონოდეს სანადირო და სათევზაო დღეები!!!
  11. ვახო, მახსოვს წერდი მგონი სოკოვანი აქვსო... სოკოვანი დაავადება არ უნდა იყოს მგონი... შეიძლება ითქვას, რომ სოკოვანი დაავადების დროს 95%-ში ნაყოფი დაცვივდებოდა... რადგან ნაყოფი შეინარჩუნა(არ ჩამოცვივდა) და სიმპტომები მხოლოდ ნაყოფის კანის გაუხეშება-გაყავისფერებაში გამოიხატება, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორი-სამი შეწამლვა უშველის მაგ დაავადებას. მცენარეთა დაცვის მაღაზიაში უნდა მოითხოვოს ნაყოფის "ლაქის" საწინააღმდეგო პრეპარატი. ზუსტი დასახელება არ ვიცი წამლისა, თუმცა გურიაში "ლაქის საწინააღმდეგო წამალს" ვეძახით. იწამლება პირველად ადრე გაზაფხულზე, მეორედ ყვავილობისას
  12. სანუკვარ, საოცნებო შვებულებაში გავედი და ასე აღვნიშნე მისი დასაწყისი. ფბ-ზე იმდენი ანტიმონადირე მყავს მეგობრებში, რომ იქ ორცალიანი სურათით შემოვიფარგლე...😅😅😅
  13. დარგვის პერიოდი დაახლოებით თებერვლის მეორე ნახევარშია ბრატუხა. ზამთრის ყინვები რომ ნაკლებად აწვება, ეეეე იმ პერიოდისათვის. შეხსენება დამჭირდება მხოლოდ(მახსოვრობა მღალატობს ამ ბოლოს და ამიტომ მინდა შეხსენება).
  14. გამოგიგზავნო ლიმნის ნერგი?
  15. ქართული ლიმნის პირველი მოსავალი ვახო, შენთან რა ქნა ლიმონმა, მოისხა?
  16. სოსო, გილოცავ დაგვიანებით. სიხარული და სიკეთე შენ და შენს ოჯახს!
  17. მერე შენ ხრახნილლულიანის გარეშე? იმედია სხვას იყიდი რაიმეს...
  18. კობა თოდუას ვულოცავ დაბადების დღეს! გაიხარე და კიდევ უფრო იმრავლე ბრატუხა!
  19. მე ჩემი აზრი მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით(საქართველოს შემთხვევაში დამღუპველია), მაგრამ მაინტერესებს ჩვენი, სამონადირეო საძმო რას ფიქრობს ჩვენს ქვეყანაში "დაბოლების" ასე გაადვილების თაობაზე...
  20. არმენ, დაბადების დღეს გილოცავ! საუკეთესოს გისურვებ ყველაფერს.
  21. მამუკა, გილოცავ ძამა! სიკეთე, სიხარული და ბევრი შვილიშვილები მისურვებია შენთვის. საუკუნის რომ გახდები, მაშინაც შეგძლებოდეს იხვზე ეწერში შესვლა და ნადირობა
  22. ლანდერ, გილოცავ დაბადების დღეს! მრავალს დაესწარი ძმაო!
×
×
  • Create New...