Jump to content
Club-Monadire.Ge

tedo

წევრი
  • Content Count

    650
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

Everything posted by tedo

  1. tedo

    პოეზია

    ომიდან მახსოვს უმთავრესად მე სამი ფერი: შავი- რომლითაც იხატება ზამთრის ტყეები, თეთრი- რომელიც ზამთრის ტყეებს სჭირდება ფონად, და კიდევ ფერი გერმანელი მეომრის ფრენჩის- თაგვისფერი, რომელიც მწვანეში გადადის.....
  2. tedo

    პოეზია

    ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი, ცარიელა ეს პარტახი საიგავო, მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს! შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები, ძაღლი არ ჰყეფს, ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს! ვაითუ ვინმეს მოეწონოს ეს სოფლები, ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს! ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი არ ჩააქრო, არ ჩააქრო! _ გაფიცებდი. არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! _ დამიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი, დამიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი!.
  3. tedo

    პოეზია

    მურმანა )) ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო_ მახსოვს! შენი დათვისსიხლა შავი ღვინო_ მახსოვს! შენგან მოძღვნილი არყის ბოცო_ მახსოვს! შენგან მოწვდილი ტახის ხორცი_ მახსოვს! იორ-მუღანლოში სადილობა_ მახსოვს! შენ რომ შემაყვარე ნადირობა_ მახსოვს! შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე_ მახსოვს! შენ არ ესროლე და მე მასროლინე_ მახსოვს! მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე_ მახსოვს! შენ რომ დაიხარე და აიყვანე_ მახსოვს! ივრის ჭალები აქოჩრილი_ მახსოვს! ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი_ მახსოვს! მზისგან დამწვარი გორმახები_ მახსოვს! შენი თათარი ყონაღები_ მახსოვს! ბოლო ხან
  4. წელს ვამთავრებ ბაკალავრს და მერე მაგისტრატურა, ასე რომ..... დიდი ხანია ვფიქრობ ლეკვის აყვანაზე, მაგრამ ვერ ვრისკავ. საკმაოდ გავაფუჭე უკვე ისედაც )
  5. გივის ვენაცვალე მაგრად ძმა შენ რაშვები. არა ძმა ჰასკის აყვანა არც მიფიქრია კი მინდა მეძებარიც და მდევარიც, მაგრამ ღროის ნაკლებობა მაქ და ვერ ვრისკსვ ისეთ საქმეზე შეჭიებას რასაც ლეკვის გაზრდა ქვია
  6. ჰასკებს კონკურენტი არ ყავთ განსაკუთრებით 2-8 თვისებს. ეხლა დამაფიქრა გივის წინა პოსტმა და მემგონი ღირს შეძენა. ))
  7. ეხლა მაგაზე გიპასუხებ. მელა და კურდღელს ლაიკა 100 წელი ვერ ჩაუდგება კვალში. შეიძლება რაღაც მომენტებში გაუართლოს მარა ეგენი არ არიან მდევარივით კვალზე მომუშავე ძაღლები და ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი სანადირო მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. ლაიკის დანიშნულება არის მსხვილი ნადირის გაჩერება, როცა მდევრის მოვალეობა არის მისი დევნა და სარეკისკენ გადენა. ამიტომაც ცდიან მათ დათვებზე ღორებზე და ა.შ. და მათ აბსოლუტურად არ მოეთხოვებათ კვალზე ისევე პროფესიონალურად იმუშაონ როგორც მდევრებმა, ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა ნადირთან მიტევებისას მათ მანევრს და ზომიერებას, ანუ სრულად არ უნდა შეევიდ
  8. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობაა. პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა. შიოდა. ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი. შიოდა. რა გემრიელი იქნებოდა ბალახი. ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა. შიოდა. უცებ იგრძნო რაღაც. ტკივილი? - არა. რაღაც და გათავდა. ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო: - მამა, ფეხები მომეყინა, - თქვა ბიჭმა.
  9. კი მეგობარო, მე მაღაზიის რეკლამირებას არ ვეწევი, მაგრამ ეგ იარაღი მაგ ფასად ჯერ საქართველოში არ ყოფილა ნახმარიც კი. ჩეხურია დანამდვილებით ვიცი. მაგ ნორინკოზე არ გეუბნებოდა. ნორინკო ტტ-ზე ამბობდა.
  10. კი მქონია შეხება. დეტალებზე ჩაღრმავება არ არის საწირო. არ ვამბობ გინდათუარა შენზე მეტი ვისროლეთქო, მაგრამ იმდენად ახლოს კი ვიცნობ რომ მსგავსი შეხედულება ჩამომეყალიბებინა. ისე კი მაგ კალიბრში ჩზ 85 საუკეთესოა, მაგრამ მაგას მაკაროვის ფასში ვერ იშოვი.
  11. მაგარი ნადირობა გამოგსვლია, აღწერაც ისეთი იყო რომ მეც ტაიგაში ვიმოგზაურე რამოდენიმე წამით.
  12. საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ ბოლო საუკუნეების ურთულეს მდგომარეობას, საქართველოში იარაღის ვიზუალურ მხარეს დიდი ყურადრება არ ექცეოდა, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მაგრამ საბრძოლო თვალსაზრისით, კავკასიური სატევარი ბევრად ეფექტურია ჩემი აზრით.
  13. მართალი ხარ ჯაბა
  14. ლაიკები ანუ იგივე მყეფრები ძმაო მდევრის მოვალეობას ვერასდროს ვერ შეასრულებენ. შეიძლება სხვადასხვა ჯიშის მყეფარებს მეტ-ნაკლება ქონდეთ სისხლში ნადირის დევნისადმი მიდრეკლილება მაგრამ ისინი მდევრებს ვერასდროს ჩაანაცვლებენ მათი დანიშნულებაა მსხვილი ნადირის გაჩერება, ამის გაკეთება იგივე ჭრელსაც შუძლია, მაგრამ ამ საქმეში ლაიკას ვერ შეედრება, რადგან ლაიკებს ახასიათებთ ძალიან კარგი მანევრები, ხოლო ჭრელები ბევრი გამიგია და მინახავს დასახიჩრებულები ან საერთოდ ისეთი შემთხვევებიც მრავლადაა სადაც საბედისწერო გამოდგა მათი ნადირთან მიახლოება. მართალი ხარ ძაღლის გაზრდაზე ბევრია დამოკიდებული, ასევე სისხლზეც, მ
  15. რა 3 ლარი ჯაბა, 1.5 ლარათ იყიდება ძმაკაცი ყიდულობს ხოლმე. 2 წლის უკან შევაძენინე ახლთ-ახალი"არსენალის" მაკაროვი 300 ლარად. lasha777 თვითონ იარაღს რაც შეეხება ჯაბას ვეთანხმები, ცუდი ბალისტიკა აქვს და ხელშიც თანამედროვე იარაღებს თუნდაც Norinco Model 213-ს ვერს სჯობს (ეს ნორინკო ტტ-ს ასლია ლუგერის ტყვიებზე მხოლოდ ოდნავ განსხვავდება ვიზუალით). თუმცა ფასიდან გამომდინარე მაკაროვი არ არის ცუდი ვარიანტი. არიან თურქულებიც 600-700ლარათ რომელთაც ძალიან დაბალი რესრუსი აქვთ. მაგრამ თუ დამატება შეგიძლია არიან კარგი ხარისხის თურქულებიც. მაგალითად stoeger cougar-ი რომელიც ორ კალიბრზეა ლუგერი და 45acp. ა
  16. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი მაგრამ სინამღვილეში ძალზე დიდი სხვაობაა. რუსული წრელი გამოიყვანეს რუსულისა და ინგლისური ფოქსჰაუნღისგან. მათ სისხლში მიღრეკილება აქვთ როგორც ბეწვეულზე ასევე ნებისმიერ მსხვილ ნაღირზე. რუსული კი ძირითადად კურდღლის ძაღლებია და ამაში ბაღალი არ ყავთ, მაგრამ როცა საქმე მსხვილ ნაღირზე მიდგება იქ ანგლო შეუდარებელია თავისი ჟინითა და შეუპოვრობით.
  17. იმ დღეს მეზობელმა მითხრა თბილისის ზღვაზე კამახს ყიდიანო. მემგონი წინაზე თქვენი გაშვებული ლიფსიტებიდან აღარც დარჩებოდა რამე.
  18. ზესტაფონი ჭიათურიდან არც ისე შორია, შეგვიძლია ერთმანეთთნ დაკავშირება და მთაში წასვლა, თუ რათქმაუნდა შენი სურვილიც იქნება.
  19. ანგლო რათქმაუნდა, უფრო ჟინიანიცაა და უფრო გაბედულიც.
  20. მე თუ ძაღლებაში სულ ცოტა მაინც გამეგება მაგარი ექსტერიერი აქვს.
  21. გივი არმსანი ატა და შტოგერი უველაზე გამოცდილებია, რატო მაინდამაინც შენ უნდა ცაატარო ექსპერიმენტი გამოგადგება თუ არა. ისე კი გირსანის პისტოლეტები მაგრად მომწონს
  22. ამაზე მაგარი და ჩემი აზრით სწორი შედარება თურქულების და რუსულების ჯერ მე ამ ფორუმზე არ წამიკითხავს.
  23. გივი არმსანი. შტოგერს თუ გადაწყვეტ ბარემ 3500 აიღე, ბევრად მეტი რესურსია აქ 2000თან შედარებით. (არა იმიტომ რო 89მმ სავაზნე აქვს)
  24. შეგიძლია დადო მაიმარკეტზე, ან ბაზიერელების ფორუმზე, იქ ბევრია მეფრინველე და შესაძლოა დააინტერესოს შენი წინადადება.
×
×
  • Create New...