Jump to content
Club-Monadire.Ge

Коба

წევრი
  • Content Count

    1.419
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    12

Everything posted by Коба

  1. ტექნიკაა მართლაც სერიოზულია და ჩვენს დაჭაობებულ რუსეთის ჩრდილოეთში შეუდარებელი საშუალებაა. ისეთ გაუვალ ადგილებში ვარ ნამყოფი, რომ ბევრ "რობინზონს" შეშურდებოდა. სოფლის გზებზე 70-80 კმ/სთ სიჩქარეს ვანვითარდებდით, წყალში დაცურავს, ჭაობში არ იძირება, ნებისმიერ ჩახერგილ წინააღმდეგობას ძლევს. ნებისმიერი რაოდენობის ტვირთი შეგიძლია ჩადო, ისე რომ, ტყე-ჭაობში არაფრის ნაკლებობა არ იგრძნო. უკან 3 საძილე ადგილი მქონდა გაკეთებული, თავის ღუმელთან ერთად. 20-25 კაცი თავისულად შეგიძლია შეიყვანო სადაც გინდა (მაგალითად, ზამთარში, კოლექტიური ნადირობის დროს). ჩვენ უმთავრესად ორნი ან სამნი დავდიოდით. ძნელია აღწერო ს
  2. კი გიო, მართალი ხარ. შენ ხარ ძმაო პირველ რიგში, და "ბრაუნინგი", ის "სატყუარა", რამაც ჩემზე იმოქმედა . მე მყოფნის აქაურ (რუსულ-ბელორუსულ-უკრაინულ) საიტებში "ობშჩენია", მაგრამ, როდესაც, თქვენი სითბო და სიყვარულით, თანაც, ღრმა შინაარსით, გაჟღენთილი პოსტები ვნახე აქ, გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე გვერდში დაგდგომოდით
  3. ვნადირობდი, ავთო! ძაღლი რომ ავიყვანე მას შემდეგ "ტანკიც" გავყიდე და კარაბინიც. ამ პერიოდიდან, ჩემთვის ნადირობამ რაღაც ხელოვნების სახე მიიღო. სინამდვილეში ასეც არის - ნადირობა მეძებარ ძაღლთან ტანდემში, ჩემთვის ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა, სადაც ყოველმა მხარემ ზუსტად უნდა იცოდეს თავისი როლი და მაქსიმალურად გამოამჟღავნოს თავისი უნარი და ტალანტი. მე უაღრეს სიამოვნებას ვგრძნობ, როცა ვხედავ შედეგს, ჩემი, როგორც "რეჟისორის", ჩაყრილი შრომისა. საერთოდ მივატოვე სიარული ისეთ ნადირობებზე, სადაც ჩემს ძაღლებს ვერ გამოვიყენებ (მაგალითად, კოშკიდან ნადირობა). არა, ამას ვერ დაგპირდებით
  4. მიუხედავად იმისა, რომ, მალე "დავსპეცდი" დიდი ხურჯინის თრევაში და თავისუფლად შემეძლო დიდი ხანი გამეტარებინა მარტო ჭაობში, მაინც რაღაცა მაკლდა. შემდეგ შემთხვევით ვნახე ერთი განცხადება და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მე, როგორც მონადირეს, არ მყოფნიდა. ვნახე და ვიყიდე. ამის მერე, ჩემმა ნადირობამ იხვზე და ბატზე სულ სხვა სახე მიიღო. ჩემს წინ უკვე არ იდგა არავითარი ისეთი შეფერხება, რისი გადალახვა შეუძლებელი ყოფილიყოს. ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ.
  5. კაი, აბა გავაგრძელებ ცოტას, თორემ გაიხსნა ახალი სეზონი და ისაა. ისე წესით ამ შაბათს უნდა გაიხცნას ფსკოვის სამხრეთ რაიონებში, დაგეგმილიც მაქვს გასვლა, მაგრამ.... იმდენი თოვლია ჯერ კიდევ, რომ, ჩემი აზრით გადადებენ გახსნის დღეს. გუშინ იქ მოუთოვია და კიდევ 20 სმ. ახალი თოვლი დაუმატებია. ჩვენთანაც მოთოვა, მაგრამ ოდნავ (5 სმ.), თუმცა, ესეც აღმოჩნდა საკმარისი, რომ არემარე ისევ ზღაპრულად შემოსილიყო. სურათებიც გადავუღე ამ სილამაზეში ძაღლებს. დავდებ ამ დღეებში. როგორც უკვე ავღნიშნე, იხვებზე და განსაკუთრებით ბატებზე სანადიროდ, ხშირად ისეთ ადგილებში შევსულვარ, სადაც ადამიანის ფეხი იშვიათად იყო დადგმუ
  6. გამარჯობათ, ირაკლი! ჩემი აზრით, ყველაფერი ნორმალურად იქნება, თუ არ იჩქარებთ და ძაღლს ნორმალურად განვითარების საშუალებას მისცემთ. ამ ეტაპზე, თქვენ პირველ რიგში უნდა იფიქროთ ძაღლის კონდიციის აღდგენაზე და მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესობაზე. ახალგაზრდა პოინტერი მალე რომ აგდებს მოძრაობის ტემპს, იმის მაჩვენებელია, რომ, ავადმყოფობის შემდეგ მან ჯერ-ჯერობით ვერ აღიდგინა ნორმალური ფიზიკური მდგომარეობა. ის ჯერ კიდევ ფიზიკურად სუსტადაა, და შეიძლება ისიც იყოს იმის მიზეზი, რომ, ძაღლი ფრინველს ვერ პოულობს ყნოსვით. ისე მიწერე ჩვენს "აიბოლიტს" (ჯაბას), როდის მკურნავდი ძაღლს ჭიისგან, რითი და რა დ
  7. როგორც ინფორმაცია მოდის, საქართველოში მწყერი გამოჩნდა და ამიტომ, შევეცდები იმათ, ვინც სულმოუთმენლად ელის, რომ თავის ძაღლს ანახოს ფრინველი, მივცე რამოდენიმე რჩევა (იმ რჩევებთან ერთად, რაც ზევით, თემაში არის მოყვანილი). -ავარჯიშეთ ლეკვი ისეთ ადგილას, სადაც, არ იქნება სხვა ძაღლები, ოჯახის წევრები, მეგობრები და ყურადღების გამფანტავი სხვა პირობები. -სანამ ლეკვის წვრთნას დაიწყებთ, მიეცით მას საშუალება კარგად გაისეირნოს (მოიხადოს ბუნებრივი მოთხოვნილებები). -სეირნობის შემდეგ, ლეკვი დააბრუნეთ უკან მანქანაში (თუ მანქანითა ხართ გასული) ან სახლში. შემდეგ დააჯინეთ, მოაბით ყელსაბამზე ბაწარი ("პოვადოკი")
  8. გეთანხმები. ამიტომაცა მაქვს საყინულე გამოტენილი, სხვადასხვა ზომისა და წონის გაუბურტყავი ფრინველებით (გარშნეპიდან დაწყებული, იხვებით დამთავრებული). ჩემებს ესენი არ ჭირდებათ, მაგრამ, ხშირად მოდიან სტუმრად ჩვენი ძაღლების შთამომავლები, რომელთაც აპორტირების განმეორება არ აწყენთ.
  9. ბიჭებო, ნუ გეშინიათ ეს მე ვიხუმრე, ელჩი რომ გამომეფხიზლებია თორემ გადაიდო ფეხი-ფეხზე იმ ამერიკაში და ამ რუსეთში რა ხდება სულ არ აინტერესებს (აინტერესებდა) ისე იმოქმედა, ხომ ხედავთ გიო, გენაცვალე, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ რუსეთში არ შემოგესვლება, ორმაგი მონდომებით ვცდილობ ვიაქტიურო ამ თემაში სხვა ჩვენი "თერგდალეულებიც" რომ დაგვიჭერდნენ მხარს, ხომ საერთოდ გადასარევი იქნება.
  10. ლიცენზიები არ არის ოფიციალურად ძვირი, მაგრამ, მათი დათრევა ფაქტიურად შეუძლებელია უბრალო მონადირისთვის. განსაკუთრებით, დიდი ქალაქებში, ან მათ ახლოს. ლიცენზიების რაოდენობა შეზღუდულია და მათ უმთავრესად აძლევენ მონკავშირებს და სანადირო მეურნეობებს, მათ მიერ ჩატარებულ მუშაობიდან გამომდინარე. ეს ორგანიზაციები კი, ამ ლიცენზიებს ათმაგად და ოცმაგად ყიდიან, რადგანაც ეს არის შემოსავლის მთავარი წყარო. ეს ეხება თითქმის ყველა სახის ლიცენზირებულ ფრინველ-ცხოველზე ნადირობას, როჭოდან დაწყებული, დათვით და ცხენირმით დამთავრებული. მაგალითად, ლიცენზია ჩვენთან დიდ ლოსზე ღირს სადღაც 170$ (5000 მანეთი), ყიდიან 1500
  11. მე ყველაფერი მაინტერესებს, რაც ქართულ კერძებს ეხება. დიდი მადლობელი დაგრჩებით
  12. მე კი, ამ დღეებში ვაპირებდი ამ თემის დახურვას. ელჩმა გამახსნევინა ეს თემა, და რახან არ რეაგირებს არც ერთ ჩემს პოსტზე ამ თემაში, "ზნაჩიტ" ვერ გავამართლე მისი იმედები, და აქ არაფერი მესაქმება მეთქი საცოდაობა იქნებოდა, ამხელა გამოცდილება და ასეთი შედეგი გაფანტული ყოფილიყო. კი ძმაო. რაც მეტი შეკითხვები გექნებათ, მით უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. ბევრი რაღაცის მოყოლა მინდა, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს. წყალმცურავებზე ნადირობის ამსახველი ფაქტების შემდეგ, ვაპირებდი ამ საკითხის (რუსეთში ნადირობის სისტემის) გაშუქებას. მაგრამ, რადგანაც კი
  13. თუ მომიხდა ახლო მომავალში ჩამოსვლა, შევიტან პირადად. თუ არა და, რომელიმეს გადმოგიგზავნით და შეიტანეთ ჩემს მაგივრად.
  14. მეც მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. პატარა გამოცდილება მეც მაქვს ამ საკითხში, იქნებ რამეში გამოგადგეს.
  15. მირზა, გილოცავ ძმაო და ვეთანხმები, დავითას, მიაქციე ყურადღება და კარგი იქნება, თუ იმ ადგილს, სადაც ლეკვები იქნებიან, ცოტას შეაკეთებ. საჭიროა, რომ კედლებზე (თუ იქ აპირებ ძუს და ლეკვების დატოვებას) და ფიცარზე მიაჭედო "ბრუსოკი", რამოდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე. ეს ლეკვებს მისცემც გადარჩენის შანსს, თუ შემთხვევით დედა მათ დააწვება. ჩემთვის არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ის ტილო, რაც იქ აფენია. მაგი ან რამენაირად დაჭიმე, ან მოაშორე ლეკვებს საერთოდ.
  16. ვიღაცა ალბათ კი იყენებს. მე არასდროს გამომიყენებია. ვიყენებ ნაღდ ფრინველს, სხვადასხვა ზომის და წონის, რომლებსაც წინასწარ ვამზადებ და ვინახავ საყინულეში.
  17. ჯერ სადა ხარ, კიდევ მაქვს "მძიმე არტილერია" შემონახული
  18. ჯაბა არა ვარ, მაგრამ, გიპასუხებ, რომ, მართალია შეიძლება ცოტა ადრეც (10-12 დღეში), მაგრამ მე მგონი არ ღირს. გეჩქარება სადმე???
  19. "ჩერეზჩურ" ხშირად ძაღლს ყოფნის წელიწადში 1-2-ჯერ დაბანვა საპნით, ან რაიმე სპეციალური შამპუნების დახმარებით. ყოველი ასეთი დაბანვა ასუსტებს ძაღლის, და მითუმეტეს ლეკვის, ორგანიზმის დამცველობით უნარს. თუ ძაღლი (ლეკვი) დასვრილია, შეგიძლიათ ბანოთ თუნდაც ყოველ დღე, ოღონდ საპონის და მაგის მსგავსი რაღაცეების გარეშე.
  20. 'იეტი'- გადახედე საკვებს (უკეთესია აქაც ჩამოწერო, რითი კვებავ) და არ ინერვიულო. ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს ალერგიის რაღაცა სახე, გამოწვეული მცენარეების ყვავილობით. მოგვიანებით, თავისით გაუვლის.
  21. დავამთავრებ ბარემ წყალმცურავებზე როგორც აქამდე ვახსენე, იხვს, როგორც ნადირობის ობიექტს, დიდი ხანი ეჭირა პირველი ადგილი ჩემთვის. ეს ფრინველი, უმრავლესობა მონადირეებისათვისაც ნომერ პირველი ნადირობის ობიექტია (განსაკუთრებით დამწყები მონადირეებისათვის), რადგანაც შედარებით ხელმისაწვდომია და ხშირად გასროლის შანსის გამო, ძალიან აზარტიულია. ძაღლიც იმიტომ ავიყვანე, რომ, რაც შეიძლება ნაკლები, დაჭრილი და მოკლული ფრინველი დამეკარგა. იხვი ფაქტიურად ყველგანაა და ამიტომაც მე ბევრ სხვადასხვა რაიონში ვარ ამ ფრინველზე ნანადირევი. ხშირად ფეხით გავსულვარ 8 კილომეტრი ტყეში, რომ ერთ-ერთ საყვარელ ტბამდე მიმ
  22. იაგებზე რომ გასწავლეს ის წესი გამოგეყენებინა :d030:
  23. რუსეთში, გაზაფხულის ნადირობის სეზონი მცირე ხნით იხსნება - სულ ორი კვირით. სამაგიეროდ, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა დროს. ჯერ უფრო სამხრეთ რეგიონებში (შუა ზოლიდან დაწყებული) და ნელ-ნელა შემდეგ უფრო ჩრდილო რაიონებში. სულ სამხრეთ რეგიონებში (მაგალითად, კრასნოდარის ოლქში) საერთოდ არ იხსნება ნადირობა გაზაფხულზე, რადგანაც, გადამფრენი ფრინველების ნაწილი, ამინდიდან გამომდინარე, ხშირად ნახევარ ზამთარს იქ ატარებს. მაგალითად, წელს, იანვრის ბოლოს, კრასნოდარში და მის ოლქში, სითბო +15 გრადუსს აღემატებოდა. ამიტომაც იყო, რომ, ამ პერიოდიდან დაწყებული, საქართველოში უკვე იგრძნობოდა, მაგალითად, იხვის ნაკლებო
  24. duta- უკვე ნათქვამი მაქვს და კიდევ ვიმეორებ - ლეკვის დაგეშვამდე, აუცილებლად უნდა მიაღწიოთ წარმატებებს (აითვისოთ) "სახლში მომზადების კურსები" (მოსმენა, მოთმინება, ბრძანებების უყოყმანოდ შესრულება და ა.შ.). როცა დარწმუნდებით, რომ, ლეკვი ასრულებს ყოველიმე ამას, უნდა გადახვიდეთ მინდვრებში და მიაღწიოთ ასეთივე წარმატებებს მანდ. მხოლოდ ამის შემდეგ, უნდა დაიწყოთ ფიქრი დაგეშვაზე. ამ ეტაპის პირველ საფეხურზე ფრინველი არა თუ საჭიროა, არამედ მავნებელიცაა ე.ი. უნდა დაიწყოთ ლეკვის დაგეშვა, ფრინველის გარეშე და იმ ადგილებში, სადაც ფრინველის ყოფნა ნაკლებად შესაძლებელია. ეს იმისათვისაა საჭირო, რომ ლეკვმა უკეთეს
×
×
  • Create New...